Anima Libera Posted December 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 27, 2009 რა არის ნევროზი? უტლიზატორ, დაიწყე და განვავრცობთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
utilizatori Posted December 31, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 31, 2009 აუ ნევროზი მთელი ფილოსოფიაა თამამად შეიძლება ითქვას ნევროზი ყველა ადამიანს აქვს გარკვეული დონით ძალიან ბევრი გამოვლინება აქვს ნევროზს და ბევრი ფორმა, ელემენტარულად ტიკები (წიკებს რო ეძახიან) ნევროზის გამოხატულებაა, ხელის ან ფეხის ნერვიული, ან სპონტანური მოძრაობა, ქუთუთოს ხამხამიც შეიძლება ნევროზის გამოვლინება იყოს გააჩნია როდის და როგორ მოკლედ ბევრი გამოვლინება და ფორმა აქვს ნევროზს ფსიქიკური დარღვევების კომპლექსური სახელია რომლებსაც როგორც წესი ხანგრძლივი მიმდინარეობა აქვს, გამოვლინებებია დაწყებული ასეთენიით, უხასიათობით, დამთავრებული მომაბეზრებელი საქციელით და ისტერიამდეც კი მიდის ბევრი (ეს ძალიან მძიმე შემთხვევებში), ისტერიის დროს შეიძლება გონებაც ჩაეკეტოს ადამიანს.მიზეზი ყოველთვის კონფლიქტია, შინაგანი თუ გარემოს მიმართ, ზოგადად ცხოვრების მშვიდმა წესმაც და ერთფეროვნებამაც შეიძლება მიგვიყვანოს ნევროზამდე. თაგვებზე ჩაატარეს ცდები ნევროზის გამოწვევა უნდოდათ და მარტივად მიაღწიეს, განმეორებით უქრობდნენ და უნთებდნენ შუქს და ასე მიყავდათ ნევროზამდე :ხო წარმოგიდგენიათ ჯერ კიდევ როდის ატარებდნენ ჩვენზე ეგეთ ცდებს : განსაზღვრება არ არსებობს დღემდე, იმდენჯერ გადამუშავდა და შეიცვალა მაგრამ მაინც ვერ დაარქვეს საბოლოო სახელი.ასე შეიძლება განიმარტოს, უმაღლესი ნერვული სისტემის, ფუნქციონალური დარღვევა. თუმცა ამ დარრვევას რა გამოხატულება ექნება ძნელი სათქმელია, დიაპაზონი საკამოდ დიდია როგორც ვთქვი ისტერიამდე. მენტალური სიმპტომები ასეთია:ადვილად გაღიზიანებადობა, ასე ვთქვათ "უმიზეზოდ"ხასიათის ცვალებადობა, ხან კარგ ხასიათზე ხარ, ხან უმიზეზოდ "იგრუზები" შეიძლება ქონდეს ადამიანებთან ურთიერთობის პრობლემებითვითშეფასება არაადექვატურად მაღალი ან პირიქით დაბალი (დეპრესიულ ტიპებში)შეიძლება ქონდეს ფობიები, შიში რაღაცის მიმართ, თუნდაც ჩაკეტილი სივრცის ან გაშლილის სივრცის მოკლედ ფობიები, და რთულ შემთხვევებში პანიკურ შეტევებამდე შეიძლება მივიდეს შიში რადიკალურად განსხვავებული შეფასება და მიდგომა საგნებისადმი და პიროვნებების მიმართ, მიდგომა ცხოვრების მიმართ, საკუთარი თავის მიამართ, ტიპიურია ცინიზმი (აქ ჩემი თავი ვიცანი ასევე ზოგჯერ არის გადაწვყვეტილების მიღება უჭირსშეიძლება მოითხოვოს ახლობლებისგან ძალიან ბევრი და გადაჭარბებულ ყურადღებას ითხოვს ფიზიკური გამოვლინებებზე დავწერე ზევით მაგრამ კიდევ არის თავის ტკივილი, გულის ტკივილი ჩხვლეტას გრძნობს გულის არეში (ამ დროს გული სრულად ჯანმრთელია) ან მკერდის არეში ტკივილითავბრუსხვევები, წონასწორობის დაკარგვა თვალების დაბნელება, მადის გაუკუღმართება უფრო ხშირად ზედმეტს ჭამენ, იშვიათად შეიძლება პირიქით შიმშილობდეს, ბულემიარა თქმა უნდა ძილის დარღვევები ღამე არ ეძინება, დაღლილობის შეგრძნება ძილის შემდეგაც (ისევ მე ტკივილის გაუკუღმართებული შეგრძნება, მაგალითად თითზე ნაჩხვლეტის ტრაგიკული განცდა ასევე შეიძლება იყოს ჰიპერესთეზია მცირე შეხებაზე მწვავე რეაქცია ასევე ტიკები, ხელს ატამაშებ უაზროდ ან თითს ან წარბს მოკლედ ტოპოლოგიას დიდი მნიშვნელობა არა აქვს ფაქტია რომ ეს შეუგნებლად კეთდება ყველაზე რთული გამოვლინებებია პანიკის შეტევებიფობიებიისტერიადეპრესია ნევრასთენია მოკლედ ნევროზის დიაგნოზის დასმა ადვილია ნებისმიერ ადამიანს შეგიძლია მიუყენო ამ სიმპტომებიდან რამოდენიმე და ნევროზის დიაგნოზი ხელში გაქვს : განმარტებაზე უფრო რთული მკურნალობაა პანიკური შეტევებისას და ისტერიისას დამამაშვიდებლები და ანტიდეპრესანტები შეიძლება გამოიყენო ზოგჯერ ტრანკვილიზატორებიც ხდება საჭირო და ზოგჯერ შემოლაწუნება ყველაზე კარგი და ჯანსაღი ხერხია მაგრამ მედიკამენტები მხოლოდ ხანმოკლე ეფექტისთვის ვარგა ან მთელი ცხოვრება ანტიდეპრესანტებზე უნდა იყო და გამოშტერდე საბოლოოდ ან უფრო ძნელია მაგრამ ეფექტური ფსიქოტერაპია ამერიკულ ფილმებში რომ ყოველი მეორე ფსიქიატრთან დადის ნევროზს მკურნალობენ მეტს კი არაფერს თუ დააკვირდებით თითქმის ყველა ფსიქიატრთან მკურნალობს ჩვენ ქართველებს მაგის ფული არა გვაქვს თორემ ნამდვილად გვჭირდება : მოკლედ ნევროზის მკურნალობისთვის კარგია საკუთარი თავის ხელში აყვანა ასე ვთქვათ თვით-ფსიქოთერაპია თავს უნდა შეუძახოკარგია განტვირთვები მცირედი სპორტიბუნებაში გასვლამეგობრებრებთან ერთად გასეირნება სხვათაშორის დალევაც კაი მეთოდია უბრალოდ ლოთობაში არ უნდა გადაიზარდოს :ყოველდღიურობას და რუტინას მოშორება ნებისმიერი ჰობი ძალიან კარგია ერთი საინტერესო ფაქტი ძალიან მოიმატა გულის დაავადებებმა განვითარებულ ქვეყნებში უეცარი ინფარქტები და სიკვდილები გადაცემა მაქვს ნანახი რომელიღაც ტომი აღმოუჩენიათ სად და როგორ ნამდვილად არ მახსოვს უბრალოდ მახსოვს რომ ადამიანები იმ ტომში ბედნიერები იყვნენ არაფერი აწუხებდათ და არც გულის დაავადებები მოკლედ გაირკვა რომ არ ქონდათ ისეთი პრობლემები როგორიც არის რაღაცაზე ფულის არ ყოფნა, სამსახურის პრობლემები, პოლიტიკა და ასეთი სისულელები შიშვლები დარბოდნენ და არაფერი ქონდათ დასაკრგი და არც არაფერი იმაზე მეტი მოსაპოვებელი ვიდრე უკვე ქონდათ ერთადერთი საზრუნავი საჭმელი ქონდათ და იმ კონკრეტულ ჯუნგლებში მაგის პრობლემაც არ იყო მოკლედ მე როგორც ვატყობ ნევროზი ცივილიზაციის და ურბანიზაციის მიერ მოტანილი პათოლოგიააგანუვითარებელ ქვეყნებში მაგის პრობლემა ბევრად ნაკლებია აუ რამდენი ვბეჭდე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted December 31, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 31, 2009 საღოლ მამუკა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gurulo9 Posted January 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 7, 2010 ნევროზის გამოვლინებებს ორ ჯგუფად - ფსიქოპათოლოგიურ და ნეიროსომატურ დარღვევებად ყოფენ. პირველ ჯგუფს ეკუთვნის ასთენიური, ფობიური, იპოქონდრიული სინდრომები, აგრეთვე - ნევროზული დეპრესიის სინდრომი (სინდრომი სიმპტომთა ერთობლიობაა), მეორეს - ვეგეტატიური აშლილობანი, გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, შარდსასქესო, საჭმლის მომნელებელი სისტემის ნევროზული დარღვევები, აგრეთვე - მგრძნობელობის, მოძრაობის, ძილის დარღვევები, ნერვული ანორექსიის სინდრომი, თავის ტკივილები, პროფესიული დისკინეზიები და სხვა. ასთენიური სინდრომი ნევროზის ყველაზე გავრცელებული გამოვლინებაა. ამ დროს ადამიანი სასიცოცხლო ძალთა (უპირველეს ყოვლისა, ფიზიკურ ძალთა) განლევას, სისუსტეს, მოდუნებას უჩივის. ადვილად იღლება, შრომის უნარი უქვეითდება, ყურადღება და მეხსიერება უუარესდება, იოლად ღიზიანდება, გუნება-განწყობა მალ-მალე ეცვლება, მომატებულ მგრძნობელობას ამჟღავნებს ხმაურისა და კაშკაშა სინათლის მიმართ. შესაძლოა, შეაწუხოს ხშირმა თავის ტკივილმა, ძილის დარღვევამ, უსიამოვნო შეგრძნებებმა კანისა და ლორწოვანი გარსების, კუნთებისა და შინაგან ორგანოთა მხრივ. ფობიური სინდრომი შიშის აკვიატებული განცდაა, რომელსაც ერთვის არსებული მდგომარეობის კრიტიკული შეფასება. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი აცნობიერებს შიშის უსაფუძვლობას, მაგრამ ამ განცდას თავს ვერ აღწევს. ნევროზის დროს თავს იჩენს კარდიოფობია (გულის დაავადებების შიში), ლისოფობია (გაგიჟების შიში), აგორაფობია (ღია სივრცის შიში), კლაუსტროფობია (დახშული სივრცის შიში), ჰიპსოფობია (სიმაღლის შიში), კანცეროფობია (კიბოთი დაავადების შიში).იპოქონდრია საკუთარი ჯანმრთელობისადმი არაადეკვატური დამოკიდებულებაა. ადამიანს ჰგონია, რომ ესა თუ ის სნეულება სჭირს, გამუდმებით შიშობს არარსებული დაავადების გამო და საკუთარი ჯანმრთ-ელობის მდგომა-რეობაზე. იპოქონდრიული სინდრომი ამა თუ იმ სახით თითქმის ყველა ნევროზული მდგომარეობის დროს ვლინდება. ნევროზის დროს საკმაოდ ხშირად გვხვდება დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ, უმეტესად - სამი სახისა: კარდიალგიური სინდრომი, გულის რიტმის დარღვევის სინდრომი და სისხლძარღვოვანი დისტონიის სინდრომი. ნევროზული კარდიალგია (ტკივილის შეგრძნება გულის არეში) არ შეიცავს სტენოკარდიის ნიშნებს (გულის იშემიური დაავადებისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს) და არ გაივლის შესაბამისი მედი-კამენტების მიღებისას. ჩვეულებრივ, ეს ყრუ, ზოგჯერ მჩხვლეტი, მოჭერითი, დამწოლი ან სხვა ხასიათის ცვალებადი ტკივილია გულის მწვერვალის, მარცხენა მკერდისა და შესაბამისი დვრილის მიდამოში. ასეთი ტკივილის აღმოცენებისას ადამიანი გულის მძიმე დაავადებას ეჭვობს. გულის რიტმის ნევროზული დარღვევა, უპირველეს ყოვლისა, ტაქიკარდიით (გულის შეკუმშვათა გახშირებით) ვლინ-დება. ამ ტიპის დარღვევა მყარიც შეიძლება იყოს და შეტევითი ხასიათისაც. პულსის გახშირება, წესისამებრ, ფსიქომა¬ტრავმირებელ გარემოებებს უკავშირდება. გულის შეკუმშვათა გაიშვიათება და ექსტრასისტოლები (ამოვარდნები) ნევროზული დარღვევების დროს იშვიათია. ნევროზს უმთავრესად გაძლიერებული გულისცემა ან გულის გაჩერების, ერთგვარი გამოთიშვის შეგრძნება ახასიათებს. სისხლ-ძარღვოვანი დისტონია უმეტესად ნევროზის სხვა სიმპტომებს ერთვის. ის ვლინდება არტერიული წნევის მომატებით ან დაქვეითებით. ამასთანავე, არტერიული წნევის მომატებისას არ აღინიშნება ჰიპერ-ტონიული დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. ნევროზის დროს ხშირია სუნთქვის რიტმის დარღვევა. ადამიანს ამ დროს ჰაერის უკმარისობის შეგრძნება იპყრობს (ეს ვეგეტატიური დარღვევის ნიშანია) და სწ¬რაფად იწყებს სუნთქვას. აღმოცენდება სუნთქვითი არიტმია - სუნთქვა ღრმა ან ზედაპირული, ხშირი ან არათანაბარი ხდება. ამავე დროს, იწყება თავბრუხვევა, რაც განსაკუთრებით აშინებს ადამიანს. დაწყნარებისას, ყურადღების სხვა საგანზე გადატანისას ეს ყველაფერი თავისთავად გაივლის.ნევროზის დროს ზოგჯერ ნევროზული ლარინგოსპაზმი ან ნევროზული სლოკინი აღმოცენდება.ნევროზი ზოგჯერ რამდენიმე კვირას გრძელდება, ზოგჯერ - რამდენიმე წელიწადს. განსხვავებულია მიმდინარეობის ხასიათი და დინამიკაც. ცნობილია ნევროზის რამდენიმე ფორმა: პროგრესირებადი - როდესაც ნევროზული დარღვევები დროის განსაზღვრულ პერიოდში ძლიერდება;რეგრესირებადი - როდესაც ნევროზული გამოვლინებები სუსტდება;სტაციონარული - როდესაც ნევროზული გამოვლინებები უცვლელია;ტალღისებრი - როდესაც მდგომარეობის გაუმჯობესებას გაუარესება ენაცვლება და პირიქით;რემისიული - როდესაც აღინიშნება ნევროზულ დარღვევათა სრული ან თითქმის სრული ალაგების პერიოდები. ყურადსაღებია, რომ ნევროზით დაავადებული ერთდროულად რამდენიმე სინდრომს უჩივის. მაგალითად, იპოქონდრიულ, ასთენიურ სინდრომებს ვეგეტატიური დარღვევებითა და თანდართული ფობიებით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
cvimis gogo Posted January 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 18, 2010 აუ, რა წაიკითხავს ამდენს, ნევროზი დამემართება. ისე დღეს ვისაც ნევროზი არ აქვს,ის გიჟიაო ამბობენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Queen Posted January 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 18, 2010 ძალიან ბევრი გამოვლინება აქვს ნევროზს და ბევრი ფორმა, ელემენტარულად ტიკები (წიკებს რო ეძახიან) ნევროზის გამოხატულებაა, ხელის ან ფეხის ნერვიული, ან სპონტანური მოძრაობა, ქუთუთოს ხამხამიც შეიძლება ნევროზის გამოვლინება იყოს გააჩნია როდის და როგორ შეიძლება მოითხოვოს ახლობლებისგან ძალიან ბევრი და გადაჭარბებულ ყურადღებას ითხოვს რა ნევროზიანი ვარ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted January 18, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 18, 2010 cvimis gogo წაიკითხე, საინტერესოდაა მოთხრობილი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 utilizatori პანიკის შეტევებიეგ მე მგონი მთელ საქართველოს აქვს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted January 30, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 utilizatori ეგ მე მგონი მთელ საქართველოს აქვსსაქართველოში თ ვინმე ნევროზი არა აქვს, ე.ი. ვერაა იმის საქმე კარგად Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2010 მოკლედ ნევროზის მკურნალობისთვის კარგია საკუთარი თავის ხელში აყვანასათქმელად ადვილია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SSDK Posted February 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2010 პროზაკ უბერ ალეს სერიოზულად კი, პროზაკ ნეიშენს უყურეთ.. კარგი ფილმია.. თემის შესაფერისი.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted February 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2010 მე სკოლის დამთAვრების მერე მქონდ ა..როცა ქვეყანა დალაგებული იყო ანუ და მასიური სახე არ ქონდა ამ დაავადებას...მქონდა პროგრესირებადი -ერტ წელში რაც კი შეIძლება ცუდი დაემართოს ადამიანს ყველაფერი დამემართA და ამ რყევას ვერ გაუძლო ფსიქიკამ...ახლობელი მყავს ფქიქიატრი და ოჯახის წევრი ფსიქოლოგი. ეხლაც რომ წამოწევენ ჩემს თEმას, კამათობენ რა მეთოდი ჯობდა-ფსიქიატრის მედიკამენტოზური, თუ ფსიქოლოგის ტერაპია( მაშIნ ექშენის საბაბით მედიკამენტოზური იყო) დღემდე ვერ თAნხმდებიან.....ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა რომ ტერაპია უკეთესია და საწყის ეტაპზევე ფსიქოლოგს უნდა მიმართოთ( ცხადია შარლატანების ერიდეთ ბევრია)-სამწუხაროდ ამის კულტურა არაა საქართევლოში და იმიტომ დადის პლუს კიდე დანერვოზებული მტელი მოსახლეობა...ჩემთვის ყველაზე მიუღებელი კი ისაა რომ ბევრისთვის ფსიქოლოგის მომსახურება მღვდელმა( ე.წ. მამაომ) ჩაანაცვლა-რაც საზოგადოებაზე აშკარად უარყოფიდათ მოქმედებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 8, 2010 ერტ წელში რაც კი შეIძლება ცუდი დაემართოს ადამიანს ყველაფერი დამემართAT_A_T უფრო კონკრეტრულად რომ ბრძანოთ, ქალბატონო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted February 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 8, 2010 უფრო კონკრეტრულად რომ ბრძანოთ, ქალბატონომექსიკაში მიწისძვრა მოხდა და ვინერვიულე ჩემპიონარი არ ჩატარდებათქ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 8, 2010 ციტატაუფრო კონკრეტრულად რომ ბრძანოთ, ქალბატონომექსიკაში მიწისძვრა მოხდა და ვინერვიულე ჩემპიონარი არ ჩატარდებათქT_A_T ალბათ წინა ცხოვრებაში მაიას ტომის მეომარი იყავი და ამიტომ ინერვიულე, არა? კონკისტადორები გახსოვს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.