Jump to content
Planeta.Ge

ჟურნალისტებს, რომლებმაც პრეზიდენტის ზუგდიდიში გადაადგილება გადაიღეს


Recommended Posts

ჟურნალისტებს, რომლებმაც პრეზიდენტის ზუგდიდიში გადაადგილება გადაიღეს, აპარატურა ჩამოართვეს

 

ჟურნალისტებსა და “დაიცავი საქართველოს” წევრებს, რომლებმაც ზუგდიდში პრეზიდენტის გადაადგილება გადაიღეს, აპარატურა ჩამოართვეს.

როგორც “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი გუგა ლაგვილავა ზუგდიდიდან იუწყება, ისინი ფოტოაპარატებითა და მობილური ტელეფონებით იღებდნენ ზუგდიდში იმ ვერტმფრენის დაფრენას, რომელშიც სააკაშვილი იმყოფებოდა, აგრეთვე, პრეზიდენტის ესკორტის გადაადგილებას.

პოლიციამ მათ განუმარტა, რომ პრეზიდენტის ესკორტის გადაადგილების გადაღება უკანონო იყო და აპარატურა შამოართვა. ამ წუთებში პოლიციიის შენობასთან იმყოფებიან ჟურნალისტები და აპარატურის დაბრუნებას ელოდებიან.

როდიდან გახდა პრეზიდენტის ექსკორტის გადაღება უკანონო? :help:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უფ, გამიკვირდა...

 

ის კი არა და გუშინ ერთერთ სამინისტროში ვიყავი და ასეთი ამბავი მომიყვნენ:

 

მიშას რეზიდენცია რო შენდებოდა, რაღაც ძალიან სერიოზულ დარღვევას ჰქონია ადგილი, რაღაცის ნებართვა არ ქონიათ. არქმშენინსპექციის უფროსს მიუმართავს ოფიციალურად.

 

მიშას უბრალოდ უკითხავს: "ეგ ვინღა ჩემი ფეხებიაო?" და იმავე საღამოს ის ქალბატონი სამსახურიდან გაათავისუფლეს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აჰა .. ატეხეს ამბავი..... სადმე გაგიგიათ რომ პრეზიდენტის ექსკორტებს ასე უპრაგონოდ იღებდნენ?????? არასოდეს, როცა პროტოკოლია, არავის ექმნება გადაღებაზე პრობლემა, თუ ძალით არ შექმნდეს
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აკრძალულია?

 

ჰო

ჭორი გავიგე ცვლილება შედის კანონმდებლობაში და ფირმებს, კომპანიებს და ა.შ პრეზიდენტი ვეღარ ეყოლებათ, კრძალავენ მაგ სიტყვის გამოყენებასო.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვხუმრობ როგორც შემიძლია :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

სადმე გაგიგიათ რომ პრეზიდენტის ექსკორტებს ასე უპრაგონოდ იღებდნენ?????? არასოდეს, როცა პროტოკოლია, არავის ექმნება გადაღებაზე პრობლემა, თუ ძალით არ შექმნდეს

ამით ამტკიცებ, რომ კაჩინსკის და მიშას ვოიაჟი ახალგორისკენ განგებ გადაღებული სპექტაკლი ყოფილა ? :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჟურნალისტებს, რომლებმაც პრეზიდენტის ზუგდიდიში გადაადგილება გადაიღეს, აპარატურა ჩამოართვეს

oddoრამდენადაც ვიცი ფეხბურთის მატჩების გადაღებისა და რეპოტრაჟის უფლება იყიდება.

ეტყობა მაგენს პრეზიდენტის ტინგიცის გადაღების უფლება არ უყიდიათ. :))

 

ჭორი გავიგე ცვლილება შედის კანონმდებლობაში და ფირმებს, კომპანიებს და ა.შ პრეზიდენტი ვეღარ ეყოლებათ, კრძალავენ მაგ სიტყვის გამოყენებასო.
ეე, ისე მართალი ხარ ხო იცი. მეც მასე ვფიქრობ პრეზიდენტი კუთვნილებითი სახელი უნდა იყოს.

ვამბობ პრეზიდენტს ვგულისხმობ მიხოს;

ვამბობ მიხოს ვგულისხმობ პრეზიდენტს.

 

ა, რავარია!? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

 

ამით ამტკიცებ, რომ კაჩინსკის და მიშას ვოიაჟი ახალგორისკენ განგებ გადაღებული სპექტაკლი ყოფილა ? :))

 

არაფერს არ ვამტკიცებ...უბრალოდ არსებობს პროტოკოლი.. ყველა ქვეყანაში ასეა და მაინცდამაინც აქ თუ შეიძლება ატყდეს ერთი ამბავი ჩვეულებრივ მოვლენაზე....

 

პრეზიდენტის ექსკორტს პროტოკოლის გარეშე, ურებენ პაპარაცები და არა ჟურნალისტები/.//

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

 

კარგი, რა, კარგი რა!!!

 

რაც არ იცი ნუღა იტყვი ხოლმე, უფ!!!

 

სად პროტოკოლი და სად ესკორტის გადაადგილება. საერთოდ კავშირში არაა ეგ ორი ერთმანეთთან! ვაჰ!

 

სად შენი ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა და სად უჭკუო მამაკაცებისა...

 

და კანონით ეგ არ იკრძალება. ის კი არადა მე რომ გავუტრაკო ჟურნალისტს, რატომ მიღებ, ჩემს პირად ცხოვრებაში იჭრები თქო, მაქვს უფლება და პრეზიდენტს და საჯარო პირებს არა! კანონით!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ის გამახსენდა წვინაში რომ იდექით ვადებით ხელში და მიშა ედიკაზე ახურებდა-ეგო რომ ჩაივლისო ქუჩებს რა უფელბით კეტავენო..რამხელა ექსკორტით დადისო...ხოდა მერე ისიც გამახსენდა ზვიადი რომ გაიქცა მაგასო 5 ყუთი შამპანური ქონდა "პადვალში" და ბრონირებული შუშებიანი მერსედესიო...ნწუო-ნწუო! Edited by T_A_T
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

მიშა ედიკაზე ახურებდა-ეგო რომ ჩაივლისო ქუჩებს რა უფელბით კეტავენო..რამხელა ექსკორტით დადისო...ხოდა მერე ისიც გამახსენდა ზვიადი რომ გაიქცა მაგასო 5 ყუთი შამპანური ქონდა "პადვალში" და ბრონირებული შუშებიანი მერსედესიო...ნწუო-ნწუო!

უი ეს კაი გამახსენე!

და ვერტმფრენი რომელიღაა ნეტა?

ედიკას, რომ აჩუქეს და მიშა რო ყიდდა? :))

ანუ მეორადია თუ თაზა იყიდა :user:

Edited by kisa
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კაროჩე დისკზე მაქვს მულწიკები, ძველი ფილმები და მაგეებს ვატრიალებ-ამ დაუნს ნერვებს ვერ მოვაშლევინებ...თუ რამე კურიოზი მოხია მერე ლიცი ცალკე თემას უძღვნის მაინც და>....

გვერდზე ფორუმზე დონაძის შედევრზე მიდიოდა მაგარი მიდი-მოვდივარ...პატრულის სააახალწლო გადაცემა გადაუღია-ზღAპარი!:user:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

 

კარგი, რა, კარგი რა!!!

 

რაც არ იცი ნუღა იტყვი ხოლმე, უფ!!!

 

სად პროტოკოლი და სად ესკორტის გადაადგილება. საერთოდ კავშირში არაა ეგ ორი ერთმანეთთან! ვაჰ!

 

სად შენი ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა და სად უჭკუო მამაკაცებისა...

 

და კანონით ეგ არ იკრძალება. ის კი არადა მე რომ გავუტრაკო ჟურნალისტს, რატომ მიღებ, ჩემს პირად ცხოვრებაში იჭრები თქო, მაქვს უფლება და პრეზიდენტს და საჯარო პირებს არა! კანონით!

 

სად პროტოკოლი და სად ესკორტი და

იქ, რომ როდესაც გინდა ესკორტის გადაღება და ა.შ.. წინასწარ თანხმდები./// პრეზიდენტის ესკორტს (უსაფრთხოებიდან გამომდინარე), შენს ნება-სურვილზე ვერ გადაიღებ....ასე მთელ მსოფლიოში... რაც ჩვენ ჟურნალისტებს ნაკლებად ესმით და არაერთხელ აღმოცენილან უხერხულ და სასაცილო სიტუაციაში მაგის გამო...

 

რაც შეეხება გადაღებებს, საქართველოში არც პრეზიდენტის, არც პრემიერის, არც პარლამენტის თავმჯოდმარის გადაღება პრობლემა არ არის და იმის გამო, რომ ვიღაცას დღEვანდელი ფაქტის გამოყენება უნდა სათავისოდ, არ უნდა ატყდეს ტყუილი აჟიოტაჟი...

 

და კიდევ, აბდაუბდა რომ დასდევენ ხოლმე ჩვენები თუნდაც უცხოელ სტუმრებს, ხშირად დაუცინიათ ჩვენთვის და შემრცხვენია კიდეც....

 

ასე რომ, არ ღირს ქარის ატეხვა ცარიელ ჭიქაში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

 

გენაცვალე, პროტოკოლი არის ერთობლიობა წესებისა, რომლებსაც მისდევენ მთავრობები, საგარეო საქმეთა უწყებანი, დიპლომატები, სხვა ოფიციალური პირები საერთაშორისო ურთიერთობაში. :user:

 

რასაც შენ ამბობ ეგ რომც არსებობდეს კანონი ერქმეოდა. გადაღების უფლება არცერთ ქვეყანაში და არანაირად არ იკრძალება არცერთი საჯარო პირისა თუკი ის იმყოფება ქუჩაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და ა.შ. იკრძალება მხოლოდ გარკვეულ მანძილზე მიახლოვება.

გადაღება აკრძალულია იქ და იმ მომენტიდან, როდესაც გარკვეული შეხვედრა მიმდინარეობს შესაბამის დაწესებულებაში, ზრდილობიანად მიგიხურავენ კარს და გეტყვიან, აწი შეხვედრა დახურულია და მიბრძანდითო.

 

შენა, უკეთეს შემთხვევაში, მაგ წესებს კუბლაშვილის და მინაშვილისნაირები გიხსნიან პარლამენტის ფოიეში და უარეს შემთხვევაში მათი პრესმდივნები ჭიქა (პლასტმასის, ერთჯერად...) ყავაზე.

 

და მე სულ რომ უსინდისოდ ვტყუოდე და ვინც შენ მაგ "წესების" ცივილურობაში დაგარწმუნა, იმას იღლიაში საკუთარი ფრთის ბუმბული უღიტინებდეს, აპარატურის ჩამორთმევა სადოური ცივილიზაციაა, მეცხრამეტე საუკუნუს აფრიკული, ხან საჭმელი და ხან ღმერთი რომ ეგონათ ზულუსებს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზუგდიდში სააკაშვილის თვალწინ ჟურნალისტები ცემეს

18:48 31.12.2009

 

 

ზუგდიდში მიხეილ სააკაშვილის სტუმრობას და ყინულის მოედანზე სრიალს, ინცინდენტი მოჰყვა - ჟურნალისტები, მათ შორის, პრესა.გე-ს კორესპონდენტი ნანა ფაჟავა და რეგიონალური ჟურნალის “ღია ბოქლომი“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ილია ჩაჩიბაია სცემეს. ნანა ფაჟავა პრესა.გე-სთვის გამოსაგზავნ ვიდეოსიუჟეტისთვის მასალას იღებდა, როცა მას ვიდეოკამერა ჯერ დაუზიანეს და შემდეგ წაართვეს.

ამ მასალაზე მუშაობა უკვე დასრულებული გვქონდა, როცა ნანა ფაჟავამ ზუგდიდიდან დაგვირეკა (18.53 წუთი) და გვითხრა, რომ პოლიციელებს დასაკითხად ძალის გამოყენებით მიჰყავდათ. ჩვენ სახალხო დამცველის ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ვთხოვეთ დახმარება. რამდენიმე წუთში მან დაგვირეკა და გვითხრა, რომ სამეგრელოში სახალხო დამცველის წარმომადგენელი, ბაგრატ ქირია, ზუგდიდში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით ინფორმირებულია, მთელი დღის განმავლობასი მონიტორინგს ახორციელებს და დღევანდელ ინცინდენტთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის ოფისი განცხადებას სავარაუდოდ ნაახალწლევს გააკეთებს.

 

ცენტრალური ტელეარხების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა ახალი წლის აღნიშვნა, ტრადიციულად ზუგდიდიდან დაიწყო, სადაც თავის ცოლ-შვილთან და უახლოეს ნათესავებთან ერთად ჩავიდა.

 

ნანა ფაჟავას და ილია ჩაჩიბაიას მონათხრობს, ინცინდენტზე, რომელიც თან ახლდა სააკაშვილის ზუგდიდში სტუმრობას, პრესა.გე უცვლელად გთავაზობთ.

 

ნანა ფაჟავა: “ჯერ კიდევ გუშინ, დაახლოებით 19 საათისთვის შევნიშნეთ “ჯიპის“ მარკის ავტონანქანები. მე და ილია ჩაჩიბაიამ ვიფიქრეთ, რომ ეს პრეზიდენტის კორტეჟი იყო და ავედევნეთ. კორტეჟი სამხარეო ადმინისტრაციიდან დაიძრა. ვნახეთ როგორ შევიდნენ ისინი პრეზიდენტის რეზიდენციაში და ვცადეთ გაგვერკვია რა ხდებოდა. საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს, რომლებიც იქვე იდგნენ, ვკითხეთ - ინფორმაცია გვაქვს, რომ სააკაშვილი ზუგდიდშია ჩამოსული და გვაინტერესებს, ხომ არ გეგმავს პრესკონფერენციას, ან რაიმე განცხადების გაკეთებას? მათ პასუხად მოგვიგეს, რომ ეს იყო ცრუ ინფორმაცია და რომ პრეზიდენტი ზუგდიდში არ იმყოფებოდა. ტერიტორიასთან ახლოს დგომა და მით უმეტეს გადაღება აგვიკრძალეს. გამოვიდა ერთი ადამიანი, სავარაუდოდ სამთავრობო დაცვის წევრი და საპატრულო სამსახურის თანამშრომლებს უთხრა - “შეეშვით, იყვნენ, ქუჩაში ძროხებიც კი დგანან“-ო და ჩვენც წამოვედით.

 

დღეს დილით შევიტყვეთ, რომ სააკაშვილი ყინულის სახლში მორიგ პიარ–ჩვენებას მართავდა. რომ მივედით, ეს ღონისძიება მთავრდებოდა; ყინულის სახლიდან ბოლო მანქანა გამოვიდა, რომელშიც სააკაშვილი იჯდა. კორტეჟს უკან გავყევით. ჩემთან ერთად იყო რადიო „მწვანე ტალღის“ კორესპონდენტი. კორტეჟი სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს მიმართულებით წავიდა, რომელიც ცენტრალურ ტრასაზე მდებარეობს. იქვე სტადიონია და ვნახე, რომ ვერტმფრენი ასაფრენად ემზადებოდა. იქვე მობილიზებული იყო 200 კაცამდე შეიარაღებული პირი (სამთავრობო დაცვა, ზუგდიდისა და სამხარეო პოლიციის თანამშრომლები, კუდი, სოდი, შსს–ს სპეცრაზმი), დაახლოებით 50 მანქანა.

 

ცენტრალურ ტრასაზე მანქანიდან გადმოვედი და გადაღება დავიწყე. პირველი, ვინც შემეწინააღმდეგნენ, იყვნენ კბილებამდე შეიარაღებული, სავარაუდოდ შსს-ს სპეცრაზმის თანამშრომლები. ისინი ექვსნი იყვნენ. მათი გადაღება დავიწყე და შეტრიალდნენ, ნუ გვიღებთო. მე გადაღება გავაგრძელე. იქვე იმყოფებოდდნენ: ზუგდიდის გამგებელი ალექსანდრე ქობალია; საპატრულო სამსახურის უფროსი, ალექსანდრე ბელქანია; კუდ-ის უფროსის მოადგილე, ირაკლი გაწერელია და პოლიციის სხვა მაღალჩინოსნები. უცებ ჩვენსკენ დაახლოებით 30 კაცი წამოვიდა. ისინი თავს დამესხნენ. განსაკუთრებით აქტიურობდა პირადი დაცვის წევრი, რომელსაც სააკაშვილის ყველა ვიზიტის დროს ვხედავ. მასთან ერთად გამორჩეულად აქტიურობდა სამთავრობო დაცვიდან ერთ-ერთი მაღლჩინოსანი (მაღალი, ქერა, ოდნავ მელოტი, მარჯვენა ხელზე საქორწინო ბეჭდით). ეს დეტალები იმიტომ შევამჩნიე, რომ ხელი მან ჩამავლო, რათა კამერა წაერთმია. კამერას არ ვაძლევდი. გარშემორტყმული ვიყავი, შუაში მომიმწყვდიეს, მექაჩებოდნენ, მირტყამდნენ, ეს გრძელდებოდა 10 წუთი. ამ დროს ილია ჩაჩიბაიასთან ერთად იყო კახა მიქაია და “დაიცავი საქართველოს“ სხვა წევრები. მათ ცალკე ფრონტი გაუხსნეს – გარს უამრავი შეიარაღებული კაცი ეხვიათ.

 

ჩაჩიბაია ცემეს. მას და მიქაიას ტელეფონები წაართვეს. ილიას დაუბრუნეს, მაგრამ – დამტვრეული. ჩიპი ამოიღეს. კახა მიქაიას არ დაუბრუნეს. მას ტელეფონი სამხარეო პოლიციის თანამშრომელმა ზაზა ხასაიამ წაართვა. სააკაშვილის პირადი დაცვის წარმომადგენელი, 45 წლამდე მამაკაცი მეუბნებოდა, რომ ჩვენ სახელმწიფო საიდუმლოებას ვიღებდით და რომ მე ამისთვის დავისჯებოდი. ვიღაცას გასძახა დააკავეთო. ცხადია, არ შევუშინდი, მიდი, გაბედე–მეთქი, - ვუთხარი. ამის გამო მთელი გაწევ–გამოწევა იყო. არ დავიხიე, კამერა არ მივეცი. მანამდე გაქცევაც ვცადე, მაგრამ მანქანაში ჩაჯდომა ვერ მოვასწარი. კამერა ხელში მეჭირა, მაგრამ ბოლოს ხელიდან მაინც გამომგლიჯეს და ვნახე, რომ დაზიანდა. ხელი გავუშვი, რადგან შესაძლებელი იყო ჩავეწიხლე. ბეჭდიანმა მითხრა, ტვინს გაგასხმევინებო.

 

ვთხოვე - არ დამიმტვრიოთ, ისეთი არაფერი გადამიღია, სახელმწიფო საიდუმლოებას რომ წარმოადგენდეს; ამის გადაღების უფლება მქონდა; თუმცა, კი ბატონო, წაშალეთ, ოღონდ არ დაამტვრიოთ. მოგცემთ ამ კასეტას, მაგრამ სხვა კასეტა მომიტანეთ–მეთქი. მასალის დათვალიერება დაიწყეს (კამერა ამის საშუალებას ჯერ კიდევ იძლეოდა), ვერტმფრენის აფრენის მომენტი ნახეს და განაცხადეს, ეს უკვე საიდუმლოებააო და წაშალეს. დაზიანების გამო კასეტა აღარ ამოდიოდა. ვუთხარი, მე ეს გრანტით მივიღე, პირადია და კეთილი ინებეთ, შემიძინეთ და დამიბრუნეთ–მეთქი.

 

ამ დროს მომიახლოვდნენ: სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე, მეგის ქარდავა და გამგებელი ქობალია, რომელმაც ხმამაღლა თქვა - „წაართვით, კამერა არ დაუბრუნოთო“. მოკლედ, კამერა ქარდავას ეჭირა ხელში და იკითხა, ვისიაო. ვისაც ეჭირა იმისია, თუ არ იცით, რაღას მართმევთ–მეთქი და საბუთი მაჩვენე, რომ შენიაო, - თქვა. ამის შემდეგ სააკაშვილის პირადმა დაცვამ ჟურნალისტის დამადასტურებელი მოწმობა მომთხოვა. მანქანაში მაქვს–მეთქი და მანქანაში კი არა, სააკაშვილთან რომ მოდიხარ ყელზე უნდა გეკიდოსო. ყელზე თქვენ დაიკიდეთ–მეთქი, - მივუგე. სააკაშვილის მცველთაგან ერთმა ახმახმა თქვა - “თავი დაანებეთ, ყ...ბა გადაიღოო“. ამაზე ვუპასუხე - თქვენ რასაც აქ აკეთებთ, ზუსტად ეგ არის და თქვენ ის ხართ, რასაც ამბობთ და ამდენი ასეთი, ერთად შეკრებილი კარგა ხანია არ მინახავს–მეთქი. სიმწრისგან აღარც ვიცოდი, რას ვეუბნებოდი.

 

კამერა ქარდავას ხელში ეჭირა. დამიბრუნე, არ მეშინია დაჭერის და მაინც მოგიწევთ მაგის უკან დაბრუნება–მეთქი. ალიკა ქობალიაც იქვე იდგა და ვუთხარი, სჯობია ქობალია დაიცვა, რესტორნებში წარამარა რომ უბარტყუენებენ–მეთქი. ამის შემდეგ სამთავრობო დაცვამ თავის მართლება დაიწყო, ჩვენ ხომ არ დაგვიმტვრევიაო და ქარდავას მიმართეს, დაუბრუნეთო. უცებ გახდნენ ზრდილობიანები.

 

ქარდავამ კამერა მაინც არ მომცა. კორტეჟი წავიდა, ვერტმფრენი აფრინდა და მერე ვნახე, რომ ქარდავა მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. სამხარეო პოლიციას მივადექი. გვითხრეს, არავინ არის, არც უფროსი და არც მიადგილეო. ეზოში ზაზა ხასაია შევნიშნე, რომელიც ცოტა ხნის წინ ზუგდიდის პოლიციის თანამშრომელი იყო და სამხარეო პოლიციაში გადაიყვანეს, რადგან ხასაიას სიმამრი, ცოლისძმა და მისი ცოლი ნარკოტიკების რეალიზაციაზე დააკავეს, მაგრამ მფარველებმა გაათავისუფლეს. როგორც ამბობენ, ამისათვის რამდენიმე ოჯახმა მთელი ქონება გაყიდა. ამბობენ, რომ ქარდავა, რომელიც თითქოს სამეგრელოში ნარკორეალიზატორებს არ აჭაჭანებს, თავად არის რეალიზატორი და ხასაიასნაირი პოლიციელების დახმარებით სამეგრელო წამალზე შესვა.

 

ეზოში ეს ამბავი შევახსენე – ამიტომ გვაქვს კარგად საქმე–მეთქი. იქიდან ყველანი (მე, ილია ჩაჩიბაია, „მწვანე ტალღის“ ჟურნალისტი და კახა მიქაია) წამოვედით. რაიონის გამგეობასთან მივედით და მომხდარი გავაპროტესტეთ. ეს ამბავი ზუგდიდში ყველამ იცის. ახლა, როდესაც თქვენ გესაუბრებით, პოლიციასთან ვიმყოფებით“.

 

ილია ჩაჩიბაია: „ზუგდიდში ყინულის სახლთან სამი მრავალსართულიანი სახლია. “დაიცავი საქართველოს“ წევრმა, საშა მოლაშხიამ გვაცნობა, “სააკაშვილი წაბარბაცდა, დაეცა და ფეხი იღრძოო“. როცა ყინულის სახლთან მივედით, დაცვამ მოგვთხოვა ტერიტორია დაგვეტოვებინა და სააკაშვილისგან 100 მეტრის მოშორებით, ხალხთან ერთად დავმდგარიყავით. ჟურნალისტი ვარ და ცენტრალურ ტელევიზიებთან ერთად, აქ ყოფნა მეც შემიძლია-მეთქი, - ვუთხარი და პასუხად აგრესია მივიღე - 50 პოლიციელი მომვარდა, წამათრიეს და შემოღობილს იქით გამიყვანეს. დავმორჩილდი და იმ ადგილიდან დავიწყე ფოტოების გადაღება. მომვარდა პოლიცია, კუდი, სოდი და მუცლის არეში ცემა დამიწყეს. ახლაც ცუდად ვარ.

 

შემდეგ გაურკვეველი მიმართულებით მიმათრევდნენ. ამ დროს ყვირილი დავიწყე, შველას ვითხოვდი. შეჩერდნენ, მაგინებდნენ, გაჩუმდიო, პირზე ხელი ამაფარეს და კორპუსებისკენ წამათრიეს. უცებ სამხარეო პოლიციის უფროსი თენგიზ გუნავა გამოჩნდა, მანქანის მინა ჩაწია და უბრძანა ჩემთვის თავი დაენებებინათ. ამის შემდეგ საქმეში ჩაერთნენ კახა მიქაია და მისი მეგობრები. მათი დახმარებით ტერიტორია დავტოვე.

 

სამხარეო პოლიციასთან წავედით, სადაც ვერტმფრენის ასაფრენი მოედანია და 100 მეტრის სიშორიდან ფოტოების გადაღება დავიწყე – როგორ მიდიოდა სააკაშვილი კოჭლობით ვერტმფრენისკენ. სპეცრაზმელები თავს დამესხნე. ამ დროს ნანა ფაჟავას პოლიციელები გარს ეხვივნენ, მაგრამ ვერაფრით ვშველოდით, რადგან ჩვენც იგივე დღეში ვიყავით. პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლები გვიყვიროდნენ დაგვაგინედბნენ - “თქვენ ზუგდიდელი პოლიციელები ხომ არ გგონივართ, რას ბედავთ, თქვენი დედაო“. იყო ძალადობა, შეურაცხყოფა... იქვე იდგნენ საპატრულო პოლიციის უფროსი ალექსანდრე ბელქანია და ზუგდიდის გამგებელი ალექსანდრე ქობალია.

 

როდესაც მცემდნენ, იქვე მცხოვრები დალი ლატარია გამომესარჩლა. ასევე მისი შვილი სახლიდან, მეორე სართულიდან მოითხოვდა არ ვეცემე. პოლიციელები მეორე სართულზე ავარდნენ, ბინაში შეიჭრნენ და ის ბიჭი დააკავეს. ამის შესახებ დალიმ მითხრა, რომელიც არც ერთი პოლიტიკური გაერთიანების წევრი არ არის, მაგრამ რეპრესია მაშინვე შეეხოთ. აღსანიშნავია, რომ მე ზუგდიდლებისგან ძალიან დიდი თანადგომა ვიგრძენი“.

 

პრესა.გე აუცილებლად დაუბრუნდება ამ ინციდენტს და ყველა კანონიერი საშუალებით შვეცდებით, გავარკვიოთ ვისი ინიციატივით ხდება ზუგდიდში მსგავსი შმთხვევები. ეს არ არის პირველი და, ვფიქრობთ, რომ არც უკანასკნელი.

 

დღეიდან პრესა.გე უფრო აქტიურად გააშუქებს სამეგრელოში მიმდინარე მოვლენებს და ჩინოვნიკების ცხოვრებას და „მოღვაწეობას“.

 

პრესა.გე შეეცდება გაარკვიოს, ვინ და რატომ „უბარტყუნებს თავში“ ზუგდიდის გამგებელს, ალიკა ქობალიას და არის თუ არა ზუგდიდში შექმნილი სიტუაცია ამ „თავში ბარტყუნის“ შედეგი.

 

პრესა.გე რამდენიმე წუთის წინ დაუკავშირდა ზუგდიდის გამგებელს და მომხდარის კომენტირება თხოვა. „არ მცალია, დაკავებული ვარ“ – მოკლედ მოჭრა ქობალიამ და ტელეფონი გათიშა. მასთან დაკავშირების ყოველი მცდელობა ამაო აღმოჩნდა.

 

http://presa.ge/index.php?text=news&i=11611

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...