Jump to content
Planeta.Ge

რატომ ვარ მოვლენილი ქვეყნად?


Recommended Posts

რატომ ვარ მოვლენილი ქვეყნად?

ოო, მე განსაკუთრებული მისია მაკისრია :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 95
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

კაცობრიობა ისე განვითარდება რომ მალე ჰუმანურობა არ იქნება ფიქცია.

ეგაა ჩვენი პრობლემა, იმედია გვაქვს რო კაცობრიობა განვითარდება, არადა ჩვენ ვართ ეგ კაცობრიობა და ჩვენ უნდა ვიჩალიჩოთ განვითარებაზე... :rolleyes2:

 

 

ოო, მე განსაკუთრებული მისია მაკისრია

გაგვიმხილე ჩვენც... ;p

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არანაირი მიზანი და აზრი არ აქვს ჩვენს მოვლენას აქ...მაგრამ ადამიანი ადამიანად მხოლოდ იმის შემდეგ გახდება ადამიანი რაც გააკეთებს არჩევანს და თვითონ აირჩევს მის ცხოვრებას...

 

მე ვაკაეთე არჩევანი, ჩემი მოქმედებით ხელს შევუწყობ უკეთესი საზგადოების შექმნას, შეიძლება ნულოვანი წვლილი შევიტანო მაგრამ ცდად ღირს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...

ლომი –ცხოველების მეფეაო

სიბრძნის სიმვოლო–გველი

მაგრამ ზოგი მაინც ჟირაფს ეკითხება –გრძელია და უკვეთ ეყურებაო

ადამიანმა დაიკავა ყველას არეალი დედამიწაზე თითქმის

და რა უნდა არ იცის თან

რათ უნდა მიწას რომ იბყრობს ?

გონია რომ დასამარხად არ ეყოფა?

 

მთელი ცხოვრება ფულს აგროვებენ და მერე,მიწას რომ მიეცემიან – ხოცავენ დანატოვარნი მის გულიზა ერთმანეთს

თუ მიაგნენ იმდენს ჭამენ, თითქოს თვეები მშიერი ყოფნა ემუქრებათ

სიკვდილიც არ უნდათ – ყველაზე სასწაულია

ანდა რად უნდათ სიცოცხლე –მთლად ვერ გაურკვევიათ

მე რომ ვთქვა –ხომ ვიცი ქვას მესვრიან

ამიტომ დუმილის უფლებას ვამჯობინებ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატომ მოვდივართ ქვეყანაზე?

 

ხო ეხლა რა ხდება , დიდიხანია ეს კითხვა მაწუხებდა ,

თავიდან ვფიქრობდი რო რაღანდ საქართველოში მოვევლინე ესეიგი >საწამებლად < ვარ მოვლენილი

ნუ მერე რომ მივხვდი რო არც ისეთ წამებაში ვიყავი , მერე ვიფიქრე რო ალბათ >სიყვარულისთვის < მოვევლინე , ნუ მარა რო არც ეგეთი გრძნობააა ჩემში ....მერე ვიფიქრე რომ >გასართობად, და დროის სატარებლად < მოვევლინე.... ნუ მრა , ეს ყველაფერი წარმავალია ,

ჩემი აზრით ადამიანის დედამიწაზე ყველაზე კაი დანიშნულება (ეს ლიჩნად ჩემი აზრია) ისაა რომ >შთამომავლობა და სახელი დატოვოს< ნუ ეხლა ესე მგონია მე ....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
ეგაა ჩვენი პრობლემა, იმედია გვაქვს რო კაცობრიობა განვითარდება, არადა ჩვენ ვართ ეგ კაცობრიობა და ჩვენ უნდა ვიჩალიჩოთ განვითარებაზე... 116.gif

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მე მგონი პროგრესისიკენ მივდივართ მაგ მხრივ, ბუსმა კი აურია ერთი პერიოდი,მაგრამ ნელნელა მაინც მაქეთ მივდივართ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წავიდა ფილოსოფიაში. ამ კითხვაზე ფსიქოლოგები პასუხს ვერ გაგცემენ :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რამ შემქმნა ადამიანად?

რატომ არ მოვედ წვიმადა,

რომ მყოფილიყავ მუდამა

ღრუბელთ გულ-მკერდის მძივადა,

მიწაზე გადმოსაგდებად

ცვარად ან თოვლად ცივადა?

არ გამწირავდა პატრონი

ასე ოხრად და ტივლადა!

ცაშივე ამიტაცებდა,

თან მატარებდა შვილადა.

ასე არ დამჭირდებოდა

სულ მუდამ ყოფნა ფრთხილადა.

მზის მოტრფიალე ვივლიდი

სიკვდილის გამაწბილადა;

მაღლა ცა, დაბლა ხმელეთი

მე მექნებოდა წილადა.

გავიხარებდი მთა-ბარსა

ოდეს ვნახავდი მწვანედა,

მორწყულსა ჩემის ოფლითა,

ყვავილებს შიგნით, გარეთა.

გადავუშლიდი გულმკერდსა

დღისით მზეს, ღამით მთვარესა.

სიცოცხლეს ვაგრძნობინებდი

მომაკვდავ არემარესა.

თოვლად ქცეულსა გულშია

ცეცხლად იმედი მრჩებოდა,

რომ ისევ ჩემი სიკვდილი

სიცოცხლედ გადიკცეოდა

და განახლებულ ბუნებას

ყელ-ყურზე მოეხვეოდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nekroo

კაი პოსტი იყო ნამდვილად. :baro:

 

 

 

ჭანო

რათა სხვას ჩაუმწარო ცხოვრება

ეს პირადად ჩემზე უნდა მივიღო? :D პრინციპში, ყველა ქალი მინ ერთ ადამიანს უმწარებს სიცოცხლეს? ა? არა? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

cvimis gogo

რატომ მოვდივართ ქვეყანაზე?

იმიტომ რომ შენ ხარ ის, ვისაც ჰქვია -"არს".

ადამიანი -არს.

იმიტომ რომ არსი არს.

 

კიტხვა შეცდომითაა დასმული:)

ადამიანმა უნდა იკითხოს - რას ნიშნავს არსებობა?

და არა - რატომ ვარ ამ ქვეყნად?

 

რადგანაც, არსებობა გაცილებით მომცველობითია, ვიდრე "ამ ქვეყნად" მოსვლა-წასვლათა მწკრივი.

ადამიანი არ მოდის ერთჯერადად. ადამიანი მრავალჯერ იბადება, რადგან ის ევოლუციონირებს. და ამ ევოლუციის შედეგად აღწევს თავის სრულყოფას. თავის გაარსებას. ან არს -ად შექმნას.

ეს ძალიან მრავლისმომცველი თემაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჭანო

გავიგეეე რომ არ ხარ მართლმადუდებელიიი! უკვე შევწუხდი ამ ფსიქოლოგიური შტურმით, არ მაინტერესებს და არ გეკითხები. უკეტEშIA ვისაუბროთ არსებით საკითხებზე.

 

მართლაც, დავფიქრდეთ, რამდენი იდეის რახარუხი გვაქვს გონებაში, არც ოცნებების რაოდენობის ნაკლებობას ვუჩივით, მაგრამ შედეგი არ ჩანს. მათი განხორციელება არ ხდება. როგორ შევწვდეთ შესაძლებლობის, ოცნებათა აღსრულების სივრცეს? _ აი, ის კითხვა, რომელზეც ჩვენ უცილობლად უნდა გავცეთ პასუხი. ადამიანი რწმენის, სიყვარულის გარეშე ვერ გადავა იმ უმაღლეს სივრცეში, რომელიც ზერეალური, ღვთიური სამყაროდან მოდის. მის გარეშე მიწიერი ცოდნა, განსწავლულობა უსუსური ცნებებია. ამიტომ დასაფიქრებელია კანტის მიმართვა თავისი მოწაფეებისადმი:

_ “მე მირჩევნია ნაკლები იცოდეთ და მეტი გწამდეთ, ვიდრე პირიქით”.

რა თქმა უნდა, ამ რწმენაში უპირველესად, საკუთარი თავის რწმენა იგულისხმება, რომელიც ასევე ღვთისაგან მოდის. ვინ გითხრათ, რომ თქვენ ღმერთები არა ხართ! _ ეს ქრისტეს სიტყვებია. ვიყოთ ამ სიტყვების ღირსნი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...