Jump to content
Planeta.Ge

ეკლესიის წინააღმდეგ აგორებულ ცილისწამებებთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელ


Recommended Posts

ეკლესიის წინააღმდეგ აგორებულ ცილისწამებებთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

24 / 12, 2009 17:58

 

ეკლესიის წინააღმდეგ აგორებულ ცილისწამებებთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.

საპატრიარქოს მიერ დღეს გაკეთებული განცხადების თანახმად, ეკლესიის წინააღმდეგ აგორებულ ცილისწამებებს, სამწუხაროდ, დაემატა პატრიარქისა და წმიდა სინოდის წევრების დაპირისპირების შესახებ ცრუ ინფორმაციაც, რომლის მიხედვითაც, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა აბრაამმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ვანისა და ბაღდათის მთავარეპისკოპოსმა ანტონმა და დმანისის ეპისკოპოსმა ზენონმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს საპატრიარქო ტახტიდან გადადგომა მოსთხოვეს.

საპატრიარქოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ შინაარსის ინფორმაცია 2009 წლის 19 ნოემბერს გაზეთ `ჯორჯიან თაიმსში~ დაიბეჭდა. `ვწუხვართ, რომ განმარტების შემდეგაც გაზეთის გამომცემელმა, ბატონმა მალხაზ გულაშვილმა ამ ცილისწამების გამო ეპისკოპოსებთან მიმართებაში დღემდე არ შეინანა, რის გამოც ეს მღვდელმთავრები და საერთოდ, წმ. სინოდი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ჩვენ გვჯერა, რომ ეს არ გაკეთდა მიზანდასახულად, ამიტომაც კიდევ ერთხელ შევახსენებთ ბატონ მალხაზს, მოახდინოს ამ სიცრუის უარყოფა. მივმართავთ სხვა საინფორმაციო საშუალებებსაც, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ფაქტების გავრცელებისაგან~, - ნათქვამია განცხადებაში.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

ლიცემერი: საინტერესო განცხადებაა! ინტრიგებით აღსავსე და როგორც ასეთ დროს იტყვიან, დამაინტრიგებელი. მასში იმდენად ძლიერი მუხტი ძევს, შეუძლებელია უზერებში ინტერესი არ აღძრას მსჯელობის შემდგომი განვითარების მიმართ.:D:

 

 

მაშს-ს ასე, ჩემი აზრით, ჯორჯიან თაიმსში და დაბეჭდილი ინფორმაცია სიმართლეა. რავი, მე ასე ვფიქრობ. აბა ჰაერიდან ხომ არ მოიტანდა გულაშვილი ამ ინფორმაციას. ამას როგორ იკადრებდა ერთ-ერთი "რეიტინგული" გაზეთის გამომცემელი და რუსების შნირი. ესე იგი, სარჩულიანი ინფოა. აბა, ქრისტეს მხედრებო, რას იტყვით? :D

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაშს-ს ასე, ჩემი აზრით, ჯორჯიან თაიმსში და დაბეჭდილი ინფორმაცია სიმართლეა. თქვენ რას ფიქრობთ?

 

ინტრიგას უმატებ? :D აქ ესეთი თემები ვერ ქაჩავენ.აი იქ,ჩვენ რომ ვიცით,შვლიპინით წავა. :D:

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ინტრიგას უმატებ? :D

აბა ჰაერიდან ხომ არ მოიტანდა გულაშვილი, ჩემო დიტო, ესე იგი, ამ ინფორმაციას სარჩული აქვს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აბა ჰაერიდან ხომ არ მოიტანდა გულაშვილი, ჩემო დიტო, ესე იგი, ამ ინფორმაციას სარჩული აქვს

 

 

მანდ იმისთანები მაქვს წაკითხული ჩემო ლიც,რომ მაგ გამოცემის არ მჯერა. :D

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საპატრიარქომ ხანგრძლივი დუმილის შემდეგ მიიღო გამოწვევა...

 

იტოგში ფაქტიურად ღია ომს იწყებენ... შედეგი არ ვიცი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოკლედ ვერ გაიგო და ვერ შეიგნო ამ ხალხმა ის, რომ რწმენა დოგმაა და დოგმაში დემოკრატია არ არსებობს.

 

სხვა სამოქალაქო საზოგადოებრივი ცხოვრებიდსგან განსხვავებით და სხვა დიქტატურისგან განსხვავებით საეკლესიო დიქტატურა ნებაყოფლობითია.

 

არ გწამს? ნუ იწამებ.

არ მოგწონ ეკლესია და მღვდელი? ნუ ივლი.

 

ყველა დანარჩენი პრეტენზიებით მიმართვა მხოლოდ მაამზეციერის მისამართით. ვინც მისამართი არ იცის, დაელოდეთ თვითონ მოგაკითხავთ.

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
არ გწამს? ნუ იწამებ.

არ მოგწონ ეკლესია და მღვდელი? ნუ ივლი.

 

ყველა დანარჩენი პრეტენზიებით მიმართვა მხოლოდ მაამზეციერის მისამართით. ვინც მისამართი არ იცის, დაელოდეთ თვითონ მოგაკითხავთ.

არ არის მთლად ეგრე, უფრო სწორედ მხოლოდ სრული "სეკულირიზაციის" შემდეგ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა აბრაამმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ვანისა და ბაღდათის მთავარეპისკოპოსმა ანტონმა და დმანისის ეპისკოპოსმა ზენონმა
ლ ი ც ი, საინტერესოა რომელ ორიენტაციას (პრორუსულს თუ არაპრორუსულს) განეკუთვნებიან ეს მღვდელმთავრები და რითი არიან უკმაყოფილო?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი, საინტერესოა რომელ ორიენტაციას (პრორუსულს თუ არაპრორუსულს) განეკუთვნებიან ეს მღვდელმთავრები და რითი არიან უკმაყოფილო?

ნამდვილად არ ვიცი...'Lo Janko' , მაგრამ ვეთანხმები გე-ზე ივერიელის დაპოსტილ პოსტს:"აჰა, ესეც მე ვარ?! ხომ ვთქვი ადრე მსგავსი ფაქტის შესახებ?! ეხლა უარყოფთ? ფაქტიურად დაადასტურა საპატრიარქომ ამ ფაქტის სინამდვილე"!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ არის მთლად ეგრე, უფრო სწორედ მხოლოდ სრული "სეკულირიზაციის" შემდეგ.

 

ნუ ვინაა მართლი ამას "მალე" გავიგებთ. ღმერთის წყალობით ეს "მალე" მალე არ მოვა იმედია.

 

პ.ს. იძახიან მანდ ადვოკატის ინსტიტუტი არ მოქმედებსო. :rolleyes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგრამ ვეთანხმები გე-ზე ივერიელის დაპოსტილ პოსტს:"აჰა, ესეც მე ვარ?! ხომ ვთქვი ადრე მსგავსი ფაქტის შესახებ?! ეხლა უარყოფთ? ფაქტიურად დაადასტურა საპატრიარქომ ამ ფაქტის სინამდვილე"!

 

 

მაგას რაც ის „ზაკანინი“–ს ღვინო გავასინჯე,სულ ეგეთ რამეებს წერს. სად წაიკითხა,რომ ადასტურებენ?:D

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგას რაც ის „ზაკანინი“–ს ღვინო გავასინჯე,სულ ეგეთ რამეებს წერს. სად წაიკითხა,რომ ადასტურებენ?:D

 

წარმოსახვა ჩართო და :D:

 

სერიოზულად კი, მართლა ვეთანხმები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...