Jump to content
Planeta.Ge

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემია


Recommended Posts

Guest ჭანო

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია კოორდინაციას უწევს მეცნიერულ კვლევებს საქართველოში და ამყარებს კავშირებს საზღვარგარეთის ქვეყნების აკადემიებთან და მეცნიერულ ცენტრებთან.

 

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას მდიდარი ეროვნულ-მეცნიერული ტრადიციები აქვს, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა.

 

ცნობილა, რომ ჯერ კიდევ მრავალი საუკუნის წინ გამოჩენილი ქართველი მეცნიერების მიერ დაფუძნებულ იქნა კოლხეთის რიტორიკული სკოლა (IV საუკ.), სულიერი კულტურის კერები პალესტინაში (V საუკ.), სირიაში, საბერძნეთში (X-XV საუკ.) და ბულგარეთში (XI საუკ.), გელათისა და იყალთოს აკადემიები (XI-XII საუკ.) საქართველოში.

 

ჯერ კიდევ V საუკუნის პირველ ნახევარში იაკობ ცურტაველის მიერ შეიქმნა ქართული ლიტერატურის უდიდესი ძეგლი "წამება წმინდისა შუშანიკისაი", XII საუკუნეში კი შოთა რუსთაველის მიერ შეიქმნა ქართული გენიის მწვერვალი, ეპიკური ნაწარმოები "ვეფხისტყაოსანი". ეს მოწმობს იმას, თუ რაოდენ ღრმა ცოდნა იყო საქართველოში ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დარგში ამ დროისათვის.

 

შუა საუკუნეების საქართველო გამოირჩეოდა მნიშვნელოვანი მიღწევებით ფილოსოფიის, ისტორიოგრაფიის, პოეზიის, ხელოვნების, არქიტექტურის, თეოლოგიის, კანონისა და კანონმდებლობის, ასტრონომიის, გეოგრაფიის, მედიცინის და მეცნიერების სხვა სფეროებში, რაც ქართველი და უცხოელი ავტორების უძველესი ხელნაწერებით დასტურდება.

 

საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, როგორც საქართველოს მეცნიერთა ორგანიზაციული კავშირი, დაფუძნებულ იქნა 1941 წლის თებერვალში. პირდაპირი წანამძღვრები, რომელთაც მოამზადეს ნიადაგი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შექმნისათვის, იყო საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ფილიალი და საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისში, სადაც გასული საუკუნის 20-იან და 30-იან წლებში მრავალი სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება ჩამოყალიბდა.

 

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში არჩეული პირველი თექვსმეტი წევრი მოღვაწეობდა ორ განყოფილებაში:

 

* მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერების განყოფილებაში

* საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილებაში.

 

აკადემიის დამფუძნებელი აკადემიკოსები:

* გიორგი ახვლედიანი (ენათმეცნიერება)

* ივანე ბერიტაშვილი (ფიზიოლოგია)

* კირიაკ ზავრიევი (სამშენებლო მექანიკა)

* ფილიპ ზაიცევი (ზოოლოგია)

* ალექსანდრე თვალჭრელიძე (მინერალოგია, პეტროგრაფია)

* კორნელი კეკელიძე (ფილოლოგია)

* ნიკოლოზ კეცხოველი (ბოტანიკა)

* ტარასი კვარაცხელია (სუბტროპიკული კულტურები)

* ნიკოლოზ მუსხელიშვილი (მათემატიკა, მექანიკა)

* დიმიტრი უზნაძე (ფსიქოლოგია)

* აკაკი შანიძე (ენათმეცნიერება)

* არნოლდ ჩიქობავა (ენათმეცნიერება)

* გიორგი ჩუბინაშვილი (ხელოვნება)

* გიორგი ხაჭაპურიძე (ისტორია)

* სიმონ ჯანაშია (ისტორია)

* ალექსანდრე ჯანელიძე (გეოლოგია)

 

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პირველ პრეზიდენტად არჩეულ იქნა აკადემიკოსი ნიკოლოზ მუსხელიშვილი. იგი 30 წლის მანძილზე (1941-1972) ხელმძღვანელობდა აკადემიას. 1972-1977 წლებში აკადემიის პრეზიდენტი იყო ილია ვეკუა, 1978-1986 წლებში – აკადემიკოსი ევგენი ხარაძე, 1986-2004 წლებში – აკადემიკოსი ალბერტ თავხელიძე. 2005 წლიდან აკადემიას სათავეში უდგას აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე.

 

http://www.science.org.ge/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლომები!~ უძლიერესი დარგობრივი სკოლები...პრინციპში წარსულშI დარჩა ხომ ყველაფერი?

პ.ს.გიორგი ხაჭაპურიძე (ისტორია)-ეს არ ვიცი მარტო:))

 

აკადემიკოსი ევგენი ხარაძე--:D სამწუხაროდ ეს დიდი მეცნიერი გაჭირვებაში და შესაფერისი პატივის გარეშე გარდაიცვალა:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
ლომები!~ უძლიერესი დარგობრივი სკოლები...პრინციპში წარსულშI დარჩა ხომ ყველაფერი?

პ.ს.გიორგი ხაჭაპურიძე (ისტორია)-ეს არ ვიცი მარტო002.gif

 

აკადემიკოსი ევგენი ხარაძე--002.gif სამწუხაროდ ეს დიდი მეცნიერი გაჭირვებაში და შესაფერისი პატივის გარეშე გარდაიცვალა002.gif

 

ამ საქმეს კარგი ორგანიზატორები(ცოტა მხარდაჭერის ფონზე) უნდა და მეცნიერება ისევ დადგება ფეხზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეცნიერება ისევ დადგება ფეხზე.

ახალგაზრდა , პერსპექტიული ვინცაა ყველა გაიქცა( თAვს უშველა და კარგიც ქნა-იგივე დვალის მაგალითი)

ძველებიდან . კორიფეებიდან ნაწილი გარდაიცვალა, ნაწილი სულს ღAფავს მიუსაფრად და დაუფასებლად სახელმწიფოდონეზე ასული დანაშაულებრივი ნიHილიზმით ( მინიმუმ)

 

მაგალითს გეტყვი: ძალიან მაგარი სპეციალისტებია არქიტექტურასთAნ ტანამიმდევარ დარგში წყალკომუნიკაციებში..ნუ სულ 3 კაცია აქიდან ყველაზე ახალგაზრდა მგონი 65 წლისაა(...როცა რამეს გააფუჭებენ ან 3 ტვიან კურსებგავლილი ბავშვები ვერაფერს გაარკვევენ მაშინ ახსენდებათ..გალაქტიონის ძეგლატნ რომ 2 ცათAმბრჯენი შენდებოდა პროექტი დამტკიცდა და მშენებლობა დაიწყო წყალგაყვანილობების დათვლის და პროექტირების გარეშე..აი რომ გაიჭედნენ-ან მტელი ყიფშიძე უწყლოდ უნდა დარჩენილიყო ან ეს ცატამბრჯენები..მერე გაახსენდათ ჩარეცხილი პროფესორები:D

ქელბაქიანის დროს მქონდა კონტაქტი წყალკანალთან ერტი მაგ პროფილის სპეციალისტი არ ეჯდათ ..მხოლოდ ბავშვები:(

რაც შეეხება სამშენებლო კონსტრუქციებს-ურტულესი მეცნიერებაა კვირკველია იყო პროფესორი და კათედრის გამგე ჩვენთAნ..მაგისი სკოლა უძლიერესია....მკვდარი დარგია თითქმის:(

შედეგებს ამლე იხილავს სამწუხაროდ თბილისი( და არამარტო:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
ახალგაზრდა , პერსპექტიული ვინცაა ყველა გაიქცა( თAვს უშველა და კარგიც ქნა-იგივე დვალის მაგალითი)

გაქცევას რას უძახით ვერ ვხვდები, დღეს აკადემიკოსების მიგრაცია ხელს არაფერსი უშლის, პირიქით ვითარდებიან ხალხი(იგივე დვალის აანც ჩვენი პირველი სტუმრის მაგალითზე), ეზლევატ პრაქტიკული გამოცდილების საშუალება.

მე კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ ჩემს აზრს, ნებისმიერი ნორმალურ პროფესორს სახელმწიფოს გარშეც შეუძლია თავის ცხოვრება, იმდენი ფონდები და პროექტები არსებობს, ამისთვის საჭიროა ინგლისური ენა,ცოდნა და საჯდომის გაქანება.

 

ანაც ვინმე ვინც ამ ყველაფერს კოორდინრებას გაუწევს.

მაგრამ ჩვენი პროფესორები(ძალიან მცირე კამონაკლისი გარდა) სხვის რჩევებს არ ითვალისწინებს.

 

ხოლო რაც შეეხება არქტეკტორებს და სხვა სპეციალიტებს, არსებობს ქართველების მცირე რაოდენობა რომლებიც ეუფლება მაგ სპეციალობებს საზღვარგარეთაც, 10 ნორმალური არქიტექტორი მე მგონი საკმარისი იქნება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გაქცევას რას უძახით ვერ ვხვდები
-კარგი გაგებით ვიგულისხმე-პერსპექტივების გათვალისწინებიტ-გეტAნხმები სხვა სიტყვა უნდა მეხმარა

 

10 ნორმალური არქიტექტორი მე მგონი საკმარისი იქნება.
-ამაშIც გეთანხმები უფრო გლობალურადაც-ერტადერტი დიპლომმანიით დაავადებული ერი ვართ მგონი გალაქტიკაში...დიპლომი საქარტველოში საჭირო აუცილებლობად იქცა..პირის დაბანა, ჭამა, ძილი , დიპლომი:)

ეს სხვა თემის საკითხია უფრო მაგა მგონია რომ დარგობრივ პროფესიონალიზმს ზუსტად ეს საფუარზე გაზრდილი რაოდენობა უშლის ხელს...არ შეიძლება ერტ სულ მოსახლეზე ერტი არქიტექტორი ერტი ექინი და ერტი მატემატიკოსი ან ჟურნალისტი მოდიოდეს( დიპლომირებულს ვგულისხმობ ცხადია)

ამისთვის საჭიროა ინგლისური ენა
-ვერ დაგეთAნხმები- ირაკლი ციციშვილმა რომ ინგლისური არ იცოდა ამიტომ ცუდი არქიტექტორი იყო?

ან კორნელი კეკელიძე ან აკაკი შანიძე რომ ეხლა ცოცხლები ყოფილიყვნენ და ინგლისური არ ესწავლათ -ამითი მათი რანგი და ხარისხი უნდა დავაიგნოროთ?

საჯდომის გაქანება.
-85 წლის აბამიანს საჯდომი გააქანეო ვერ მოსტხოვ და არც ეკუთვნის უკვე..
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
-ვერ დაგეთAნხმები- ირაკლი ციციშვილმა რომ ინგლისური არ იცოდა ამიტომ ცუდი არქიტექტორი იყო?

ან კორნელი კეკელიძე ან აკაკი შანიძე რომ ეხლა ცოცხლები ყოფილიყვნენ და ინგლისური არ ესწავლათ -ამითი მათი რანგი და ხარისხი უნდა დავაიგნოროთ?

მაშინ რუსული ენა იყო, უფრო ადრე ფრანგული, ასე რომ ყოველთვის საჭიროა სამეცნიერო ენის ცოდნა(რამოდენიმე საგნის გამოკლებით).

გაქანების არიალი აკლდებათ, რაც დღეს ცოდნაზე არანაკლები მნიშვნელობა აქვს.

 

85 წლის აბამიანს საჯდომი გააქანეო ვერ მოსტხოვ და არც ეკუთვნის უკვე..

არა არის ეგრე

 

ამბიცია და საჯდომის მოქნილობა უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს,თორემ მივიღებთ იმას რაც დღეს საქარტველოში გვაქვს.

 

ეს სხვა თემის საკითხია უფრო მაგა მგონია რომ დარგობრივ პროფესიონალიზმს ზუსტად ეს საფუარზე გაზრდილი რაოდენობა უშლის ხელს...არ შეიძლება ერტ სულ მოსახლეზე ერტი არქიტექტორი ერტი ექინი და ერტი მატემატიკოსი ან ჟურნალისტი მოდიოდეს( დიპლომირებულს ვგულისხმობ ცხადია)

:yes2:

ხელობის შესწავლას უნდა მეტი პროპაგანდა და დახვეწა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 months later...
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია

 

სადღეისოდ სრული ბალასტი ქვეყნისთვის

და თავის დროზეც მახინჯი სისტემა იყო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...