Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ჩემი უსაყვარლესი პოეტი, მასზე ბევრი მაქვს წაკითხული და გასაოცრად ერთგული იყო მეგობრების! უნიჭიერესი ადამიანი!

 

პაოლო იაშვილი (1892-1937)

 

პაოლო (იგივე პავლე) იაშვილი დაიბადა საჩხერის რაიონის სოფელ არგვეთში. პოეტის დაბადების ზუსტი თარიღი სადაოა, მაგრამ მიჩნეულია, რომ იგი დაიბადა 1892 წლის 2 (14) აგვისტოს. პაოლოს დედა, ბაბილინე ბარონის ასული მდივანი, კეთილშობილი, სათნო, ღრმად მორწმნე და სტუმართმოყვარე ქალი ყოფილა. მამა, ჯიბრაელ (ჯიბო) დავითის ძე იაშვილი, წოდებით აზნაური, მთელ დასავლეთ საქართველოში ფართოდ ცნობილი პიროვნება, კიევში განსწავლული პროვიზორი იყო.

 

განათლება - 1900 წლის 1 სექტემბრიდან პაოლო იაშვილი მშობლებმა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიაბარეს. მასთან ერთად სწავლობდნენ "ცისფერყანწელთა" მომავალი ლიტერატურული ჯგუფის გამოჩენილი წარმომადგენლები: ვალერიან გაფრინდაშვილი და ტიციან ტაბიძე.

 

კლასიკური გიმნაზიის მოწაფეთა ისედაც მძლავრი ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთება კიდევ უფრო გაძლიერდა 1905 წლის რევოლუციის მოახლოების შედეგად.

 

1911 წლიდან პოეტმა სწავლა განაგრძო ანაპაში- კერძო გიმნაზიაში.

 

1913 წელს პაოლო პარიზში გაემგზავრა და ლუვრთან არსებულ ხელოვნების ინსტიტუტში შევიდა.

 

პარიზში გატარებულმა დრომ, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი როლი შეასრულა იაშვილის ლიტერატირულ მისწრაფებათა გამოკვეთის საქმეში. იგი განსაკუთრებით გაიტაცა სიმბოლისტ მწერალთა შემოქმედებამ.

 

1915 წელს მსოფლიო ომის ქარცეცხლსა და "ევროპის" ქაოსს გამოქცეული პოეტი ქუთაისში მკვიდრდება და აქტიურად ებმება ლიტერატურულ ცხოვრებაში.

 

მოღვაწეობა - პაოლო აქტიურ მონაწილეობას იღებდა მწერალთა კავშირის საქმიანობაში, დღიდან დაარსებისა. მისი საზოგადოებრივი ღვაწლის დახასიათების დროს საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მისი უშუალო რედაქტორობით, ქუთაისში ორი ჟურნალი გამოიცა: "ოქროს ვერძი" და "ცისფერი ყანწები".

 

მოგონებებსა და სამეცნიერო ლიტერატურაში ბოლო დრომდე ხშირად იყო ხოლმე ხაზგასმით აღმიშნული, რომ პაოლო იაშვილი აღტაცებით შეეგება 1921 წლის 25 თებერვალს - საქართველოს გასაბჭოების დღეს და იმავე საღამოს დაწერა ამ ფაქტისადმი მიძღვნილი სახოტბო ლექსი - "ახალ საქართველოს".

 

მიუხედვად იმისა, რომ პაოლოსა და მის მეგობარ "ცისფრერყანწელებს" საბჭოთა ხელისუფლებისადმი მკვეთრად შეურიგებელი პოზიცია არ გამოუმჟღავნებიათ, ეჭვმიუტანლად დასტურდება, რომ ზემოთ აღნიშნული საკითხი, გასაგები მიზეზების გამო, ცალმხრივად და ტენდენციურად შუქდებოდა.

 

ხელისუფლება თუ მისი გარკვეული წევრები ცდილობდნენ ისეთი შთაბეჭდილება შეექმნათ, თითქოს პოეტი აქტიურად იბრძოდა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დასამყარებლად. ეს ფაქტი დღევანდელი გადასახედიდან არარეალური და მიუღებელია, რადგან სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლი კაცი, ბუნებრივია, შეგნებულად ვერ მოხვდებოდა იმათ ბანაკში, ვინც ქვეყნის დამოუკიდებლობას სისხლში ახშობდა.

 

მსხვერპლი - პირველი ყველაზე დიდი მსხვერპლი, რომელიც 1937 წლის რეპრესიებმა შეიწირეს, ქართველ მწერალთაგან, პაოლო იაშვილი იყო. გარდა შემოქმედებითი დისკუსიებისა, რომელიც ბოლო ხანს პაოლოს უმართავდნენ ხოლმე "იდეოლოგიური მავნებლობის" გამო, მკაცრად აკრიტიკებდნენ ახლო ურთიერთობისათვის "ხალხის გამომჟღავნებულ მტრებთან": ჯიქიასთან, ლომინაძესთან, ელიავასთან, აღნიაშვილთან. ხშირად იმართებოდა სხდომები, სადაც მწერალთა კავშირის პრეზიდიუმი მსჯელობდა პოეტის მიერ "ჩადენილ მოღალატებრივ საქმიანობაზე".

 

ბრალმდებლებად იქცნენ ძველი მეგობრები თუ თანამოაზრენი, ზიზღნარევი აღშფოთებით გმობდნენ "ხალხის მტრისა და დივერსანტის" საქციელს და კატეგორიულად უსვამდნენ საკითხს, თუ მართალი ხარ-დაგვიმტკიცეო.

 

ასე თანდათანობით მზადდება საფუძველი პაოლო იაშვილის ტრაგედიისათვის.

 

მწერალთა კავშირის ოქმებში ხშირად გვხვდება ხალხის მტრებად შერაცხულ მწერალთა, დასჯილთა თუ დასასჯელად გამზადებულთა, სიები, რომლებიც შემაძრწუნებელ შთაბეჭდილებას გვიქმნიან 1937 წლის მოვლენებზე.

 

პაოლო ადვილად არ ეგუებოდა მდგომარეობას. მითუმეტეს, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებანი სრული სიყალბე და ცილისწამება იყო. მაგრამ, სამწუხაროდ, თავის გამართლებისა და გადარჩენის არანაირმა ფორმამ არ გამოიღო შედეგი.

 

ერთ დროს არტისტული ბუნებითა და სიცოცხლის ხალისით სავსე პოეტი სასოწარკვეთილებამ შეიპყრო, თითქმის ყველას ჩამოშორდა, "თავის განუყრელ მეგობარს, თავისი სიამის ძმას-ტიცინსაც კი. ხავერდოვან თვალებში განუშორებელი სევდა ჩაუდგა. იშვიათად თუ ვხვდებოდით, ისიც მწერალთა სასახლეში ან მაჩაბლის ქუჩაზე. ასე ზეზეულად ჩაქრა მისი მჩქეფარე სიცოცხლე", - იგონებს შალვა აფხაიძე.

 

მეწყერივით თავს დამტყდარმა ბედისწერამ პაოლო ტრაგიკული არჩევანის წინაშე დააყენა: ან დალოდებოდა კარს მომდგარ უმკაცრეს განაჩენს, ან ნიშნად, პროტესტისა და უმწეობისა, თავად უნდა დაესწრო და თვითმკვლელობით აღდგომოდა წინ მოზღვავებულ ბოროტებას.

 

როგორც ცნობილია, პოეტმა მეორე გზა აირჩია...

 

მწერალთა სასახლეში დატრიალებული ტრაგედიით სულშეძრულ მიხეილ ჯავახიშვილს ცრემლმოერვით უთქვამს: "ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილა, ყველას გვაჯობა"-ო.

 

თვითმკვლელობის თავისთავად შემაძრწუნებელ ამ ფაქტს, მეტ ტრაგიკულ შინაარსს ისიც სძენს, რომ პოეტმა ეს საბედისწერო ნაბიჯი სწორედ იმ წუთებში გადადგა, როდესაც პრეზიდიუმის სხდომაზე მისი განაჩენი გამოჰქონდათ. მან მწერალთა სასახლის კედლები საკუთარი თავისთვის ნასროლი ტყვიის გრიალით შეაზანზარა.

 

სისხლით შეიღება კაბინეტი, ჭერი და კედლები. სამწუხაროდ, ბოროტების იმპერიაში პროტესტის ნიშნად დაქუხებულმა ამ გასროლამ შედეგი ვერ მოიტანა, ვერ გამოაფხიზლა ეშმაკთან წილნაყარი ადამიანები. პირიქით, ჯერ კიდევ გაუცივებელი და სისხლშეუმშრალი პოეტის გვამს საბჭოთა იდეოლოგიის მონებმა თუ კარიერის მაძიებელმა ზიზღისა და ცილისწამების ახალი რისხვა დაატეხეს.

 

1937 წლის ტრაგედიიდან მოყოლებული პაოლო იაშვილის, როგორც რეპრესირებული მწერლის, სახელის ხსენებაც კი აიკრძალა. იგი სისხლში გასვრილ წუთისოფელთან საბოლოოდ ანგარიშსწორებული და მასთან საბედისწერო დუელში გამარჯვებული, მარადისობის გზას დაადგა და ყველას დიდსულოვანი დუმილით პატიობდა ადამიანურ სულმოკლეობას და სიმდაბლეს.

 

პაოლო იაშვილი დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და აღარ მღერის კალამის წვერი, კალამის წვერი - ბულბულის ნისკარტი.

 

http://i016.radikal.ru/0805/d1/f3fc84e19136.jpg

 

ეხლაც კი მეღორის სიმღერა რომ მახსენდება - მაჟრიალებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 year later...
ჩემთვის პაოლო ჯერ არის მოგობრის ეტალონი შემდეგ კი უბრწყინვალესი პოეტი :love2: :love2:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პაოლო იაშვილი პირველ რიგში არის ჩემი მოგვარე :D (ეს ხუმრობით)

კაცი, რომელიც არ დაემორჩილა საბჭოთა იდეოლოგიურ მანქანას!!!! საკუთარი პრინციპები არ უარყო და თავისუფლებაზე არ თქვა უარი!!!!!!!!!!!

ჩემთვის პირველ რიგში არის გმირი მერე შესანიშნავი პოეტი!!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემთვის პირველ რიგში არის გმირი მერე შესანიშნავი პოეტი!!!!

+1

 

პაოლო, ჯერ მარტო როგორ პიროვნულად არის შესაყვარებელი და მერე მისი ნაწარმოებები ლექსებიი.... სიტყვები არ მყოფნის

 

 

ვგიჟდები პაოლოზე :love2:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...