chegesto Posted December 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 29, 2009 გაყინული გზავნილები ნინო ჟიჟილაშვილი, მიუხედავად "მორალური სიმართლისა", საქართველოს მთავრობა უძლურია პრაგმატული პოლიტიკის წინააღმდეგ. რუსეთი და დასავლეთი ურთიერთმომგებიან გარიგებებს განიხილავენ. დასავლეთსა და რუსეთს შორის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენის სიმბოლოდ ფრანგული სამხედრო ხომალდი "მისტრალი" იქცა. რამდენიმე კვირის წინ დადასტურდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საფრანგეთი რუსეთისთვის ერთ-ერთი უდიდესი და უძლიერესი სამხედრო გემის მიყიდვას გეგმავს. სადესანტო ავიამზიდ "მისტრალის" გემბანზე 16 შვეულმფრენი თავსდება. 2 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსით, 2 ქვემეხითა და 4 ტყვიამფრქვევით აღჭურვილ ხომალდში რუსეთი 400 მილიონ ევროს გადაიხდის. საფრანგეთს სულ 2 მსგავსი შვეულმფრენმზიდი აქვს. მოლაპარაკებების თემაა "მისტრალის" რუსეთში წარმოების ლიცენზიის შესყიდვაც. საქართველოში შიშობენ, რომ რუსეთი ფრანგულ შვეულმფრენმზიდს შავ ზღვაზე, კონკრეტულად, საქართველოს ტერიტორიული წ###ბის აფხაზეთის მონაკვეთში განათავსებს. ამ ვარაუდის საფუძველი რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარდლის, ადმირალ ვლადიმირ ვისოცკის სიტყვებიც არის: "საქართველოსთან შარშანდელი კონფლიქტის დროს "მისტრალის" ტიპის ხომალდი რომ გვქონოდა, შავი ზღვის ფლოტი თავის ამოცანას 40 წუთში შეასრულებდა და არ დასჭირდებოდა 26 საათი, როგორც ეს მაშინ მოხდა". "ასეთ პირობებში ჩვენ არ შეიძლება არ გვაშფოთებდეს ასეთი ტიპის შეიარაღების შესყიდვა რუსეთის მხრიდან . . . ამის თაობაზე ვაცნობეთ ჩვენ პარტნიორებს, მათ შორის, ფრანგულ მხარესაც. ვაცნობეთ სხვა ევროპელ პარტნიორებსაც და იმედი გვაქვს, რომ საფრანგეთი გაითვალისწინებს არა მხოლოდ კომერციულ ინტერესს, არამედ რეგიონში არსებულ რეალურ ვითარებას", - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ, 2 დეკემბერს გაავრცელა. თუმცა, ქართული მხარისთვის სამწუხაროდ, დეკემბრის მინისტერიალის მთავარი თემა სწორედ რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად პრაგმატულ ინტერესებზე დაფუძნება აღმოჩნდა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ნატო-ს კარი რუსეთის დელეგაციისთვის პირველად გაიღო და თანაც ძალიან ფართოდ. 4 დეკემბერს ნატო-რუსეთს შორის ოფიციალურ ფორმატში პირველი მოლაპარაკება შედგა. ეს მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს არ გამოუსწორებია ნატო-რუსეთის საბჭოს ფორმატის შეჩერების მთავარი მიზეზი - პრეზიდენტ სარკოზის 6-პუნქტიანი გეგმის შეუსრულებლობა. საბჭოს სხდომის შემდეგ ნატო-ს გენერალურ მდივანს ქართველმა ჟურნალისტებმა რამდენჯერმე ჰკითხეს, ახსენა თუ არა მან სერგეი ლავროვთან შეხვედრისას საქართველო. ქართულ მხარეს, როგორც ეს ჟურნალისტების შეკითხვებიდან ჩანდა, ჰქონდა მოლოდინი, რომ ომის შემდეგ გამართული პირველი ოფიციალური შეხვედრისას ნატო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მაინც შეახსენებდა რუსეთს. თუმცა ანდრეს ფოგ რასმუსენმა შეკითხვას საქართველოზე რამდენჯერმე წარმატებით აარიდა თავი. ბოლოს კი თქვა: "საქართველოზე ჩვენ ვიმსჯელეთ გუშინ, მინისტრ ვაშაძესთან შეხვედრის დროს". ის, რომ დასავლეთისთვის ახლა რუსეთთან ურთიერთობების გამყარების ხანა იწყება, კიდევ უფრო გარკვევით საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა განაცხადა: "ამჯერად საქართველოს თემა არ არის პრიორიტეტული... კონცენტრაციაა ავღანეთზე, სადაც ჩვენ რუს მეგობრებს კარგი გამოცდილება აქვთ და რის გამოყენებასაც ნატო აპირებს". კუშნერმა ასე ნატო-ს შტაბ-ბინაში შეკრებილი ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ნატო-რუსეთის საბჭოს მუშაობის აღდგენას დაემთხვა აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილება ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის 30.000 სამხედრო მოსამსახურით გაზრდის შესახებ. ნატო-სთვის კი ამ საკითხში რუსეთის მხარდაჭერას განსაკუთრებული ფასი აქვს - იმ გამოცდილების გამო, რაც რუსეთმა ავღანეთში 20 წლის წინ მიიღო. ავღანელი ტერორისტების ხელში ამ დრომდე რჩება დიდი რაოდენობით საბჭოთა წარმოების იარაღი, რომლის საუკეთესო ექსპერტები რუსი სამხედროები არიან. რუსეთმა უკვე შესთავაზა ნატო-ს, საჭიროების შემთხვევაში, სახმელეთო ტრანზიტი. შეთანხმება იმაზეც შედგა, რომ რუსეთი ავღანეთსა და მის საზღვრებთან ოფიცრების ტრენინგებში მიიღებს მონაწილეობას. "ჩვენ გვინდა მეტი რუსეთისგან და რუსეთს უნდა მეტის გაკეთება ჩვენთან ერთად. ახლა ვფიქრობთ, როგორ მოვახერხოთ ეს", - განმარტავს ნატო-ს გენერალური მდივნის სპიკერი ჯეიმს აპატურაი "ლიბერალთან" საუბრისას. შეკითხვაზე, რამდენად გაითვალისწინებს რუსეთთან ურთიერთობის დროს ნატო საქართველოს ინტერესებს, პასუხობს: "არავინ არ უნდა იფიქროს, რომ ნატო იგნორირებას უკეთებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას... თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ ვერ მოვახდენთ ნატო-რუსეთის თანამშრომლობის პარალიზებას ყველა დანარჩენ საკითხთან დაკავშირებით. ავღანეთის თემა უნდა გადაწყდეს". მითითება, რომ რეგიონში სტაბილურობაზე ერთადერთი პასუხისმგებელი რუსეთი არ არის და რომ ამ პროცესში საქართველოს ინტერესებისთვის უკეთესია რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია, მინისტრმა ვაშაძემ პირადად ნატო-ს გენერალური მდივნისგან მიიღო. "ყველას გვესმის, როგორ დაზარალდა თქვენი ქვეყანა გასულ წლებში. არცთუ ისე ადვილია ამ ყველაფრის გადალახვა. მაგრამ რეფორმები, მოდერნიზაცია და გადაწყვეტილება, რომ გაუმჯობესდეს მეზობლებთან ურთიერთობა - ეს ის გზაა, რომელიც ქართველ ხალხს სთავაზობს უკეთეს მომავალს და მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ ნატო განაგრძობს რეფორმებისა და თქვენი ტერიტორიული მთლიანობას მხარდაჭერას", - განაცხადა რასმუსენმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის მისასალმებელ სიტყვაში, ნატო-რუსეთის საბჭოს შეკრებამდე ერთი დღით ადრე. აშკარად იმედგაცრუებული ქართული დელეგაცია ჟურნალისტებთან მინისტერიალის შეფასებისას დელიკატური იყო: "მოდით, სხვა კუთხით შეხედეთ ამას: ნატო-ს ნორმალური ურთიერთობა რუსეთთან ნიშნავს, რომ რუსეთი მალე ისწავლის ცივილიზებულ ქცევას. ესეც ხომ შედეგი იქნება? თუკი არავის ექნება ურთიერთობა რუსეთთან და არ ასწავლის მას ცივილიზებულ ქცევას, მაშინ ვერასოდეს მოხდება საქართველოს დეოკუპაცია", - განაცხადა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ. თუმცა, ვაშაძის მოადგილე, ნატო-ს მინისტერიალის მიმდინარეობის პარალელურად, რუსეთის მიმართ დასავლეთის დამოკიდებულებით უკმაყოფილებას მკაფიოდ გამოხატავდა. "რუსეთზე ზეწოლა ნამდვილად არსებობს, და მადლიერი ვართ ყველასი, ვინც ამ პოზიციას ინარჩუნებს და აფიქსირებს, ეს პრინციპში მათი ვალდებულებაც არის, მაგრამ არ არის საკმარისი. ამის შედეგია სწორედ ის, რომ ჩვენ გვაქვს პრობლემა - საქართველოს მოქალაქეების მოტაცების, დაკავების შემთხვევები საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისთვის. ეს კეთდება იმისთვის, რომ ქართული საზოგადოება და სახელმწიფო იყოს მუდმივი წნეხის ქვეშ, იყოს პროვოცირებული", - განაცხადა გიგა ბოკერიამ. საქართველოს მთავრობაში კარგად ესმით, რომ პრაგმატული პოლიტიკა ხშირად იდეალებზე მაღლა დგას. მაგრამ მაინც, რუსეთის მხრიდან დასავლეთისთვის შეთავაზებულ მომგებიან კომერციულ წინადადებებს ქართული მხარე ისევ მხოლოდ საკუთარ "მორალურ სიმართლეს" უპირისპირებს. ერთადერთი, ვინც საფრანგეთში რუსეთისთვის "მისტრალის" მიყიდვას კრიტიკულად გამოეხმაურა, ცნობილი ფრანგი ანალიტიკოსი, მიხეილ სააკაშვილის დიდი ხნის ნაცნობი და ლობისტი, ანდრე გლუკსმანი იყო. "ლე მონდთან" ინტერვიუში ის საკუთარ ხელისუფლებას მიმართავს: "ვაიარაღებთ პუტინს ქართულ ხმელეთზე, ყირიმსა თუ ბალტიისპირეთის ქვეყნებში სწრაფად მოსახვედრად, და ვეუბნებით: თქვენ იმოქმედეთ! ჩვენ მხოლოდ მოგვიანებით გავაპროტესტებთ". საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, ერიკ ფურნიემ კი უარყო ინფორმაცია, თითქოს ავიამზიდის გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა ამ გარიგების შესაძლებლობა მაინც არ გამორიცხა: "მომხმარებელი, როგორც წესი, პროდუქციით ინტერესდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უკვე არსებობს გაყიდვის შესახებ შეთანხება. არც საფრანგეთს და არც რუსეთს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ". ნატო-ს მინისტერიალის დასკვნით განცხადებაში რუსეთს ერთხმად მოუწოდეს სეპარატისტული რეგიონების აღიარების გაუქმებისა და საქართველოს მთლიანობის დაცვისკენ. თუმცა, გზავნილის ავტორებმაც და მიმღებმაც კარგად იციან, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დასავლეთისთვის უკვე ისეთივე გაყინული ფრაზაა, როგორც თავად ეს პროცესი. http://liberali.ge/node/1039 პ.ს ეს სტატია და ზოგადად მინისტერიალის შედეგები ქართული დიპლომატიის კრახად შეგვიძლია აღვიქვად.... კიარა უნდა აღვიქვად .... მემგონი დროა დასკვნები არა ხელისუფლებამ აამედ ჩვენ გამოვიტანოთ ვაშაძის შეფასება ნახეთ... სამარცხვინო ხალხია რა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 29, 2009 chegesto პ.ს ეს სტატია და ზოგადად მინისტერიალის შედეგები ქართული დიპლომატიის კრახად შეგვიძლია აღვიქვად.... კიარა უნდა აღვიქვად .... მემგონი დროა დასკვნები არა ხელისუფლებამ აამედ ჩვენ გამოვიტანოთგამოვიტანოთ მერე, ჩემდათავად, როგორც საზოგადოების ეღთმა წევრმა, დიდი ხანია დასკვნა გამოვიტანე! ერთი სიტყვით შეიძლება ითქვას: ღალატი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
chegesto Posted December 29, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 29, 2009 newstudio არა აჩი... ამას უმეცრება და იდიოტიზმი ქვია ღალატს ტვინი უნდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 29, 2009 chegesto არა აჩი... ამას უმეცრება და იდიოტიზმი ქვია ღალატს ტვინი უნდამე მაინც ღალატი მგონია...მთლად მიშასგან არა...მასთან დაახლოებულ პირებში...თუმცა იდიოტებიც რომ ოხრად ყავს, რად უნდა ლაპარაკი... და ოპოზიციის დიდ უმრავლესობაშიც მსგავსი სურათია სამწუხაროდ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dariala Posted December 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 29, 2009 რა შუაშუა აქ ღალატი. დასავლეთს როგორც აწყობს ისე იქცევა. პირველად ხომ არ უქცევია ზურგი ჩვენთვის? სულ ასე არ ხდება? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 29, 2009 dariala რა შუაშუა აქ ღალატი. დასავლეთს როგორც აწყობს ისე იქცევა. პირველად ხომ არ უქცევია ზურგი ჩვენთვის? სულ ასე არ ხდება?მე ჩვენების ღალატზე ვიძახი...დასავლეთი რა შუაშია ამ შემთხვევაში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 29, 2009 (edited) chegesto რაც ამ სტატიაში წერია,ბევრჯერ მაქვს დაწერილი ფორუმებზე და დამატებით რუსეთთან მოგვიწევს ჩახუტება ახლო მომავალში. ერთი სიტყვით შეიძლება ითქვას: ღალატი ამას იდიოტობა ჰქვია და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა.რატომ აღარ აგინებს ყვარყვარე რუსეთს არ გაინტერესებთ? Edited December 29, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted December 30, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 30, 2009 chegesto მე მაინც ღალატი მგონია...მთლად მიშასგან არა...მასთან დაახლოებულ პირებში...თუმცა იდიოტებიც რომ ოხრად ყავს, რად უნდა ლაპარაკი... და ოპოზიციის დიდ უმრავლესობაშიც მსგავსი სურათია სამწუხაროდ... მიშასგან დეპრეს, მაგ სირბანჯოსგან ზუსტად... პ.ს. შეგვიძლია აწ უკვე თამამად წავიკითხოთ ტოლსტოი და დოსტოევსკი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.