Private Nodari Posted February 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 11, 2010 გავიგე.ცოტა სსხვა აზრი ჩავდე ჩემ ნაწერში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Vicious Girl Posted February 11, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 11, 2010 Private Nodari ხო მივხვდი მაგას.. - რა გატირებს?– რაღაც გამახსენდა.– მაინც?– აი, ეხლა ორმა კაცმა ჩამოიარა და რატომღაც გამახსენდა, რომ ამ კაცებმა ოდესღაც ზუსტად აქ ჩამოიარეს.– მერე რა გატირებს?– ხშირად მემართება ესეთი რაღაცები. ხშირად ვაკეთებ რაღაცას და რატომრაც მგონია, რომ ოდესღაც ეს უკვე იყო.– ეგ მეც მემართება, რა არის მანდ სატირალი?– რა და, მეშინია როდესმე კიდევ ასე რომ განმეორდეს ჩემი ცხოვრება.– გინდა შენზე მოთხრობა დავწერო?– არ მინდა.– რატომ?– შენს მოთხრობებში ყოველთვის კვდებიან.– მერე შენ ამის არ გეშინია?!– შენ არ გეშინია?!– რისი უნდა მეშინოდეს?!– დასასრულის.– დასასრული არ არსებობს.– როგორ თუ არ არსებობს?!– ისე, რაიმეს დასასრულში ყოველთვის დასაწყისი დგას.– მაშ, რატომ წერ ნაღვლიანად, როცა შენი მოთხრობის გმირები კვდებიან?– რა ვიცი, მაინც მეცოდებიან.– თუ გეცოდებიან მაშინ რატომღა კლავ?– კვდებიან და რა ვქნა. წესით არ უნდა ვნაღვლობდე.– რატომ?– იმიტომ, რომ ყოველი არსი თვითონ ეძებსთავის დასასრულს. ესაა მიზანი, მაგრამ ხომ გითხარი დასასრული არ არსებობს–მეთქი.– მაშ რატომ ტირიან ადამიანები?– ეშინიათ და იმიტომ.– რისი ეშინიათ?– დასაწყისის. ცისაც არ ეშინია, ის არც ტირის.– მაგრამ სხვა როცა ტირის სხვის სიკვდილს?– თავის თავი ჰყავს მის ადგილას წარმოდგენილი. მკვდარი არ ტირის იმიტომ, რომ სიკვდილი უკვე დასაწყისია.– იქნებ მაგიტომ არ ტირიან?!– მაშ, რატომ?– შეიძლება სხვაგნიდან ვართ მოსული და რაკი ვეღარ წავედით ტირილითაც იმიტომ ვტირით, აქ რომ ვრჩებით.– ეგ რამ გაფიქრებინა?– ეკლესიებმა. ხედავ როგორ არის ზოგი აშენებული?! ცაში ასაფრენად გამზადებულ რაკეტას ჰგავს. ჩვენ შიგნით შევდივართ და ვლოცულობთ. რატომ? იქნებ ისევ ცაში ამაღლება გვიდა და რომ არაფერი გამოგვდის და მიწას ვაბარებთ ერთმანეთს – ვტირით.– მაგრამ რატომ არ განმეორდა?– რა?– შენ ხომ თქვი, რომ შენში რაღაცები მეორდება. რატომ არ განმეორდა ციდან აქ მოსვლა?– შეიძლება ოდესმე ისიც განმეორდეს.– და თუ განმეორდა, მაინც იტირებ?– არ ვიცი. მე საერთოდ არ ვიცი რატომ ტირის ადამიანი.– იმიტომ რომ თავისუფლება უნდა.– მერე აღარ იტირებს?– არა. თავისუფალ კაცს დასაწყისისა არ ეშინია.– დაწერე რა.– რა?– მოთხრობა დაწერე ჩემზე.– შენც რომ შემომაკვდე ბოლოს?– არა. იცი როგორ დაწერე?– როგორ?– ვიცხოვრე დედამიწაზე, დიდხანს ვიცხოვრე, დაახლოებით ას წელს.– მერე?– ამ ასი წლის განმავლობაში ხშირად ისეთ რაღაცებს ვაკეთებდე, რაც ოდესღაც გაკეთებული მქონდა.– მერე?– ერთ დღეს ციდან ოქროსფერი ხომალდი მოფრინდა. მე გამახსენდა, რომ ამ ხომალდს უნდა წავეყვანე. ჩავჯექი და წავედი ცაში. დაწერ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Private Nodari Posted February 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 11, 2010 ეგ ვისია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Vicious Girl Posted February 11, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 11, 2010 Private Nodari არავისი... უკვე მომწყინდა და საშინლად დავიღალე. გადავწყვიტე შევიცვალო ან რამე .. რავი ….ძალიან გულუბრყვილო და ზედმეტად გულღია ვარ… მეგონა რაც უფრო მეტ ღიმილს და მეგობრობას გავცემდი იმ ადამიანების მიმართ, ვინც მინდა ჩემი მეგობრები იყვნენ, მით მეტ ღიმილს და მეგობრობას მივიღებდი პასუხადაც, მაგრამ როგორც აღმოჩნდა თურმე სასტიკად ვცდებოდი. შენი პრობლემები ნაკლებად აინტერესებს სხვას. ზუსტად ამიტომ გავჩუმდები, ჩავიკეტები, ოღონდ არა დეპრესიის გამო, იმის გამო, რომ ჩემი გახსნილობა და მეგობრობა შეცდომა ყოფილა. მხოლოდ ზედაპირული ურთიერთობები აინტერესებთ და ზედაპირს შიგნით ყველას პირადი ცხოვრება იმალება, თავისი პრობლემებით , რომლებსაც არანაირად არ გაგიმხელს, როგორ ძალიანაც არ უნდა ეხვეწო…და შენიც ნაკლებად აინტერესებს, ჯობს თავის თავზე იფიქროს, ვიდრე მოგისმინოს.. მოკლედ ყველაფერი გასაგებია… გავიგე და თან ძალიან კარგადაც… გავაკეთებ იმას, რასაც მოითხოვთ… The End…იცი?! გული არც მტკივა ისე ძალიან, როგორც მეგონა რომ მეტკინებოდა, უბრალოდ იმედი გამიცრუვდა… რაღაც გაუხეშდა მეგობრული ”სიყვარულით”… მოკლედ ყველა თავის ნაჭუჭშია შემძვრალი და კარიც მაგრად აქვს გამოკეტილი და ბოქლომდადებული… რჩევების მიმცემელი ”მამიდა” საჭიროა, ცხოვრების შავი ფერების ცოტა გასაფერადებლაად, მაგრამ თუ პირიქით მოხდა დაიკიდე და ეგა.. ჰმმ… გასაგებია…გავხდები ისეთი როგორსაც მოითხოვთ… აღარ შეგაწუხებთ ჩემი გულრწფელობით… ჩაიკეტეთ კარგად თქვენს წარმოსახვით სამყაროში მარტო თქვენს თავთან და თავი კედელს ურტყით იმის დარდით, რომ მარტო ხართ, როცა კეთილისმსურველებს (ამსიტყვის მართლა საუკეტესო გაგებით) ახლოს არ უშვებთ… მე კი შევეცდები ჩემი კეთილგანწყობილი, გულღია, თბილი, ადამიანური ადამიანების გამწარებით მძებნელი ნახევარი როგორმე ჩავაჩუმო… იყავით თქვენთვის, მეც არასერიოზული და Problem Free გავხდები…კმაყოფიიილი ხო?! სხვათა შორის უხეშობამ გული დამწყვტა და იმედი გამიცრუა, მაგრამ never mind… სიტყვები რომელიც კინარამ დამავიწყდა…. ><და მაინც…ადამიანის სული, გაცილებით მძიმეა, ვიდრე მისი სხეული. იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული. თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და სე დაუსაბამოდ, რამეთუ სხვისი გარდაცვალების შემდეგ მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე… Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
chegesto Posted February 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 12, 2010 მიყვარს ღამე და დალევა...ეს ხიფათს სეიცავს თავის მხრივ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Vicious Girl Posted February 12, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 12, 2010 ეს ხიფათს სეიცავს თავის მხრივ ნუ მე არასოდეს ჩავვარდნილვარ მაგ ხიფათში..ზომა ვიცი... ^^+ უკვე ვერიდები დალევასაც და ღამესაც... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
chegesto Posted February 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 12, 2010 Vicious Girl + უკვე ვერიდები დალევასაც და ღამესაც... :( რატომ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Vicious Girl Posted February 12, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 12, 2010 Vicious Girl :D რატომ? დავიღალე ამდენი ერთი და იგივეთი და იმიტომ.. ((ცვლილება მინდა... თან დიდი და შესამჩნევი ცვლილება.. ((და ვაფშე ჩვეულებრივი ცხოვრება მინდა რა... შვება მინდა ჩეე შვება.. ((= Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
chegesto Posted February 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2010 Vicious Girl კრგია 18 წლის გოგოს კვალობაზე მომწონს შენი აზრთა მიმდევრობა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Vicious Girl Posted February 14, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 14, 2010 Vicious Girl კრგია 18 წლის გოგოს კვალობაზე მომწონს შენი აზრთა მიმდევრობა:duel:აზრთა მიმდევრობა ახლა ჩამომიყალიბდაა ფართოდ რომ გავახილე თვალები...საკუთარი ბოლო 1 წლის ცხოვრების მრცხვენია იმენა.. :nekro:(( არა ახლა ყველაფერი გაცილებით კარგადაა... უბრალოდ გულს ღრღნის ხანდახან მაინც რაღაც...მაგრამ მაინც everything will be okay... :nekro: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
chegesto Posted February 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 14, 2010 Vicious Girl ხოდა მემარცხენე უნდა გახდ რა სხვა გზა არ გაქვს აქ არის ჰარმონია და შვება ინტელექტუალურ სულიერი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Vicious Girl Posted February 14, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 14, 2010 Vicious Girl ხოდა მემარცხენე უნდა გახდ რასხვა გზა არ გაქვს აქ არის ჰარმონია და შვება ინტელექტუალურ სულიერი :nekro: :Dოჰ ოჰ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Vicious Girl Posted February 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2010 http://s59.radikal.ru/i164/1002/c0/7a3d99560000.jpg :love2: :love2: :love2: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Vicious Girl Posted February 17, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2010 მოგკლავდი…მაგრამ…არა შენი სიკვდილით,შენს სილამაზეს მოვკლავდი ჩემშიდა მერე ყველაზე დახინჯებული გულითთავიდან შეგიყვარებდი. მეტკინე…როგორც მოტეხილი მკლავი,თავი რომელიღაც ფრინველი მეგონადა შენი უმიზეზოდ მტირალი თვალებისფანჯრიდან გადმომხტარმა მოვიტეხე.იმდენად მარტო ვარ,ნივთებსაც კი აღარ ვჭირდები,არა თუ ადამიანებს და ყველაფერიხელიდან მივარდება:კალამი და შენი სუნი,იები და შენი გაბუტვა.ვის?!ვის გავარდნია ხელიდანყველაზე მართალი ღიმილი. ყველაზე გულწრფელი და ბავშვური?მე გამივარდა.არა!ალბათ ძალით დავანარცხე მიწასდა ნამსხვრევებად ვაქციეშენი ბროლის ტუჩები,რომ არავის შეემჩნია რა ვნებითმიყვარდა მათი კოცნა. მოგკლავდი…მაგრამ…არა სიკვდილით.სიცოცხლით მოგკლავდი,სიცილით მოგკლავდი და მერეშენს სულთან ერთად ვიცეკვებდიღამის ქუჩებში სევდიან ტანგოსსიახლოვის მკვლელიდა შენთან ერთად დავშორდებოდიცაზე შეყვარებულ დედამიწას.-მომკლავდი?-ალბათ. http://s003.radikal.ru/i203/1002/45/491d98fe5105.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Vicious Girl Posted February 20, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2010 http://s005.radikal.ru/i212/1002/a2/92a8c064790b.jpg http://smiles.ge/fil/wub.gif http://smiles.ge/fil/wub.gif http://smiles.ge/fil/wub.gif Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.