Jump to content
Planeta.Ge

პარასკევს-პაატა ზაქარეიშვილი პლანეტის სტუმარი


Recommended Posts

Nukriko

ომის დაწყება საქართველოს ჩვენი მთავრობის მხირდან, ქართველის ხალხსი და მისი ინტერესების ღალატი იყო?

 

ომის დაწყება ლეგიტიმური მოვლენაა. ღალატზე მეტად უფრო საქმე გვაქვს არაკომპეტენტურობასთან, ავანტიურიზმთან და ვოლიუნტარიზმთან. მე არ ვთვლი რომ სააკაშვილს ტერიტორიების დაკარგვა უნდოდა. მე მგონი მას ტერიტორიების დაბრუნება უნდოდა, მაგრამ რუსეთის მიერ "კარგად" დაგეგმილ და დადგმულ სპექტაკლში მთავარ პერსონაჟად მოუწია თამაში.

 

2) ხომ არ გგონიათ რომ ეს ბავშვების პროვოკაცია და სხვა პროვოკაციები, ერთობლივი (ქართულ-რუსული) საქმის ნაწილია, რომ ახალი კონფლიქტისთვის შეამზადონ ქართული საზოგადოება?

 

არა. არავითარი მტკიცებულებები არ არსებობს ამისთვის. ვერსიის დონეზე ამ მოსაზრებას უფლება აქვს იარსებოს

 

3) როგორ გგონიათ რა არის ქართული ინტერესები კონფლიქტურ რეგიონებში? ანუ უფრო ზუსტად რომ დავაკონკრეტო, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ ქართული ინტერესები გავატაროთ კონფლიქტურ ზონებში?

 

სულ ცოტა სააკაშვილი უნდა გადადგეს. უნდა ვაღიაროთ შეცდომები. გაიხსნას მიმოსვლა. ჩვენი მხრიდან (კაკნონის ფარგლებში. ხაზს ვუსვამ) გავატაროთ და მივიღოთ ნებისმიერი ადამიანი და ტვირთი. შეწყდეს ახალგორისა და გალის რაიონების მოსახლეობის პოლიტიკური მიზნებით გამოყენება. შეწყდეს აგრასიული როტირიკა. მაგალითად მარიონეტული რეჟიმი. ძალიან ბევრი ნაბიჯის გადადგმა შეიძლება. მაგრამ განმარტების გარეშე ყველა მათი ჩამოთვლა გაუგებრობას გამოიწვევს. მაგალითად, მეტი შემწყნარებლობით მოვეკიდოთ აფხაზურ პასპორტებს. აფხაზური და ოსური მანქანების ნომრებს. და უამრავი სხვა ნაბიჯები

 

4) ხო არ მიგაჩნიათ რომ საქართველოს სამივე პრეზიდენტმა რუსული საქმე გააკეთა, ანუ ომი დაიწყო, რაც თავისთავად ანტიქართული საქმე იყო..

 

ომების დაწყება მართლაც ანტისახელმწიფოებრივი საქმე იყო, თუმცა არა უკანონო. ამიტომაა რომ უნიათო ხელისუფლებები ლეგიტიმურად გამამრთლებელ საეჭვო ომებს იწყებენ თავისი ხელისუფლების გადასარჩენად ან მოუგვარებელი პრობლემებმიდან ყურადღების გადასატანად. არ მიმაჩნია, რომ ისინი რუსეთისთვის მუშაობდნენ. უბრალოდ საქართველოს მმართველები საქართველოზე მეტად თავის ხელოსუფლებაზე ზრუნავენ, ხოლო რუსეთის მმართველები ამ განწყობებს თავისი უდღეური იმპერიის შესაკოწიწებლად იყენებდნენ.

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 44
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ბატონო პაატა, დარწმუნებული ვარ პარალელურად უყურებთ პრეზიდენტის მონოლოგს შუბლაძის გადაცემაში, თქვენი პირველი შთაბეჭდილება ამის თაობაზე თუ შეიძლება?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

თავსებადია თუ არა არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაში ერთი მხრივ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება და მეორე მხრივ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად?

 

ჩვენ ხომ რუსეთს არ ვებრძვით. ჩვენ რუსეთს ვეჩხუბებით. ასეთ დროს ყველაფერი თავსდებადია. Бег на месте Обще примеряющий

 

2. თუ კი, მაშინ როგორ გესახებათ ეს პროცესი?

ჩვენ უნდა ვიზრუნოთ არა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად არამედ აფხაზებისთვისა და ოსებისთვის ისეთი სახელმწიფოს შეთავაზება, რომელიც არსებითად იქნება განსხვავებული ავტორიტარული და ნეოიმპერიული რუსეთისგან. თუ ვინმეს გონია რომ რუსეთი მათ არ გამოუშვებს, ეს მათი საქმეა, მაგრამ, სულ ცოტა, ასეთი სახელმწიფო ჩვენ მაინც გამოგვადგება, მეორეს მხრივ დარწმუნებული ვარ, რომ დემოკრატიულ და უსაფრთხო საქართველოში ცხოვრება აფხაზურ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს დააინტერესებს, რომ არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში ევროპასა და მთელ მსოფლიოს უფრო მეტად შეეძლებათ მხარში ამოგვიდგენ, როგორ ჩვე ისე აფხაზებსა და ოსებს.

 

ძუკუ

სანამ ქართველები ვერ ვისწავლით რომ თუ რაღაც 21 საათზე იწყება 21-ზე უნდა დაიწყოს, მანამდე არაფერი არ გვეშველება და ეს მიშას ბრალი არ არის.

თუმცა ის ამ საკითხშიც საშინელია.

 

მე ვიცოდი, რომ 9 დან 930 მდე მქონდა დრო. დიდი ბოდიში თუ აღმოვჩნდი დაგვიანებული[/

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ვიცოდი, რომ 9 დან 930 მდე მქონდა დრო. დიდი ბოდიში თუ აღმოვჩნდი დაგვიანებული[/

ეს ნამდვილად თქვენი ბრალი არაა :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩვენ უნდა ვიზრუნოთ არა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად არამედ აფხაზებისთვისა და ოსებისთვის ისეთი სახელმწიფოს შეთავაზება, რომელიც არსებითად იქნება განსხვავებული ავტორიტარული და ნეოიმპერიული რუსეთისგან. თუ ვინმეს გონია რომ რუსეთი მათ არ გამოუშვებს, ეს მათი საქმეა, მაგრამ, სულ ცოტა, ასეთი სახელმწიფო ჩვენ მაინც გამოგვადგება, მეორეს მხრივ დარწმუნებული ვარ, რომ დემოკრატიულ და უსაფრთხო საქართველოში ცხოვრება აფხაზურ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს დააინტერესებს, რომ არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში ევროპასა და მთელ მსოფლიოს უფრო მეტად შეეძლებათ მხარში ამოგვიდგენ, როგორ ჩვე ისე აფხაზებსა და ოსებს.

 

კარგი აზრია, მაგრამ ტერიოტორიების დაბრუნებას მხოლოდ კარგად აშენებული საქართველოთი ვერ შევძლებთ.

დღეს აფხაზეთზე უფრო დიდი პრობლემა სამაჩაბლოა, თვით რუკასაც რომ დააკვირდეთ მიხვდებით რომ საცაა საქართველო ორად არის გაყოფილი. ჩემი ზარით ოდნავ სხვა სახის მოქმედებაც არის საჭირო.

არ მიგაჩნიათ ის, რომ ამ გვირაბმა დიდი ზიანი მიაყენა საქართველოს და რომ საზრუნავია გვირაბის გაუქმება?

არ აქვს მნიშვნელობა როგორ. უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ საუბრის პოლიტიკასთან ერთად მოქმედებაც არის საჭირო.

 

პ.ს. თუმცა ასეთ ღონისძიებებთან ერთად არც ეს გვაწყენდა: http://www.georgian-style.net/index.php?op...5&Itemid=84

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

როგორ აფასებთ მტავრობსი ახალ სტრატეგიას კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში???

 

ზოგადად მისასალმებელია, რომ ასეთი სტრატეგია 18 წლის განმავლობაში როგორც იქნა საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა. მე პატივი მერგო, მიმეღო მონაწილეობა ამ სტრატეგიის განხილვაში. უნდა ითქვას,რომ რეინტეგრაციის სამინისტრო იყო გახსნილი თანამშრომლობისთვის და ზოგიერთი საკითხი მათ მიერ იყო გათვალისწინებული საბოლოო ტექსტში. მიუხედავად ამისა ზოგიერთი სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხი მაინც დარჩა ყურადღების მიღმა. რა გაწყობა, ეს ხელისუფლების სტრატეგიაა და ისინი განსაზღვრავენ საბოლოო ტექსტს.

 

დღეს გაიმართა რესპუბლიკური პარტიის კონფლიქტების მოგვარების კომისიის სხდომა. რესპუბლიკური პარტიისპრესამსახურმა გაავრცელა პრესრელიზი, სადაც კარგადა რის ჩამოყალიბებული როგორც ჩემი ისე პარტიის ხედვა ამ მიმართულებით. ჩვენ ვთავაზობთ საზოგადოებას დოკუმენტის პროექტს სახელწოდებით „რესპუბლიკური პარტიის ხედვა ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობების ნორმალიზების გზებთან დაკავშირებით“. აი ამონარიდი ამ პრესრელიზიდან: რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული დოკუმენტის – „სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში; ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ – განხილვაში და წარადგინა შენიშვნები და წინადადებები. სამწუხაროდ, „სტრატეგიის“ არსებული ვარინატი კვლავ იმდენად დაშორებულია რესპუბლიკური პარტიის ხედვებს, რომ ურთიერთგაგება ამ თემაზე ვერ შედგა. რესპუბლიკური პარტიის კონფლიქტების მოგვარების კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, გამოაქვეყნოს აღნიშნულ პრობლემაზე საკუთარი „ხედვის“ პროექტი საჯარო განხილვისათვის, რის შემდეგაც, მისაღები შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით, პროექტი დასამტკიცებლად გადაეცემა პარტიის ეროვნულ კომიტეტს".

 

 

როგორ ფიქრობთ, სახალხო დიპლომატია რეალურია???

 

რა თქმა უნდა რეალურია. უბრალოდ ამ ფორმას არ შეუძლია კონფლიქტების მოგვარება, მას შუძლია ხელი შეუწყოს კონფლიქტების მოგვარებას. მაგრამ, თუ ხელისუფლებამ ხელა არ გაანძრია მარტო სამოქალაქო დიალოგი ვერაფერს ვერ გახდება. ისინი ერთმანეთს ავსებენ და არა ენაცვლებიან

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

PEPE.

ბატონო პაატა მაინტერესებს მართლაც გჯერათ რომ შესაძლებელია რუსებტან ურთიერთობის დალაგება?

 

არ მჯერა. და მე რუსეთზე არ ვმუშაობ. მე მხოლოდ ქართულ აფხაზურ და ქართულ ოსურ ორმხრივ ურთიერთობებზე ვმუშაობ.

 

თუნდაც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რომ დავთმოთ?

 

რატომ უნდა დავთმოთ? ეს კითხვა ჩემთვის გაუგებარია. დავთმოთ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯებესებისათვის? ჩემთვის ასეთი პოზიცია ყოვლად მიუღებელია.

 

ანუ გვქონდეს კარგი ურთიერთობა და არ ვიყოთ რუსეთის მონები?

გთხოვთ პირდაპირი პასუხი გამეცით კი ანთუ არა

 

დღეს დღეობით რუსეთთან კარგი ურთიერობა შეუძლებელია. კარგი ურთიერთობის ალტერნატივა თუ მხოლოდ მონობაა ეს ძალიან შეზღუდული არჩევანია. რუსეთის მონობაში რას გულისხმობთ ვერ ვხვდები. ვიდრე სოხუმში და ცხინვალში რუსეთის საელჩოებია მასთან მხოლოდ მაქსიმალურად ფორმალური და კარგად გათვლილი პრაგმატული ურთიერთობები შეიძლება გვქონდეს. ჩვენ სუვერენული სახელმწიფო ვართ და ჩვენ უნდა ვწყვეტდეთ ჩვენს პოლიტიკას.

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

paata_zaqareishv...

რატომ უნდა დავთმოთ? ეს კითხვა ჩემთვის გაუგებარია. დავთმოთ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯებესებისათვის? ჩემთვის ასეთი პოზიცია ყოვლად მიუღებელია.

 

ანუ გვქონდეს კარგი ურთიერთობა და არ ვიყოთ რუსეთის მონები?

ინტერნეტში ვნახე თქვენი ინტერვიუ სადაც წერია რომ თქვენ განაცხადეთ აფხაზებს და ოსებს ვაღიზიანებთ რადგან აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს ოკუპირებულს ვეძახითო...

აქედან გამომდინარე დაგისთვით ეს კითხვა...

ესეიგი ოკუპირებული თუ არ არის გამოდის რომ რუსები კანონიერად დგანან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

მოჰაჯირებთან ურთიერთობის აღდგენაზე რას იტყვით?? მგონი ეგ საკითხიც არის ახალ სტრატეგიაში

 

ვთვლი რომ საქართველომ უნდა გამოხატოს მზადყოფნა, ხელი შეუწყოს მოჰაჯირების შთამომავლების დაბრუნებას აფხაზეთში, მაგრამ ეჭვი მეპარება რომ ეს პროცესი განხორციელდეს. მოჰაჯირების შთამომავლების უმრავლესობა გაუცხოებულია თავისი ისტორიული სამშობლოს მიმართ. ცუდად ფლობენ აფხაზურ ენას, განსაკუტრებით ახალგაზრდები. საერთოდ არ ფლობენ, აფხაზეთში დომინანტურ რუსულ ენას. პრაქტიკული მუსულმანები არიან და უჭირთ პოსტსაბჭოთა ათეისტურ აფხაზურ საზოგადოებაში თავისი თავის წარმოდგენა. თურქეთში ფლობენ საკუთრებას და თურქული პასპორტი უპირატესობას ანიჭებს ევროპაში და ახლო აღმოსავლეთში ბიზნესისა და მოგზაურობის განხორციელებისათვის. თურქეთის ევროკავშირის პერსპექტივები აშკარად უფრო მიმზიდველია ვიდრე რუსეთის გავლენის ქვეშ უპერსპქტივო ტერიტორიაზე ცხოვრება.

Edited by lasalexx
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

silver_ranger

შერატონ სოხუმი პალასს აშენებენ თურმე აფხაზები, ბოლოს როდის იყავით სოხუმში ბატონო პაატა?

 

2007 წელს, ე.წ. საპარლამენტო არჩევნების წინ. თუმცა გალში და გალის რაიონში ხშირად ჩავდივარ. ბოლოს გუშინწი ვიყავი.

 

შერატონზე არაფერი არ გამიგია, მაგრამ თურქები ბევრ შენობებს აშენებენ, მათ შორის სასტუმროებსაც.

Edited by lasalexx
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

დარწმუნებული ვარ პარალელურად უყურებთ პრეზიდენტის მონოლოგს შუბლაძის გადაცემაში, თქვენი პირველი შთაბეჭდილება ამის თაობაზე თუ შეიძლება?

 

ნამდვილად არ მიყურებია. არ ვიცი რა თქვა. მე უფრო თინათინ ხიდაშელის გამოსვლა მაინტრესებდა კავკასიაზე. სააკაშვილს მაინც დაგვაზეპირებენ ან შემდეგ როგორმე ინტრნეტში მოვძებნი.

Edited by lasalexx
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

babuagiorgi

კარგი აზრია, მაგრამ ტერიოტორიების დაბრუნებას მხოლოდ კარგად აშენებული საქართველოთი ვერ შევძლებთ.

 

კარგად აშენებული საქართველოში რას გულისხმობთ არ ვიცი (სტალინს ცუდად ქონდა აშენებული საბჭოთა კავშირი?), მაგრამ დემოკრატიული და მდგრადი ეკონომიკური განვითარების საქართველოთი, აფხაზებისა და ოსების მნიშვნელოვანი ნაწილის, დაინტერესებას ნამდვილად შევძლებთ და ხელს შევუწყობთ მათ საზოგადოებებში დისკუსიის დაწყებას საქართველოსთან მეტი ინტეგრაციის მიმართულებით. ვთვლი რომ დემოკრატიული საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებით ნამდვილად მიმზიდველი იქნება აფხაზებისა და ოსების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის.

 

დღეს აფხაზეთზე უფრო დიდი პრობლემა სამაჩაბლოა, თვით რუკასაც რომ დააკვირდეთ მიხვდებით რომ საცაა საქართველო ორად არის გაყოფილი.

 

გეთანხმებით.მაგრამ ესეც ხომ რეალობასთან ჩხუბია. ემოციები გვერდზე უნდა გადავდოთ და ყოველდღიურად კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ თუნდაც პატარ პატარა, ვიდრე მხოლოდ ვილაპარაკოთ.

 

არ მიგაჩნიათ ის, რომ ამ გვირაბმა დიდი ზიანი მიაყენა საქართველოს და რომ საზრუნავია გვირაბის გაუქმება?

 

ნუ მიწყენთ, მაგრამ სწორედ ესაა რეალობასთან ჩხუბი. გვირაბი მოცემულობაა და ის ულვე ისე დიდი ხანია აშენებულია, რომ ნებისმიერი სტრატეგიის მიერ უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული. გვირაბი ისეთივე მოცემულობაა, როგორც მთები, მდინარეები, ზამთარი თუ ზაფხული. ვთქვათ რომ გვირაბი გასაუქმებელია, მაგრამ მერე რა?...

 

არ აქვს მნიშვნელობა როგორ. უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ საუბრის პოლიტიკასთან ერთად მოქმედებაც არის საჭირო.

 

სწორედაც რომ მნიშვნელობა აქვს როგორ. როგორ აპირებთ გვირაბის გაუქმებას? მოქმედებაში სრულებით გეთანხმებით.

 

პ.ს. თუმცა ასეთ ღონისძიებებთან ერთად არც ეს გვაწყენდა: http://www.georgian-style.net/index.php?op...5&Itemid=84

 

საინტერესო ხედვაა. ბევრი მისაღებია. ზოგიერთი სადისკუსიო

Edited by lasalexx
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორც ვხედავ კითხვები ამოიწურა. დიდი მადლობა მოწვევისთვის და საინტერესო კითხვებისთვის. მომავალშიც დიდი სიამოვნებით გავცემ თქვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხს.

 

დიდი ბოდიში, მგონი ზოგჯერ არა სწორად ვკრეფდი პასუხებს და სწორად არ ჯდებოდა ტექსტში. ეს ჩემი პირველი მცდელობაა ფორუმში "პოსტვისა" (მგონი სწორ კონტექსტში ვახსენე ეს ტერმინი) და ამიტომ ბევრი რამე არ ვიცი კარგად.

 

გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით,

პაატა ზაქარეიშვილი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო პაატა, რუსულმა ტელევიზიამ გაავრცელა ქართული ტელევიზიის "საქართველოს"კადრები, სადაც ჰიტლერი თურმე ავტორიტეტი ყოფილა, იმდენად, რომ ცოტა ხანში შეიძლება გახდეს სახელმწიფოს ერთიანობის და უძლეველობის მისაბაძი მაგალითი.

 

რას მოუტანს ეს პროპაგანდა საქართველოს და როგორ გამოიყენებს ამას რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ საერთშორისო არენაზე, ამაზე აღრაფერს ვამბობ

 

 

http://www.1tv.ru/newsvideo/158232

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოგორც ვხედავ კითხვები ამოიწურა. დიდი მადლობა მოწვევისთვის და საინტერესო კითხვებისთვის. მომავალშიც დიდი სიამოვნებით გავცემ თქვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხს.

 

დიდი ბოდიში, მგონი ზოგჯერ არა სწორად ვკრეფდი პასუხებს და სწორად არ ჯდებოდა ტექსტში. ეს ჩემი პირველი მცდელობაა ფორუმში "პოსტვისა" (მგონი სწორ კონტექსტში ვახსენე ეს ტერმინი) და ამიტომ ბევრი რამე არ ვიცი კარგად.

 

გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით,

პაატა ზაქარეიშვილი

ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...