Jump to content
Planeta.Ge

ქართველო ხელი ხმალს იკარ, მიშას ხუშტური ეს არის!


Recommended Posts

Nukriko

კრწანისის ბრძოლა რუსებთან რა შუაშია?

ამასთან კავშირშია...

1801 წელს უბრძოლველად მოხდა ქართლ-კახეთის ჩაბარება
იმიტომ რომ არაფერი მოასწავებდა უბედურებას, ქართლ-კახეთს ყველა რესურსი ქონდა აღა მაჰმად ხანის მოსაგერიებლად და უკეთესადაც იყო შეიარაღებული...ვერ მოხერხდა ჯარის სწორი ორგანიზება. ერეკლემ რამდენიმე ფატალური შეცდომა დაუშვა. ხალხი არ გავიდა საბრძოლვევლადო ლეგენდა...მაგალითად ქიზიყელების 7 000 რაზმი უსაქმოდ ეყარა კახეთში

 

 

1921 წელს თითქმის უბრძოლველად ჩააბარეს საქართველო

აქაც იგივე....რომ არა უსუსური თავდაცვა...ფინეთის ვარიანტი განმეორდებოდა უარეს შემთვევაში

 

2008 წელი თითქმის უბრძოლველად ჩავაბარეთ საქართველო, მარტო თბილის ვიცავდით სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს..

ეხ მIშა, მიშა...

 

მე მგონი საქართველოს მმართველების მთავარი პრობლემა საკუთარი ხალხისადმი უნდობლობაშია!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 65
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

newstudio

ერთი და იგივე პრობლემები ხომ არის და იყო.

 

 

თუ დღევანდელი ქართული საზოგადოება არ ვარგა და წინაპრებიც არ ვარგოდნენ, დიდად საამაყო არ არის მაშინ ბოლო 500 წლის წარსული...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ვაკეთებ იმას რაც მევალება - ვარ რეზერვისტი და ჩაწერილი კი არა, მოხალისედ ვარ რეგისტრირებული, სანამ იარსებებს სახელმწიფო ინსტიტუტები მე ვემორჩილები ქვეყნის კონსტიტუციით განსაზღვრულ მთავარსარდალს, თუ რუსმა დაიპყრო საქართველო სამშობლოს დაცვის ფაშიზმთან გამთანაბრებელი ბილწი ადამიანების დახმარებით , მაშინ ვმოქმედებ ჩემი მოქალაქეობრივი რწმენის შესაბამისად და ყველაფერს ვეცდები ამნაირთა დასახოცად.. ასევე მოიქცევა ბევრი სხვაც... აქ საუბარია იმ პუტინოიდურ სიბილწეზე რომელმაც გაიჟღერა სამშობლოს დაცვის მოწოდების ფაშიზმტან გათანაბრების სახით.. თქვენ იმწუთას ცდილობთ გვერდი აუაროთ ამ ამაზრზენ ამორალური შედარებას, რომეზეც მშვიდად საუბრობდით და ჩემი ჯარში ჩაწერა არჩაწერაზე გადაგაქვთ ყურადღება.. არა და თქვენ ხომ მოისმოინეთ თუ როგორ ადარებენ სამშობლოს დაცვაზე მოწოდებას ჰიტლერის სიტყვებს.. საშინელებაა ამგვარი ზნედაცემულობა - საკუთარი ქვეყნის დაცვის თვითოელ მოქალაქემდე დაყვანის მოწოდება გააიგივო შიკლგრუბერთან... მერე კი ცინიზმით მომთხოვო ჩაწერა ჯარში.. იქ რეგოსტრირდებიან, და გამოძახებისთანავე ცხადდებიან შესაკრებ პუნქტებში... ისე კი ზოგიერთ შემთხვევაში უფრო მეტი ზიანის მიყენება მოხალისეობის გარეთ ხდება.. მე ბევრი ადამიანი ვიცი, რომელთაც უმძიმესი ზიანი მიაყენეს რუსულ ტოტალიტარულ ცინიზმით მოცულ სატანურ დემაგოგიას.. ამ ცინიზმზე რუსეთისა და მსოფლიოს უდიდესი გმირი ოლგა კონსკაია, წერდა- ცინიზმია უდიდესი მტერი სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და თავად სახელმწიფოსიო.

მე აქ ხშირად ვგრძნობ სულის სიღრმემდე შემძვრელ ცინიზმსm სატანურ ამორალურ ზნედაცემულობას.. მაგალითი აი აქაა ამ ფორუმში როდესაც ახდენენ საკაშვილის სიტყვების შედარებას ადოლფის სიტყვებთან.. არა და საქართველოს ასეულ ათასობით ლტოლვილთ ართმევთ ცინიკურად საკუტარი სახლის, სიცოცხლის ქონის უგფლებას... მთელ ქვეყანას ფაშისტებად მოიხსენიებთ და ფაშიზმის დემაგოგიური ბრალდებით შეურაცხყოფთ თავად ჩვენს წინაპრებს- რომელნიც თავისი თავის იმედად თავგანწირვით ებრძოდნენ აურაცხელ მტერს... ლანგრით რომ არ მოგვართმევენ არც თავისუფლებას, არც ეკონომიკურ აღმავლობას აქ რა ფაშიზმის ელემენტები უნდა დაინახოს სატანის ბილწსიტყვაობით მოცულმა ადამიანმაც კი, ვერაფერი გამიგია.. საკუთარ ქვეყანაში საკუთარი მიწა წყალის დაცვა და თავისუფლებისათვის , ეკონომიკური ძლიერებისათვის ბრძოლა რომაა საჭირო , ამ ჭეშმარიტებას საერთო უნდა ქონდეს მაინ კამპფის ავტორ სმოფლიოზე გაბატონრების მოსურნე შიკლგრუბერთან?! ეს უკვე ამაზრზენია...

Edited by Gagi 67
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოდი რა ყველამ თავის საქმე აკეთოს და სხვას ნაკლები არიგოს ჭკუა, სამშობლოს დაცვაზე..

 

ვარ რეზერვისტი და ჩაწერილი კი არა მოხალისედ ვარ რეგისტრირებული

ხო ვიცით რა რეზერვიც იყო ეს..

 

მეც ვიყავი რეზერვში და ომში გამოჩნდა რა მომზადებულიც იყო ჩვენი რეზერვი...

 

თუ ესე გწყურია ომი, მიდი ჯარში, შეისწავლე კარგად სამხედრო საქმე და შემდეგ ეფექტური წინააღმდეგობა გაუწიე მტერს..

 

და სხვას რომ ასწავლი ჭკუას თუ როგორ უნდა დაიცვას საქართველოს, ამას ჯობია ჩუმად შენ თვითონ გააკეთო შენი საქმე და სხვაც გააკეთებს თავის საქმეს....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუ გადაგაქვთ ახლა ყურადღება თემა ეხება სამშობლოს დაცვის მოწოდების შედარებას შიკლგრუბერის ფაშისტურ იდეოლოგიასთან..აქაა უმთავრესი მცდელობა რუსული ძაღლი დემაგოგიისა... რაც შეეხება რეზერვს, ყველაფერს ეშველება, ყველაფერს გამოასწორებს კაცი..ფაქტი სახეზე იქნება... Edited by Gagi 67
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სამხედრო საქმეს შევისწავლი იმ დონემდე სადამდისაც საჭიროა რეზერვისტი ჯარისკაცისათვის.. პროფესიონალი სამხედრო მეთაური თავოის საქმეს უნდა აკეთებდეს, მე კი როგორც რეზერვისტი ჯარისკაცის მდგომარეობაც მაკმაყოფილებს.. მე არ ვარ სამხედრო სპეციალიოსტი.. არც სამხედრო სტრატეგი... ამას თავისი პროფესიონალები ყავს.. უმთავრეი ისაა რომ ქვეყანაში სახელმწიფოს დაცვა თვიტოეული ჩვენთაგანის საქმე გახდეს... მე ეს მევალება აღავსრულო რეზერვისტი ჯარისჯაცის უფლებამოვალეობანი გამოძახებისთანავე..სტრატეგია დასაშტაბი,. ან ოპერატიული ხელმძღვანელობა ევალებატ პროფესიონალებს..
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჭკუის სწავლება არაა ამხილო ადამიანი ამაზრზენ დემაგოგიაში - იმ ამორალურ მცდელობაში რასაც სამშობლოს დაცვის ფაშიზმთან გაიგივება ქვია,... ეს თემა ხომ ქცეყნის დაცვის ფაშიზმთან გაიგივების მცდელობას ემსახურება.. ამის მხილებას ვახდენ და არა სამშობლოს დაცვის შესახებ სტრატეგიის შერჩევას.. დააკვირდით ყველა ჩემი აქ მოყვანილი პოსტი მხოლოდ ააშკარავებს იმ ამორალიზმს რაც ჰიტლერთან სააკაშვილის ჩვეულებრივი ჭეშმარიტების შედარებას სამშობლო რომ პირველ შემთხვევაში საკუთარი თავის იმედით უნდა დაიცვა -ეს ჭეშმარიტება საერთოდ არაფერ შუაშია ადოლფ შიკლგრუბერის სიტყვებთან, სადაც მსოფლიოზე გერმანული რასის გაბატონებაზეა საუბარი.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კი ბატონო, გავიდეთ ქუდზე კაციც და ქალიც, მერე ბავშვებიც. 145 მილიონთან ბრძოლაში გავწყდებით სულ და მერე ამ ჩვენც დაცულ და დაცარიელებულ სამშობლოში ჩამოვლენ რუსის ვალოდიები და ნატაშები და იცხოვრებენ წყნარად. ის დრო წავიდა და სიმართლე გითხრათ არც არასოდეს არსებობედა, როცა 3000 ქართველი 100000იან ურდოს ძლევდა ხოლმე.

პ.ს. ვაი ჩვენს პატრონს უბედურს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქუდზე გასვლა კაცისა და ქალისა საკუთარი ერის არსებობისათვისაა საჭირო. საკუთარი სამშობლოს, საკუთარი სახლის, საკუთარი ტაძრის, საკუთარი მიწის, მდინარის , მთის ,სოფლის დაცვაზეა საუბარი. ნახეთ სადაც კი რუსი შევიდა ყველგან მოსპო ქართველთა სახლები ტაძრები გაანადგურა და დარჩენილი ნაშთი ქართული მოსახლეობნოსა ნახევარმონურ მდგომარეობაში ჩააგდო, ჩვენ უკვე საბოლოოდ უნდა შევიცნოტ უმთავრესი რუსი ოკუპანტი სასიკვდილო მტერია ჩვენი ერისათვის!- ნახეთ რამდენს უხდის ღალას რუსს ბინძურ სამხედროებს გალელი ქართველი საკუთარ ბაღში ბოსტნეულის მოყვანისათვის, საფლავზე გასვლისა და საკუთარი იმ მკვდრების მონახულებისათვის, რომლებიც რუსმა ოკუპანტმა ღორებმა ამოუწყვიტეს, ნახეთ რა მდგომარეობაშია ქართული დასახლებები , უფრო სწორედ ბულდოზერებით გადავლილი ნაქართველარი სოფლები.. ჩვენ ვიბრძვით საკუთარი სახლის, მიდამოს, ეზოს, , ვენახის, წინაპართა საფლავების, ეკლესიის, მთის, ბარის, ,ეზობელ სოდელში დაუბრკოლებლად გადასვლის, საკუთარი კუთხეების მონახულება ნათესავტა მოკითხვა თავისუფლებისათვის, ყოველივე ამას რუსი ყველგან სადაც კი შევიდა გვართ,მევს და გვანადგურებს, ჩვენ უბრალოდ საკუტარი არსებობის უფლებისათვის , როგორც ერად და არა როგორც რუსებისაგან ბლოკპოსტებად დაყოფილი კუთხეების ჯუჯა "ნეზავისიმი მინგრელია-ოსეტია-კახეტია-ჯავაკხია-ადჟარია..."სასაცილო რესპუბლიკებად არსებობისათვის კი არა როგორც საქართველოდ არსებობისათვის ვიბრძვით. .. თუ საჭიროა ქუდზე კაციც უნდა შეიკრას ერთ მთლიან მუშტად, ქართველი კი არ ამოწყდება- ამოწყვეტით ყოველთვის დიდი იმპერიები წყდებოდნენ.. ამას ეს ხომ ჩვენი არსებობის რამოდენიმე ათასწლეული ისტორია გვეუბნება...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Gagi 67

ქუდზე გასვლა კაცისა და ქალისა საკუთარი ერის არსებობისათვისაა საჭირო. საკუთარი სამშობლოს, საკუთარი სახლის, საკუთარი ტაძრის, საკუთარი მიწის, მდინარის , მთის ,სოფლის დაცვაზეა საუბარი

ჩვენ გასულები ვართ - შენც გელოდებით!

სად ხარ ამდენი ხანი?

თვითმფრინავში ჩაჯდომის გეშინია, შენ სამშობლოს დაიცავ?

სასაცილოა სატირალი, რომ არ იყოს - რისი თქმა გინდა ამ პროპაგანდისტული პოსტებით?

ხომ გითხრა პრეზიდენტმა - საქმე ლაპარაკის ნაცვლად, ხო და იმოქმედე, სხვა თუ არაფერი მედიკოსი ხარ და ერთ დაჭრილს მაინც მოუარე.

წამომჯდარხარ მონიტორთან და მოწოდებებს აკაკუნებ - კლავიატურის ლომო :D

პირადად და კონკრეტულად მითხარი - რა გააკეთე შენი სამშობლოსთვის?

მე შვილი გავზარდე და ჯარში გავუშვი - შენ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატომ ხართ ჩემსმიმარტ ასე გაღიზიანებული? რატომ ეწინააღმდეგებით ერის მიერ თავისი არსებობის დაცვის უფლებას.. მე რას ვაკეთებს ეს არაა ტქვენი განსახილველი.. თუ საკონსულო შემატყობინებს ნებისმიერ დროს მზად ვარ დავბრუნდე იქ სადაც მიბრძანებს ეროვნული გვარდიის სარეზერვო სამსახური . დაჭრილების არსებობის შემთხვევაში მე ჩემს წვლილს გავირებ.. მე არ მესმის რატომ გადადიხართ ღვაძლიან რეპლიკებზე ჩემს მიმართ. აქ ხომ ეროვნული ინეტრესების დაცვის უზენაეს უფლებაზეა საუბარი.. მე არ მაინტერესებს ტქვენტან საუბარი არც მიმაჩნია მომავალში გიპასუხოთ პირადად, მაგრამ საკუთარი შვილის ჯარში გამგზავნი დედა სამშობლოს დაცვას ასე გამგელებული ცინიზმით არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს, ეს ერთი, მეორე ამჟამად ჯარში არ აგზავნიან დედები შვილებს საქართველოში სამხედრო სამსახური კონტრაქტით , ნებაყობლობითია, ეს კისას კიდევ ერთი ტყუილი... რეზერვს თუ გულისხმობთ თქვენ შვილს თქვენ კი არ აგზავნიდით, არამედ ზრდასრული მოქალაქე - თქვენი შვილი გამოძახებისტანავე ვალდებული იყო წასულიყო სარეზერვო სამსახურში.. კისა, თქვენ ატყუებთ ხალხს.. ..... ფორუმის წევრებს კი ნუ ატყუებთ "ჯარში შვილის, ან შვილების გაგზავნის" ლეგენდით- აქ საკონტრაქტო სამხედრო სამსახური არსებობს და სარეზერვო...მეც მიმსახურია ქართულ ჯარში,სხვათაშორის მოხალისედ. ახლა კი თუ რამეს ვაკეთებ პირად ცხოვრებაშI ნუ იჭრებით ეს არაეთიკურია.. თქვენი ტყუილებით ნუ ცდილობთ ხალხის დარწმუნებას, რომ საკუტარი ეროვნულ.ი და სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა - ეს ფაშიზმია... ისე თქვენ რუსულ ჯარში ხომ არ გაგაგზავნინეს შვილი? იქ, პუტინლენდში ეს ჩვეულებრივი ამბავია.. აგერ ჩვენსკენ გამოქცეულები გეტყვიან უფრო მეტს...

მე კი თუ სარეზერვო სმსახურის გაწვევის სამსახური დამიძახებს წავალ იქ სადაც მიბრძანებენ..... დაჭრილების მოვლა-პატრონობას კი საკმაოდ საუკეთესოდ ახერხებენ საქართველოში. ჩვენ აქ ბევრი მნიშვნელოვანი სქმის გაკეთება შეგვიძლია, თუმც როგორც გითხარით როგორც კი სახელმწიფო სამსახური გვეტყვის იქ წავალტ სადაც საჭიროდ ცათვლიან.. თქვენ თუ რუსმა ოკუპანტებმა შვილი ჯარში გაგაზავნინეს , მაშინ გიტანაგრძნობტ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საიდან მოიტანეთ რომ მეშინია თვითმფრინავში ცაჯდომის? ეს კიდევ ერთი პუტინოიდური ხრიკი- მე გარკვევით - ვთქვი არ მიყვარს ხანგრძლივი მგზავრობები.. თორემ შიშის შესახებ არაფერი თქმულა..

ეს უკვე ამორალურია უცნობს დააბრალო მშიშრობა.. ნუთუ ასე ხართ გაღიიანებული ? რატომ? რა გამწარებთ ასე?თქვენ ხომ არავის არც უხსენებიხათ და მე ხომ საერთოდ არ მაინტერესებთ ახლაც მხოლოდ თქვენმა ჩემდამი აგრესიულმა პოსტებმა გამოიწვია დიალოგის რეჟიმში საუბარი.. ცადეთ დამშვიდდეთ და იმედია არ მოგვიხდება ერთმანეთთან დიალოგის რეჟიმში საუბარი.. მე არავითარი სურვილი არ მაქვს ამისი და არც მაინტერესებთ... ეცადეთ ანალოგიურად მოიქცეთ...

Edited by Gagi 67
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Gagi 67

რატომ ხართ ჩემსმიმარტ ასე გაღიზიანებული?

არ ვარ გაღიზიანებული - გეჩვენებათ :D

კონკრეტული კითხვები მაქ - არ შეიძლება?

პასუხად კი დემაგოგიური პასაჟები მოდის - ესაა სულ :D

რატომ ეწინააღმდეგებით ერის მიერ თავისი არსებობის დაცვის უფლებას..

აბა სად ჩანს ეს?

სად შევეწინააღმდეგე ერის უფლებებს?

დაჭრილების არსებობის შემთხვევაში მე ჩემს წვლილს გავირებ..

ნახევარი ქართული ჯარი შარშან იყო დაჭრილი და კონტუზირებული - მოუარეთ, თუ საგანგებოდ უნდა გამოეძახეთ მოსავლელად?

თუ საკონსულო შემატყობინებს ნებისმიერ დროს მზად ვარ დავბრუნდე

ეს არის თავის მართლება - საომარი მოქმედებების დროს ყველა არის ვალდებული თავად მივიდეს თავისი ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე - რად უნდა ამას ლოდინი? ვალდებული ხართ!

მაგრამ საკუთარი შვილის ჯარში გამგზავნი დედა სამშობლოს დაცვას ასე გამგელებული ცინიზმით არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს,

სად წერია ჩემი ცინიკური კომენტარი ჯარის მიმართ - ეხლავე მიუთითეთ!

კისა, თქვენ ატყუებთ ხალხს.. ..... ფორუმის წევრებს კი ნუ ატყუებთ "ჯარში შვილის, ან შვილების გაგზავნის" ლეგენდით

ნახევარმა ფორუმმა იცის, რომ ეს არის სიმართლე - დიახ მე გავუშვი ჩემი შვილი ნებაყოფლობით ქართულ ჯარში საკონტრაქტო სამსახურში - რაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი უგუნური პოლიტიკოსების მსხვერპლი უნდა გახდეს!

კონტრაქტი არ ნიშნავს საზარბაზნე ხორცად გადაქცევას - "ჰუმანისტო"!

მეც მიმსახურია ქართულ ჯარში,სხვათაშორის მოხალისედ. ახლა კი თუ რამეს ვაკეთებ პირად ცხოვრებაშI ნუ იჭრებით ეს არაეთიკურია..

არა, ეს ეთიკურია , იმიტომ რომ თქვენ ტავს აძლევთ უფლებას, სხვებს არიგოთ ჭკუა , მიაკეროთ იარლიყები და დაადანაშაულოთ ათას ცოდვაში, მაშინ როდესაც თავად სამშობლოსთვის არაფერს არ აკეტებთ.

სხვათაშორის ქართულ ჯარს სჭირდებათ მაღალი კვალიფიკაციის ექიმები ( თუ არ მოიტყუეთ სხვა ტემაში ესეთი ბრძანდებით), ნუ კი წამოჯდებით მონიტორთან და ნუ ჩაეწერებით რეზერვში სხვისი თვალის მოსატყუებლად,არამედ მიბრძანდით ჰოსპიტალში და იქ ემსახუტეთ სამშობლოს!

თქვენი ტყუილებით ნუ ცდილობთ ხალხის დარწმუნებას, რომ საკუტარი ეროვნულ.ი და სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა - ეს ფაშიზმია...

სად წერია ტყუილი?

თქვენ საერთოდ კითხულობთ სხვის პოსტებს?

არ მინდა ეხლა დიაგნოზი დაგისვათ - არასდროს მივცემ ტავს ამის უფლებას, მაგრამ ეს პუტინის ხსენება ყველა თემაშა უკვე გადაჭარბებულია - რაღაც არის ამაში არაჯანმრთელი

იცადეტ დამშვიდდეტ და იმედია არარმოგვიხდება ერთმანეთტან დიალოგის რეჟიმში საუბარი.. მე არავიტარი სყურვილი არ მაქვს ამისი და არც მაინტერესებთ...

რა თქმა უნდა არ გაინტერესებთ ! :D

თქვენ საერთოდ სხვისი აზრი არ გაინტერესებთ - ეგოცენტრისმის კულმინაციაა თქვენი პოსტები და ქცევა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაც ჰიტლერმა გააკეთა იმდნეი გააკეთოს მიშამ დ აკოჭებს დავუკოცნი ბლინ
Private Nodari, როდიდან?

1938-დან 1942-მდე, თუ 1942-დან 1945-მდე?

1945 წელი გერმანიისათვის იყო ჰიტლერის "მოღვაწეობის" ლოგიკური დასასრული.

 

Think again. © National Geographic :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ამის გარეშე ჩვენ ლანგარზე არავინ არ მოგვართმევს არც თავისუფლების, არც ეკონომიკური განვითარების და წარმატების გრძელვადიან გარანტიებს. ქუდზე - კაცი და თუ საჭირო იქნება, ქუდზე - ქალიც"

და რისთვის, ამ ნაბიჭვრებმა რო წარმატებით გააგრძელონ ქვეყნის ნგრევა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...