ლ ი ც ი Posted December 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 21, 2009 (edited) მოწოდებები ინტელიგენტურად “19 დეკემბერი. სასტუმრო “პრიმა ვერა”. ქართული ინტელიგენციის დიდი ნაწილი მართავს შეხვედრას საქართველოში ბოლო დროს შექმნილი მდგომარეობის გამო. ქვეყნის ბედზე შეწუხებულ მამულიშვილებს, რომლებიც ვერც საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ და ვერც სხვისაზე, გადაუწყვეტიათ, ჩაფლავებულ ოპოზიციას კიდევ ერთხელ შეუძახონ და როგორმე გამოაღვიძონ. მართალია, ეს შეძახილება ხშირად ლანძღვა-გინებაში გადადის, მაგრამ ოპოზიციის ლიდერებმა უნდა აიტანონ, აბა, ვარდი, მიშას გარდა, უეკლოდ ვის მოუკრეფია? სამაგიეროდ ისინი მიხეილ სააკაშვილსაც თათხავენ და ამით იოხებენ გულს”, - წერს გაზეთი “კვირის ქრონიკა” სტატიაში სათაურით ექსკლუზიური რეპორტაჟი ინტელიგენციის სკანდალური შეხვედრიდან.“აქ ჟურნალისტებს გვიცხადებენ, როც დარბაზი უნდა დავტოვოთ. უკვე აღარ გვიკვირს, ბოლო დროს მოდური გახდა ასეთი რაღაცები, ჯერ დიდი ამბით გვიწვევენ, ჩვენი კრება გააშუქეთო და მერე ქუჩაში გვყრიან. ამიტომ ჩაფიქრებული მაქვს, დღეს ამ “კანონს” არ დავემორჩილო... ყველა ჟურნალისტი გასულია დარბაზიდან, გარეთ იცდიან. მე შორიახლოს მდგარ სავარძელში ვჯდები და რაკი ყურადღებას არავინ მაქვს, ჩემთვის წყნარად ყველაფერს ვიწერ”, - აღნიშნავს სტატიის ავტორი და გამომსვლელთა სიტყვები მოჰყავს.“რეზო ამაშუკელი: მე პირადად კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი მთელი ჩემი ცხოვრება ყოველგვარი არჩევნების, ყოველგვარი ამათთან ლაი-ლუის, შეხვედრების, პრაიმერია თუ რაღაცა ოხრობა, მე ამაში მონაწილეობას არ მივიღებ, არავითარ შემთხვევაში! ამათთან არჩევნებზე ლაპარაკი არ შეიძლება, ყველა ვარიანტში წაგებული გვაქ, ტყუილია ამაზე ლაპარაკი! ის, რომ ჩვენ ოპოზიციაზე ვილაპარაკოთ, შეთანხმდითო და ერთი ვინმე ავირჩიოთო, მე ამაში მონაწილეობას ვერ მივიღებ! ისე, რასაც თქვენ გადაწყვიტავთ, თავიდან ბოლომდე თქვენ გვერდით ვდგავარ...ნუკრი ქანთარია: რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა გრძნობთ, რომ ქვეყანაში გვაქვს უმძიმესი მდგომარეობა, მაგრამ არჩევნების ალტერნატივა რა გვაქვს დღევანდელ გარემოში? გაზაფხულზე, როცა დაუმორჩილებლობა იყო წმინდა ტექნიკის აბავი, ეს ჩაიშალა, ვიცით და ამაზე ნუღარ დავიწყებთ საუბარს. ერთადერთი, თუ ჩვენ გავერთიანდებით დღეს, არის ის, რომ იქნება არჩევნები ვაქციოთ ჩვენ საბაბად სწორედ “ბუნტის” ასაწევად და მერე დიდი “ბუნტის” გასაკეთებლად, რის გარეშეც ეს კაცი არ წავა. ამიტომ, როცა აქ ლაპარაკია ხაფანგზე, შესაძლებელია, ეს ხაფანგი მართლაც არის, მაგრამ თუ თავი გვაქ, პირიქით, ამ ხაფანგში ისინი უნდა გამოვამწყვდიოთ. მე მიმაჩნია, რომ ულტიმატუმების ენით ისედაც არეულ ოპოზიციას ნუ დაველაპარაკებით... 30-პროცენტიანი არჩევნები ჩვენ შეგვიძლით ვაქციოთ “ბუნტის” მიზეზად.ზაზა პაპუაშვილი: სულ ერთი რაღაცა მიკვირს ხოლმე, ამდენი ადამიანი ვართ და ერთ კაცად ვერ გავერთიანდით. მუხტი აიწევაო, ეს არჩევნების წაგების შემთხვევაში კი არა, მანამდე უნდა იყოს, ყველაფრისთვის უნდა მოვემზადოთ. არც მე არა მაქვს ილუზია, რომ ასე იოლად გავიმარჯვებთ, მაგრამ რაღაცა შერკინება ხომ მოხდება, რაღაცა ჯახი ხომ მოხდება? 100 ათასი მოწამე რომ გამოდიოდა, ახლა გამოვიდეს 30 ათასი კაცი პირდაპირ საჩხუბრად! ამ ოპოზიციურ პარტიებთან ჩვენს არ გვაქვს სალოლიავო და ენის მოსაჩლექი, არ მაინტერესებს მაგათი პოლიტიკური შოვინიზმი, თუ ჩვენ გვინდა რომ ეს კაცი არ იყოს, უნდა ვიცოდე, რა პასუხისმგებლობა აქვთ. არ ვიცი, ეგება სამ კაცს უნდა ამის მოშორება და მარტო სამი კაცი გამოდის საჩხუბრად? ეგება 60 ათასი კაცი გამოვიდეს და კაცურად დავამთავროთ ეს ამბავი? ხალხი გაღიზიანებულიაო, მე არა ვარ გაღიზიანებული? ჩვენ იდიოტურ მდგომარეობაში ვართ, მეც გაღიზიანებული ვარ ამდენი არაფრის კეთებით! ბოლო-ბოლო, უნდა შევთანხმდეთ, მიდის საქმე ჯახამდე თუ არა?!ნინელი ჭანკვეტაძე: მოდი ვაღიაროთ, ჩვენ ოპოზიცია გვჭირდება, მაგრამ მათ უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენს პულსზე უნდა ეჭიროთ ხელი... ესენიც მოვლენ ხელისუფლებაში ადრე თუ გვიან და წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება უარესიც დაგვმართონ. დასაკარგი აღარაფერი არა გვაქვს, დამთავრდა... საქართველოს საქმეა დამთავრებული, თბილისს უყურებენ რაიონებიც და ბუნებრივია, ეს არის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა. ძალიან გვჭირდება თბილისის მოგება, თუ ვერ მოვიგეთ, მაშინ გვჭირდება მათი მოგების არმიღება. არ უნდა დავმარცხდეთ, ჩვენი არ უნდა დავხაროთ თავი! თუ ოპოზიცია ისევ გადაუხვევს გზას, მაშინ ჩვენ თითო-თითო კაცი ვიბრძოლებთ ჯოხით და თოხით, მერე როგორც დამთავრდება, დამთავრდეს, მათი სკამების გამო არავინ აღარ გამოვა ქუჩაში!”http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/120724.html ლიცემერი: უზერებო, აი, ადამიანები სსრკ-ს მუზეუმიდან. პ.ს.დავიღალე ჩემი ქვეყნის ტრაგიზმით-თქვენ? Edited December 21, 2009 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 21, 2009 იყო 60 000ისც და 100 000-იც გამოსული, შედეგი?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted December 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 21, 2009 შედეგი?!0 ნუ + მელკი შედეგუნები..წმინდა გიორგის სულის შესახლება, რეგიონებში სახინკლეების დალაშქვრა, კარლოვი -ვარში პაეზდკა...და პაწაპუწა ქაჯობები... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted December 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 21, 2009 უზერებო, აი, ადამიანები სსრკ-ს მუზეუმიდან.ლ ი ც ი 2003-ის ნოემბერშიც ესენი იდგნენ მიხოს გვერდით და მაშინ რომელი მუზეუმიდან იყვნენ? დავიღალე ჩემი ქვეყნის ტრაგიზმით-თქვენ?მეც, არცერთი რევოლუციის მომხრე არ ვყოფილვარ და არც მომავალში ვაპირებ აზრის შეცვლას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 21, 2009 Lo Janko არცერთი რევოლუციის მომხრე არ ვყოფილვარ და არც მომავალში ვაპირებ აზრის შეცვლას.კარგი მაგრამ ხელისუფლება თუ არ მიდის ცოცხლაი თავით, მაშIნ რა ხდება? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted December 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 21, 2009 newstudio მაგრამ ხელისუფლება თუ არ მიდის ცოცხლაი თავით, მაშIნ რა ხდება?რევოლუციები უსისხლოდ იშვიათად ხდება და არავითარი გარანტია არ არის, რომ სახელმწიფო გადატრიალება უსისხლოდ ჩაივლის. არცერთი რევულუცია ად არცერთი "ნათელი იდეა" არ ღირს თუნდაც ერთი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლედ. 2003-ის 23 ნოემბრის გადატრიალება რომ უსისხლოდ დასრულდა ლომის წილი ამაში ედოს მიუძღვის.დღევანდელი ხელისუფალი კი არ გამოირჩევა დიდი შორსმჭვრეტელობით და სავარაუდოდ არც მსხვერპლს მოერიდება, მითუმეტეს ბუნებით მხდალია და ცნობილია კრიტიკულ სიტუაციებში მხდალ მმართველებს რა შეუძლიათ. ყველას აჯობებს ოპოზიციამ გადატრიალებებზე და რევოლუციებზე კი არ იფიქროს, არამედ იმაზე როგორ აიმაღლოს პოპულარობის რეიტინგი ხალხში. თუ ჩვენ საბოლოოდ მარტო მიხოს მოცილება კი არა, ამავე დროს დემოკრატიული მართლშეგნება და კულტურა გვინდა დავამკვიდროთ ხალხში, უფრო მეტი გონიერება და მოთმინებაა საჭირო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 21, 2009 Lo Janko ყველას აჯობებს ოპოზიციამ გადატრიალებებზე და რევოლუციებზე კი არ იფიქროს, არამედ იმაზე როგორ აიმაღლოს პოპულარობის რეიტინგი ხალხში.ყველა გამოკითხვით ოპოზიცია მთლიანობაშI მიშას უგებსდ რეიტინგში...მაგრამ აი თბილისის არჩევნებია. გაიმარჯვა უგულავამ, გაიმარჯვა ბრჭყალებში. მერე რას შვრება საზოგადოება?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted December 21, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 21, 2009 უზერებო, აი, ადამიანები სსრკ-ს მუზეუმიდან.ლ ი ც ი 2003-ის ნოემბერშიც ესენი იდგნენ მიხოს გვერდით და მაშინ რომელი მუზეუმიდან იყვნენ?მაგენი ყოველთვის სსრკ-ს მუზეუმიდან იყვნენ, ჩემო ბატონო Lo Janko. გახსოვს ალბათ, გასული საუკუნის ოცდაათიანი წლების საბჭოთა მეცნიერების "ვარსკვლავის" აკადემიკოს ლისენკოს სიტყვები: "მე ადამიანად პარტიამ შემქმნა", ხოდა ესენი ამას არ ამბობენ, მაგრამ ესენიც პარტიამ შექმნა ადამიანებად Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 21, 2009 ლ ი ც ი ხოდა ესენი ამას არ ამბობენ, მაგრამ ესენიც პარტიამ შექმნა ადამიანებადმასე 30 წელს გადაცილებული ყველა ჩამოსაწერია)) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted December 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 21, 2009 ყველა გამოკითხვით ოპოზიცია მთლიანობაშI მიშას უგებსდ რეიტინგში...მაგრამ აი თბილისის არჩევნებია. გაიმარჯვა უგულავამ, გაიმარჯვა ბრჭყალებში. მერე რას შვრება საზოგადოება?!newstudio, რევოლუციების მოწყობას აჯობებს არჩევნები არ გააყალბებინონ. არა მგონია ეს შეუძლებელი იყოს. საბჭოთა მეცნიერების "ვარსკვლავის" აკადემიკოს ლისენკოს სიტყვები: "მე ადამიანად პარტიამ შემქმნა", ხოდა ესენი ამას არ ამბობენ, მაგრამ ესენიც პარტიამ შექმნა ადამიანებადლ ი ც ი, არ ვიცი რა გითხრა, შეიძლება მათ შორის არის ქრონიკული შემთხვევები და არც თუ ისე ცოტა, მაგრამ ყველა პოდ ადნუ გრებიონკუ, არა მგონია. საზოგადოებაში ობიექტურად არსებობს პროტესტის განცდა და მათაც აქვთ უფლება იყვნენ უკმაყოფილონი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted December 21, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 21, 2009 საზოგადოებაში ობიექტურად არსებობს პროტესტის განცდა და მათაც აქვთ უფლება იყვნენ უკმაყოფილონი.Lo Janko newstudio მართლა "გავიჭედე", მართლა არ ვიცი რა გითხრათ. Nუთუ არ შეგზარათ და შავი ფიქრები არ აღგიძრათ "ერის მომავალზე მოფიქრალი" ჯიგიტების პლებეურ-პროვინციული გულახდილობით და ავადმყოფური სიძულვილით გაჟღენთილმა სიტყვებმა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted December 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 21, 2009 Nუთუ არ შეგზარათ და შავი ფიქრები არ აღგიძრათ "ერის მომავალზე მოფიქრალი" ჯიგიტების პლებეურ-პროვინციული გულახდილობით და ავადმყოფური სიძულვილით გაჟღენთილმა სიტყვებმა?კი ლ ი ც ი, ამაზრზენები არიან, მაგრამ არც ამ ჩანაწერში“აქ ჟურნალისტებს გვიცხადებენ, როც დარბაზი უნდა დავტოვოთ. უკვე აღარ გვიკვირს, ბოლო დროს მოდური გახდა ასეთი რაღაცები, ჯერ დიდი ამბით გვიწვევენ, ჩვენი კრება გააშუქეთო და მერე ქუჩაში გვყრიან. ამიტომ ჩაფიქრებული მაქვს, დღეს ამ “კანონს” არ დავემორჩილო... ყველა ჟურნალისტი გასულია დარბაზიდან, გარეთ იცდიან. მე შორიახლოს მდგარ სავარძელში ვჯდები და რაკი ყურადღებას არავინ მაქვს, ჩემთვის წყნარად ყველაფერს ვიწერ”იგრძნობა დიდი სიყვარული და ავტორის მიუკერძოებლობაში დიდი ეჭვი მეპარება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
choxa Posted December 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 21, 2009 იყო 60 000ისც და 100 000-იც გამოსული, შედეგი?!შედეგს ერთი ადგილი სჭირდება, მარტო მოწოდებები არაა საკმარისი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted December 21, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 21, 2009 გაიმარჯვა უგულავამ, გაიმარჯვა ბრჭყალებში. მერე რას შვრება საზოგადოება?!newstudio რომელი საზოგადობა, ჩემო ბატონო არჩილ? საზოგადოება, ჩემო ბატონო, რომელიც დიდხანს ითმენს ხელისუფლების უსამართლობას, უზნეო ხდება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kote-1962 Posted December 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 21, 2009 ლიცემერი: უზერებო, აი, ადამიანები სსრკ-ს მუზეუმიდან.ესენი მუზეუმიდან კი არ არიან,ხელოვანი ხალხია და იქნებ პოლიტიკურად ისე ,,პოდკოვანი"არ არიან ,როგორც თქვენ ბატონო ჩემო,მაგრამ აქტიურები არიან და ესეც დასაფასებელია.ასე აქტიური,რომ იყოს საზიოგადოების დიდი ნაწილი ეს სატანა სატანისტებითურთ არ მოაჯდებოდა ქვეყანას და საზოგადოებას.ჩემი აზრით,ერთია ფაქტი,რომ ამათი ბოგინის ყოველი დღე კიდევ ერთი კატრასტროფის მომტანია ქვეყნისთვის მთლიანად და ცალ-ცალკე ყველა მოქალაქისთვის.ვინ იცის,ან ვინ განსაზღვრავს ამათი სატანისტური ზრახვების შემდეგ ადრესატს,მსხვერპლს...!ვინ იცის,ვინ იქნება შემდეგი?! აუცილებელია,რომ მაინც და მაინც ჩვენს კარზე დააკაკუნოს უბედურებამ?!ამ ადამიანების ემოცია ჩემთვის პირადად სავსებით გასაგებია და მისაღები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.