ლ ი ც ი Posted December 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2009 (edited) ოპოზიციონერი ლიდერები ადასტურებენ, რომ არჩევნებში მერობის საერთო კანდიდატით წარდგენის შესახებ შეთახმება შედგა 20:58 - 20.12.2009 ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები ადასტურებენ, რომ არჩევნებში თბილისის მერობის საერთო კანდიდატით წარდგენის შესახებ შეთახმება შედგა. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად ვინ იქნება ამმხრივ ოპოზიციის რჩეული და რა ფორმით მოხდება მისი გამოვლენა. როგორც ჟურნალისტებს "ხალხის პარტიის" ლიდერმა და მერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა კობა დავითაშვილმა განუცხადა, ოპოზიციური პარტიები ერთიანი კანდიდატის აუცილებლობის შესახებ შეთანხმდნენ. მისივე თქმით, ჯერჯერობით ძალაში რჩება პრაიმერის ჩატარების იდეა, თუმცა დავითაშვილმა განსხვავებული ინიციატივის გაზიარება არ გამორიცხა. ამასთან, როგორც სასტუმრო "პრიმა ვერაში" გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ "ალიანსის საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა აბაშიძემ განაცხადა, შეხვედრაზე მან ალიანსის პოზიცია დააფიქსირა, რომელიც ხელისუფლების მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით შეცვლას გულისხმობს. "ყველა ვთანხმდებით, რომ შეიქმნება ერთიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც ამავდროულად ერთიან კანდიდატს გამოკვეთავს, თუმცა სავარაუდო კანდიდატებზე საუბარი არ ყოფილა", - განაცხადა აბაშიძემ. შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო საზოგადოება დღეს არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერებს და წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი თბილისის მერის არჩევნებში ოპოზიციის ერთობა იყო. http://pirweli.com.ge/index.php?option=com...70&Itemid=1 ლიცემერი: გამარჯვების და პირველობის ჟინი განსაკუთრებული სიმძაფრითაა ქართულ ხასიათში . მეტოქეობის, ქიშპის, სხვაზე ამაღლების დაუოკებელი სურვილი, პირველობისკენ სწრაფვაც ქართული პონტია(არა მარტო ქართული, მაგრამ ჩვენში განსაკუთრებით მჟღავნდება) და აქედან გამომდინარე, ამ მანკიერი თვისების დაძლევა და არჩევნებში მერობის საერთო კანდიდატზე შეთანხმება ,ჩემი აზრით,ნამდვილად მისასალმებელი ფაქტია. საღოლ!!! რას იტყვით? Edited December 20, 2009 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted December 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2009 ლ ი ც ი კარგია რომ ვინმეზე შეტანხმდნენ მაგრამ გაიმარჯვებს უგულავა და მერე ატყდება ერთი ამბავი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted December 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2009 ლ ი ც ი მართლაც საღოლ, თუ არ გადათქვეს და არ დაჭამეს ერთმანეთი ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted December 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2009 აქედან გამომდინარე არჩევნებში მერობის საერთო კანდიდატზე შეთანხმება ნამდვილად მისასალმებელი ფაქტია.ეს მაგონებს მიუნხაუზენის მონათხრობს,http://leifi.physik.uni-muenchen.de/web_ph10_g8/musteraufgaben/03newton/muenchhaus/muenchhausen.gifიმედია ნელნელა განვითარდებიან, ხალხს დაემსგავსებიან და ქვეყანას წაადგებიან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted December 20, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2009 (edited) იმედია ნელნელა განვითარდებიან, ხალხს დაემსგავსებიან და ქვეყანას წაადგებიან.ჭანო ქართული სოციუმის მენტალობა ძალიან რთული ფენომენია და მისი მყისიერი მეტამორფოზა , როგორც ეს მიშას უნდოდა ფანტასმაგორია , დროა საჭირო Edited December 20, 2009 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2009 ჯერ წარადგინონ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted December 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2009 ჭანო ქართული სოციუმის მენტალობა ძალიან რთული ფენომენია და მისი მყისიერი მეტამორფოზა , როგორც ეს მიშას უნდოდა ფანტასმაგორია , დროა საჭირო თან უცებ სოციალიზმში გაზრდილი და სოციალიზმს შეჩვეული ხალხი უცებ გადავიდა უფროსწორად ვერ გადავიდა კაპიტალიზმზე და დასავლურ აზროვნებაზე მაგრამ დროთა განმავლობაში ნელნელა ყველაფერი დალაგდება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted December 20, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2009 (edited) ჯერ წარადგინონ.lasha1997 მთავარი ის არის რომ საერთო კანდიდატზე შეთანხმდნენ. ისე კი , ალბათ ალასანიაზეა შეთანხმდებიან Edited December 20, 2009 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted December 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2009 რაღAც თუ მეშლება გამისწორეთ-წინა არჩევნებში მგონი ეგრე შეთAნხმდნენ და მერე მამამ რომ საფრანგეთში წაიღო და ქართული დაავიწყდა-მადამმა ცალკე მინდაო გამოაცხადა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted December 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2009 საღოლ!!! რას იტყვით?კი ლ ი ც ი, გეთანხმები კარგია როცა ხედავ როგორ ნახულობენ ადამიანები ერთმანეთთან საერთო ენას, მაგრამ ეს ერთობა კონკიას ბროლის ქოშივით მყიფეა და მეორე მხარეს იმდენად მოქნილი პოლიტტექნოლოგიებია, რომ ადვილად დაიმსხვრევა. ვნახოთ, დასაწყისი კარგია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2009 მთავარი ის არის რომ საერთო კანდიდატზე შეთანხმდნენ. ისე კი , ალბათ ალასანიაზეა შეთანხმდებიან ვნახოთ ლიც. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
vitaminC Posted December 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2009 და ხმათა უმრავლესობით , ვთქვათ, ძიძიგურზე რომ შეთანხმდნენ, რა ვქნა მერე მე, ძიძიგურს მივცე ხმა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted December 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2009 vitaminC და ხმათა უმრავლესობით , ვთქვათ, ძიძიგურზე რომ შეთანხმდნენ, რა ვქნა მერე მე, ძიძიგურს მივცე ხმა?რატომ მაინცდამაინც ძიძიგურს? უგულავაც იყრის კენჭს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
vitaminC Posted December 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 20, 2009 უფ, რა არჩევანია! პირდაპირ, არ ვიცი, რომელს მივცე ხმა, ორივე მინდა)))) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted December 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 21, 2009 ლ ი ც ი მთავარი ის არის რომ საერთო კანდიდატზე შეთანხმდნენ. ისე კი , ალბათ ალასანიაზეა შეთანხმდებიან სამაგიეროდ 1%-იანი პარტიები, კონსერვატორები, კობა და მისთანნი სიაში 20% პროცენტს მოითხოვენ თვითოეული.მთელი ამათი მოქმედებები მხოლოდ ამისკენაა მიმართული. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.