Jump to content
Planeta.Ge

"ქართული იმპერიალიზმი " მითი თუ რეალობა?!


Recommended Posts

1991 წელს ჭანტურიებმა ,ბერძენიშვილებმა, ხაინდრავებმა,ზურა ჟვანიამ,პარუნ აირიკიანმა პრაღის 24-ე რეზოლუციაში-დისიდენტთა საერთაშორისო კონფერენციაზე ჩააწერინეს: ქართველები გენოციდს უწყობენ ოსებს ,ჩაგრავენ ეროვნულ უმცირესობებს.საქართველოს ცილი დასწამეს და ამით კრემლს საშუალება მისცეს საქართველო ," მცირე იმპერიად "(სახაროვი) გამოევხადებინათ?! (ამით მათი და მათი ბოსების,მაგ.ტალიავინის აზრით ყველას -აფხაზებს,ოსებს,მეგრელებს,სვა�

�ებს,აჭარლებს,სომხებს...ჰელსინ

კის დეკლარაციის მიხედვით უფლება აქვს თვითგამორკვევის ანუ დამოუკიდებლობის...) მათ კისერზე შევარდნაძესა და რუსების მიერ საქართველოში დატრიალებული ტრაგედიები!!!ი.ხაინდრავა და დ. ბერძენიშვილი წინააღმდეგი იყვნენ აფხაზეთში ქართველთა დაბრუნების ,რადგან ეს გამოიწვეწდა აფხაზების ასიმილაციას?! საწყალი აფხაზები! იმპერიალისტი ქართველები?! ამ პარტიები არსი...რესპუბლიკური პარტია მოითხოვდა აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება გაეუქმებინათ ,რადგან იგი ხელს უშლიდა სიტუაციის დარეგულირებას აფხაზეთში?!არძინბა,ბაგაფში მათი აზრით კარგად აწესრიგებენ სიტუაციას აფხაზეთში,მხოლოდ თბილისში მყოფი აქიშბაია,მჟავია-გვაზავა უშლიან ხელს ამაში?!მათი პარტიის წარმომადგენელმა პაატა ზაქარეიშვილმა შეიმუშავა პროექტი აფხაზეთ-საქართველოს კონფედერაციული მოწყობის ანუ აფხაზეთის დამოუკიდებლობის შესახებ?! ზოგიერთები ედუარდ ჯაბაევიჩის , ულვაშა ჩოჩიევის ბუნკერიდან :)) ლაპარაკობს ,რომ იმპერია უნდა დაინგრესო, ანუ ოსების აფხაზების გამაოყოფის შემდეგ სვანების,აჭარლების, მეგრელების, ჯავახების...ჯერია :))

Edited by bimo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 59
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ტალიავინის დასკვნაში ასახული მასალების იდენტური მოსაზრებები ქარტველ " ექსპერტებს" საჯაროდ არაერთგზის აქვთ გამოქვეყნებული.... მათ შორის მრავალეთნიკურობის, "მცირე იმპერიის", არაქართველების შევიწროებისა და ჩაგვრის( პრაღის 24-ე რეზოლუცია), აფხაზების ქართველების მიერ ასიმილაციისგან დაცვის( რესპუბლიკელები_ხაინდრავა- ბერძენიშვილი)....

 

ტარიელ ფუტკარაძე: "საწყენია, რომ ტალიავინის კომისიის სასაცილო დასკვნა ჩვენივე ე.წ. ექსპერტების კვლევებს ეყრდნობა" ბეჭდვა ელფოსტა

20:41 - 06.11.2009

 

გასული წლის აგვისტოს ომის მიზეზების შემსწავლელი საერთაშორისო კომისიის დასკვნის ირგვლივ პოლემიკა გრძელდება. ექსპერტებისა და პოლიტიკოსების მიერ გამოთქმული არაერთი მოსაზრების მიუხედავად, მაინც რჩება დასკვნის არაერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელზეც ფართო საზოგადოების ყურადღება ჯერ არ გამახვილებულა. კერძოდ, ყურადღების მიღმა რჩება ის ფაქტი, რომ ტალიავინის კომისიამ რუსეთის მიერ 1992-93 წლებში საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობას “საქართველოს შიდა არეულობის” კვალიფიკაცია მისცა. ამ და სხვა საკითხებზე პირველი" ტარიელ ფუტკარაძეს ესაუბრა, რომლის აზრით, "ტალიავინის კომისიის დასკვნაში მხოლოდ ირიბადაა წარმოჩენილი, რომ საქართველოს დამპყრობელი რუსეთია და მისი ჯარი საოკუპაციოა, ამასთან, დამახინჯებულია საქართველოს როგორც უახლესი, ისე ძველი ისტორია".

 

- ბატონო ტარიელ, თქვენ აცხადებთ, რომ ტალიავინის კომისიის დასკვნაში დამახინჯებულია საქართველოს როგორც უახლესი, ისე ძველი ისტორია. რას გულისხმობთ კონკრეტულად?

 

- ამ დასკვნაში 1992-93 წლებში საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობა შიდა არეულობადაა შფასებული; ქართველი ერი წარმოდგენილია სუბეთნოსთა კონგლომერატად; წერია, რომ საქართველო მე-11 საუკუნებდე არ არსებობდა, ხოლო XIII საუკუმენდე ქართველი ერის ეთნიკური კონსოლიდაცია დასრულებული არ იყო. ერთი სიტყვით, ტალიავინის კომისიის დასკვნით, საქართველო ფაქტობრივად არშემდგარი სახელმწიფოა! მხედველობაში მაქვს, მაგალითად, ასეთი ციტატა დასკვნიდან:"საუკუნეების მანძილზე საქართველო დაყოფილი იყო ადგილობრივ სოციალურ სუბეთნიკურ ერთეულებად. თოთეულს გააჩნდა საკუთარი ტრადიცია, ქცევა, დიალექტი, მეგრელების, ლაზებისა და სვანების შემთხვევაში კი - ცალკეული ენები, რომელიც ქართულის მსგავსია. ეთნიკური კონსოლიდაციის და ერად ქმნადობის პროცესი მე-13 საუკუნეშიც კი არ დასრულებულა"... შემდეგ კი საქართველო დაიშალა და მას სხვები აკონტროლებდნენ)... აი, ამას წერენ ჩვენი "მეგობრები"! თითქოს ქართველთა ეროვნულ ერთიანობას მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია არ ჰქონდეს; თითქოს არ არსებულა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ბრძოლა დამპყრობლების წინააღმდეგ; თითქოს მეგრელ-სვან-ლაზთა დედაენა ქართული არ არის! საქართველოს არასაბჭოური ისტორიის მოყოლა შორს წაგვიყვანს. ქართველებს დიდი და რეალური ისტორია გვაქვს. როგორც ქართული, ასევე უმრავლესი უცხოური წყაროებით ცნობილია, რომ როგორც ქართველი ერი, ასევე ქართველთა სახელმწიფო - ქართლი - ერთიანია სულ მცირე, ძვ.წ. IV საუკუნიდან მოყოლებული. "ყოველთა ქართველთა" ქვეყანა მოიცავდა როგორც დასავლეთ საქართველოს კლისურამდე, ასევე ისტორიულ ტაო-კლარჯეთსაც (რიზემდე მაინც!)... ქართველ მეფეთა საუხუცესო მიწა-წყალი კი იყო შიდა ეგრისი (ცენტრალური დასავლეთ საქართველო)... ეს ვერ გავაგებინეთ ტალიავინის კომისიას!

 

- ვის და როგორ უნდა აეხსნა ეს ტალიავინის კომისიისთვის?

 

- რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლებას, მისთვის კი, თავის მხრივ, ადეკვატური ინფორმაცია იმ სტრუქტურას უნდა მიეწოდებინა, რომელსაც მეცნიერების დაგეგმვა და დაფინანსება ევალება. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, განსაკუთრებით 2003 წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას, კერძოდ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უნდა დაეგეგმა და დაეფინანსებინა ისეთი ქართველოლოგიური კვლევები, რომლებიც პასუხს გასცემდნენ და საბჭოური კვალიფიკაციების ალტერნატიულ თვალსაზრისებს შესთავაზებდნენ მსოფლიოს, რომელიც ლამის წალეკილია რუსული პოლიტიზებული, ფესვდომეცნიერული, გაყალბებული დებულებებით. თუმცა მოხდა პირიქით: 2005 წელს შექმნილი "ეროვნული სამეცნიერო ფონდი”, შემდეგ კი მის ბაზაზე დაფუძნებული "რუსთაველის (ქართველოლოგიის) ფონდი" ექსპერტებად ძირითადად ანტიქართული რუკების ავტორებსა თუ საბჭოური ანტიქართული "სამეცნიერო" თეორიების დამცველებს იწვევს, ruka.jpg რომლებიც კიდევ უფრო ამძიმებენ საქართველოს მდგომარეობას საერთაშორისო ველში. პარალელურად ინდიფერენტული ხალხის ხელში ჩავარდნილი საქართველოს უპირველესი უნივერსიტეტი ამავე უცხოელებს - საპატიო დოქტორობას, ე.წ. ქართველ ექსპერტებს კი თანამდებობებით აჯილდოებს. სახეზეა შედეგი - ტალიავინის დასკვნის ისტორიული ნაწილი (ტ. 2, გვ. 2-3). დიდად საწყენია (თუ გამიზნული დანაშაული არა!), რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ შევსებული ბიუჯეტიდან ე.წ. ქართველოლოგიის (რუსთაველის) ფონდის მიერ არაიშვიათად ისეთი გამოკვლევები ფინანსდება, რომელთა მსგავსნი საფუძვლად ტალიავინის კომისიის წევრებმა გამოიყენეს...

 

ruka1.jpg- ტალიავინის კომისიის დასკვნაში გამოყენებულ ტერმინებზე რას იტყვით? არსებობს მოსაზრება, რომელიც, სხვათაშორის, რუსეთში მოღვაწე რიგმა ექსპერტებმაც გამოთქვეს, რომ მთელი რიგი ტერმინები სრულიად არაადექვატურადაა გამოყენებული....

 

- დასკვნაში დადებით მომენტებთან ერთად, მრავლადაა სხვა არაადეკვატური ეპიზოდებიც, განსაკუთრებით - ისტორიულ და ეთნოკულტურულ ნაწილში. მაგალითად, ქართული სინამდვილისთვის არაადეკვატურია ტერმინი "სუბ-ეთნიკური ერთეული". ქართველობა მრავალი საუკუნეა, ერთი მთლიანი ეთნოსია თავისი დედაენით, კულტურით, ერთიანი ისტორიული მესხიერებით, სახელმწიფოობრიობით... მრავალსაუკუნოვანი ქართული სამწიგნობრო ტრადიცია თვისობრივად ერთნაირად იქმნებოდა საქართველოს მცირე ტერიტორიის მქონე ყველა კუთხეში. შესაბამისად, გაუგებრობა ან რეალობის მიჩქმალვაა ქართველთა (მეგრელთა, სვანთა, აჭარელთა, მესხთა, იმერელთა, კახთა...) საერთო შემოქმედების - ქართული სამწიგნობრო კულტურის იგნორირება და ქართველთა სუბეთნოსებად დანაწევრება. შესაბამისად, ტალიავინის კომისიის დასკვნაში არსებული ფრაზა “საუკუნეების მანძილზე საქართველო დაყოფილი იყო ადგილობრივ სოციალურ სუბ-ეთნიკურ ერთეულებად; თოთეულს გააჩნდა საკუთარი ტრადიცია, ქცევა, დიალექტი, მეგრელების, ლაზებისა და სვანების შემთხვევაში კი - ცალკეული ენები, რომელიც ქართულის მსგავსია. ეთნიკური კონსოლიდაციის და ერად ქმნადობის პროცესი მე-13 საუკუნეშიც კი არ დასრულებულა” რეალობას არ ასახავს.

 

დამპყრობელთაგან შევიწროვებული აღმოსავლეთ საქართველოსგან განსხვავებით, სწორედ სამეგრელოსა (ეგრისსა) და სვანეთში იყო ქართულენოვანი სამწიგნობრო კულტურის მუდმივმოქმედი ცენტრები. თანამედროვე კვლევები საფუძველს იძლევა, ვთქვათ, რომ ქართველი ერი ერთიან ეროვნულ ორგანიზმად ძვ.წ. მე-3 საუკუნეში ჩამოყალიბდა; უდავოა, რომ ადრე შუა საუკუნეებში არსებობდა ქართველი ეროვნება და ერთიანი ქართული კულტურა, რომელიც თვისობრივად ეთნაირად იქმნებოდა, იძერწებოდა სამეგრელოშიც, სვანეთშიც, მესხეთშიც და ცენტრალურ საქართველოშიც. შესაბამისად, მე-13 საუკუნეში ქართველი ერის ჩამოუყალიბებლობაზე საუბარი საბჭოური დემაგოგიაა!

 

- დიახ, მაგრამ გარკვეულ პერიოდში საქართველო იშლებოდა კიდეც...

 

- დამპყრობლებთან ბრძოლაში საქართველო ზოჯგერ მართლაც ნაწევრდებოდა, მაგრამ თავისი ენისა და კულტურის მქონე სამეფოებად კი არა, როგორც ეს ტალიავინის დასკვნის ავტორებს ჰგონიათ, ან სურთ, სხვებს დააჯერონ. დიდი საქართველო იშლებოდა პატარ-პატარა საქართველოებად! ამ “საქართველოებში” კანცელარიის ენა ისევ ქართული იყო, ეკლესიის ენაც – ქართული, მშობლიური ისტორიაც და ლიტერატურის ისტორიაც ქართული იყო. მაგალითად, "ვეფხისტყაოსანიც" და "ქართლის ცხოვრებაც" სამზითვო წიგნები იყო როგორც კახეთში, ასევე სამეგრელოში, კლარჯეთსა თუ სვანეთში. ხაზგასმით ვამბობ: საქართველო არასოდეს დაშლილა ისეთ სეპარატისტულ სამეფოებად/სამთავროებად, რომელთაც თავ-თავიანთი ენა, ქცევა თუ კულტურა ჰქონდათ. ქართველი ერის ერთიანი ისტორიული მეხსიერება დღესაც ყველა კუთხის ქართველის იდენტობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია. მაგალითად, თამარ მეფის ხსოვნა ყველა კუთხის ქართველის იდენტობის შემადგენელი ნაწილია (საქართველოს ამჟამინდელ საზღვრებს მიღმა დარჩენილი ლაზებისა თუ იმერხეველ-ტაოელებისთვისაც კი). ქართული ენა ყველა ქართველის (მეგრელის, სვანის, აჭარელის, მესხის, იმერელის, კახელის...) დედაენაა, ეროვნული ენაა, ეროვნული მეობის საფუძველია. მრავალი საუკუნის მანძილზე ამ დედაენობრივ კულტურაში იწრთობა მრავალი თაობა ქართველი ერისა, დღეს კი ამის მოშლა უნდათ! ისტორიულად ასე იყო: ქართველთა დედაენის ზეპირი კუთხური სახესხვაობები (კილოები, კილოკავები) "საოჯახო ენის" ფუნქციით შემოისაზღვრება და არალოგიკურია მათი წარმოდგენა ე.წ. სუბ-ეთნოსების მახასიათებლებად. ქართული ენის გავრცელების საზღვარი არ არის მდინარე ცხენისწყალი და ერგნეთი, როგორც ეს "რუსთაველის (ქართველოლოგიის) ფონდის" ზოგ ცინიკოს ე.წ. ექსპერტს ჰგონია. მათ გასაგონადაც ვამბობ: ქართული ენა ცხინვალის მხარეშიც და სამეგრელო-აფხაზეთსა თუ სვანეთშიც ავტოქთონი ქართველების მრავალსაუკუნოვანი დედაენაა!

 

- თქვენ ტალიავინის კომისიის დასკვნის იმ ნაწილზეც გაამახვილეთ ყურადღება, რომელშიც, როგორც თავად ბრძანებთ, 1992-93 წლებში საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობას "საქართველოს შიდა არეულობის" კვალიფიკაცია ეძლევა...

 

- გაოცებული დავრჩი, როცა დასკვნის ეს ეპიზოდი წავიკითხე, - მეგონა, ელცინის და პუტინის მიერ რედაქტირებულ ტექსტს ვკითხულობდი! დღეს ყველა ამბობს, რომ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება რუსეთის იმპერიამ დაამხო იმიტომ, რომ გამსახურდია რუსეთს კავკასიას აკარგვინებდა. პატივცემულ მკითხველს შევახსენებ, რომ სწორედ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს, 1991 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საბჭოთა რუსეთის იმპერიის ჯარს ოკუპანტის სტატუსი მიანიჭა. ამიტომ დაამხო რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს ხელისუფლება. იმ ხანად დასავლეთმაც წაუყრუა, რამდენადაც მაშინ დასავლეთი აღმოსავლეთ ევროპის თემით იყო დაინტერესებული... დღეს ვინც ჩქმალავს რუსეთის არსებით როლს საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობაში და ამ დანაშაულს შიდა არეულობას, ან ე.წ. სამოქალაქო ომს უწოდებს, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთის ინტერესებს ემსახურება. არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო სასამართლომ უნდა დააკისროს პასუხისმგებლობა რუსეთს საქართველოს ხელისუფლების ძალადობით დამხობისათვის!

 

მართალია, ტალიავინის კომისიის დასკვნა უმაღლესი განაჩენი არ არის ჩვენთვის, მაგრამ ცუდია, რომ ევროპული კომისია ასე არაადეკვატურად უყურებს საქართველოს ძველ თუ ახალ ისტორიას! ამ ისტორიის ადეკვატური გააზრების გარეშე რა აზრი აქვს მსჯელობას იმაზე, ვინ ისროლა პირველი ტყვია?! ეს 1991 წლის 22 დეკემბრის ამბავს ჰგავს, როცა უზენაეს საბჭოს თავს დაესხნენ რუსებისგან მართული ბანდიტები და ამბობდნენ, პირველი ტყვია გამსახურდიას მხარემ ისროლაო! ამმხრივ ტალიავინის დასკვნა სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს: რუსეთმა დაიპყრო მთელი საქართველო, გენოციდი მოუწყო ქართველებსა და რუსეთის იმპერიული პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილ აფხაზებს, ოსებს, ბერძენებს, რუსებსაც კი... და ქართულმა მხარემ ისროლა პირველი ტყვიაო...

 

ეს ყველაფერი უნდა გვაფიქრებინებდეს, რომ ჩვენი პატრონი ისევ ჩვენ უნდა ვიყოთ; ამ ისტორიულ ბრძოლაში ჩვენი თაობა - საქართველოს ამჟამინდელი მოქალაქეები (ქართველები, აფხაზები, აზერბაჯანლები, სომხები, ოსები თუ სხვა ეთნოსების წარმომადგენლები) სასტიკ მარცხს გადავურჩებით, თუკი ვუერთგულებთ საქართველოს სახელმწიფოებრივ ფასეულობებს და პოლიტიკური სპექტრის იმ ნაწილს გამოვარჩევთ, რომელიც უცხოთა ფულით არ ფინანსდება და გამჭვირვალე პოლიტიკას ახორციელებს.

 

ლევან ჭითანავა

საინფორმაციო სააგენტო "პირWელი"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"პროვინციული ფაშიზმის",დიქტატორის...ცნებების შემოტანა მასმედიის მიერ 1991-92 წლებში რუსეთის კგბ-ს პროექტი იყო... ამას თან დაერთო ბოდიშები ( სერგო შევარდნაძე, გოგა ხაინდრავა, ჯაბა, ბერძენიშვილები...) ოსებთან... ეს ყველაფერი მეხუთე კოლონის მუშაობაა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1991 წელს ჭანტურიებმა ,ბერძენიშვილებმა, ხაინდრავებმა,ზურა ჟვანიამ,პარუნ აირიკიანმა პრაღის 24-ე რეზოლუციაში-დისიდენტთა საერთაშორისო კონფერენციაზე ჩააწერინეს: ქართველები გენოციდს უწყობენ ოსებს ,ჩაგრავენ ეროვნულ უმცირესობებს.საქართველოს ცილი დასწამეს და ამით კრემლს საშუალება მისცეს საქართველო ," მცირე იმპერიად "(სახაროვი) გამოევხადებინათ?! (ამით მათი და მათი ბოსების,მაგ.ტალიავინის აზრით ყველას -აფხაზებს,ოსებს,მეგრელებს,სვა�

�ებს,აჭარლებს,სომხებს...ჰელსინ

კის დეკლარაციის მიხედვით უფლება აქვს თვითგამორკვევის ანუ დამოუკიდებლობის...) მათ კისერზე შევარდნაძესა და რუსების მიერ საქართველოში დატრიალებული ტრაგედიები!!!ი.ხაინდრავა და დ. ბერძენიშვილი წინააღმდეგი იყვნენ აფხაზეთში ქართველთა დაბრუნების ,რადგან ეს გამოიწვეწდა აფხაზების ასიმილაციას?! საწყალი აფხაზები! იმპერიალისტი ქართველები?! ამ პარტიები არსი...რესპუბლიკური პარტია მოითხოვდა აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება გაეუქმებინათ ,რადგან იგი ხელს უშლიდა სიტუაციის დარეგულირებას აფხაზეთში?!არძინბა,ბაგაფში მათი აზრით კარგად აწესრიგებენ სიტუაციას აფხაზეთში,მხოლოდ თბილისში მყოფი აქიშბაია,მჟავია-გვაზავა უშლიან ხელს ამაში?!მათი პარტიის წარმომადგენელმა პაატა ზაქარეიშვილმა შეიმუშავა პროექტი აფხაზეთ-საქართველოს კონფედერაციული მოწყობის ანუ აფხაზეთის დამოუკიდებლობის შესახებ?! ზოგიერთები ედუარდ ჯაბაევიჩის , ულვაშა ჩოჩიევის ბუნკერიდან :eshmak: ლაპარაკობს ,რომ იმპერია უნდა დაინგრესო, ანუ ოსების აფხაზების გამაოყოფის შემდეგ სვანების,აჭარლების, მეგრელების, ჯავახების...ჯერია :D

:))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

bimo

shavlego91

lak

 

სამივე ნიკი რაღაც საეჭვო (და მსგავსი) ზვიადისტური მგზნებარებით პოსტამს. :hello:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

bimo

shavlego91

lak

 

სამივე ნიკი რაღაც საეჭვო (და მსგავსი) ზვიადისტური მგზნებარებით პოსტამს. :hello:

საიდან ...? ფსბ-ს, ტალიავინის ... ჭორებს რატომ უსმენ?! ის ზვიადისტი რუსულმა "იზვესტიამ " ჩაგაწოდა ფაშისტებთან პარალელის გავლების მიზნით და დღესაც მის ტყვეობაში ხარ? ღმერთმა მოგიტევოს! მე ღმერთს ვცემ თაყვანს მიხთი?!

Edited by lak
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

bimo

სათაურის დუბლირება ხდება http://planeta.ge/index.php?showtopic=14548

 

მოკლედ, თუ გინდა ახალი სათაური დამიპოსტე და ჩავასწორებ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართული იმპერიალიზმი " მითი თუ რეალობა?! ეს მინდა იყოს თემის სათაური...მადლობთ!

კი ბატონო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სამწუხაროა,რომ ამდენი მტერი ჰყავს საქართველოს...მტრები ქართველების ხელით აკეთებენ ყველაფერს ანუ შაჰ-აბასის მეთოდები დღესაც მუშაობენ!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ქართული იმპერიალიზმის" მითი რუსებმა შექმნეს ეროვნული მოძრაობის აღმავლობის პერიოდში(1988-89 წწ.).. სერგო შევარდნაძე,ალიხანიან-ბონერი, სახაროვი, სტარავოიტოვა, ჟვანია, ჭანტურია, ბერძენიშვილ-ხაინდრავები, ბუკოვსკი, პარუნ აირიკიანი, შენგელაიები,იოსელიანი- ავტორებია ამ მითის...ახლა ამ მითს ახალი ავტორი ტალიავინის კომისიის სახით გამოუჩნდა....ეს მითი ხშირადაა კოკოითის,ბაგაფშის,ულვაშა ჩოჩიევის,შამბას... სხვათა ლექსიკონში....
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს მითი ეს რუსეთის კგბ-ს შემოქმედებაა და ამას ახლა რუსეთის ფსბ ამუშავებს ედუარდ! ჯაბაევიჩ !კოკოითის!, ბაგაფშის, ულვაშა ჩოჩიევის,შამბას, ტალიავინის პირით....ყორღან ოღლი ქარაფიდან ხელი ჰკრეს და გადაფრინდა!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

სამივე ნიკი რაღაც საეჭვო (და მსგავსი) ზვიადისტური მგზნებარებით პოსტამს

ყოველი შემთხვევისთვის შეგახსენებთ რომ ამ განყოფილებაში მსგავსი ბრალდებები დასჯადია:

2.2. იარლიყ(ებ)ის მიწებება ფორუმელზე. სასჯელი: სიტყვიერი გაფრთხილებიდან ვორნამდე.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

 

ყოველი შემთხვევისთვის შეგახსენებთ რომ ამ განყოფილებაში მსგავსი ბრალდებები დასჯადია:

სად ნახე აქ ბრალდება Saturn?

კაცმა გამოთქვა ვარაუდი და ამისთვის უპირებთ დასჯას? :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...