Gagi 67 Posted December 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2009 (edited) გინების სურვილიც არ მიჩნდება იმდენად ამაზრზენად სულმდაბალი ადამიანი ხარ ან სულით ავადმყოფი და მაშინ მითუმეტეს... ------------------------ Edited December 26, 2009 by lasalexx ეცადეთ დისკუსიის დროს იარლიყები არ მიაკეროთ იუზერებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gagi 67 Posted December 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2009 ეს აბსურდული 100 000% საიდან მოიტანეთ?თქვენ Delusions of grandeur გჭირთ და ყველა ვინ არ გეთანხმებათ გიჟის ტიტულით ნათლავთ.. საბრალო ხართ და ილუზორულ სამყაროში ცხოვრობთ... საშინელებაა თქვენეული სიცრუის100000% და 1000 000%-ს მაგვარი სულეწლური ციფრებით აბსურდიზმის მტკიცება .. საცოდავობაა la belle indifference-ს თქვენეული პატოლოგიური ფსიქიკით ცხოვრება.. თქვენ არ ხართ გიჟი, თქვენ მხოლოდ განდიდების მანიით ხართ შეპყრბილი და თქვენი უარყოფის მანიის ილუზორული ფსიქოზი მოიცავს განსხვავებული აზრის აბსოლუტურ უარყოფას საკუთარი ილუზორული სამყაროს დასაცავად შემდეგი გამოგონილი ფორმულირებით :"ვინც არ მეთანხმება, ვინც სხვანაირად ფიქრობს , ის გიჟია" სხვათაშორის, ამგვარი რამ კომუნისტი ბელადების პარანოიდალური ფსიქოზის გამოვლინებაც იყო ტრადიციულად. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
vitaminC Posted December 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2009 (edited) ---------------------------------------------- Edited December 26, 2009 by lasalexx პირადი ხასიათის რჩევები პმ-ში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gagi 67 Posted December 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2009 საოცარი პროგრესია ახლა უკვე ნეუროზის დიაგნოზს ყაბულდებიან... ისე ნიღაიდელის შემხედვარე ნევროზი კი არა და შეშფოთება , წუხილი რომ გქონდეს ადამიანს, ეს ნორმალური რეაქციაა...ვიტამინებს ამნეზია სჭირთ ალბად და არ ახსოვთ თუ რა მოიტანა გასული საუკუნის 20-იანი წლების დროს გახშირებულმა მორალატეობრივმა აქტებმა საქართველოში.. რეპრესიები, რომელსაც ახლა ადგილი აქვს მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სრულად გადავა მთლიან ტერიტორიაზე... შეხედეტ ჩრდილო კავკასიას და ნახეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რა სჩადიან რუსები. ამაზე აღშფოთებასა და გამწარებას ნევროზად მხოლოდ ქართველთმოძულე , ან საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილი პროვინციალი ობივატელი თუ დაარქმევს ნევროზს... თქვენ კიდევ არ იცით რა გველის რუსის მიერ საქართველოს ხელახალი დაპყრობის შემთხვევაში - არც საერთოდ გაგებებათ თუ რას ნიშნავს კრემლის ფავორიტ ევრაზიული იმპერიული იდეოლოგიის სამოქმედო პროგრამაში "დესუვერენიზაცია Gრუზიი" , არ გესმით თუ რა ტაქტიკა აქვს ამჟამად არჩეული რუსს - ესაა მცოცავი ბლოკპოსტებით დამოუკიდებლობისაკენ ტრადიციულად მებრძოლი ხალხის მოშთობა- აგერ ინგუშებს რას უშვრებიან, რარაც ნაწილს ციმბირშიც კი ასახლებენ...წარსული თუ არ გახსოვთ აწმყოს ნუღა ივიწყებთ - ნახეტ ოკუპირებული ტერიტორიები!საშინელი დემაგოგიით მოახდინო მკითხველის მოტყუება რუსული სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი სცენარის მიხედვით, ეს ამაზრზენი საქციელია ქართველისათვის... ნოღაიდელი ახლა ზუსტად იმეორებს ქართველ კომუნისტთა მიერ გასული საუკუნის 20-იან წლებში ჩადენილ ქმედებებს.. ამგვარი "რემიქსი" სასიკვდილოა ჩვენი ქვეყნისათვის.. განსაცდელში მყოფი სამშობლოს მიმართ გამოყენებული ემოციური ლექსიკა სულაც არაა ნევროზის ნიშანი, როგორც აქ უწოდებს უცნობი კადნიერი "მოვიტამინე ობივატელი".. რადგან მისთვის თავისუფალი აზრის პირდაპირი გამოხატვა შიშს იწვევს . Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
vitaminC Posted December 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2009 (edited) Gagi 67 მე ჩემი მითქვია და როგორც გინდათ, ისე მოიქეცით. Edited December 26, 2009 by lasalexx Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gagi 67 Posted December 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2009 თქვენ საერთოდ იცით რას ნიშნავს დიაგნოზის დასმა. მე მეგონა ხუმრობდიტ , მაგრამ ტქვენ საკმაოდ სერიოზულად საუბრობთ და ფიქრობთ, რომ დიაგნოზს სვამტ ვიღაც უცნობი პერსონისმიმართ...ეს უკვე კომიკურად გამოიყურება, მე ტავდ ბევრი მიქილიკავია დიაგნოზებზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საბჭოურ რელიქტურ თავში ნამგალ-ურო ჩაჭედილები განსხვავებულ მოაზროვნეთ უწოდებენ "გიჟებს", მაგრამ სერიოზულად დიაგნოზის დასმა ეს პაციენტის და ექიმის ურთიერთობათა სფეროს მიეკუთვნება და საჭიროებს პაციენტის მოთხოვნისამებრ ექიმის მიერ ანამნეზის სრულ შექმნას და ურთულეს დიფერენცირებულ დიაგნოსტიკას,,ისე "საბჭოტა მასოვკის" ექიმებს ძალიან უყვარდატ ბუნდოვანი "ნევროზი" ბუნდოვანი ნო-შპა, ვალოკორდინი... თქვენ ალბად არც კი გესმით ღომ ესაუბრებიტ პროფესიით ექიმს... თუ მართლა ხართ შეპყრობილი შორეულ დისტანციაზე უცნობი პერსონის მიმართ დიაგნოზის დასმის იდეა-ფიქსით , მაშინ თქვენ "კაშპიროვსკის ილუზორული სინდრომი" გჭირთ (ვაა ეს რაღაც ახალი რამეა.. დავაპატენტოთ მოდერატორებო... )მიიღეტ ჩემი წრფელი შეშფოთება და გამოვთქვამ წუხილსა თქვენი "კაშპიროვსკის ილუზორული სინდრომი" -თ დაავადებისა გამო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted December 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2009 newstudio მიშამ გადაიმტერა ყველა სოციალური ფენა, ასე რომ ბოლო ახლოა იდეაში...ყველა არა--მიშან მომხრე და მხარდამჭერია ( იდეის დონეზე) ძალოვნები( აქ გაიხსენეთ ამ სტრუქტურის რიცხობრიობა და დაფინანსება) ჩვენ მესამეხარისხოვანი განვითAრებადი დიქტატორული გადახრის მქონე ქვეყანა ვართ---ასე რომ აქ გარემოვაჭრე იქნება გადამტერებული ტუ ინწელიღენწი, არაა მთAვარი, მტავარია ძალოვნები-ძAლოვნები კი მიშასია...ჩემი პროგნოზია კაკ მინიმუმ 2013 წლამდე ბანანებს ვჭამთ...მერე შეიძლება დაყრილ ქერქებზე ავსრიალდეთ და გაურკვეველი დროით და მიმარტულებით გაგრძელდეს სრიალი( პერიოდული ჩორტ პობერის ძახილებით-მერე რაა როო?) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted December 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2009 რასაც ამბობ ლოგიკურია, მაგრამ მიშაა არაპროგნოზირებადი. იმ შემთხვევაში თუ ის დაინახავს, რომ ჩიხშია, მან შეიძლება ჩვეული იმპულსურობით ისეთი გაუაზრებელი და შეუწონელი ნაბიჯი გადადგას, რომ მთელი ქვეყანა დაღუპოს. ესეც იციან შტატებში და აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, მოვლენების ფორსირებას არ შეეცდებიან...გეთანხმები ლ ი ც ი, მიხოს არაფერი ეტყობა საიმისო, რომ რაიმე დათმობებზე წავიდეს. მისი პოზიცია ისევ რჩება - ვიქნებით ჩვენ და ბოლობოლო იძულებული იქნებიან დაგველაპარაკონ. მოვლენების ფორსირებას არ შეეცდებიან ამერიკაში, მაგრამ სამაგიეროდ რუსეთში შეეცდებიან დამეთანხმებიanalgin, თუ მიხო მოახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას, რატომ შეეცდებიან რუსები მის შეცვლას. მე ვფიქრობ მოცემულ ეტაპზე მიხო ყველაზე მისაღები ფიგურაა რუსებისთვის და პირიქით, თუ მიხოს დაემუქრება საფრთხე მაშინ ან მიხოს შენარჩუნებაზე იჩალიჩებენ არ უკიდურეს ემთხვევაში "სხვა მიხოს" გაპრეზიდენტებაზე.IMHO პრინციპში ფორუმი (სანიკიძე-შარტავა და ა.შ.) თუ გაუერთიანდება ალიანსს, უფრო ამათკენ გადავიხრები. ცალკე ალიანსმა მეშინია იგივე კურსი არ გააგრძელოს რაც მიშას აქვს აღებული...სალომესაც არ ვუყურებ ცუდი თვალით.მგონი ზუსტად ეს არ არის საშიში, ძველ კურსს მიხოს წასვლის შემდეგ თვითონ ნაცებიჩ ვერ და არ გააგრძელებენ. რეპრესიები იქნება! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Kracaxnadukla Posted December 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2009 მეგობრებო, ამერიკელებს თუკი არ სურთ მიშას ხელისუფლება მაშინ ფულსაც არ მისცემდნენ, სანამ მიშა ამერიკიდან მიიღებს დახმარებას ნაცმოძრაობა იქნება ხელისუფლების სათავეში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted December 26, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2009 (edited) Gagi 67 ჯიგარ, საქმე იმაშია რომ შენნაირები არ არსებობენ, ყოველ შემთხვევაში მე არ ვიცნობ და ამიტომ მაქვს უფლება ასე ვიფიქრო. რაც შეეხება 100 000%-ს, დავმალავდი იმ ადამიანს საფრთხე რომ ემუქრებოდეს, მაგრამ აღარ დაემუქრება და ამიტომ გეტყვი: ჩემი ბავშვობის, ძალიან ახლო ძმაკაცის და, რომელიც მეც დად მიმაჩნია, 3 წელი მუშაობდა პარიზის ფსიქიატრიულ კლინიკაში და 2007 წლის ზაფხულში 3 კვირის განმავლობაში მან რამდენჯერმე ნახა იქ მიხეილ სააკაშვილი. ეხლა ეს ადამიანი უკვე საფრანგეთის მოქალაქეა და სხვა კლინიკაში მუშაობს. დამიტოვე უფლება, რომ ვენდო იმ ადამიანს და ლოგიკური დასკვნაც გავაკეთო, რომ ამონ რა იქ ინტერიერის დასათვალიერებლად და გასართობად არ დადიოდა განდიდების მანიას რაც შეეხება, ატრაკებ და გიხარია, როცა ამონ რას შემხედვარე ამას სხვაზე ამბობ.გირჩევ სტენდალის "წითელი და შავი" წაიკითხო და შემდეგ მთავარი გმირი, ჟულიენ სორელი შენი სინდისის წინაშე მიშას შეადარო. P.S. იიმჰოოტეპ, იიმჰოოტეპ, იიმჰოოტეპ, იიმჰოოტეპ... Edited December 26, 2009 by lasalexx Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kontr-agent 007 Posted December 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2009 ჩემი ანალიზი უკანასკნელი თვეების განმავლობაში საერთაშორისო პოლიტიკაში განვითარებულ ამბებს, განსაკუთრებით კი რუსეთ-აშშ-ს ურთიერთობას ეფუძნება, მასთან ერთად რამდენიმე კულუარულ ინფორმაციას, რომელიც ამ დღეებში შევიტყე. რაც შეეხება ამ უკანასკნელს, დაჯერებას არავინ გთხოვთ, უბრალოდ ლოგიკურად მიხვდებით, რომ ეს ინფორმაცია დაუჯერებელთა რიგს ნამდვილად არ მიეკუთვნება. მაშ ასე: ეს ბოლო თვეებია აშშ-რუსეთის. ნატო-რუსეთის და რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობები ისე გააქტიურებულია, როგორც არასდროს, ყოველ შემთხვევაში ისტორიის უახლოეს უკანასკნელ მონაკვეთში. უკვე ათეულობით შეხვედრა გაიმართა ამ ქვეყნებისა და ორგანიზაციების უმაღლესი რანგის ხელმძღვანელთა უშუალო მონაწილეობით. თითქმის ყველა შეხვედრა გარკვეული შეთანხმებებით დასრულდა. თითოეული ამ ქვეყნის და ნატოს ხელმძღვანელთა ოფიციალური განცხადებები ცხადყოფს, რომ ეს შეხვედრები კონკრეტული შედეგებით სრულდება, რომლითაც ყველა მონაწილე მხარე კმაყოფილია და შეხვედრებზე მიღწეულ შედეგებსა და გადაწყვეტილებებს პოზიტიურად აფასებს.მხარეები შეთანხმდნენ ჩრდილოეთ კორეის, ირანის და ავღანეთის საკითხებზეც კი. 2010 წლიდან იგეგმება ევროკავშირის ქვეყნებსა და რუსეთს შორის უვიზო მიმოსვლის საკითხიც. თითქმის ყოველდღიურად მსოფლიოს წამყვანი ტელეარხები და გამოცემები მუდმივად აშუქებენ მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსების, იქნება ეს ბარაკ ობამა, დიმიტრი მედვედევი, ჰილარი კლინტონი, ვლადიმერ პუტინი, სერგეი ლავროვი, ანდერს ფოგ რასმუსენი, ნიკოლა სარკოზი თუ ანგელა მერკელი, განცხადებებს, რომ კმაყოფილები არიან რუსეთთან (აშშ-სთან, ნატოსთან, ევროკავშირთან) გამართული კონსტრუქციული შეხვედრებით, რომ ამ შეხვედრებზე მათ შორის მიღწეულ იქნა მნიშვნელოვანი შეთანხმებები, რომ მხარეებს შორის რამდენიმე საკითხის გარდა ყველა ძირითად საკითხზე ურთიერთსასარგებლო შეთანხმებები შედგა და რომ მთავარია იმ რამდენიმე შეუთანხმებელი საკითხის გამო არ უნდა დაიბლოკოს სხვა ძირითადი საკითხები, რომლებზეც შეთანხმდნენ და ორივეს ინტერესებშია მათი განხორციელება.ყველა ნორმალურ, საღად მოაზროვნე ადამიანს კარგად ესმის ეს რასაც ნიშნავს. კარგად ესმის, რომ შეუთანხმებელ საკითხთა შორის საქართველოც იგულისხმება და რა სამწუხაროც არ უნდა იყოს ამ შეხვედრებიდან გზავნილი, ე.წ. "მესიჯი" საქართველოსთვის სრულიად ნათელია: დიდ ქვეყნებს დიდი პრობლემები აქვთ და ამ პრობლემების მოსაგვარებლად ყოველთვის მზად არიან პატარა პრობლემებთან დაკავშირებით დათმობებზე წავიდნენ ან საერთოდ გაურკვეველი ვადით დააკონსერვონ და უბრალოდ ისევე დატოვონ ეს პატარა პრობლემები, როგორც არის.ალეგორიულად რომ ვთქვათ, როდესაც ადამიანს ერთდროულად აწუხებს მცირე ასტიგმატიზმი, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა და ავტოავარიაში მიღებული ქვედა კიდურის ღია მოტეხილობა მთავარი არტერიის დაზიანების თანხლებით, ასეთ დროს ადამიანი ჯერ სასწრაფო ოპერაციას იკეთებს ქვედა კიდურზე, კარგა ხნის სარეაბილიტაციო პერიოდის შემდეგ ის გულსისხლძრღვთა სისტემასაც უმკურნალებს. ამ ყველაფერს დიდი დრო, ფინანსები და ნერვები უნდა და ამ პერიოდში ასტიგმატიზმი არც არავის გაახსენდება. თუ გაახსენდება ყველა პრობლემის მოგვარების შემდეგ, როდესაც სხვა ავადმყოფობა აღარ შეაწუხებს;მსოფლიო პოლიტიკა კი ნამეტანი ჭირიანი, ავადმყოფი და ფათერაკიანი "ადამიანია"...თითქმის არასოდეს სცალია ასტიგმატიზმისთვის.კულუარული ინფორმაციით კი ობამას გაპრეზიდენტების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაცია გამალებით ცდილობს მასთან ოფიციალური შეხვედრის ორგანიზებას. თითქმის ყოველდღიურად ოფიციალური მიმართვები და წერილები იგზავნება თეთრი სახლის ადმინისტრაციის სახელზე, სადაც სხვადასხვა "მიზეზით" მიწვევების და შეხვედრების ხან სურვილსა და ხან აუცილებლობაზე მიუთითებენ. სააკაშვილმა რამოდენიმეჯერ სპეციალურად დაამთხვია მისი ვოიაჟები ობამას ვიზიტებს სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებზე, მათ შორის უკანასკნელად კოპენჰაგენში გამართულ საერთაშორისო ფორუმს გლობალური დათბობის საკითხებზე. მას ოფიციალური მიწვევაც კი არ ჰქონდა ამ ფორუმზე და თავად გააგზავნა მიმართვა, რომ აპირებდა მონაწილეობის მიღებას და საკუთარი მოსაზრებების გამოთქმას, რაზეც რა თქმა უნდა უარს არ მიიღებდა. მოკლედ, ამ ფორუმზე საერთოდ კომიკურ სიტუაციაში ჩავარდნილა ეს ჩვენი მიშიკო, რადგან ჯერ კიდევ წასვლამდე გაუგზავნია წერილი ობამას ადმინისტრაციაში, რომ "შეიტყო რომ ისიც (ობამაც) აპირებდა კოპენჰაგენში გასამართ ფორუმზე მონაწილეობის მიღებას და მოხარული იქნებოდა თუ მოხდებოდა მათი იქ შეხვედრის ორგანიზება", რაზეც პირადად ობამამაც კი არ უპასუხა და ადმინისტრაციიდან უპასუხეს ადმინისტრაციას, რომ მისტერ პრეზიდენტის გრაფიკი ძალიან დატვირთულია და მისი შეხვედრების განრიგი უკვე შედგენილი და შემდეგისთვის მოიფიქრებდნენ. უშუალოდ კოპენჰაგენში ჩასვლის შემდეგ სააკაშვილმა რამდენჯერმე მიაგზავნა თავისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამერიკელ კოლეგებთან და სთხოვა რამდენიმე წუთი დაეთმო მისთვის აშშ-ს პრეზიდენტს, რაზეც იგივე პასუხი მიიღო. ბოლოს იმდენად გამათხოვრდა, რომ კაი ძველი ძმაკაცივით მივიდა და სხვებთან მოსაუბრე ობამას მიესალმა და პირადად სთხოვა შეხვედრა, რაზეც ობამამ მიუგო, რომ "ეხლა ძალიან დაკავებული იყო და სამწუხაროდ ვერანაირად ვერ მოახერხებდა", შემდეგ კი მიტრიალებულა და საუბარი გაუგრძელებია.არადა ამ ჩვენს ბედოვლათს სამივე ნაციონალური არხი ჰყავდა წაყვანილი და გეგმავდა რადაც არ უნდა დასჯდომოდა ხუთწუთიანი შეხვედრის ჩართვა მაინც მოეხერხებინა და შემდეგ ეს გაეპიარებინა, როგორც საქართველოს მხარდაჭერა, რადგან ბუნებრივია ობამა დიპლომატიურ ეთიკას და ნორმებს არ დაარღვევდა და იტყოდა, რომ ის მხარს უჭერს დემოკრატიას და ყველას მოუწოდებს დაემორჩილონ საერთაშორისო შეთანხმებებს 001.gif.........ჩემი მოკრძალებული აზრით მიშას "მოქესტვა" გადაწყვეტილი ამბავია. ჩვენ მხოლოდ ის გვაქვს გასარკვევი და გადასაწყვეტი (მაქსიმალური ყურადღებით და სიფრთხილით). მოხდება ეს ყველაფერი ხავერდოვნად და ქვეყნისთვის მაქსიმალურად უმტკივნეულოდ თუ არა და რა ტიპის შეთანხმება შედგა ორ ზე-სახელმწიფოს შორის. იქნება ეს შევარდნაძის მსგავსი ადამიანი, რომელიც მაქსიმალურად ფრთხილ და დროში გაწელილ პოლიტიკას აირჩევს, "არც მწვადი დაწვა და არც შამფური" პრინციპით თუ პირდაპირ "ზვიოზდას" დაგვაკოსავებენ კინკრიხოზე. P.S. შევარდნაძის დედაც ##################, მაგაზე არ გამომეკიდოთ ეხლა არავინ, გთხოვთ. მე მხოლოდ საერთაშორისო პოლიტიკაში მისეულ ტაქტიკაზე ვსაუბრობ, კონკრეტულად აშშ-რუსეთთან ურთიერთობებზე და არა მის საშინაო პოლიტიკაზე და სხვა ცოდვა-დანაშაულებებზე. აბსოლუტურად გეთანხმები analgin უბრალოდ ერთი ისაა, რომ აშშ როსეთთან შედარებით უფრო დახვეწილად მოქმედებენ იმ შემთხვევაში, როცა საქმე რესურს ამოწურულ მარიონეტს ეხება! ისე ლამაზად "მოქესტავენ" როგორც დაგიბარებია!!!! მიშასნაირი რეგვენი და შეურაცხადი პიროვნებისათვის ე.წ. "შიდა რესურსი" ძალიან ცოტაა და ამ რესურსის გამოყენების, ანუ იმის, რომ სკამის შესანარჩუნებლად ეს ცახეს ცინობერი რამეს "გააჩალიჩებს" დასავლეთში არავის ეშინია!!!! მაგნაირები "მოუქესტიათ"?! არადა ეს საკითხი გადაწყვეტილია უკვე მერწმუნე! ამერიკა ახლა საერთოდ სხვა რამეზე აკეთებს საქართველოში აქცენტს, ეს მომავლის პერსპექტივაა - რეგიონში დაშვებული შეცდომების გააზრება და გაანალიზება!!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Kracaxnadukla Posted December 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2009 (edited) მიშას ამერიკელები არ მოქესტავენ,ძალიან გულუბრყვილოდ აღიქვავთ ყველაფერს,თქვენ გგონიათ მიშა აშშ-ს მონაა??ძალიან ცდებით,კიდევ ერთხელ გიმეორებთ-არის ამერიკიდან ფინანსური დახმარებადა ამით ყველაფერია ნათქვამი Edited December 26, 2009 by Kracaxnadukla Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Private Nodari Posted December 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2009 კიდევ ერთხელ გიმეორებთ-არის ამერიკიდან ფინანსური დახმარებადა ამით ყველაფერია ნათქვამიეგ ვიცით.. მონა არაა, მაგრამ პრო ამერიკული პოლიტიკის გამტარებელია..და ცუდი რა არის ამაში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gagi 67 Posted December 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2009 ამერიკის მიერ სააკაშვილისადმი კი არ ხდება დახმარება, არამედ დასავლეთი ცდილობს განახორციელოს მსოფლიოში უდიდესი ეკსპერიმენტი - ერთ დროს ტოტალიტარულ სისტემაში მყოფი რესპუბლიკის დემოკრატიული გარდაქმნა... საქართველო , საერთოდ კავკასია ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირევბელი ადგილია და ნუ დავივიწყებთ იმასაც, რომ კავკასიის სამხრეთის სახელმწიფოებმა შექმნეს ევროპისა და აზიის კულტურატა ულამაზესი ჰარმონიული სინთეზი. კავკასიის სამხრეთ სახელმწიფოთა დემოკრატიული პროდასავლური განვითარებითა და ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანებით ევროპას თავიდან უნდა აიცილოს რუსული ნეოიმპერიალისტური ახალი აგრესიული გეგმა - ევრაზიული რუსული ზესახელმწიფოს შექმნა. აქ ევროპას უნდა დაუპირისპიროს ტავისი იდეა რუსულ ტოტალიტარიზმს და თავი გადაიჩინოს მომავალი საფრთხისაგან. გამოგეტ ამჟამად საქართველოში ხორციელდება უდიდესი პროექტი და მას ეკსპერიმენტიც კი შეიძლება ვუწოდოთ - საქართველოში ხდება დემოკრატიული სისტემის სიმტკიცის გამოცდა. ახლა მრავალი ცდილობს ცინიკურად შეხვდეს საქართველოში მიმდინარე დასავლეთის დემოკრატიისა და ნეოიმპერიალისტური ტოტალიტარიზმის ფასეულობათა ურთიერთშერკინებას საქართველოში. ეს უსუსური მცდელობაა. მე თავად არ ვარ მაინცადსამაინც გახარებული, ის კი არა და წინააღმდეგიც კი ვარ იმისა, რომ საქართველო ყოფილიყო ამ ურთიერთგამომრიცხავ პოლიტიკურ სისტემათა, ანუ დასავლეთის დემოკრატიისა და ნეოიმპერიალისტური ტოტალიტარიზმის შეჯახების ადგილი. ეს გაცილებიტ ადრე დაიწყო და ამაში ხელი თავად რუსებმა შეუწყვეს- მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გარდა მხოლოდ საქართველოში მოხდა რუსული იმპერიალიზმის არაადამიანური(უამრავი მსხვერპლი), ცინიკური(ინფირმაციული დემაგოგიის რუსული ფენომენი) და თავისივე სისტემისათვის მიუღებელი (პროსეპარატისტული პოლიტიკა) გამოვლენა. ამასთან ერთად საქართველო ყველაზე მეტად დააზიანა კორუფციულმა პლუტოკრატიამ, ბოლოს თავად ეს პლუტოკრატია დასისტდა ტავისივე სიდამპოლით და არსებობის საშუალებების მილევის პირამდე ჰქონდა დაყვანილი, ეს თავისივე არსებობის საშუალებებზე ვამბობ , ხალხზე ხომ საუბარი ზედმეტია, საქართველოში კორუპციული სისტემის დალევის პირამდე მისვლამ, რუსულმა დესტრუქტორულმა ფაქტორმა, რომელის თავად რუსებისაგან იყო დაგეგმილი, უნდა მოეხდინა საქართველოს სახელმწიფოებრივი არსებობის უპერსპექტივობის დემონსტრირება, ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო კრემლში.. მაგრამ აი აქ უკვე კრემლს დაავიწყდა უმნიშვნელოვანესი ფაქტორი- ევრიპის დასავლური ნაწილი ათვითნობიერებდა რუსული ნეოიმპერიალიზმის საფრთხეს და ევროპან ამერიკასტან ერთად ისარგებლა რუსულივე პროექტით საქართველოში ქართველ ხალხს დასავლეთი დაეხმარა მოეხდინა ჯერ ვარდების რევოლიუცია, მერე სახელმწიფო რეფორმები, მოესპო კორუპცია და განეხორციელებინა მაკროეკონომიკური პროექტები . დიახ მაკროეკონომიკური პროექტები, მიკროეკონომუკურის იგნორირების ფასად, მშიერმა ხალხმა მაკროეკონომიკურ ისეთ პროექტებს მოკიდა ხელი, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში განვითარებული მაძღარი ერებისა და სახელმწიფოების საქმეა. ჩვენ ეს საკუთარი ქვეყნის გადასარჩენად მსოფლიოსათვის საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოდ არსებობაში დაინტერესების მიზნით გავაკეთეთ არჩევანი ტრანსნაციონალური მაკროეკონომიკური პროექტების წამოწყებით. ეს საკმაოდ დიდი რისკის შემცველი სიმამაცე იყო ჩვენი ერის მხრიდან! მიუხედავად მრავალი გარეგანი ფაქტორისა, ეს ყველაფერი მაინც ქართული პროექტად უნდა აღიქვას, რადგან ქართველმა ხალხმა ტრადიციულას კვლავ ქვეცნობიერად აირჩია თვით გადარჩენის რეალური გზა - ამჟამად ეს აღმოჩნდა დასავლური დემოკრატიული სისტემისაკენ მიმავალი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების ფორსმაჟორული გარდაქმნების მტკივნეული გზა. მეგობრებო, მე ვსაუბრობ ჩვენზე, საქართველოს მთლიანმოსახლეობაზე და არა რომელიმე პოლიტიკურ ფიგურაზე... გამიგეთ, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში პიროვნული როლი დიდია, მაგრამ უმთავრესი - არჩევანი ჩვენ მოვახდინეთ. ახლა ბევრი ცდილობს ამ მოვლენების დაყვანად პუტინის სიმპათიაარასიმპათიის დინესა და სააკაშვილის ემოციების დონებმდე..ეს სულელური მცდელობაა სპილო გადააქციო ბუზად... მოვა დრო და ყველაფერი რაც ახლა მიმდინარეობს საქართველოში აღიტქმება როგორც დასავეთ-ევროპული დემოკრატიისა და ტოტალიტარული ნეოიმპერიალიზმის ჭიდილად . მე ვიმედოვნებ, რომ გამარჯვება პირველის მხარეს -დასავლეთ-ევროპული ცივილიზაციის გამარჯვებით დასრულდება იმიტომ, რომ მსოფლიოში იმპერიათა და პოლიტიკური სისტემებს შორის ათასწლეულობით მიმდინარე ომებში საქართველო ყოველთვის ირჩევდა თვითგადარჩენის რეალურ და ჭეშმარიტ გზას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2009 analgin შენ პირველი პოსტიდან გამომდინარე,ვინმე რუსეთის კაცს დაგვისვამენ? არ არის გამორიცხული. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.