Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი, შესაძლოა, მომავალი წლის მარტის პირველ რიცხვებში გაიხსნას.

ამის შესახებ დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.

მან საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებზე ისუბრა.

როგორც ნინო კალანდაძემ განმარტა, გუშინ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი შვეიცარიის კონფედერაციის შუამავლობით გაიმართა, სადაც მხარეებმა ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მათ შორის საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხები.

კალანდაძის განცხადებით, გადაწყდა, რომ მომავალი ორი კვირის განმავლობაში მხარეები შეადგენენ ოქმს, სადაც გაიწერება ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით იქნა მიღებული.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ მიღებულია გადაწყვეტილება გახსნის თაობაზე და ეს გადაწყვეტილება გავრცელდება როგორც საქართველოს მოქალაქეებზე, ასევე ქართულ ტვირთსა და ქართულ სატრანსპორტო საშუალებებზე და ეს არ იქნება მხოლოდ სატრანზიტო მექანიზმი მეზობელი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

რამ გამოიწვია რუსული მხარის მიერ მსგავსი დათმობა, ქართულ მხარეს ამაზე საკუთარი ვარაუდები აქვს.

როგორც ნინო კალანდაძემ განაცხადა, ქართული მხარე თვლის, რომ თავდაპირველად რუსულ მხარეს იმედი ჰქონდა, რომ თუ ის დააყენებდა მკაცრ პირობებს მსგავს შემოთავაზებასთან დაკავშირებით, საქართველო უარს იტყოდა, თუმცა რაც ნათელი გახდა იმის შემდეგ, რომ ქართული მხარე მზად არის სომხეთს დაეხმაროს ამ კუთხით და ხელი გაუწოდოს მას, უკვე ნათელი გახდა, რომ მსგავსი შეზღუდვების დაწესებას აზრი არ ექნებოდა.

ნინო კალანდაძის განცხადებით, გახსნის სავარაუდო თარიღად მომავალი წლის მარტის პირველი რიცხვები სახელდება, თუმცა ოქმში, რომელიც ორი კვირის განმავლობაში შედგება, კალანდაძის თქმით, კონკრეტული თარიღი იქნება დასახელებული.

===========================================

 

აბა ჰე, მუხტი და ბოღმა არ მოაკლოთ :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 129
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

მშვენიერია.

 

კიდევ ერთხელ დავანახეთ რუსეთსა და მსოფლიოს ჩვენი და მათი ნათელი სახე. ჩვენ ვართ კეთილი და სტუმართმოყვარე მხარე. სომხეთს დახმარება სჭირდება? უნდა დავეხმაროთ!. რუსეთს თხვონა აქვს? უნდა შევუსრულოთ

 

მთავარია მიხეილს და მის გუნდს ცივი ნიავი არ მივაკაროთ და საქართველო ვიღას აინტერესებს

 

ეს ყველაფერი კი ჩვენი მამების თაობის ბრალია, სსრკ-ში რომ გაიზადნენ და ჩვენც ასეტებად გავზარდეს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დავანახეთ მსოფლიოს რომ ჩმორები ვართ, კიდევ ერთხელ..........
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აწი მიშისტობა ავტომატურად ქვეყნის და ერის მოღალატეობას ნიშნავს!

 

ასე მიმაჩნია მე!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

აწი მიშისტობა ავტომატურად ქვეყნის და ერის მოღალატეობას ნიშნავს!

ერთდღიანი ბანი ერის მოღალატეთა შეურაწყოფისათვის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ადრეც მოგმართეთ , ვის გაქვთ სურვილი შევიკრიბოთ და გავაპროტესტოთ ლარსის გამშვები პუნქტის გახსნა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლარსი იხსნება!

აი ამას ქვია - ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს :D

აი ეს არის არათანამიმდევრული პოლიტიკა - ტფუ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა გასაგებია მემორიალის აფეთქება

კონტრაზე უნდოდა ეტამაშა მიშას საზოგადოების თვალში

რო რუსები ციკვინს ტეხავდნენ და გადაეფარა ლარის გახსნა

არ გამოუვიდა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა მოგახსენოთ, ეს ის შემთხვევაა როცა განსაკუთრებული წინააღმდეგობა ხელისუფლების ნაბიჯის მიმართ მე არ მაქვს. თუ ჭკუით მოვიქცევით ეს ჩვენ უფრო წაგვადგება ვიდრე რუსებს. მაგრამ საქმე სწორედ ამაშია, მოვიქცევით?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლარსი იხსნება!

 

 

ლარსიც გაიხსნება,საჰაერო მიმოსვლაც აღდგება და სავიზო რეჟიმიც გაუქმდება.ის ტერიტორიები ისევ ისე ახეული გვექნება და .............

შეიძლება ყაზბეგის რაიონიც აგვახიონ.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის აზრით, “საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება რეგიონში უშიშროებასა და მშვიდობას საფრთხეს უქმნის”.

როგორც “რია ნოვოსტი” იუწყება, ამის შესახებ ლავროვმა სოხუმის რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი შამბასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ლავროვის მტკიცებით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს საფრთხე არ დაემუქროს.

“საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება საფრთხეს წარმოადგენს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, საფრთხეს, რომელიც ერთხელ უკვე გადაიზარდა სამხრეთ ოსეთის, რუსი სამშვიდობოების, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომში. Aამიტომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. იმედი გვაქვს, რომ მათ, ვინც ქართული არმიის აღდგენას აგრძელებენ, ესმით, რას აკეთებენ - საქართველოს ახალ ავანტიურებში უჭერენ მხარს”, - განაცხადა ლავროვმა.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფცია სხვა სახელმწიფოებზე თავდასხმას არ ითვალისწინებს.

სერგეი ლავროვისა და სერგეი შამბას შეხვედრა დღეს მოსკოვში გაიმართა.

 

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვინმემ აგვიხსნა ხელისუფლებიდან,რატომ და რისთვის იხსნება ეს საბაჟო?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლარსიც გაიხსნება,საჰაერო მიმოსვლაც აღდგება და სავიზო რეჟიმიც გაუქმდება.ის ტერიტორიები ისევ ისე ახეული გვექნება და .............

შეიძლება ყაზბეგის რაიონიც აგვახიონ.

 

სამაგიეროდ თბილისი ჩვენია და ბათუმში კი ევროპულ ახალ წელს ვზეიმობთ!

 

ისე მსოფლიოში ვინმეს ჰყავს ამდენი ვარსკვალვი როორც ჩვენ? - პირველი, მეორე და მესამე არხის სარეკლამო კლიპიდან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...