Jump to content
Planeta.Ge

გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი


Recommended Posts

გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი (დ. 27 აგვისტო, 1770, შტუტგარტი — გ. 14 ნოემბერი, 1831, ბერლინი), გერმანელი ფილოსოფოსი, გერმანული კლასიკური ფილოსოფიის წარმომადგენელი.

 

შტუტგარტის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ტიუბინგენის უნივერსიტეტის თეოლოგიურ ფაკულტეტზე. (1788-1793) ახალგაზრდა ჰეგელი აღფრთოვანებით შეხვდა საფრანგეთის რევოლუციას. 1793-1801 კერძო მასწავლებლად მუშაობდა ჯერ ბერლინში, შემდეგ კი მაინის ფრანკფურტში. ამ პერიოდში საფუძვლიანად სწავლობდა ფილოსოფიისა და თეოლოგიის პრებლემებს. ამავე წლებში დაინტერესდა პოლიტიკისა და პოლიტეკონომიის საკითხებით.

 

 

პ.ს ძალიან მაინტერესებს მისი ნაშტრომები თუ ვინმეს რამე მოგეპოვებათ ძალიან გთხოვთ დადოთ აქ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 weeks later...
  • 3 weeks later...

chegesto

გეორგ ვილჰელმ ჰეგელი (1770-1831), გენიალური მოაზროვნე. მისი შემოქმედება ცალკე ეპოქაა არა მარტო ფილოსოფიის, არამედ პოლიტიკურ-სამართლებრივ ისტორიაში. პოლიტიკურ-სამართლებრივი კუთხით საინტერესოა მისი შრომები _ “გერმანიის კონსტიტუცია”, “ბუნებრივი სამართლის მეცნიერული მეთოდები, მისი ადგილი პრაქტიკულ ფილოსოფიასა და მისი ურთიერთობა მეცნიერებასა და პოზიტიურ სამართალთან”, “სულის ფენომენოლოგია” (1807). “ვიუტენბერგის სამეფოს საშუალო წოდების კრების ანგარიში”, “სულის ფილოსოფია” (1831), “სამართლის ფილოსოფია (1820)”, “ისტორიის ფილოსოფია” (1827) და ა. შ.

სახელმწიფოსა და სამართალზე მისი სწავლება სრული სახით გადმოცემულია ნაშრომში “სამართლის ფილოსოფია” (1820). ეს პოლიტიკურ-სამართლებრივი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია. ჰეგელისათვის დიალექტიკურად განვითარებადი სულის სამი ძირითადი საფეხური არსებობს: სუბიექტური სული (ანთროპოლოგია, ფენომენოლოგია, ფსიქოლოგია). ობიექტური სული (სამართალი, მორალი, ზნეობა). აბსოლუტური სული (ხელოვნება, რელიგია, ფილოსოფია).

სამართლის ფილოსოფიის მთავარი ამოცანაა სახელმწიფოსა და სამართლის შემეცნება და არა იმის მითითება, როგორი უნდა იყვნენ ისინი.

ჰეგელი ცდილობს შეწვდეს და ასახოს “სახელმწიფო, როგორც შინაგანად რაღაც გონივრული”. მისი აზრით, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება “ისეთი სახელმწიფოს კონსტრუირება, როგორიც გვინდა რომ იყოს”.

ჰეგელის მთელ ფილოსოფიას ერთი იდეა _ აზროვნების და ყოფის იგივეობა გასდევს თან. ეს სახელმწიფოსა და სამართლის ფილოსოფიაშიც გამოვლინდა _ აზრი და სინამდვილე (რეალობა) იგივეობაა. ცხადია, სინამდვილეში იგულისხმება არა ყველაფერი არსებული, არამედ მხოლოდ აუცილებელი და მნიშვნელოვანი. ამ აზრით უნდა გავიგოთ ჰეგელის ცნობილი სიტყვები “რაც გონივრულია, ის სინამდვილეა, რაც სინამდვილე _ ის გონივრული”.

იურისპრუდენციისაგან განსხვავებით, რომელიც იურიდიულ კანონებს (პოზიტიურ სამართალს) სწავლობს, სახელმწიფოსა და სამართლის ფილოსოფია მოწოდებულია, სამართლის საფუძველში არსებულ აზრს მიწვდეს. სამართალის ფილოსოფიის საგანი სამართლის იდეაა. სამართლის იდეა არის სწორედ თავისუფლება, რომელიც იშლება (ცოცხლდება) იმ სამყაროში, რასაც სახელმწიფო და სამართალი ჰქვია.

ობიექტური სულის სფეროში თავისუფლება რეალურ ფორმას პირველად სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი ფორმების სახით იღებს. სული თავისი სუბიექტურობის ფორმიდან გამოდის, შეიმეცნებს და ობიექტურად წარმოგვიდგენს საკუთარი თავისუფლების გარეგან რეალობას: ობიექტური სული ამჟღავნებს თავის უფლებებს, ანუ ცნება სამართალი რეალიზდება ყოფაში (სინამდვილეში). რადგან ჰეგელის აზრით, ცნების რეალიზაცია სინამდვილეში არის იდეა, ამიტომ სამართლის ფილოსოფიის საგანია სამართლის იდეა _ სამართლის ცნებისა და მისი განხორციელების (რეალიზაციის) ერთობა.

ობიექტური სულის სფერო ჰეგელისათვის არის იდეალური პოლიტიკურ-სამართლებრივი სინამდვილე.

პოლიტიკურ-სამართლებრივი სამყაროს შემეცნება ობიექტური იდეალიზმის ხედვის კუთხიდან არის მისი აზრობრივი შექმნა, მისი გონის, არსის წვდომა და ასახვა. ანუ სამართლის ცნების სინამდვილეში განხორციელება. ე.ი. სამართლის ცნების კონკრეტიზაციის დიალექტიკური პროცესი, ანუ მისი აბსტრაქტული ფორმიდან კონკრეტულისკენ სვლა.

ცნება _ სამართალი, ჰეგელის აზრით სამი მნიშვნელობით წარმოგვიდგება:

1. სამართალი, როგორც თავისუფლება (“სამართლის იდეა”). აქ “სამართალი” და “თავისუფლება” აზრობრივად იგივური ცნებებია.

2. სამართალი, როგორც თავისუფლების გარკვეული საფეხური და ფორმა (“განსაკუთრებული სამართალი”, რაღაც მიახლოებული ბუნებრივ სამართალთან).

3. სამართალი, გამოსახული კანონში (პოზიტიური სამართალი).

აქ ნათლად ჩანს, რომ, რაც უფრო ზოგადიდან, იდეიდან გადადის სამართალი კონკრეტულ გამოსახულებებში, მით უფრო კარგავს ჭეშმარიტ არსს და მიწიერი, უსუსური ხდება. პოზიტიური სამართალი არშემდგარი სამართალია.

ასევე უდგება ჰეგელი ისეთ ცნებებს, რიგორიცაა მორალი, ოჯახი, საზოგადოება, სახელმწიფო. აბსტრაქტულიდან კონკრეტულისკენ სვლისას ისინი თითქოს “დეფორმირდებიან”.

სახელმწიფო “განსაკუთრებული სამართლის” იერარქიაში უმაღლეს დონეზე დგას. მას მოჰყვება საზოგადოება, მერე ოჯახი, პიროვნება. სამართალი, როგორც კანონი (პოზიტიური სამართალი) გამოდის (გამომდინარეობს) განსაკუთრებული სამართლიდან. პიროვნებაში კი იგულისხმება სამართალმიმღები, ანუ ის, ვისაც აქვს უნარი მიღოს სამართალი. ამის საშუალება აქვს ყველას (ფორმალურად ყველა თანასწორნი ვართ), აქედან გამომდინარე, მონას აქვს აბსოლუტური უფლება მოიპოვოს თავისუფლება.

ჰეგელის აზრით, დამოუკიდებელ, საკუთრების მქონე პირებს შორის დადებული ხელშეკრულება არის გონების განხორციელების აუცილებელი მომენტი. ეს შეიძლება შემდეგნაირად გავიგოთ: ხელშეკრულების საგანი შეიძლება იყოს რაღაც ნივთი, რომლის გასხვისება თავისუფლად შეუძლია მის მფლობელს. ცნება “თავისუფლება”, “უფლებები” არ შეიძლება იყოს პიროვნების საკუთრება. შესაბმისად, მათი გასხვისება შეუძლებელია.

ამიტომ ჰეგელი სახელმწიფოს შექმნის ყოველგვარ ხელშეკრულებით თეორიას უარყოფს.

სამოქალაქო საზოგადოება წარმოადგენს კერძო მიზნებისა და ცალკეული პირების ინტერესების რეალიზების განსაკუთრებულ სფეროს. საზოგადოება, ესაა განსჯა, მრავალი და კერძო ინტერესის შეჯერება. სახელმწიფო კი ამ განსჯის, შეჯერების გონივრულობა _ გონი. ანუ საზოგადოების განვითარება უკვე ქმნის, მოიცავს იმ ცნებას, რასაც სახელმწიფოს ვუწოდებთ.

განვითარებული საზოგადოება უკვე სახელმწიფოა.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო გონების იდეაა, თავისუფლება და სამართალი. რადგან იდეა არის განხორციელებული ცნება, ამიტომ “სახელმწიფოს არსებობა უკვე ნიშნავს ღმერთის სამყაროში სვლას. მისი საფუძველია გონების ძალაუფლება, რომელიც საკუთარ თავს განახორციელებს ნების სახით”.

ცხადია, ჰეგელი არ გამორიცხავს დეგრადირებული სახელმწიფოს არსებობას. მისი აზრით, დეგრადირებული, არშემდგარია ის სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ არსებობს, მაგრამ შინაგანი (არსობრივი) აუცილებლობა და გონივრულობა არ გააჩნია.

ჭეშმარიტი სახელმწიფო არის თავისუფლების იდეის რეალიზება, ანუ ერთიანი ზნეობრივი ცოცხალი ორგანიზმი და არა მკვდარი მანქანა, მექანიზმი. ინდივიდის თავისუფლებასა და სახელმწიფოს თავისუფლებას შორის არ უნდა არსებობდეს დაპირისპირება. ჭეშმარიტი სახელმწიფო ამ თავისუფლებათა ორგანული ერთობაა.

ჰეგელის სახელმწიფო _ ეს სუბიექტური და ობიექტური ნების სინთეზია. ჰეგელი ხოტბას ასხამს სახელმწიფოს, როგორც სამართლის იდეას.

ჰეგელი მკაცრად ილაშქრებს ფილოსოფიის იმ მეთოდების წინააღმდეგ, რომელიც იდეას ადამიანის მხოლოდ სუბიექტური ქმედების ნაყოფად თვლის. ჰეგელის იდეა ნებისმიერი საგნის, ყველაფრის, მათ შორის ცნებების არსიცაა. იდეა არის როგორც სუბიექტის, ასევე ობიექტის არსი და ამით ხდება სუბიექტისა და ობიექტს შორის დაპირისპირების გადალახვა. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იდეის ცვალებადობას.

იდეები “თვითმოძრავნი” არიან. თითოეული ცალკეული იდეა გადადის თავის სხვა¬გვარ, სხვა იდეაში. ესაა _ დიალექტიკური უარყოფა. თეზისი გადადის ახალ თეზისში, შემდეგ ისინი ერწყმიან ერთმანეთს ახალ ერთობაში. სინთეზირებული იდეა თავისთავში თეზისა და ანტითეზისის მოიცავს. ესაა ჰეგელის ტრიადა “თეზისი, ანტითეზისი, სინთეზი.”

სოკრატესა და პლატონისათვის დიალექტიკა ფილოსოფიური დისკუსიის ხელოვნებაა. ჰეგელის დიალექტიკა არის იდეის დაბადება სხვა იდეებიდან. იდეა თავისთავში მოიცავს თავის საწინააღმდეგო განსაზღვრებას, ამიტომ ის შინაგანად წინააღმდეგობრივია. ამით ჰეგელმა ომი გამოუცხადა არისტოტელეს ფორმალურ ლოგიკას, რომლის მიხედვით “. . . შეუძლებელია, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებები ერთად ჭეშმარიტებები იყოს.” ჰეგელი წინააღმდეგია გამოვაცხადოთ მაგალითად, თვისება და რაოდენობა ორ დამოუკიდებელ განსაზღვრებად. ჰეგელისთვის თვისება გადადის რაოდენობაში.

ჰეგელის აზრებია: ყველა ჭეშმარიტი მსოფლიო ისტორიული მოვლენა ხდება ორჯერ: პირველად უდიადესი ტრაგედიის სახით, მეორედ _ როგორც საცოდავი ფარსი.

რელიგია ადამიანის შემეცნების საყოველთაო, საბოლოო და უმაღლესი სფეროა. ეს ის სფეროა, სადაც ადამიანი შედის როგორც აბსოლუტური ჭეშმარიტების სფეროში.

- რწმენა იგივე ცოდნაა, მხოლოდ თავისებური ფორმით.

- ქმედება არის ყველაზე ნათელი და გამომსახველი ადამიანის არსის გახსნისა. რასაც ადამიანი აკეთებს, ისეთივეა ის.

- ზნეობა, ესაა ნებისყოფის გონება.

- ზნეობრიობა სილამაზის ფორმით უნდა გამოვლინდეს.

- ერთხელ მას უთხრეს, რომ მისი თეორია ფაქტებს არ ეთანხმება. ”მით უარესი ფაქტებისათვის” _ უპასუხა ჰეგელმა

ობიექტურობა მოითხოვს ამ უდიდეს მოაზროვნეს შევხედოთ სხვა კუთხითაც. იმ კუთხით, რომელიც ნაკლებადაა ცნობილი ჩვენთვის. მაგალითად, ჰეგელი, როგორც ბავარიის გაზეთის რედაქტორი, ამართლებდა ფრანგების ბატონობას ბავარიაში, რითაც საკუთარი სამშობლოსადმი სრული ინდიფერენტიზმი გამოხატა. ის ნაპოლეონს მოიხსენიებს, როგორც “სამყაროს სულს”. როდესაც მისი ამხანაგები, პროფესურა არმიაში ეწერებოდა, ის დასცინოდა თავისი ხალხის პატრიოტულ გრძნობებს და ნიურნბერგში წყნარი უშფოთველობით ცხოვრობდა.

ისეთ დიდ ადამიანებს, როგორიცაა ჰეგელი, არ ახასიათებთ ქონდრისკაცობა. მით უმეტეს, ვიღაცისადმი მლიქვნელობა, მაგრამ ის, რომ დიდ ადამიანებს ხშირად არ ჰყოფნით ზნეობრივი ვაჟკაცობა ხმამაღლა გამოთქვან ის სიმართლე, რასაც საკუთარი აზროვნების სიმაღლიდან ნათლად ხედავენ, არავისთვისაა ახალი (ამის მაგალითები უხვადაა ჩვენს კლასიკოსებშიც, განსაკუთრებით ბოლშევიზმის პერიოდში).

მართლაც, დასფიქრებალია, რატომ ჭრის ყალბ ფულს ის, ვინც მოგვიანებით დიოგენე ხდება. რატომ ზრდის არისტოტელე მაკედონელს. რატომ იღებს ქრთამს ბეკონი. გამოდის, რომ ისეთი ადამიანები, როგორიცაა სოკრატე, ბრუნო, გალილეი, ვაჟა მართლაც სანთლით საძებარნი არიან უდიადეს ადამიანთა შორის.

ნუ გამკიცხავთ. ვიცი, რომ მე მაქვს უფლება ჰეგელს ვუწოდო აზროვნების გმირი, მაგრამ ვუწოდო ზნეობრივი გმირი, ვერავინ მაიძულებს. ჰეგელი ის ფენომენია, რომლის გამართლება მე არ შემიძლია, ამიტომ მრჩება ერთი გამოსავალი, მას როგორმე გავუგო. ჰეგელის ფილოსოფია განმსჭვალულია ზნეობის მიმართ ინდიფერეტიზმით. მისი მიზანია შემეცნება. მისთვის ღმერთი გონია და არა ზნეობა. ჰეგელი კმაყოფილებას განიცდის მხოლოდ შემეცნების პროცესით და ესეც მისი ზნეობრივი სისუსტის გამოვლინებაა. ფაქტის თაყვანისცემა, მცდელობა შეარიგო იდეალი და სინამდვილე, რეალობა, გაანადგურო პირველი, როგორც ადამიანის “მეს” გამოვლინება და მის ადგილას მეორე აღაზევო _ ეს არის ჰეგელის ფილოსოფიის ზოგადი არსი.

ალბათ, მისი გენიალური გონება ყველაფრისაგან განთავისუფლებას ითხოვდა, რათა იმას მიწვდომოდა, რასაც საერთოდ შეიძლება მიწვდეს ადამიანი. ამიტომაა მისი ფილოსოფია ყინულივით ცივი და სუფთა. ჰეგელის აზრით, საგნის არსი არის გაუაზრებელი სულის ევოლუცია და ისტორიული პროცესი, რომელიც მხოლოდ ლოგიკის კანონებით განისაზღვრება. მაშ, რა ვქნა მე ჩემი სურვილებით, როგორ ვიცხოვრო ასეთი ევოლუცირებადი სულის სამყაროში. საოცარია, მაგრამ ფაქტია _ გიმნაზიაში სწავლისას, მის დღიურში ერთი ჩანაწერიც კი არაა სიყვარულზე. მოგვიანებით, როცა ის სისტემაზე მუშაობას იწყებს, საერთოდ პედანტი ხდება. პარალელურად, მასში ძალაუფლებისაკენ ლტოლვა ვითარდება. ეს გენიალური ადამიანი ინსტინქტურად გრძნობს თავის გენიალობას და იმასაც, რომ ჩრდილშია და ორმოც წლამდე აღიარება ვერავისგან მიიღო. ეს იყო ის მშიერი პრივატ-დოცენტი, რომელმაც იცოდა, რომ საკუთარი შემოქმედების სახით უკვდავების პატენტი უკვე ჯიბეში ედო. ამის მიუხედავად, მას დაუგვიანეს აღიარება და ეს ადამიანურად გასაგებია, მაგრამ რატომ გადადის წყენიდან კომპრომისზე და ორაზროვნებაზე, ეს მეტად დასაფიქრებელია.

მან დაიწყო სიტყვებითა და ფორმულებით თამაში: “ყველაფერი, რაც სინამდვილეა _ გონივრულია. ყველაფერი გონივრული სინამდვილეა”. ის ან მორჩილებისაკენ მოგვიწოდებს, ან ბოლომდე არ ხსნის საკუთარ აზრს და ამით დაგვცინის. და ეს დაცინვა მიმართულია იმისკენ, რათა ადამიანმა იაზროვნოს. დაემატებინა ამ ფორმულისათვის ქმედების არეალი _ ბუნება და ყველაფერი შეიცვლებოდა. მართლაც, ბუნებაში სინამდვილე _ ის, რაც არის, გონივრულია და ყველაფერი გონივრული სინამდვილეა. თუ ჰეგელი გონივრულში ჭკვიანურს გულისხმობს, მაშინ საქართველოში არსებული სინამდვილე არ შეიძლება გონივრული იყოს და ამას არ შველის ანდაზა _ რაც მოგივა დავითაო . . . .

ჰეგელს რაც გინდათ ის დააბრალეთ, მაგრამ არა უნამუსობა. მისი უსასტიკესი მტრებიც კი ვერ აბრალებდნენ მას სისაძაგლეს.

ეტყობა, პატივისცემა უდიადესის მიმართ, აუცილებელია ადამიანის ბუნებისათვის.

ალბათ, მაინც ძნელია განსაჯო ადამიანი, მით უმეტეს ჰეგელი, იმ სიმაღლიდან, სადაც მე ვდგავარ. ერთი მხრივ, ჩემთვის ჰეგელი მაინც გენიალური აზრის ერთი თამამი ნაბიჯით სამყაროს საიდუმლოში შეღწევაა, მეორე მხრივ, უდიდეს პატივს მივაგებ ჰეგელს, რადგან მან დამანახა, თუ რა სიმაღლის აღება შეუძლია ადამიანის გონებას. მაგრამ მის მიერ გამოტანილ ვერდიქტს ყოფიერების თაობაზე ისე ვიღებ, როგორც თეთრხალათიანი, სახეზე თეთრ ნიღაბაფარებული ქირურგის უემოციო ვერდიქტს მივიღებდი. ეს მიწიერი აზროვნებაა. მხოლოდ მის შემდეგ მივხვდი, რაა მიწიერი ცოდნა და რა არის ის არამიწიერი, უდიადესი სიბრძნე, რაც ოთხთავშია მოცემული. ქრისტეს სიბრძნეს, მის მკაცრ ვერდიქტს მე ვიღებ, როგორც უსაყვარლესი მეგობრის და არა როგორც ქირურგის ვერდიქტს.

უნდა აღინიშნოს არტურ შოპენჰაუერის (1788-1860) დამოკიდებულება ჰეგელისადმი.

მისი აზრით, ჰეგელი კერპი, საშუალო აზროვნების ადამიანია. შეზღუდული გონების ადამიანებისათვის ის ხელოვანია, მაგრამ ხელოვნება გერმანელი ხალხის მოტყუებაში გამოიხატებოდა. ჰეგელმა გახრწნა და გამოათაყვანა ფილოსოფია. მისი ნაშრომი ”სულის ფენომელოგია” გონებაშეზღუდულის დაწერილია. მისი შემოქმედების 3/4¾უაზრობა, 1/4 კი სულელური გამონაგონია.

შოპენჰაუერმა ბერლინის უნივერსიტეტში ლექცები იმავე დროს დანიშნა, როცა ჰეგელს ჰქონდა დანიშნული და მერე აღშფოთებული იყო, რომ სტუდენტები ლექციებს აცდენდნენ.

შოპენჰაუერს გარკვეული უცნაურობანი ახასიათებდა _ ეჩვენებოდა, რომ მის წინააღმდეგ ყველა შეთქმულებას აწყობდა. უცხო ენებს ბრწყინვალედ ფლობდა. იგი ავტორია ტერმინისა ”პესიმიზმი”. ჰქონდა ცხოვრების მკაცრი რეჟიმი. ყოველ საღამოს დაძინებისას იმ მცირე განძეულობას, რაც გააჩნდა, სპეციალურ სამალავში მალავდა და ლოგინში იარაღით იძინებდა. დილით ისევ გამოფენდა ნივთებს და მათი მზერით ტკბებოდა. მისი მთავარი ნაშრომი “სამყარო, როგორც ნება და წარმოსახვა” 30 წლისამ დაწერა, ეს ნაშრომი დაიბეჭდა 800 ეგზემლიარად; გაიყიდა 100 ცალი. მაღაზიამ გადაინახა 50, დანარჩენი მაკულატურად გამოიყენა.

მისი შრომების მთავარი აზრია _ ობიექტი, სუბიექტის გარეშე, არ არსებობს _ აზრი, რომელმაც სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა მატერიალიზმს.

თუ გააქრობთ ინტელექტს _ სამყარო გაქრება.

მე ჭეშმარიტებას მივდევ და არა ღმერთს.

ვისაც უყვარს ჭეშმარიტება, ის ვერ იტანს ღმერთებს, ვერც ერთს და ვერც მრავალს.

ცოდნა და რწმენა სასწორის ორი მხარეა. თუ ერთი იწევს, მეორე ეშვება.

შენ შენგან უნდა გაიგო რაა ბუნება და არა ბუნებისაგან გაიგო, ვინ ხარ შენ.

ჩემი დრო და მე არ შევესაბამებით ერთმანეთს _ ეს შოპენჰაუერის აზრებია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

chegesto

პ.ს ძალიან მაინტერესებს მისი ნაშტრომები თუ ვინმეს რამე მოგეპოვებათ ძალიან გთხოვთ დადოთ აქ

მაქვს "გონის ფილოსოფია" ქართულად, მაგრამ აბა აქ როგორ დავდო:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

paolo

ისე გადმოკოპირება ელ ვერსიად საინტერესო სამუშაო უნდა იყოს :D

 

 

მივეხმარები ნებისმიერ ენთუზიასტს :D

 

giauridia

გმადლობ

 

 

მომწონხარ შენ .. ნუაკასთან ერთად :))

 

საინტერესო ხალხი ხართ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

chegesto

მგონი ძალიან საინტერესო იქნება ფ. ნიცშეს შემოქმედების განხილვა. ის ხომ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უკმაყოფილო ადამიანი იყო.

გთხოვ გახსნა თემა, მე მხარს დაგიჭერ. ბევრ რაციონალურ და საინტერესო დასკვნებს მივიღებთ.

რაც შეეხება ჰეგელს (ჩემპიონია!), მისი მთელი შემოქმედება რომ წაიკითხო, იგივე დასკვნამდე მიხვალ რაც მე. შევეცადე მისი გააზრების მოკლედ გადმოცემა და მგონი საკმარისზე მეტია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

giauridia

ძალიან საინეტერესო იყო თქვენი მოსაზრება ჰეგელზე და მის ფილოსოფიაზე ....

სანამ არ წავიკიტხავ მის ნაშრომებს ვერ სეგეკამატებით... დარწმუნებული ვარ საკამათო ბევრი რამ იქნება :)

 

რაც ერთობ სასიხარულოა :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...