Jump to content
Planeta.Ge

საქართველოში უკვე ოფიციალურად ვაღიარებთ ჰიტლერს?!


Recommended Posts

lasha_alo

რუსის ჟინაზე ჰაილ ჰიტლერი უვიცობაა 011.gif ამიტომ თემას აქვს აზრი, მაგრამ რუსის სასწავლებელი რა გვჭირს.ისე წერტილი მოგვინახეს. რა ყურადღებით გვაკვირდებიან ეს ჩვენი ცოდვით სავსეეები.

მაგათმა საკუთარ სკინჰედებს მიხედონ - მილიცია რომ მფარველობს

და საერთოდ , ყველამ თავისი ჭირი იდარდოს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 83
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Guest ჭანო
ეხლა? 001.gif

:yes2:

 

მაგათმა საკუთარ სკინჰედებს მიხედონ - მილიცია რომ მფარველობს

ჩვენებ აა უნდა გააკეთოს გადმოცემა და რუსებს უთხრას: უცოდველმა გვესროლო ქვაო :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჭანო

ჩვენებ აა უნდა გააკეთოს გადმოცემა და რუსებს უთხრას: უცოდველმა გვესროლო ქვაო

უფრო დახვეწილად შეიძლება ამის გაკეთება, მაგრამ ჩვენ ნაციკებს ისტერიკები აწყობთ და არა საქმის კეთება - გადარიეს ბოვშები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიშას თაყვანისმცემლებს და რუსოფობებს ვთხოვ თავი შეიკავონ შეძახილებისგან - ეს არაა რუსების საქმეო. თემა ამაზე არაა

 

მაინტერესებს, რამდენად მისაღებია ქართული საზოგადოებისთვის ჰიტლერი, რომელიც უკვე თურმე ავტორიტეტი ყოფილა, იმდენად, რომ ცოტა ხანში შეიძლება ჰიტლერის "მაინ კამფი" გახდეს ბევრის სამაგიდო წიგნი და ჰიტლერი კი სახელმწიფოს ერთიანობის და უძლეველობის მისაბაძი მაგალითი.

 

მით უმეტეს პირველი, შედარებით სუსტი, მარა მაინც ნიშნები ამისა უკვე წარმოჩნდა.

 

რას მოუტანს ეს პროპაგანდა საქართველოს და როგორ გამოიყენებს ამას რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ საერთშორისო არენაზე, ამაზე აღრაფერს ვამბობ

რა თქმა უნდა არ არის მისაღები და რა თქმა უნდა ჩანასახშივე უნდა "მოყომარდეს".

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საზოგადოებას არ უნდა თავისუფლება...

 

 

შესაბამისად მას უნდა ბელადი, ძლიერი ჯარის ნახვა და მტრის სისხლი, განადგურება..

 

მათ გვამებზე ცეკვა...

 

საზოგადოებას უნდა იერარქია, არ უნდა განსხვავებული აზრი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო

Nukriko

საზოგადოებას არ უნდა თავისუფლება...

ჩემის აზრით ხალხმა არ იცის თავისუფლება რას ნიშნავს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უნდა ბელადი, ძლიერი ჯარის ნახვა და მტრის სისხლი, განადგურება.

ამაზე გამახსენდა ერთი ამბავი - სხვათაშორის ძალიან საგულისხმოა

 

რუსებთან გვქონდა ჩვენ მორაგბეებს თამაში თბილისში

ერთი დიდი კაციიჯდა სტადიონზე ჩემ გვერდზე - საერთოდ არ იცოდა რა იყო რაგბი და მეკითხბოდა წესებს

-ჩვენი მეკარე სად არისო, რომ მკითხა, ძალიან გამიკვირდა

- პირველად ხართ რაგბზე?

- დიახო, ესე მითხრეს, რუსებს მოვუგებთო და ამაის სანახავად მოვედი , რამეში მაინც მოვუგოთ ამათო

 

ხო და, რაატომ გამახსენდა - ქართველებს გვჭირდება ეს "გამარჯვების შეგრძნება", ანუ თვითრეალიზება. უფროსი თაობა თუ სტადიონზე მიდის ამის სანახავად, ახალგაზრდები რაღაც სისულელეებს მიედ-მოედებიან ( ამ შემთხვევაში ფაშიზმს)

ჩვენი ხელისუფლება კი ამით სარგებლობს და უსინდისოთ აღვივებს ამ გრძნობებს - აი ეს არის სულ

 

 

 

ჭანო

Nukriko

ციტატა(Nukriko @ 26th December 2009 - 04:42 AM) *

საზოგადოებას არ უნდა თავისუფლება...

 

ჩემის აზრით ხალხმა არ იცის თავისუფლება რას ნიშნავს

+1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოვლენა განაპირობა ვერსალურმა პერიპეტიებმა. ებერტობამ ბოლომდე ვერ გაქაჩა და ან ტელმანის გზა ან რაიმე "მამულიშვილური" მიიიღეს რევანშიზმი. ეს რემარკის გმირების გაცვეთის შედეგია და "დაკარგული თაობის" სინდრომის ლოგიკური პროდუქტი.
lasha_alo, რა მნიშვნელო აქვს რამ გამოიწვია, ფაქტია რომ ნაციზმმა (და არა ფაშიზმმა) გერმანია კატასტროფის წინაშე დააყენა და რომ არა ევროპის ხალხთა (დასავლეთის) ტოლერანტულობა და კეთილი ნება, ღმერთმა უწყის რა დარჩებოდა გერმანიისაგან.

 

მეზიზღებიან ეს მესიები ლენინები, ჰიტლერები, სააკაშვილები, ჩავესები, ლუკაშენკოები. მათ წინააღმდეგ საჭიროა პრინციპული რეფორმები.

ღმერთი როცა ადამიანებში სიკვდილს იწყებს ?!

მოკლედ კი

მაგის ##################

სწორედაც რომ საჭიროა პრინციპული და ეფექტური რეფორმები, რომელიც პიველ რიგში გაჭირვებას დაძლევს და ხალხს საკუთარი თავის ღირსების გრძნობას აღუდგენს. ნაციზმი იმარჯვებს დაშინებულ, არათავისუფალ, შეურაცხყოფილ და მშიერ ხალხში.

 

ხო და, რაატომ გამახსენდა - ქართველებს გვჭირდება ეს "გამარჯვების შეგრძნება", ანუ თვითრეალიზება. უფროსი თაობა თუ სტადიონზე მიდის ამის სანახავად, ახალგაზრდები რაღაც სისულელეებს მიედ-მოედებიან ( ამ შემთხვევაში ფაშიზმს)

ჩვენი ხელისუფლება კი ამით სარგებლობს და უსინდისოთ აღვივებს ამ გრძნობებს - აი ეს არის სულ

სრული ჭეშმარიტებაა kisa და მე ვფიქრობ მაგ რეკლამა სრულებითაც არ არის შემთხვევითი მოვლენა.

რა რა, მაგრამ პიარის ტექნოლოგიები კი აქვთ ამათ სრულყოფამდე დამუშავებული. იციან რას მიაწვენ და როგორ მიაწვენ.

მე ეს ამბავი ძალიან სერიოზულ სიმპტომად მესახება.

 

 

არ ვიცი თქვენ როგორ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ მიხო ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზე წავა. საგარეო პოლიტიკაში დიდი მოქნილობით არ გამოირჩევა, მაგრამ თუ დასავლეთისაგან მხარდაჭერის გარანტიები ვერ მიიღო ქვეყანას რუსებს ჩაუგდებს ხელში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
ხო და, რაატომ გამახსენდა - ქართველებს გვჭირდება ეს "გამარჯვების შეგრძნება", ანუ თვითრეალიზება. უფროსი თაობა თუ სტადიონზე მიდის ამის სანახავად, ახალგაზრდები რაღაც სისულელეებს მიედ-მოედებიან ( ამ შემთხვევაში ფაშიზმს)

ეგ ყველას უნდა, პრობლემა სხვა რამეშია, მაგ. ეგ წარმატება ინდუსტიაში იპოვეს გერმანელებმა და ქვეყანა ფეხზე.

ჩვენთან ამ როლის შესრულება სოფლის მეურნეობას შეეძლო და შეუძლია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჭანო

ეგ ყველას უნდა,

რა თქმა უნდა - ერთერთი მოთხოვნილებათაგანია მასლოუს თეორიის მიხედვით ( სრულიად ვეთანხმები)

 

ამდენი ხანი გავიდა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ და ეს "პრიორიტეტი" ვერ აგვირჩევიაქართველებს - სად არის ჩვენი "უნუკალური ნიშა", რას წარმოვადგენთ, რაში შეგვიძლია ვიყოთ წარმატებულნი და გამორჩეულნი?

Lo Janko

მე ეს ამბავი ძალიან სერიოზულ სიმპტომად მესახება.

მეც, და ძალიან მეშინია ამის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
ამდენი ხანი გავიდა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ და ეს "პრიორიტეტი" ვერ აგვირჩევიაქართველებს - სად არის ჩვენი "უნუკალური ნიშა", რას წარმოვადგენთ, რაში შეგვიძლია ვიყოთ წარმატებულნი და გამორჩეულნი?

ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობა და ნერგიის წარმოება(იმჰო)

შემდეგ განათლება - ანუ მეცნიერების "წარმოება"

შემდეგ ინდუსტია ისეტი რომელიც სოლის მეურნეობას არ დააბინძურებს

 

 

:no2:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რას მოუტანს ეს პროპაგანდა საქართველოს და როგორ გამოიყენებს ამას რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ საერთშორისო არენაზე, ამაზე აღრაფერს ვამბობ

http://www.1tv.ru/newsvideo/158232

 

რუსეთმა ეს ჩვენს წინააღმდეგ რომ გამოიყენოს, ჯერ თავის ფაშისტებს უნდა მიხედოს, თან ისეთებს რომელიც დუმაში უზით.

 

პ.ს. რაც შეეხება ქრთველ ფაშისტებს, ეს ოგანიზაცია უნდა აიკრძალოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჰიტლერის კულტი უკვე დიდი ხანია მძვინვარებს მსოფლიოში. აბა შედით აუქციონებზე და გადაწყვიტეთ იყიდოთ რაიმე ფაშისტური ატრიბუტი, თუ ძალიან დიდ თანხას არ გადაიხდით ვერ მოიგებთ აუქციონს. დიდი მოთხოვნებია. ერთი უბრალო უბის წიგნაკის ამონაგლეჯი სუფთა გვერდი, რომელიც ჰიტლერს ეკუთვნოდა ათასებში გაიყიდა. იყიდება ყველაფერი, რაც კი ფაშისტურია, მიწიდან ამოთხრილი დანომრილი, ფაშისტის ძველი ჩექმაც კი...ხოლო გახვრეტილი ფრიცის რკინის კასკეტი კი საერთოდ :)

 

http://www.liveauctioneers.com/item/158091

 

http://www.liveauctioneers.com/item/6317748

 

http://www.liveauctioneers.com/item/610231

http://www.liveauctioneers.com/item/6888325

 

http://www.liveauctioneers.com/sothebys/item/716212

 

და ბევრი ასეთი :rolleyes:

Edited by Helena222
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აუხსენი ბარემ ისიც აქ ზოგიერთ ჰიტლერის და ნაცისტების ფოტო-მოყვარულებს, თუ რა სიფრთხილეა საჭირო ასეტი ატრიბუტებით ვაჭრობისას.

მაგალითად გაგებული მაქვს სვასტიკა უნდა იყოს დაფარული ნივთზე და ეეგეთები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...