Jump to content
Planeta.Ge

ამ უკრაინას რაღა ეშველება.


Recommended Posts

ვიქტორ იუშჩენკო: ჩვენ უკვე უმართავი ბიუჯეტი გვაქვს

UNIAN.NET

 

``ტიმოშენკომ სახელმწიფო კრახამდე მიიყვანა``

 

უკრაინის მთავრობის საკრედიტო პოლიტიკის შედეგად ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს 6,5 ათასი გრივნას მოცულობის ვალი დაუგროვდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ ადგილობრივი ეთერით გამოსვლისას განაცხადა.

 

``ის, რაც ტიმოშენკომ გააკეთა – არის სახელმწიფოს კრახი უახლოესი 2–3 წლის განმავლობაში. საზოგადოებამ არ იცის, რა სიღრმეებამდე გავრცელდა ჩვენი შესაძლებლობების ეროზია. ბოლო 8 თვის განმავლობაში ქვეყნის დავალიანება 80–დან 300 მილიარდამდე გაიზარდა``, – განაცხადა ვიქტორ იუშჩენკომ და დაამატა, რომ ახლა უკრაინული დელეგაცია ვაშინგტონში ზის, რათა კიდევ 20 მილიარდი ისესხოს.

 

``ბიუჯეტის დეფიციტი უკვე დაახლოებით 12–14 %–ის ფარგლებშია. ეს უკვე უმართავი ბიუჯეტია. ესაა ბიუჯეტი, რომელიც ამცირებს ქვეყნის რეიტინგებს. ტიმოშენკო ყოველ სამშაბათს 800–900 მილიონი გვირნას ვალს 3–6 თვით, 32%–ით იღებს``, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

მისი თქმით, ტიმოშენკოს მიერ აღებული ვალის მხოლოდ პროცენტების გასასტუმრებლად მომავალ წელს ბიუჯეტმა 22 მილიარდი გრივნა უნდა გაიღოს, რაც, მისივე განმარტებით, განათლების, მედიცინისა და თავდაცვის ხარჯებს ერთად აღებულს უტოლდება.

 

``ეს კატასტროფაა, უბრალოდ, კატასტროფა... ესაა თვითმკვლელობა ყველა ხელისუფლებისთვის, რომელიც მოვა, რადგან იქნება კოლოსალური კრიზისი – საპენსიოც და სახელფასოც``, – აღნიშნა უკრაინის პირველმა პირმა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 50
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

ჩვენი ხო მოვაგვარეთ ეხლა უკრაინას მივხედოთ :(

 

 

ისე როგორ მინდოდა რუსეთ უკრაინის ომი გაჩაღებულიყო.

რა ტუზი დაგვეცემოდა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იქნებ ვინმემ ისიც დათვალოს რამდენი აქ საქართველოს მოქალაქეებს ვალი - იცის ვინმემ?

მე არ ვიცი :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

იქნებ ვინმემ ისიც დათვალოს რამდენი აქ საქართველოს მოქალაქეებს ვალი - იცის ვინმემ?

მე არ ვიცი 002.gif

 

 

ვალების მხრივ არც ჩვენ ვართ სახარბიელო მდგომარეობაში და რაც მთავარია კიდევ ვამატებთ სამწუხაროდ.

 

 

Private Nodari

ისე როგორ მინდოდა რუსეთ უკრაინის ომი გაჩაღებულიყო.

რა ტუზი დაგვეცემოდა

ნოდარ შვილო კიდევ ჰარი პოტერს კითხულობ?

 

არ იცი ძაღლი ძაღლის ტყავს რომ არ დაგლიჯავს? ეს უბრალოდ ჩვენ გვაბოლებენ ერორები თორემ უკრაინა რუსეთის ომი მხოლოდ ზღაპარია და მიშას სიზმრებია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DATA TUTASXIA

სრულიად შესაძლებელია ეს მოხდეს.

უკრაინას უფრო მიიღებენ ნატოში ვიდრე ჩვენ, ასე რომ რუსეთის სამიზნე უკრაინა უნდა იყოს და არა საქართველო.

მითუმეტეს პუტინისგან გამორიცხული არაფერია.

 

 

პ.ს ოღონდ შვილო აღარ მიწოდო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Private Nodari

პ.ს ოღონდ შვილო აღარ მიწოდო

 

კარგი შვილო გავითვალისწინებ :(

 

უკრაინას უფრო მიიღებენ ნატოში ვიდრე ჩვენ

მე უფრო პირიქით მგონია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მალე გაითვალისწინებ? :lol:

 

 

მე უფრო პირიქით მგონია.

ანუ საქართველოს მიიღებენ?

 

რომელიღაცა კანონში წერია, რომ მხოლოდ ის ქვეყნები მიიღებიან ნატოში, რომელთაც ტერიტორიული კომფლიქტი არ აქვთ მეზობელ ქვეყნებთან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

ძალიან უხეშად 5 მილიარდია, თანაც სწრაფად იზრდება.

ერთ ქართველზე როგორც მინიმუმი 1500 დოლარი მოდის.გრივნის კურსი კი დაახლოებით 1/8-ზე დოლართან.გამოდის რომ ამაში უკრაინას ვუჯოკრავთ. მაგათ დოლარებში სადღაც 800 გამოსდით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Private Nodari

ეგ ვალი რა პონტია შეგიძლიათ ამიხსნათ?

 

სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების (სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და ა.შ.) და სხვადასხვა ქვეყნების.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მერწმუნეთ, უკრაინაშI არაფერი არ მოხდება ისეა ბიზნეს ინტერესები ერთმანეთში გადაჯაჭვული...

 

ტამამად შეიძლებ აითქვას რომ უკრაინამ მოახერხა როგორც ერთიანმა სახელმწიფომ არსებობა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჭანო

ბერძნები ამტკიცებდნენ გორის ტრაგედია ვიდე მონტაჟიაო.

ნეუსებში ყოველ მეორე წუთს იმეორებდნენ აფიორააო..

იმსახურებენ ცუდ დღეში თუ არიან..

 

მაგრამ, ყველა ჩვენზე უკეთაა ჯამში.

ჩვენ ვართ ყველზე მეტად ნეჰვში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Private Nodari

ეგ ვალი რა პონტია შეგიძლიათ ამიხსნათ?
სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების (სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და ა.შ.) და სხვადასხვა ქვეყნების.

ეს ის პონტია თქვენ რომ უნდა გადაიხადოთ - ჩვენი თაობა ვეღარ მოასწრებს - გიხაროდენ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...