აზრი Posted August 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 4, 2011 აზრი შენ არ იცი რა არის სისულელე და რა არა, Ucnobi ნელნელა გაიგებ საიდან ვიცი და როგორ. ამიტომ ასეთი გამონათქვამებისაგან თავი შეიკავეის რაც სისულელეა, ყოველთვის აღვნიშნავ, მაგრამ ამას იმიტომ არ გავაკეთებ რომ შენ გაწყენინო ან დაგამცირო. მეც ბევრი რამ შენი დაწერილიდან სისულელედ მეჩვენება და მგონია რომ სისულელეა, მაგრამ ამას არ აღვნიშნავ ორი მიზეზის გამო, ზრდილობისა და კამათის სურვილის არ ქონის გამო.არ მეწყინება თუ კი იტყვი სისულელეაო, თუმცა არ დაგავიწყდეს რომ თუ მსგავს რამეს იტყვი, დასაბუთებაც უნდა შეგეძლოს. არარეალურ რაღაცეებს არც მე ვიჯერებ,კარგია თუ არ იჯერებ, მაგრამ ეგ ნელნელა გამოჩნდება. მაგრამ სული და სასუფეველი ჩემთვის რეალურიაეგეც გასარკვევია, რას ეძახის "სულს" და რას "სასუფეველს". შენ თუ იცი დაასაბუთე და იქნებ მე ვცდები და მერე შენ გიჯერებ, რა დაგისაბუთო? რა გაინტერესებს დაწერე და სიამოვნებით. ოღონდ გახსოვდეს, რომ თუ შენში გულწრფელი ინტერესი აგ გამოჩნდება, დროს არ გავფლანგავ. როგორ არ იყო შუაში კაცო, არიქაო დამიწერე, მერე სისულელეებს ამბობო დამიწერე და მაინც და მაინც უნდა შემაგინო?არ უნდა გეწყინოს როცა სისულელეზე ვინმე გეტყვის სისულელეაო. სულის უკვდავება არაა ბიბლიური სწავლება და გინდ გეწყინოს გინდ არა და თუ გინდა, გინებადაც ჩამითვალე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ucnobi Posted August 6, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2011 აზრიარგუმენტებს მე ვერსად ვხედავ შენი მხრიდან, მაშინ მეც დავწერ რომ რასაც იძახი სისულელეა და რატომ არის სისულელე ამას არ დაგისაბუთებ, უბრალოდ გეტყვი რომ სისულელეებს წერ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted August 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 9, 2011 აზრი დავწერ რომ რასაც იძახი სისულელეა და რატომ არის სისულელე ამას არ დაგისაბუთებ, უბრალოდ გეტყვი რომ სისულელეებს წერ.Ucnobi შეგიძლია მასე მოიქცე, რადგან ყველა ადმაიანს აქვს თავისი სუბიექტური აზრის გამოხატვის უფლება. ახლა კი რაც შეეხება თემას: ადამიანი იმისთვის არაა მოვლენილი რომ გამოიცადოს და მერე ან ცაში (სამოთხეში) გაფრინდეს, ან ჯოჯოხეთში ჩააყირაონ თავით. ეს ზღაპრები მღვდლების მოგონილია ხალხის დასამორჩილებლად, გასაკონტროლებლად და ფულის საკეთებლად. სინამდვილეში, ადამიანი იმისთვის მოდის ამ ქვეყნად რომ ბედნიერი ცხოვრებით იცხოვროს. ამაში კი უმთავრეს ხელის შემშლელ ფაქტორს ცრუ რელიგიები წარმოადგენენ, რომლებიც ადმიაანებს კრავენ მძიმე ტვირთს და ხალხს მხრებზე ადებენ მას, თვითონ კი თითითაც არ სურთ მისი დაძვრა. ცრუ რელიგიის წონამძღოლები, (ანუ მამაოები) ყველაფერს სხვების დასანახავად აკეთებენ. იფართოებენ ფილაქტერიონებს და იგრძელებენ ტანსაცმლის ფოჩებს; ამასთან ერთად, უყვართ საპატიო ადგილები ვახშმებზე და წინა ადგილები ეკლესიებში; აგრეთვე უყვართ და სიამოვნებას გვრის მოედნებზე რომ ესალმებიან და ხალხი რომ მამაოს უწოდებს. ანალოგიურად აღწერა იესო ქრისტემ თავისი დროის რელიგიური წინამძღოლები: მათე 23:4-7. ასე რომ, გონიერი ადამიანები არ დართავენ ნებას ცრუ რელიგიის წინამძღვარებს თავიანთი ამბიციების დაკმაყოფილებას ალალ ხალხზე... იცდებიან იცხოვრონ პატიოსნად, ადმაიანურად და კეთილსინდისიერად და შეეცდებიან ბედნიერი ცხოვრებით იცხოვრონ, ნაცვლად იმისა ამა თუ იმ ცრუ რელიგიას დაემონონ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted August 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 9, 2011 ამ თემის აზრი რა არის? ვიღაცამ დაწეროს თავის აზრი და მერე სხვებმა მის "სულში ხელეფი აფათურონ"? ვერ ვხვდები, ამ თემაზე საერთოდ რატომ უნდა იკამათო? ყველას თავისი "ცხოვრების აზრი" აქვს, რომელიც სხვებს თავს არ უნდა ახვევდეს, ესაა და ესს.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ucnobi Posted August 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 9, 2011 აზრიახლა კი რაც შეეხება თემას:გაიხარე გენაცვალე 100 კი არა 110 %-ით გეთანხმები და აქვე მეორე კითხვაც მაქვს მაშ სად არის ხსნა მეგობარო? რადც შენ დაწერე ამას ისედაც ვხედავ ამ მლიქვნელობებს მაგრამ ხსნა სად არის? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted August 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 9, 2011 აზრი გაიხარე გენაცვალე 100 კი არა 110 %-ით გეთანხმები Ucnobi შეგიძლია არ დამეთანხმო, პრობლემა არ მაქვს, თუმცა კაია რომ მეთანხმები. და აქვე მეორე კითხვაც მაქვს მაშ სად არის ხსნა მეგობარო? რადც შენ დაწერე ამას ისედაც ვხედავ ამ მლიქვნელობებს მაგრამ ხსნა სად არის?მლიქვნელების ეკლესიაში არაა. მე რომ გითხრა სადაა, არასწორი იქნება, რადგან თავად არ ვარ იქ, სადაც ხსნაა. ამიტომ ჯობს თავად ეძებო. თუ იესოს სიტყვებს კრიტერიუმად მივიჩნევდით, მაშინ შენი მხრიდან, ძიება წარმატებული იქნება, რადგან იესომ თქვა: "ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძებეთ და იპოვით, აკაკუნეთ და გაგეღებათ, რადგან ვინც ითხოვს, იღებს, ვინც ეძებს, პოულობს, და ვინც აკაკუნებს, გაეღება. რომელი თქვენგანი მიაწვდის საკუთარ შვილს ქვას, თუ ის პურსა სთხოვს? ანდა — გველს, თუ ის თევზსა სთხოვს? ამიტომ, თუ თქვენ, ბოროტები, აძლევთ თქვენს შვილებს იმას, რაც კარგია, მით უმეტეს თქვენი ზეციერი მამა მისცემს მათ, ვინც სთხოვს!" Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.