Jump to content
Planeta.Ge

"გვეშინოდა, რომ როკის გვირაბს ააფეთქებდით

Recommended Posts

მოსკოვში ჟურნალისტთა საერთაშორისო ფორუმზე წასვლა იმის გასაგებადაც ღირდა, თუ რა ალიაქოთი იყო ატეხილი 8 აგვისტოს დილას რუსეთის გენშტაბში და რატომ გზავნიან აგვისტოს ომგამოვლილ რუს ოფიცრებს სომხეთში...

მოსკოვში ევროპისა და აზიის ჟურნალისტთა საერთაშორისო ფორუმში ქართველი ჟურნალისტების მონაწილეობის გამო სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ქართულ ტელეარხებზე ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟი ჩაცხრა, მაგრამ ცხარე დისკუსიებმა ტელეეკრანებიდან ინტერნეტსაიტებზე გადაინაცვლა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ინტერნეტდისკუსიებში ამ სტატიის ავტორის გვარიც (როგორც მოსკოვში ჩასული ქართველ ჟურნალისტთა ჯგუფის ერთ-ერთი წევრის) ხშირად ფიგურირებს (ბევრი გვამხნევებს, ზოგიერთი გვაკრიტიკებს), არავისთან თავის მართლებას არ ვაპირებთ, უბრალოდ, "კვირის პალიტრის" ერთგულ მკითხველს ვთავაზობთ წინა ნომერში დაპირებული იმ საინტერესო დეტალების გაცნობას, რაც მოსკოვში ყოფნისას გავიგე.

ზემოხსენებულ ფორუმში მონაწილეობდა არაერთი ცნობილი რუსი ჟურნალისტი (ასევე უკრაინელი, შუააზიელი...), რომლებიც აგვისტოს ომის დროს საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილ რუსულ სამხედრო დანაყოფებს მოჰყვებოდნენ სტატიებისა თუ სატელევიზიო სიუჟეტების მოსამზადებლად. არაოფიციალურ საუბრებში მათ ძალიან ბევრი საინტერესო დეტალი გაიხსენეს, რომლებმაც გადამწყვეტი, საბედისწერო როლი ითამაშა ქართული მხარისთვის.

ერთ-ერთმა ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა გაიხსენა ომის პირველ საათებში თავისი საუბარი რამდენიმე რუს გენერალთან - "გვეშინოდა, რომ როკის გვირაბს ააფეთქებდით და ჯავას დაარტყამდით. თქვენ კი მთელი ძალები ცხინვალის ასაღებად გადაისროლეთ, ამაზე მეტ საჩუქარს ნამდვილად ვერ მოგვიძღვნიდით.

ქართველებს როკის გვირაბი რომ აგეფეთქებინათ, ან იქიდან ერთადერთი გამოსასვლელი რთულად გასავლელი სერპანტინი რომ ჩაგეკეტათ, ჩვენი ჯავშანკოლონები უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ და ცხინვალამდე ჩამოსაღწევად საათები კი არა, შეიძლება ერთი-ორი კვირაც დასჭირვებოდათ. ნამდვილად დარწმუნებული ვიყავით, რომ ცხინვალს გვერდს აუვლიდით და მთავარ შეტევას ჯავაზე განახორციელებდით, სადაც ომამდე ერთი წლით ადრე საიდუმლო სამხედრო საცავების მოწყობა დავიწყეთ იმ შემთხვევისთვის, თუ როკის გვირაბს ჩაგვიკეტავდით. მაგრამ თქვენმა გენერალიტეტმა ჩვენი ბედოვლათი ყოფილი თავდაცვის მინისტრის, გრაჩოვის სტრატეგიული შეცდომა გაიმეორა და ტანკები ცხინვალში შეიყვანა ისევე, როგორც გრაჩოვმა 1994 წლის 31 დეკემბერს - გროზნოში და იქ ცხვირმოუხოცავ ჩეჩენ "ბოევიკებს" ჩაახოცვინა"...

ამ სიტყვების გაგონებაზე გული დამიმძიმდა, რადგან გუშინდელმა (და შეიძლება ხვალინდელმაც!) მოწინააღმდეგემ თითქმის სიტყვასიტყვით ზუსტად გაგვიმეორა იმ საბედისწერო შეცდომების თანამიმდევრობა, რაც საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ, უფრო სწორად, მათზე უდიდესი გავლენის მქონე პოლიტიკურმა ელიტამ დაუშვა.

მეორე არანაკლებ საინტერესო დეტალი სხვა რუსი ჟურნალისტის მონათხრობიდან გამოჩნდა, რამაც კიდევ ერთხელ მატკინა გული - თურმე 8 აგვისტოს დილას მოსკოვში მდებარე რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ერთი შენობიდან მეორეში გადადიოდა (ეს საქმე რამდენიმე დღის დაწყებული იყო) და, შესაბამისად, თითქმის მთლიანად მოშლილი იყო გენშტაბის რამდენიმე მთავარი სამმართველოს, მათ შორის სამობილიზაციოს, მუშაობის პროცესი.

მეტიც, არ ფუნქციონირებდა გენშტაბის დახურული კავშირისა და მართვის ძირითადი კომპონენტები, რის გამოც რუსეთის გენშტაბიდან ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქისა და 58-ე არმიის ხელმძღვანელობისთვის გაცემული ბრძანებების ადრესატამდე მისვლა 8-10 საათით იგვიანებდა, რის გამოც რუსი გენერლები იძულებულნი იყვნენ, ჩვეულებრივი მობილური ტელეფონებით, ღია კავშირით გაეცათ ბრძანებები.

ჩვენ მოწინააღმდეგის ვერც ეს სერიოზული სისუსტე გამოვიყენეთ...

და ერთიც: მოსკოვში ყოფნისას გავიგეთ, რომ რეფორმირების პროცესში მყოფი 58-ე არმიისა და, შესაბამისად, მასში შემავალი მე-19 მოტომსროლელი დივიზიის (ამ არმიის ბაზაზე ჩრდილოეთ კავკასიაში რამდენიმე ცალკეული ბრიგადა ყალიბდება) იმ ოფიცრების დიდი ნაწილი, ვინც აგვისტოს ომის დროს რეალური საბრძოლო გამოცდილება მიიღო, სომხეთში გადაჰყავთ.

ჯერ ძნელი სათქმელია, ამ ომგამოვლილი ოფიცრებით გაძლიერებული გიუმრის 102-ე რუსული სამხედრო ბაზის დანაყოფების მთავარი მიზანი ისევ სამხრეთ-აღმოსავლეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე იერიშის მიტანის მზადება იქნება (2008 წლის 9 აგვისტოდან საქართველო-სომხეთის საზღვართან მობილიზებული იყო 50 ერთეული რუსული ჯავშანტექნიკა შესაბამისი ქვეითი დანაყოფების თანხლებით), თუ ამ რუს ოფიცრებს მთიან ყარაბაღში სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის შეიარაღებული კონფლიქტის განახლების შემთხვევაში გამოიყენებენ.

ეს ინფორმაცია უთუოდ ყურადსაღები უნდა იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობისთვის.

2005 წლის მაშინდელი თავდაცვის მინისტრის, ოქრუაშვილის "ჩაწოდებით", პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამ სტატიის ავტორი ტელეეკრანიდან ერთ-ერთ პირველ "მარკოზაშვილად" მოიხსენია, თუმცა გავიდა ცოტა ხანი და გამოჩნდა, ვინ იყო მართალი. არა უშავს, დღესაც მოსკოვში ჟურნალისტური ვიზიტის გამო შეიძლება "ხელისუფლებასთან ჩახუტებულმა" ზოგ-ზოგიერთმა ჟურნალისტმა "თითქმის მოღალატის" იარლიყი მომაკერა, მაგრამ სიმართლე ხომ ერთია და ის მალე გამოჩნდება...

ირაკლი ალადაშვილი

”კვირის პალიტრა”

წყარო: http://www.ambebi.ge/samkhedro/14542-qgves...thqven-kiq.html

რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 42
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

dariala

რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?

აი ამას ვფიქრობ!

ქართველებს როკის გვირაბი რომ აგეფეთქებინათ, ან იქიდან ერთადერთი გამოსასვლელი რთულად გასავლელი სერპანტინი რომ ჩაგეკეტათ, ჩვენი ჯავშანკოლონები უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ და ცხინვალამდე ჩამოსაღწევად საათები კი არა, შეიძლება ერთი-ორი კვირაც დასჭირვებოდათ. ნამდვილად დარწმუნებული ვიყავით, რომ ცხინვალს გვერდს აუვლიდით და მთავარ შეტევას ჯავაზე განახორციელებდით, სადაც ომამდე ერთი წლით ადრე საიდუმლო სამხედრო საცავების მოწყობა დავიწყეთ იმ შემთხვევისთვის, თუ როკის გვირაბს ჩაგვიკეტავდით. მაგრამ თქვენმა გენერალიტეტმა ჩვენი ბედოვლათი ყოფილი თავდაცვის მინისტრის, გრაჩოვის სტრატეგიული შეცდომა გაიმეორა და ტანკები ცხინვალში შეიყვანა ისევე, როგორც გრაჩოვმა 1994 წლის 31 დეკემბერს - გროზნოში და იქ ცხვირმოუხოცავ ჩეჩენ "ბოევიკებს" ჩაახოცვინა"...

მე დღესაც ღმად ვარ დაწმუნებული რომ ჩვეწნ აგვისტოს ომში მოგება შეგვეძლო, ან ჩვენთვის მომგებიანი ზავის დადება!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

მე დღესაც ღმად ვარ დაწმუნებული რომ ჩვეწნ აგვისტოს ომში მოგება შეგვეძლო, ან ჩვენთვის მომგებიანი ზავის დადება!

დაიჯერეთ ხალხნო ეს ომი ცხინვალის აღებას არ ემსახურებოდა. ამ ომმა გააკეთა ის, როს გამოც დაიწყო. ეს ომი იყო რუსეთისთვის ნიღაბის ჩამოსახსნელად დაწყებული ომი. არათუ სააკაშვილმა, არამედ პირველმა ლედიმაც გარკვევით თქვა დაჭრილებთან: ჩვენ მოვიგეთო, იმიტომ რომ მივაღწიეთო კონფლიქტის ინტერნაციონალიზაციას. ეს არ იყო სპონტანურად მოფიქრებული პასუხი რულოვსის მხრიდან.

სწორედ ამიტომ გაუგრძელეს რუს სამხედროებს სამშვიდობო მანდატი. სწორედ ამიტომ არ შეუტიეს ჯავას და როკის გვირაბს. სწორედ ამიტომ გაუგრძელეს მანდატი რუსებს და მისცეს საბაბი თავი ემართლებინათ ჩვენ ჩვენს მისიას ვასრულებდით და სხვა გზა უბრალოდ არ გვქონდაო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DATA TUTASXIA

არადა ძნელია შეგეკამათო...სხვა ლოგიკური ახსნა უკვე აღარ დარჩა რა...ნუ გარდა იმისა რომ უბრალოდ იდიოტების სბროდია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"გვეშინოდა, რომ როკის გვირაბს ააფეთქებდით და ჯავას დაარტყამდით. თქვენ კი მთელი ძალები ცხინვალის ასაღებად გადაისროლეთ, ამაზე მეტ საჩუქარს ნამდვილად ვერ მოგვიძღვნიდით.

ქართველებს როკის გვირაბი რომ აგეფეთქებინათ, ან იქიდან ერთადერთი გამოსასვლელი რთულად გასავლელი სერპანტინი რომ ჩაგეკეტათ, ჩვენი ჯავშანკოლონები უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ და ცხინვალამდე ჩამოსაღწევად საათები კი არა, შეიძლება ერთი-ორი კვირაც დასჭირვებოდათ. ნამდვილად დარწმუნებული ვიყავით, რომ ცხინვალს გვერდს აუვლიდით და მთავარ შეტევას ჯავაზე განახორციელებდით, სადაც ომამდე ერთი წლით ადრე საიდუმლო სამხედრო საცავების მოწყობა დავიწყეთ იმ შემთხვევისთვის, თუ როკის გვირაბს ჩაგვიკეტავდით. მაგრამ თქვენმა გენერალიტეტმა ჩვენი ბედოვლათი ყოფილი თავდაცვის მინისტრის, გრაჩოვის სტრატეგიული შეცდომა გაიმეორა და ტანკები ცხინვალში შეიყვანა ისევე, როგორც გრაჩოვმა 1994 წლის 31 დეკემბერს - გროზნოში და იქ ცხვირმოუხოცავ ჩეჩენ "ბოევიკებს" ჩაახოცვინა"...

სირები :puke:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

არადა ძნელია შეგეკამათო...სხვა ლოგიკური ახსნა უკვე აღარ დარჩა რა...ნუ გარდა იმისა რომ უბრალოდ იდიოტების სბროდია

რუსეთის საელჩოსთან აქცია იმართებოდა(მეზობელი ფორუმის ლომების) და არავის მოსვლია აზრად რუსებისთვის სამშვიდობო მანდატის შეწყვეტის მოთხოვნით აქცია გაემართათ კანცელარიასთან ან პარლამენტთან. მაგრამ ამ ყველაფერს თავისი ახსნა ქონდა მაშინაც. მუხტი :) სჭირდებოდა მიშას, საბრძოლო სულისკვეთება უნდა აემაღლებინა ხალხში და მიაღწია მიზანს კიდევაც. გამოკითხვით, ომით ტერიტორიების დაბრუნების მომხრე დაახლოებით 90% იყო.

შექმნეს მითი ჩვენი უძლეველობისა, გაიხსენეთ კეზერაშვილის სიტყვები:- ჯარი ისეა მზად ომისთვის, როგორც არასდროს. მაგრამ ეს ყველაფერი უბრალო ობივატელისთვის კეთდებოდა.

ვინმემ იცის რამდენი იარაღი იყო შესყიდული და რამდენი ჩაუვარდათ რუსებს ხელში ნადავლის სახით? არა და ვერც ვერასდროს გავიგებთ. და ვერც იმას გავიგებთ რამდენი მოტეხეს ფული ამ სამხედრო შესყიდვების დროს. მორჩა ამ ომმა წაშალა ყველაფერი. იტყვიან რუსებმა გაანადგურეს ან წაიღესო. ბოლო წლეების მანძილზე სადღაც 9 მილიარდამდე დაიხარჯა იარაღზე. აქედან რეალურად რამდენი დაიხარჯა იცის ვინმემ? ან რუსებმა რამდენი გაანადგურეს.

ფულიც გააკეთეს, რუსებს ნიღაბი ჩამოხსნეს, ბათუმი ბარსელონა გახდება, ყველაზე მხიარული ახალი წელი გვექნება, დაღუპულთა ოჯახებს ბინები დაურიგეს, წამლებიც გააიაფეს და ასე მორჩა ეს ყველაფერი.

ხმამაღლა ვაცხადებ: -ქართველმა ხალხმა პენსიებზე, შუქზე, გზებზე, ბათუმის ბულვარზე, შადრევნებზე გაყიდა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. :yes2:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DATA TUTASXIA

ხმამაღლა ვაცხადებ: -ქართველმა ხალხმა პენსიებზე, შუქზე, გზებზე, ბათუმის ბულვარზე, შადრევნებზე გაყიდა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი.

ქართფველი ხალხი არაფერ შუაშია

საზოგადოება ყველაფერს ადეკვატურად უდგება!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

საზოგადოება ყველაფერს ადეკვატურად უდგება!

სად ხედავთ მერე საზოგადოების ადეკვატურობას? ან რაში გამოიხატება?

იმაში ხომ არა შემთხვევით რომ ქმრები აღმასრულებელ ან საკანონმდებლო ან კიდევ ძალისმიერ სტრუქტურაში მუშაობდეს, ცოლები კი თოქ- შოუების წამყვანები იყვნენ. წადით რეგიონებში არხიფო სეთური მონაგონია იმასთან რაც იქ ხდება.

ვინმემ რამეზე ამოიღო ხმა ამ მოახდინა ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე ზეგავლენა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DATA TUTASXIA

იმაში ხომ არა შემთხვევით რომ ქმრები აღმასრულებელ ან საკანონმდებლო ან კიდევ ძალისმიერ სტრუქტურაში მუშაობდეს, ცოლები კი თოქ- შოუების წამყვანები იყვნენ. წადით რეგიონებში არხიფო სეთური მონაგონია იმასთან რაც იქ ხდება.

ეს არის ის მძ##რი რაც გარემოებების გამო ზედაპირზე ტივტივებს, თორემ საზოგადოება უფო ჯანსაღია მე რომ მკითოხ ვიდრე 2003ში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რას ამბობთ ხალხო, მერე ხომ თბილისს დაბომბავდნენ... რესტორნებს დაგვინგრევდნენ...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხმამაღლა ვაცხადებ: -ქართველმა ხალხმა პენსიებზე, შუქზე, გზებზე, ბათუმის ბულვარზე, შადრევნებზე გაყიდა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი.

ხელისუფლებამ

თან ისე, რომ ქართველი ხალხისათვის არაფერი უკითხავთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

choxa

ხელისუფლებამ

თან ისე, რომ ქართველი ხალხისათვის არაფერი უკითხავთ

"საქონელ" ამომრჩეველზე რას იტყვი?

და ამ ხელისუფლებას ლეგიტიმაციას ვინ აძლევს?

ვინ არის ხელისუფლების წყარო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"

გვეშინოდა, რომ როკის გვირაბს ააფეთქებდით და ჯავას დაარტყამდით. თქვენ კი მთელი ძალები ცხინვალის ასაღებად გადაისროლეთ, ამაზე მეტ საჩუქარს ნამდვილად ვერ მოგვიძღვნიდით. ქართველებს როკის გვირაბი რომ აგეფეთქებინათ, ან იქიდან ერთადერთი გამოსასვლელი რთულად გასავლელი სერპანტინი რომ ჩაგეკეტათ, ჩვენი ჯავშანკოლონები უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ და ცხინვალამდე ჩამოსაღწევად საათები კი არა, შეიძლება ერთი-ორი კვირაც დასჭირვებოდათ. ნამდვილად დარწმუნებული ვიყავით, რომ ცხინვალს გვერდს აუვლიდით და მთავარ შეტევას ჯავაზე განახორციელებდით, სადაც ომამდე ერთი წლით ადრე საიდუმლო სამხედრო საცავების მოწყობა დავიწყეთ იმ შემთხვევისთვის, თუ როკის გვირაბს ჩაგვიკეტავდით. მაგრამ თქვენმა გენერალიტეტმა ჩვენი ბედოვლათი ყოფილი თავდაცვის მინისტრის, გრაჩოვის სტრატეგიული შეცდომა გაიმეორა და ტანკები ცხინვალში შეიყვანა ისევე, როგორც გრაჩოვმა 1994 წლის 31 დეკემბერს - გროზნოში და იქ ცხვირმოუხოცავ ჩეჩენ "ბოევიკებს" ჩაახოცვინა"...

:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აღარ მინდა ხოლმე შემოხედვა ამდენი უარყოფითი ინფორმაციის გამო.არ ვიცი ეს სიმართლეა თუ არა და სიმართლეც რომ იყოს,რა უნდა დავწერო?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაპატიეთ ყველამ ვინც კი დაგამძიმათ ამ თემამა. მესმის რომ ძნელია, მაგრამ სირაქლემას პოზიციაში არ უნდა ვიყოთ. უნდა ვიცოდეთ რა, რატომ და როგორ მოხდა. მართალია სრულ სიმართლეს ვერასოდეს გავიგებთ მაგრამ მსჯელობა ხომ შეიძლება.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...