Jump to content
Planeta.Ge

ვისაც საქართველო უყვარს


Recommended Posts

თეთრი შურით მშურს იმ ხალხის ვინც სამივე ქართველური ენა იცის. ასეთი ადამიანების გვერდით თავს კნინად ვგრძნობ. მეგრულისა და სვანურის არცოდნას ნებისმიერი ქართველის ნაკლად მივიჩნევ. ტერიტორიულად ისე პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, არაბუნებრივია არ გესმოდეს შენთან სისხლხორცეულად დაკავშირებული რომელიმე კუთხის მცხოვრებთა საუბარი

 

ჩემი აზრით,საშუალო სკოლიდანვე უნდა ეზიაროს ყველა ქართველი მეგრულისა და სვანურის საწყისებს

 

მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩამოვყალიბდებით ერთიან და ძლიერ სახელმწიფოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთიანი ქართული ცნობიერება არასდროს გვექნება.

 

პლანეტერებო, რას იტყვით?

 

რაში მეთანხმებით და რაში არ მეთანხმებით?

 

განაგრძეთ...

 

პ. ს. იცით, რომ არც მეგრელი ვარ და არც სვანი

 

 

 

ეს თემა ერთი წლის წინ გე-ზე მქონდა გახსნილი, მაგრამ ვფიქრობ, რომ დღეს უფრო აქტუალურია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 114
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

ჩემი აზრით,საშუალო სკოლიდანვე უნდა ეზიაროს ყველა ქართველი მეგრულისა

ამას ჩემს მეგრელ ნათEსავებს წავაკითხებ და ჩათვალე რომ სამყაროს დასასრულამდე უფასო ღომ -ელარჯ-გააჯიკებული გოჭები არ მოგაკლდება:(

 

როცა პაპიკას მოსანახულებლად ჩამოდიოდა ვინმე თბილისსა შინა უკლებლივ ყველა ქართველებად მოგვიხსენიებდა მის ცოლ-შვილს;)

ხოდა რავი...ავტონომია ეკუთვნით მგონი..მე კი მივეცი და სხვისი არ ვიცი;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დამაფიქრებელია... ისე, მაგალითად ფრანგულ ენასაც აქვს უამრავი დიალექტი და არ მგონია ეს ხელს უშლიდეს ერთიან ფრანგულ ეეროვნულ ცნობიერებას

მეგრული და სვანური კი არა ცოტაა ქართველებში ისეთი ვისაც საქართველოს ყველა კუთხე აქვს ნანახი - მეც მათ შორის ვარ.

და ისე, მეგრელი დღემდე გეკითხება იქ ჩასულს - რა ხდება საქართველოშიო .....

 

პ.ს. მამით მეგრელი ვარ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

 

 

ბევრი ენების ცოდნა კარგია,მაგრამ სვანური და მეგრული არ არის აუცილებელი. :( მტრის ენა უნდა იცოდე კაცმა და მოყვარე რამენაირათ გაგიგებს. ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პ.ს. მამით მეგრელი ვარ

მამლუქი გამახსენდა:(

ან ბაში -აჩუკი...ხალიც ხომ არ გაქვს ბარემ?;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

 

 

ბევრი ენების ცოდნა კარგია,მაგრამ სვანური და მეგრული არ არის აუცილებელი.

 

 

ენა არაა სვანური და მეგრული - დიალექტია. კომუნისტებმა ჯერ ქართველური ენები დაარქვეს, მერე უბრალოდ მეგრული ენა, სვანური ენა

..... ის "ენების ცოდნა"-ში თუ ავრევთ , აი ეგ შეუშლის ხელს ერთიან ქართულ ცნობიერებას....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხოდა რავი...ავტონომია ეკუთვნით

ავტონომიაზე არ არის ლაპარაკი. სხვათაშორის ერთიანი საქართველოს იდეა სამეგრელოს მოსახლეობაში უფრო არის "გამჯდარი", ვიდრე საქართველოს ნებისმიერ კუთხეში

 

როცა პაპიკას მოსანახულებლად ჩამოდიოდა ვინმე თბილისსა შინა უკლებლივ ყველა ქართველებად მოგვიხსენიებდა მის ცოლ-შვილს

 

 

ეს მცდარი აზრიც მეგრულის არცოდნიდან გამომდინარეა.

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მამლუქი გამახსენდა:(

ან ბაში -აჩუკი...ხალიც ხომ არ გაქვს ბარემ?;)

 

ხალიანობისკენ მაქვს მიდრეკილება :D :D :D

 

ავტონომიაზე არ არის ლაპარაკი. სხვათაშორის ერთიანი საქართველოს იდეა სამეგრელოში უფრო არის "გამჯდარი", ვიდრე საქართველოს ნებისმიერ კუთხეში

ეს მცდარი აზრიც მეგრულის არცოდნიდან გამომდინარეა.

 

კარგი და ქორთუ რას ნიშნავს მეგრულად? ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხალიანობისკენ მაქვს მიდრეკილება
ვუი;) მელანო დაო!!!!!!

 

ეს მცდარი აზრიც მეგრულის არცოდნიდან გამომდინარეა.

გეგონოს -მეორეხარისხოვნები რომ ვართ "ქარტველები" სავსებით გამარტული გურჯულით მატყობინებდნენ:()

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ენა არაა სვანური და მეგრული - დიალექტია.

irene

სვანური და მეგრული დამოუკიდებელი ენებია და არა დიალექტი...irene

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

irene

სვანური და მეგრული დამოუკიდებელი ენებია და არა დიალექტი...irene

 

ხოდა "დავიღუპეთ"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხოდა "დავიღუპეთ"

irene

და რატომ ფიქრობ, რომ დავიღუპეთ? მიუხედავად იმისა რომ დამოუკიდებელი ენებია, მანც ის ძირია, ის ფესვია, რაზეც ქართულია აღმოცენებული

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხოდა "დავიღუპეთ"

+ 1000000ელარჯი

არ ქონია ლიცის შეხება მეგრელებთAნ და ამას გონია ერბო ქონია:P

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ ქონია ლიცის შეხება მეგრელებთAნ და ამას გონია ერბო ქონია

არადა ოთხი წელი ვიმუშავე სამეგრელოში და მთელი სამეგრელო შემოვლილი მაქვს

 

მტრის ენა უნდა იცოდე კაცმა და მოყვარე რამენაირათ გაგიგებს

lasha1997

მოყვარესაც ჭირდება მოფერება, ჩემო დიტო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...