Jump to content
Planeta.Ge

მიხელ სააკაშვილის სამეგრელოში ვიზიტისას ჟურნალისტები სცემეს და დააკავეს [video]


Recommended Posts

ეხლა არ მითხრა არ არიან ვანოს ძუკნებიო :))

 

ხოდა რას მოთქვამთ ვანოს ძუკნებზე??? დაიკიდეთ, სცემეს თუ ციხეში გამოკეტეს.. რა მოხდა მერე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 33
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ხოდა რას მოთქვამთ ვანოს ძუკნებზე??? დაიკიდეთ, სცემეს თუ ციხეში გამოკეტეს.. რა მოხდა მერე

მე მოვთქვავ? :))

ვანოს ძუკნებს არც არაცინ ცემს და ციხეშიც არავინ არ კეტავს,

პირიქით გენაცალე მაგათ გულისთვის ბევრი წესიერი ადამიანია გაფუჭებული, ნაცემიც

და ციხეში წასული,

პროვოკატორი ნასეტკები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე მოვთქვავ? :))

ვანოს ძუკნებს არც არაცინ ცემს და ციხეშიც არავინ არ კეტავს,

პირიქით გენაცალე მაგათ გულისთვის ბევრი წესიერი ადამიანია გაფუჭებული, ნაცემიც

და ციხეში წასული,

პროვოკატორი ნასეტკები

 

აუფ... კაი ერთი.....

 

არც არავის გულისთვის არის ვინმე გამოკეტილი ციხეში და არც ვინმეა ვანოსი...

 

უბრალოდ, ვისაც არ ეზარება, ჟურნალისტებს ლანძღავს, თვითრეალიზაციის ერთ-ერთ ფორმა გახდა...

 

ჟურნალისტებსი შეგინება და მარშიტკის მძღოლისთვის აყვირება, ერთნაირი პონტი გახდა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

იმენნა ყელში ამოხვედით მეგრელები თქვენი არაადეკვატურობით და დიქტატურისადმი კეთილგანწყობილებით,

 

ანტიმეგრელი არ ვარ, ალასანიას ვუჭერ მხარს და კახა შარტავას შემოვევლე მე

ერთი მეორეს გამორიცხავს, თან აქებ თან ლანძღავ...ამჯერად სიტყვიერი გაფრთხილება...არავითარი ეთნიკური ან კუთხური შეფასებები!!! გასაგებია?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფაქტები დადონ ან ფოტო მასალა ან ვიდეო მასალა რომ ბატონი პრეზიდენტი იქ იმყოფებოდა და თან ფეხი იღრძო

 

მაგრამ მაესტროსგან რა უდნა გაგიკვირდეს

 

საკუტარ ოფისს "ხელყუმბარა" თვითონ რომ ესროლეს ავანტიურისტები

 

მაგის მერე მაგათგან არაფერი მიკვირს

 

შეიძლება ბატონ პრეზიდენტს კენედის მკვლელობაც კი დააბრალობ

 

იაფფასიანი სისულეების მეტი ვერაფერი ვერ მოიფიქრეს ბრძოლისთვის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

აუფ... კაი ერთი.....

 

არც არავის გულისთვის არის ვინმე გამოკეტილი ციხეში და არც ვინმეა ვანოსი...

 

უბრალოდ, ვისაც არ ეზარება, ჟურნალისტებს ლანძღავს, თვითრეალიზაციის ერთ-ერთ ფორმა გახდა...

 

ჟურნალისტებსი შეგინება და მარშიტკის მძღოლისთვის აყვირება, ერთნაირი პონტი გახდა

 

 

ის წესები, რაც ჟურნალისტებს იცავს, არ ვრცელდება პროპაგანდისტებზე - ჟურნალისტიკა სხვაა, პროპაგანდა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი...

 

მაგ. ნიურნბერგში გაასამართლეს და ჩამოახრჩვეს იულიუს შტრაიხერი (თუ გვარი არ მეშლება) რომელიც იყო ნაცისტური პროპაგანდის მთავარი იარაღის - გაზეთ 'დერ შტურმერის' - მთ. რედაქტორი. როგორ ფიქრობ, შტრაიხერი ჟურნალისტი იყო? ან 'ერორის' სასტავი ჟურნალისტები არიან?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

ფაქტები დადონ ან ფოტო მასალა ან ვიდეო მასალა რომ ბატონი პრეზიდენტი იქ იმყოფებოდა

აგერ , ბატონო რუსთავი ორის ფოტოა

http://s43.radikal.ru/i102/1001/e8/05c9f0c5355c.jpg

და ლინკიც - http://www.rustavi2.com/news/news_textg.ph...p;ct=0&wth= :D

დანარჩენი გაანადგურეს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

 

აგერ , ბატონო რუსთავი ორის ფოტოა

http://s43.radikal.ru/i102/1001/e8/05c9f0c5355c.jpg

და ლინკიც - http://www.rustavi2.com/news/news_textg.ph...p;ct=0&wth= :D

დანარჩენი გაანადგურეს

 

 

ნაღრძობი ფეხის სურათები და ვიდეო მასალა ვიგულისხმე

 

ააა ეგ ხო უკვე გაანადგურეს

სამხარეო პოლიციის ჯალათებმა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

ნაღრძობი ფეხის სურათები და ვიდეო მასალა ვიგულისხმე

რას გულისხმობდი?

 

ფაქტები დადონ ან ფოტო მასალა ან ვიდეო მასალა რომ ბატონი პრეზიდენტი იქ იმყოფებოდა და თან ფეხი იღრძო

ჯერ გაერკვიე რას წერ და მერე შემედავე - აგერ მასალა, რომ იმყოფებოდა, ამას არ ითხოვდი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

 

რას გულისხმობდი?

ჯერ გაერკვიე რას წერ და მერე შემედავე - აგერ მასალა, რომ იმყოფებოდა, ამას არ ითხოვდი?

 

 

ვითხოვდი ფოტო და ვიდეო მასალას რომ ბატონ პრეზიდენტს ფეხი ეღრძო

 

თორე რო იყო ვიცით შენც მეც და ყველამ

 

სხვანაირად დავწერე

 

დადონ მასალა რომ პრეზდენტი იქ იყო არ უნდა დამეწერა

 

მაგრამ ავანტიურისტ მამუკა ღლონტს უდა წარმოაჩინოს

 

ბატონი პრეზიდენტის წაქცევა და ფეხის ღრძობა

 

მე მაინტერესებს ვინმემ დააფიქსირა ფოტოზე ან ვიდეოზე წაქცევა და ნარღძობი ფეხი

 

ღლონტმა თავის წმიდნა გიორგი მხსნელ უცნობს უკონტროლოს სიარული

 

კაიფში არ წაექცეს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

ბატონი პრეზიდენტის წაქცევა და ფეხის ღრძობა

კაცო, შენ მე გადამრევ!

ჯერ ეს ერთი - წაქცევა ციგურებზე სრიალის დროს "გრეხი" არაა - რა პრობლემაა, წაიქცა და წაიქცა

და მეორეც, როგორც იკითხე ისე გიპასუხე და განადგურებული მასალა მე საიდან უნდა მოვიტანო, არ მესმის.

და კიდევ - ნუ ხო კაი, გადაიღეს და გაუნადგურეს - ეს დაჭერობანა რა პონტია საერთოდ - ძალა ერჩით თუ რა?

აი ამაშია სწრედ საქმე, ყველაფრისგან თავად რომ იქმნით პრობლემას - რა ვერარ გაიგე შენ და შენმა "ბატონმა"

 

FRIDRIX

ე მაინტერესებს ვინმემ დააფიქსირა ფოტოზე ან ვიდეოზე წაქცევა და ნარღძობი ფეხი

 

ღლონტმა თავის წმიდნა გიორგი მხსნელ უცნობს უკონტროლოს სიარული

 

კაიფში არ წაექცეს

აი ეს სიტყვები მეტყველებს იმაზე, რომ უდიდესი პრობლემა გაქვთ ფაქტების აღქმასტან და გადმოცემესთან - რა შუაშია ეხლა ეს??

პოსტი არ დაგიწერია ამ ხალხის ხსენების გარეშე -რაზე მეტყველებს ეს ნეტა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნაღრძობი ფეხის სურათები და ვიდეო მასალა ვიგულისხმე
ვითხოვდი ფოტო და ვიდეო მასალას რომ ბატონ პრეზიდენტს ფეხი ეღრძო
ბატონი პრეზიდენტის წაქცევა და ფეხის ღრძობა
მე მაინტერესებს ვინმემ დააფიქსირა ფოტოზე ან ვიდეოზე წაქცევა და ნარღძობი ფეხი

FRIDRIX, რა იყო შე კაცო არ შეიძლება პრეზიდენტმა ფეხი როიღრძოს თუ რაშია საქმე? ფეხმძიმედ იყოო ხომ არ უთქვიათ?

ბერლუსკონის სულ გაუფშნეს ცხვირპირი, კინაღამ თვალი დაკარგა კაცმა და არც ტელეკამერებს დამალვია.

რა უბედურებაა ჩვენთან მიხოს ღმერთად შერაცხვას ხომ არ უპირებთ?

მახსოვს ერთი კუჭი აეშალა აჭარის მთიანეთში, შვეიცარიაში თუ ავსტრიაში წაიყვანესო სამკურნალოდ, მთელმა ევროპამ გაიგო ქართველებს კი საგოლდაგულოდ გვიმალავდნენ რატომღაც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აბა რა გასაკვირია სააკაშვილიც ხომ ადამიანია და ფეხი რომ იტკინოს. რა მოხდა თუ ეს ადაიღო ჟურნალისტმა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჟურნალისტის მკვლელობა ფსიქიატრიულში

 

ჟურნალისტ ნაზი შამანაურისა და დედამისის სარა ინაშვილ-შამანაურის დღემდე ბურუსით მოცული ისტორია მეოცე საუკუნის 80-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ ქრონიკად რჩება. ამ ტრაგიკული ამბიდან 20 წელზე მეტი გავიდა, საქართველოში რამდენიმე მთავრობა შეიცვალა, დუშეთში იმ ქუჩას, სადაც გიჟად შერაცხული ჟურნალისტი ცხოვრობდა, ნაზის სახელიც დაარქვეს, თუმცა ამდენი წლის მერეც გაურკვევევლია, რატომ გამოკეტეს ახალგაზრდა ქალი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში...საერთოდ, კომუნისტების დროს არასასურველი ადამიანების სულითავადმყოფებად გამოცხადება ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ზოგიერთ წევრზე რომ აღარაფერი ვთქვათ, “წითლებმა” თავის დროზე ერეკლე მეფის შთამომავალი პეტრე გრუზინსკიც ფსიქიურად შეშლილად გამოაცხადეს...

 

სხვათა შორის, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ნაზი შამანაურმა დღიურები დაწერა, თუმცა ფსიქიატრიული საავადმყოფოს იმდროინდელი მთავარი ექიმი, აბელ მამარდაშვილი აცხადებდა, რომ ეს დღიურები ნაზის არ დაუწერია... ნაზი შამანაურის საქმეზე გამოძიება არ ჩატარებულა. მეტიც, იმ დღეს, როცა ნაზის ასაფლავებდნენ, დუშეთის რაიონის რაიკომის მდივანმა, ნუგზარ კერესელიძემ, თურმე, რადიო ჩართო და ტაშ-ფანდური გამართა. სხვათა შორის, ჟურნალისტი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დუშეთის რაიონის რაიკომის მდივნის შადურის მხილებისთვის გამოკეტეს...

 

ამონარიდი ნაზი შამანაურის დღიურიდან:

“... 1982 წლის 14 აგვისტოს ჩარგალში ვაჟაობაზე ვიყავით მე და დედა. გადავწყვიტე, სიტყვით გამოვსულიყავი და ვთხოვე ნებართვა რაიონის ხელმძღვანელს, რომელმაც სიტყვის უფლება არ მომცა და მისი მითითებით, გაოგნებული საზოგადოების თვალწინ, დედა-შვილი მილიციის მანქანით წამოგვიყვანეს. ორი დღე დაგვტოვეს მილიციის საპატრიმროში... 16 აგვისტოს, ორშაბათს, წამოგვიყვანეს თბილისში და დედა-შვილი მოგვათავსეს ფსიქიატრიული საავადმყოფოს ქალთა პირველ განყოფილებაში, სადაც უფრო მეტად აღგზნებული ავადმყოფები არიან. მე და დედას შიშისაგან არ გვეძინა. მე-13 დღეს დაგვაშორეს ერთმანეთს, დედა გადაიყვანეს მე-9 განყოფილებაში და მე პირველ განყოფილებაში დამტოვეს. ამ დღიდან დაიწყო ჩემი ტანჯვა-წამება, გამატიტვლეს ყველას თვალწინ, თმებით მათრიეს, 13 დღის ნაშიმშილევს შემიკრეს ზეწრებით ხელ-ფეხი, მუცელში მცემდნენ, ცხვირზე ხელს მაჭერდნენ, რომ პირი გამეღო... შიგ სახეში მცემდნენ, ხითხითებდნენ, შენ აქედან ცოცხალი ვერ გახვალ, შენთვის ეს სურამის ციხედ იქცევა, ჟურნალისტი გამოვიდა სიმართლის მაძიებელი...”

 

“ნაზიმ თავი თვითონ დაიღუპა!”

...ნაზი შამანაურის ნამოსახლარი 13 წლის წინ, 1996 წლის დეკემბერში მოვინახულე. ნაზის დედა, ქალბატონი სარა ინაშვილი რამდენიმე თვის გარდაცვილი დამხვდა. მასპინძლობა ჟურნალისტის ბიცოლამ, ქალბატონმა ეთერმა და მისმა ვაჟებმა _ ვახტანგ და ტარიელ ინაშვილებმა გამიწიეს. _ სიმართლისათვის წამებით მოკლეს, საწყალი გოგო გიჟად მონათლეს, _ ტირილით მითხრა ქალბატონმა ეთერმა, _ საავადმყოფოდან ნაზის ცხედარს არ გვატანდნენ. ხუთი დღე დადიოდა ჩემი ბიჭი, რომ მიცვალებული დუშეთში ჩამოესვენებინა, მაგრამ მორგიდან მორგში აგზავნიდნენ, მკვდრისაც ეშინოდათ! ბოლოს, სასწრაფო დახმარების მანქანაში ვიპოვეთ, ზემოდან სამი-ოთხი მიცვალებული ესვენა და, როგორც გავიგეთ, თბილისის გარეუბანში, უპატრონოთა სასაფლაოზე უპირებდნენ დამარხვას...

 

 

 

სკოლა რომ დაუმთავრებია, დედას ნაზისთვის პიანინო უყიდია. საჩუქარს უზომოდ გაუხარებია... ქუჩაში სიარული არ ჰყვარებია. დღე და ღამე წიგნებში ყოფილა ჩაფლული, ფრანგულიც თავისით უსწავლია და მუშაობა დუშეთის სკოლა-ინტერნატში დაუწყვია, მაგრამ იქ ბევრი უსამართლობა დაუნახავს და უთქვამს, ამის მოთმენა არ შემიძლია, ჟურნალისტიკაზე ჩავაბარებ და სიმართლის თქმას მაშინ ხომ ვეღარ დამიშლიანო...

ტარიელ ინაშვილი, ნაზის ბიძაშვილი: _ ...1982 წელს დუშეთში შევარდნაძე ჩამოვიდა. ნაზი რაიკომის შენობის შესასვლელთან დახვდა და მოწიწებით სთხოვა, რომ მოესმინა. შევარდნაძემ თავი დაუქნია, მაგრამ რაიკომის მდივანმა და მისმა ქვეშევრდომებმა ლაპარაკი არ აცალეს, გიჟია, რას უსმენთო...

 

ეთერ ინაშვილი, ნაზის ბიცოლა: _ ბოლო დროს ნაზი ეჭვიანი გახდა, არავის აღარ ენდობოდა. ეგონა, რომ ყველა მიგზავნილი იყო და მისი სიკვდილი უნდოდა. ხშირად უმიზეზოდაც ჩხუბობდა. რამდენჯერმე მითხრა, ბიცოლა, ჩემი ბრალი არ არის, ნერვები აღარ მაქვსო. ნაზიმ თავი თვითონ დაიღუპა, მისი მტერი მისი სიმართლე იყო! ვთხოვდი, გაჩერებულიყო, მაგრამ ჩემს ნათქვამს ახლოს არ იკარებდა... ნაზი ბოლოს 1983 წლის 7 იანვარს, შობა დღეს, საავადმყოფოში ვნახე. სასიკვდილო არაფერი შემიმჩნევია, თუმცა უზომოდ გამხდარი და საშინლად ნაცემი იყო. გამომშვიდობებისას მითხრა, ბიცოლა, მალე წამიყვანე აქედან, თორემ მომკლავენო... დარწმუნებული ვარ, ნაზი ფისიქტრიულ საავადმყოფოში ცემით მოკლეს და, კვალის დამალვის მიზნით, გვამი მე-9 საავადმყოფოში გადაიტანეს. სხვათა შორის, მიცვალებულს მარცხენა ხელი და ფეხი მოტეხილი ჰქონდა, თავი _ სისხლიანი და შუაზე გადახეთქილი. ნაზის დედას, სარას შვილის ცხედარიც არ აჩვენეს და ფსიქიატრიული საავადმყოფოდან დასაფლავების მეორმოცე დღეს გამოუშვეს. სარას სიცოცხლის ბოლო წუთამდე ეგონა, რომ ნაზი საქმეზე იყო წასული, მალე დაბრუნდებოდა, სახლს ალაგებდა, ნაზის საყვარელ ხაჭაპურებსა და ქადებს აცხობდა, გოგო ნამგზავრი იქნება და ეშიებაო...

 

 

 

ხმა ფსიქიატრიულიდან

ნაზი შამანაური დისიდენტი არ ყოფილა, მას კომუნიზმის სწამდა და იმ ჩინოსნების წინააღმდეგ ილაშქრებდა, ვინც ლენინიზმის იდეას ამახინჯებდა.ტარიელ ინაშვილი, ნაზის ბიძაშვილი: _ ნაზი კომუნისტური წყობის წინააღმდეგი არ იყო. პირიქით, ყოველთვის ამბობდა, რომ ლენინური სამხილით უნდა გვეცხოვრა. ის იმ პარტიულ ფუნქციონერებს ვერ იტანდა, ვინც ხალხის შრომით მდიდრდებოდა. სხვათა შორის, ნაზი მორწმუნე და ეკლესიური იყო. დღე არ გავიდოდა, სანთელი არ დაენთო და არ ელოცა...

 

 

 

ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოკეტილი ჟურნალისტი დახმარებას საზოგადოებას სთხოვდა. ირაკლი აბაშიძესა და ჯანსუღ ჩარკვიანს 60-გვერდიანი წერილი გაუგზავნა, სადაც წერდა: `...ნახეთ, როგორ შემიგინეს ადამიანური ღირსება და მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება, კომუნისტის უმწიკვლო სახელიც... დუშეთის რაიონის მწვავე პრობლემებზე მე, როგორც ჟურნალისტმა საკითხი აღვძარი 1973 წლიდან საქ. კპ ცენტრალურ კომიტეტში. ამხანაგმა სირაძემ მადლობა გადამიხადა ჩემი ჟურნალისტური საქმიანობისათვის და მითხრა, ამ საკითხებზე უახლოეს მომავალში ცენტრალური კომიტეტი იმსჯელებსო, მაგრამ ამის შემდეგ მწვავე დევნა დამიწყეს არათუ მე, არამედ ჩემს ოჯახს... რედაქციებში ამიკრძალეს თანამშრომლობა. 1978 წლის 28 ივნისს, ფლოტის დღეს, რადიო-რედაქციამ (ამხ.პ. შამათავა) პროგრამათა ფურცლიდან ამოიღო სევასტოპოლის გმირი დამცველის, ქეთევან ხომერიკისადმი მიძღვნილი ნარკვევი. რედაქციაში მითრხეს, ვინ გყავს ასეთი ძლიერი მტერი, რომლის ძალითაც ასე გზღუდავს პეტრე შამათავაო. ჩემი მტერი ეს ჩემი სიმართლე იყო!.. სწორედ ამ შეულამაზებელი სიმართლის, ხალხის გამოქომაგებისა და მაღალი იდეებისათვის მოგვათავსეს ხალხის მტრებმა სულიერად დაავადებულთა თავშესაფარში!.. რატომ ეშინიათ სიმართლის მხილების? კონსტიტუციით ხომ ნებადართულია საჯაროდ სიტყვის თქმის უფლება. თუკი ეს სიტყვა, რა თქმა უნდა, ხალხის ინტერესებისთვისაა ნაკარნახევი. მაშ, რაშია საქმე?!. ნუთუ, სამშობლო ცოცხლად დაგვმარხავს თავის ერთგულ შვილებს და უკვალოდ გაქრება ჩვენი ოჯახის მაღალი შეურყვნელი წმინდა პატრიოტული შეგნება ხალხისა და ერის წინაშე? თუკი ბოროტ ძალებს შეუძლიათ გაერთიანდნენ თავიანთი მზაკვრული ინტერესების განსახორციელებლად, ქვეყნის საძარცვავად და ასაოხრებლად, მაშ, რატომ არ ძალუძს, მივაყუდოთ ზურგი მამულის სადიდებლად?" სხვათა შორის, ზემოხსენებული წერილის მიღების შემდეგ ჯანსუღ ჩარკვიანმა ნაზი შამანაური ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოინახულა. ჟურნალიტს პოეტი დაუნახავს თუ არა, თურმე, პერანგი გადაუხსნია, მკერდი გამოუჩენია და განწირული ხმით უყვირია, ეს საკოცნელი ძუძუები საჯიჯგნად აქციესო...

 

ამონარიდი ნაზი შამანაურის დღიურიდან:

“20. 10. 82. მთელი კბილები ჩამიმტვრიეს. სახეზე არ შემეხედება, სულ ჩამოვხმი. როგორც არასდროს, ისე მინდა სიკვდილი. ვალიდა აბუსერიძე: მე შენ გიჩვენებ, მოგხვდა თუ არა ცხვირ-პირში, გიტირეთ ყოფა, დედა-შვილი გველებივით რომ დაძრწოდით თბილისში, ეყარენით და ამოლპით, კაციშვილი ვვერ გაიგებს თქვენს გზებს, აქ ამოლპებით...”

 

13 წლის წინ, როცა ნაზი შამანაურის ტრაგიკულ ისტორიას პირველად გავეცანი, ვალიდა აბუსერიძესაც შეხვდი, რომელიც ფსიქიატრიული საავადმყოფოს ქალთა პირველი განყოფილების დიასახლისად მუშაობდა და რომელსაც ნაზი შამაური განსაკუთრებულ სისტიკეში ადანაშაულებს, თუმცა ქალბატონმა ვალიდამ ყველაფერი უარყო, ნაზისთან კარგი ურთიერთობა მქონდა, თუ რამე უნდოდა, მარტო მე მეუბნებოდა და გამიკვირდა, დღიურებში ჩემზე ცუდი რატომ დაწერაო...

 

ამონარიდი ნაზი შამანაურის დღიურიდან:

“31.12.82 წ. ...ვალიდა აბუსერიძის ჯოჯოხეთური ყვირილი, ღრიალი, წიხლები. ექიმებმაც იციან მისი დესპოტური ხასიათი, მაგრამ ითმენენ... აბა, დააკვირდით, გესტაპოს ტყვეებივით აცვიათ აქ მყოფ ავადმყოფებს... 7 დეკემბერს შემოვლაზე ავლიპ ზურაბაშვილმა პროფესორებს განუცხადა ჩვენი, დედა-შვილის განთავისუფლება, მაგრამ როგორც ზინაიდა არტემოვნამ განგვიცხადა, ეს ისე თქვა აკადემიკოსმა. ასეთია ზევიდან ბრძანება. თქვენ სოციალურად საშიშ პიროვნებად ხართ მიჩნეულნი და თქვენ არავინ გაგანთვაისუფლებთ, თქვენისთანები აქ წლობით არიანო.

 

 

 

01.01.83 წ. ახალი წელი გათენდა საგიჟეთში. ყველა დაღონებულია. ყვირილი, ჩხუბი. ნუნუ გოგინაშვილი მეუბნება, საპატიმროში ვართ, არა, ნაზი? რა მეთქმის... 05. 01. 83 წ. კვლევითი ინსტიტუტი კი არა, ტიპური საწამებელი კონცლაგერია, სადაც ავადმყოფ ადამიანზე, როგორც საცოდავ კურდღელზე ცდებს ატარებენ. ჯერ ხომ სანამ სისხლს გამოსწოვენ, თითოეულს წაქცევამდე ვენიდან რამდენჯერმე უღებენ სისხლს. მერე ამ სისხლს მამასისხლად ყიდიან. ამიტომაა თითოეული ავადმყოფი ჩონჩხადქცეული მოარული არსება. ყიდიან არა მარტო სისხლს, ყიდიან ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, პერანგებს, ნიფხავს, წამალს თუ ზეწარს... ავადმყოფები კი გესტაპოს ტყვეებივით, ფეხშიშველა, დახეულ პერანგებში ფეხშიშველა დაბორიალობენ..."

 

ნაზი შამანაურმა დღიურში ბოლო ჩანაწერი 1983 წლის 11 იანვარს გააკეთა, საიდანაც ჩანს, რომ სასიკვდილო არაფერი სჭირდა:“კატო ექიმი მოვიდა ჩემთან: როგორ ხარ ნაზი? _ აბა, როგორ ვიქნები, ქალბატონო? ამნისტიაც გვეხება და არ გვიშვებენ.მზია ექიმი: ნაზი, გვემდური ჩვენ?.. ჩვენ არაფერ შუაში ვართ!მინდოდა მეთქვა: ყველა შუაში ხართ, ადამიანის ბედი როცა წყდება...~1983 წლის 12 იანვარს ნაზი შამანაური თბილისის მეცხრე საავადმყოფოში უგრძნობ მდგომარეობაში მიიყვანეს და რამდენიმე დღეში გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა...უსამართლობასთა

 

მკვლელი ედუარდ ორჯონიკიძე იყო? ასეთI ერთგულებისთვის 1985 წელს შევარნდნაძე რუსებმა საგარეო საქმეთა მინისტრი გახადეს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჟურნალისტის მკვლელობა ფსიქიატრიულში

 

ჟურნალისტ ნაზი შამანაურისა და დედამისის სარა ინაშვილ-შამანაურის დღემდე ბურუსით მოცული ისტორია მეოცე საუკუნის 80-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ ქრონიკად რჩება. ამ ტრაგიკული ამბიდან 20 წელზე მეტი გავიდა, საქართველოში რამდენიმე მთავრობა შეიცვალა, დუშეთში იმ ქუჩას, სადაც გიჟად შერაცხული ჟურნალისტი ცხოვრობდა, ნაზის სახელიც დაარქვეს, თუმცა ამდენი წლის მერეც გაურკვევევლია, რატომ გამოკეტეს ახალგაზრდა ქალი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში...საერთოდ, კომუნისტების დროს არასასურველი ადამიანების სულითავადმყოფებად გამოცხადება ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ზოგიერთ წევრზე რომ აღარაფერი ვთქვათ, “წითლებმა” თავის დროზე ერეკლე მეფის შთამომავალი პეტრე გრუზინსკიც ფსიქიურად შეშლილად გამოაცხადეს...

 

სხვათა შორის, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ნაზი შამანაურმა დღიურები დაწერა, თუმცა ფსიქიატრიული საავადმყოფოს ეს იმდროინდელი მთავარი ექიმი, აბელ მამარდაშვილი აცხადებდა, რომ ეს დღიურები ნაზის არ დაუწერია... ნაზი შამანაურის საქმეზე გამოძიება არ ჩატარებულა. მეტიც, იმ დღეს, როცა ნაზის ასაფლავებდნენ, დუშეთის რაიონის რაიკომის მდივანმა, ნუგზარ კერესელიძემ, თურმე, რადიო ჩართო და ტაშ-ფანდური გამართა. სხვათა შორის, ჟურნალისტი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დუშეთის რაიონის რაიკომის მდივნის შადურის მხილებისთვის გამოკეტეს...

 

ამონარიდი ნაზი შამანაურის დღიურიდან:

“... 1982 წლის 14 აგვისტოს ჩარგალში ვაჟაობაზე ვიყავით მე და დედა. გადავწყვიტე, სიტყვით გამოვსულიყავი და ვთხოვე ნებართვა რაიონის ხელმძღვანელს, რომელმაც სიტყვის უფლება არ მომცა და მისი მითითებით, გაოგნებული საზოგადოების თვალწინ, დედა-შვილი მილიციის მანქანით წამოგვიყვანეს. ორი დღე დაგვტოვეს მილიციის საპატრიმროში... 16 აგვისტოს, ორშაბათს, წამოგვიყვანეს თბილისში და დედა-შვილი მოგვათავსეს ფსიქიატრიული საავადმყოფოს ქალთა პირველ განყოფილებაში, სადაც უფრო მეტად აღგზნებული ავადმყოფები არიან. მე და დედას შიშისაგან არ გვეძინა. მე-13 დღეს დაგვაშორეს ერთმანეთს, დედა გადაიყვანეს მე-9 განყოფილებაში და მე პირველ განყოფილებაში დამტოვეს. ამ დღიდან დაიწყო ჩემი ტანჯვა-წამება, გამატიტვლეს ყველას თვალწინ, თმებით მათრიეს, 13 დღის ნაშიმშილევს შემიკრეს ზეწრებით ხელ-ფეხი, მუცელში მცემდნენ, ცხვირზე ხელს მაჭერდნენ, რომ პირი გამეღო... შიგ სახეში მცემდნენ, ხითხითებდნენ, შენ აქედან ცოცხალი ვერ გახვალ, შენთვის ეს სურამის ციხედ იქცევა, ჟურნალისტი გამოვიდა სიმართლის მაძიებელი...”

 

“ნაზიმ თავი თვითონ დაიღუპა!”

...ნაზი შამანაურის ნამოსახლარი 13 წლის წინ, 1996 წლის დეკემბერში მოვინახულე. ნაზის დედა, ქალბატონი სარა ინაშვილი რამდენიმე თვის გარდაცვილი დამხვდა. მასპინძლობა ჟურნალისტის ბიცოლამ, ქალბატონმა ეთერმა და მისმა ვაჟებმა _ ვახტანგ და ტარიელ ინაშვილებმა გამიწიეს. _ სიმართლისათვის წამებით მოკლეს, საწყალი გოგო გიჟად მონათლეს, _ ტირილით მითხრა ქალბატონმა ეთერმა, _ საავადმყოფოდან ნაზის ცხედარს არ გვატანდნენ. ხუთი დღე დადიოდა ჩემი ბიჭი, რომ მიცვალებული დუშეთში ჩამოესვენებინა, მაგრამ მორგიდან მორგში აგზავნიდნენ, მკვდრისაც ეშინოდათ! ბოლოს, სასწრაფო დახმარების მანქანაში ვიპოვეთ, ზემოდან სამი-ოთხი მიცვალებული ესვენა და, როგორც გავიგეთ, თბილისის გარეუბანში, უპატრონოთა სასაფლაოზე უპირებდნენ დამარხვას...

სკოლა რომ დაუმთავრებია, დედას ნაზისთვის პიანინო უყიდია. საჩუქარს უზომოდ გაუხარებია... ქუჩაში სიარული არ ჰყვარებია. დღე და ღამე წიგნებში ყოფილა ჩაფლული, ფრანგულიც თავისით უსწავლია და მუშაობა დუშეთის სკოლა-ინტერნატში დაუწყვია, მაგრამ იქ ბევრი უსამართლობა დაუნახავს და უთქვამს, ამის მოთმენა არ შემიძლია, ჟურნალისტიკაზე ჩავაბარებ და სიმართლის თქმას მაშინ ხომ ვეღარ დამიშლიანო...

ტარიელ ინაშვილი, ნაზის ბიძაშვილი: _ ...1982 წელს დუშეთში შევარდნაძე ჩამოვიდა. ნაზი რაიკომის შენობის შესასვლელთან დახვდა და მოწიწებით სთხოვა, რომ მოესმინა. შევარდნაძემ თავი დაუქნია, მაგრამ რაიკომის მდივანმა და მისმა ქვეშევრდომებმა ლაპარაკი არ აცალეს, გიჟია, რას უსმენთო...

 

ეთერ ინაშვილი, ნაზის ბიცოლა: _ ბოლო დროს ნაზი ეჭვიანი გახდა, არავის აღარ ენდობოდა. ეგონა, რომ ყველა მიგზავნილი იყო და მისი სიკვდილი უნდოდა. ხშირად უმიზეზოდაც ჩხუბობდა. რამდენჯერმე მითხრა, ბიცოლა, ჩემი ბრალი არ არის, ნერვები აღარ მაქვსო. ნაზიმ თავი თვითონ დაიღუპა, მისი მტერი მისი სიმართლე იყო! ვთხოვდი, გაჩერებულიყო, მაგრამ ჩემს ნათქვამს ახლოს არ იკარებდა... ნაზი ბოლოს 1983 წლის 7 იანვარს, შობა დღეს, საავადმყოფოში ვნახე. სასიკვდილო არაფერი შემიმჩნევია, თუმცა უზომოდ გამხდარი და საშინლად ნაცემი იყო. გამომშვიდობებისას მითხრა, ბიცოლა, მალე წამიყვანე აქედან, თორემ მომკლავენო... დარწმუნებული ვარ, ნაზი ფისიქტრიულ საავადმყოფოში ცემით მოკლეს და, კვალის დამალვის მიზნით, გვამი მე-9 საავადმყოფოში გადაიტანეს. სხვათა შორის, მიცვალებულს მარცხენა ხელი და ფეხი მოტეხილი ჰქონდა, თავი _ სისხლიანი და შუაზე გადახეთქილი. ნაზის დედას, სარას შვილის ცხედარიც არ აჩვენეს და ფსიქიატრიული საავადმყოფოდან დასაფლავების მეორმოცე დღეს გამოუშვეს. სარას სიცოცხლის ბოლო წუთამდე ეგონა, რომ ნაზი საქმეზე იყო წასული, მალე დაბრუნდებოდა, სახლს ალაგებდა, ნაზის საყვარელ ხაჭაპურებსა და ქადებს აცხობდა, გოგო ნამგზავრი იქნება და ეშიებაო...

ხმა ფსიქიატრიულიდან

ნაზი შამანაური დისიდენტი არ ყოფილა, მას კომუნიზმის სწამდა და იმ ჩინოსნების წინააღმდეგ ილაშქრებდა, ვინც ლენინიზმის იდეას ამახინჯებდა.ტარიელ ინაშვილი, ნაზის ბიძაშვილი: _ ნაზი კომუნისტური წყობის წინააღმდეგი არ იყო. პირიქით, ყოველთვის ამბობდა, რომ ლენინური სამხილით უნდა გვეცხოვრა. ის იმ პარტიულ ფუნქციონერებს ვერ იტანდა, ვინც ხალხის შრომით მდიდრდებოდა. სხვათა შორის, ნაზი მორწმუნე და ეკლესიური იყო. დღე არ გავიდოდა, სანთელი არ დაენთო და არ ელოცა...

ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოკეტილი ჟურნალისტი დახმარებას საზოგადოებას სთხოვდა. ირაკლი აბაშიძესა და ჯანსუღ ჩარკვიანს 60-გვერდიანი წერილი გაუგზავნა, სადაც წერდა: `...ნახეთ, როგორ შემიგინეს ადამიანური ღირსება და მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება, კომუნისტის უმწიკვლო სახელიც... დუშეთის რაიონის მწვავე პრობლემებზე მე, როგორც ჟურნალისტმა საკითხი აღვძარი 1973 წლიდან საქ. კპ ცენტრალურ კომიტეტში. ამხანაგმა სირაძემ მადლობა გადამიხადა ჩემი ჟურნალისტური საქმიანობისათვის და მითხრა, ამ საკითხებზე უახლოეს მომავალში ცენტრალური კომიტეტი იმსჯელებსო, მაგრამ ამის შემდეგ მწვავე დევნა დამიწყეს არათუ მე, არამედ ჩემს ოჯახს... რედაქციებში ამიკრძალეს თანამშრომლობა. 1978 წლის 28 ივნისს, ფლოტის დღეს, რადიო-რედაქციამ (ამხ.პ. შამათავა) პროგრამათა ფურცლიდან ამოიღო სევასტოპოლის გმირი დამცველის, ქეთევან ხომერიკისადმი მიძღვნილი ნარკვევი. რედაქციაში მითრხეს, ვინ გყავს ასეთი ძლიერი მტერი, რომლის ძალითაც ასე გზღუდავს პეტრე შამათავაო. ჩემი მტერი ეს ჩემი სიმართლე იყო!.. სწორედ ამ შეულამაზებელი სიმართლის, ხალხის გამოქომაგებისა და მაღალი იდეებისათვის მოგვათავსეს ხალხის მტრებმა სულიერად დაავადებულთა თავშესაფარში!.. რატომ ეშინიათ სიმართლის მხილების? კონსტიტუციით ხომ ნებადართულია საჯაროდ სიტყვის თქმის უფლება. თუკი ეს სიტყვა, რა თქმა უნდა, ხალხის ინტერესებისთვისაა ნაკარნახევი. მაშ, რაშია საქმე?!. ნუთუ, სამშობლო ცოცხლად დაგვმარხავს თავის ერთგულ შვილებს და უკვალოდ გაქრება ჩვენი ოჯახის მაღალი შეურყვნელი წმინდა პატრიოტული შეგნება ხალხისა და ერის წინაშე? თუკი ბოროტ ძალებს შეუძლიათ გაერთიანდნენ თავიანთი მზაკვრული ინტერესების განსახორციელებლად, ქვეყნის საძარცვავად და ასაოხრებლად, მაშ, რატომ არ ძალუძს, მივაყუდოთ ზურგი მამულის სადიდებლად?" სხვათა შორის, ზემოხსენებული წერილის მიღების შემდეგ ჯანსუღ ჩარკვიანმა ნაზი შამანაური ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოინახულა. ჟურნალიტს პოეტი დაუნახავს თუ არა, თურმე, პერანგი გადაუხსნია, მკერდი გამოუჩენია და განწირული ხმით უყვირია, ეს საკოცნელი ძუძუები საჯიჯგნად აქციესო...

 

ამონარიდი ნაზი შამანაურის დღიურიდან:

“20. 10. 82. მთელი კბილები ჩამიმტვრიეს. სახეზე არ შემეხედება, სულ ჩამოვხმი. როგორც არასდროს, ისე მინდა სიკვდილი. ვალიდა აბუსერიძე: მე შენ გიჩვენებ, მოგხვდა თუ არა ცხვირ-პირში, გიტირეთ ყოფა, დედა-შვილი გველებივით რომ დაძრწოდით თბილისში, ეყარენით და ამოლპით, კაციშვილი ვვერ გაიგებს თქვენს გზებს, აქ ამოლპებით...”

 

13 წლის წინ, როცა ნაზი შამანაურის ტრაგიკულ ისტორიას პირველად გავეცანი, ვალიდა აბუსერიძესაც შეხვდი, რომელიც ფსიქიატრიული საავადმყოფოს ქალთა პირველი განყოფილების დიასახლისად მუშაობდა და რომელსაც ნაზი შამაური განსაკუთრებულ სისტიკეში ადანაშაულებს, თუმცა ქალბატონმა ვალიდამ ყველაფერი უარყო, ნაზისთან კარგი ურთიერთობა მქონდა, თუ რამე უნდოდა, მარტო მე მეუბნებოდა და გამიკვირდა, დღიურებში ჩემზე ცუდი რატომ დაწერაო...

 

ამონარიდი ნაზი შამანაურის დღიურიდან:

“31.12.82 წ. ...ვალიდა აბუსერიძის ჯოჯოხეთური ყვირილი, ღრიალი, წიხლები. ექიმებმაც იციან მისი დესპოტური ხასიათი, მაგრამ ითმენენ... აბა, დააკვირდით, გესტაპოს ტყვეებივით აცვიათ აქ მყოფ ავადმყოფებს... 7 დეკემბერს შემოვლაზე ავლიპ ზურაბაშვილმა პროფესორებს განუცხადა ჩვენი, დედა-შვილის განთავისუფლება, მაგრამ როგორც ზინაიდა არტემოვნამ განგვიცხადა, ეს ისე თქვა აკადემიკოსმა. ასეთია ზევიდან ბრძანება. თქვენ სოციალურად საშიშ პიროვნებად ხართ მიჩნეულნი და თქვენ არავინ გაგანთვაისუფლებთ, თქვენისთანები აქ წლობით არიანო.

01.01.83 წ. ახალი წელი გათენდა საგიჟეთში. ყველა დაღონებულია. ყვირილი, ჩხუბი. ნუნუ გოგინაშვილი მეუბნება, საპატიმროში ვართ, არა, ნაზი? რა მეთქმის... 05. 01. 83 წ. კვლევითი ინსტიტუტი კი არა, ტიპური საწამებელი კონცლაგერია, სადაც ავადმყოფ ადამიანზე, როგორც საცოდავ კურდღელზე ცდებს ატარებენ. ჯერ ხომ სანამ სისხლს გამოსწოვენ, თითოეულს წაქცევამდე ვენიდან რამდენჯერმე უღებენ სისხლს. მერე ამ სისხლს მამასისხლად ყიდიან. ამიტომაა თითოეული ავადმყოფი ჩონჩხადქცეული მოარული არსება. ყიდიან არა მარტო სისხლს, ყიდიან ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, პერანგებს, ნიფხავს, წამალს თუ ზეწარს... ავადმყოფები კი გესტაპოს ტყვეებივით, ფეხშიშველა, დახეულ პერანგებში ფეხშიშველა დაბორიალობენ..."

 

ნაზი შამანაურმა დღიურში ბოლო ჩანაწერი 1983 წლის 11 იანვარს გააკეთა, საიდანაც ჩანს, რომ სასიკვდილო არაფერი სჭირდა:“კატო ექიმი მოვიდა ჩემთან: როგორ ხარ ნაზი? _ აბა, როგორ ვიქნები, ქალბატონო? ამნისტიაც გვეხება და არ გვიშვებენ.მზია ექიმი: ნაზი, გვემდური ჩვენ?.. ჩვენ არაფერ შუაში ვართ!მინდოდა მეთქვა: ყველა შუაში ხართ, ადამიანის ბედი როცა წყდება...~1983 წლის 12 იანვარს ნაზი შამანაური თბილისის მეცხრე საავადმყოფოში უგრძნობ მდგომარეობაში მიიყვანეს და რამდენიმე დღეში გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა...უსამართლობასთა

 

მკვლელი ედუარდ ორჯონიკიძე იყო? ასეთ ერთგულებისთვის 1985 წელს შევარნდნაძე რუსებმა საგარეო საქმეთა მინისტრი გახადეს!

რუსების დახმარებით ,რუსებისთვის "მოღვაწეობდა" მთელის სიცოცხლე ორჯონიკიძე მეორე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...