Jump to content
Planeta.Ge

საქრთველოში რუსეთმა მოახდინა გადატრიალება


Recommended Posts

....1991წ.2 სექტემბერს ამერიკელი კონგრესმენების ყოფნისას რუსეთის კგბ-ს დავალებით "ზემელზე " გათამაშდა სპექტაკლი ,რომელშიც მთავარი მოქმედი პირი იყო რ კრემლის ფილიალი ედპ,კგბ-ს ჩინოსნები ქართული მვდ-დან...ამ დროს მოსკოვში ტარდებოდა სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს ბოლო სესია,რომლის (სსრკ-ს)უმაღლესი ორგასნოს გასვენებაში მეც ვმონაწილეობდი...სცენარში იყო ამ ამბის გახმოვანება რუსული ტელეეტერით,რომელიც ადვაძეს უნდა გაეკეტებინა...ის მივიდა მიკროფონთან მაგრამ ვერ თქვა ...ჩვენ ჩავშალეთ...ედპს ლიდერები შემდეგ გვიან ბაქიობდნენ ,ხომ კარგად გავუჩალიჩეთო..იქ სტუდენტებისთვის არავის უსვრია,(ჭანტურია-კგბ-ს ჭორებს იმეორებ),ასფალტიდან ასხლეტილი ტყვიით დაიჭრა ფეხში ერთი პროვოკატორი ...სიყალბე დაკრემლის ჭორებით კვებავ აქ ფორუმელებს და თავს დასავლეთის ორიენტაციისად წარმოგვიდგენ...ყველა მნიშვნელოვანი სიტყვები კრემლის ძველი და ახალი არსენალიდანაა..მაგით მალე მიხვალ გელიყარამდე...უსიოკ?...ფრანგებმა 1991 წ. მაისში გადმოგვცეს სცენარი გადატრიალების,სადაც ეს ფაქტიც,ტელევიზიის აქციაც...ზუსტად იყო გაწერილი... ამას დოკუმენტურად მალე იხილავს მკითხველი!!!რუსეთმა საქართველოში დასვა თავისი საოკუპაციო რეჟიმი(შევარდნაძე),როგორც 1921წ.ორჯონიკიძის რევკომი, რის შედეგადაც რუსეთს ხონჩით მიართვეს აფხაზეთი და სამაჩაბლო, როგორცეს გააკეთა ორჯონიკიძემ ისე სკამისათვის მსგავსი რამ გააკეთა ვარაზ-ბაკურმა 368 წელს,როცა სკამისათვის ირანელებს გადასცა რანი და მოვაკანი,ხოლო ბიზანტიელებს გადასცა-ტაო- კლარჯეთი!!! 1992 წლის 24 ივნისს დაგომისის გარიგებით შევარდნაძემ(ამ დროს რუსეთის მოქალაქე იყო! თან საიდუმლო დოკუმენტით აფხაზეთშიც იგივე ვარიანტზე-აფხაზეთის ჩაბარებაზეც მოეწერა ხელი!!!) რუსი და ოსი ოკუპანტები შემოიყვანა სამაჩაბლოში"მშვიდობისმყოფელთა "მანტიით!1992 წლის 3 სექტემბერს მოსკოვში შევარდნაძემ ხელი მოაწერა ცალმხრივად გაგრიდან ქართული ჯარისა და ტექნიკის გამოყვანას,რის გამოც დაეცა ერთ თვეში გაგრის მხარე,1993 წლის 27 ივლისს სოჭში ხელი მოაწერეს ქართული მხარის მიერ სოხუმიდან ჯარისა და ტექნიკის გამოყვანას,რუსულმა გემებმა ეს ტექნიკა ზღვით გამოზიდეს!(მა ვიდეოზე ორივე გარიგებაზე დევს ვიდეო),რის გამოც დაეცა სოხუმი, მთლიანად აფხაზეთი... ყველაფერი შევის თბილისში ჩამოსვლამდ სკამის სანაცვლოდ იყო გადაწყვეტილი!!!.ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის მოვალეობის შემსრულებელი სუფიან ბეპაევი წერს:"1991წ.24და28დეკემბერს,როცა შეიარაღებულუ ოპოზიცია კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდა,სამხედრო ოლქი ცოცხალი ძალითა და ტექნიკით დაეხმარა სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორებს"(:მოსკოვსკიე ნოვოსტი",15.12.1992)...იზვესტიაში დაიბეჭდა,რომ გადატრიალებაში მონაწილეობდმემ როსტოვისა და პეჩორის სპეც რაზმები..1993წ. ოქტომბერში დასავლეთ საქართველოში შავი ზღვის სამხედრო ფლოტის თითქმის სრული შემადგენლობა ადმირალ ედუარდ ბალტინის მეთაურობით შემოდის -მასში შედის 10კრეისერი, საჰაერო სადესანტო პოლკი(ედუარდ ბალტინის ტანკში ჯდომის შესახებ ტრაბახობდა ა.მარგიანი...), ძერჟინსკის დივიზია(1989წ. 9აპრილს მიტინგის დამბრევი,აფხაზეთის ოკუპაციაში მთავარი ძალები), რუსეთის მთავრობის ვიცე-პრმიერმა გენადი ბურბულისმა განაცხადა ,რომ საქართველოში სამხედრო გადატრიალების კოორდინატორი თვითონ იყო?! ასე ,რომ არავითარი სამოქალაქო ომი ,არამედ საქართველოში განხორციელდა უცხო ქვეყნის-რუსეთის მიერ სამხედრო გადატრიალება ,ადგილობრივი კრიმინალების დახმარებით!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ასე ,რომ არავითარი სამოქალაქო ომი ,არამედ საქართველოში განხორციელდა უცხო ქვეყნის-რუსეთის მიერ სამხედრო გადატრიალება ,ადგილობრივი კრიმინალების დახმარებით!

bimo

და ამაზე მგონი არც არავინ დაობს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საბჭოთა კავშირის მხრივ დაიწყო პროვოკაციებისა და შანტაჟის კამპანია, რომლის კულმინაციაც გახდა გორბაჩევის მუქარა პრეზიდენტ ზ.გამსახურდიასადმი: „საქართველოს საბჭოთა კავშირიდან შეუძლია გავიდეს, მაგრამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარეშე“-ო.

 

საქართველოს ხელისუფლება არ აპირებდა ასეთი რადიკალური ზომების მიღებას რასაც ოლქის გაუქმება ქვია, მაგრამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით ყველა ნორმატიული აქტის დაცვით, ხელისუფლებამ სამართლიანად გააუქმა "სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი"

 

უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ცდილობდა მშვიდობიანი, სამართლებრივი ფორმების გამოყენებით მოეგვარებინა საბჭოთა ხელისუფლების მიერ ინსპირირებული კონფლიქტები სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქსა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

 

1990 წლის 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭომ (წაქეზებულმა ანდრეი სახაროვის ლოზუნგით „საქართველო მცირე იმპერიაა“) მიიღო დადგენილება ოლქის „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ“. ეს გადაწყვეტილება საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა გააუქმა 21 სექტემბერს. მიუხედავად ამისა, ოლქის საბჭოს მეთხუთმეტე სესიამ ძალაში დატოვა თავისი გადაწყვეტილება, აირჩია ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის აღმასრულებელი კომიტეტი“ და მიიღო დროებითი დებულება უზენაესი საბჭოსა და ადგილობრივი საბჭოების არჩევნების შესახებ და ეს არჩევნები დანიშნა 1990 წლის 2 დეკემბერს.

 

ამის საპასუხოდ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1990 წლის 22 ნოემბერს მიიღო დადგენილება:

 

„გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს დადგენილება ავტონომიური ოლქის ე. წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად“ გარდაქმნის შესახებ და, აქედან გამომდინარე, მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის 1990 წლის 2 დეკემბრისათვის არჩევნების დანიშვნისა და ჩატარების შესახებ, რადგანაც ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუციის, აგრეთვე სსრ კავშირის კონსტიტუციის დებულებებსა და საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 21 სექტემბრის დადგენილებას.

 

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მიმართავს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მცხოვრებ ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით ოსი ეროვნების მოქალაქეებს მოწოდებით, გამოიჩინონ კეთილგონიერება, პოლიტიკური წინდახედულება, სიფრთხილე და სწორად შეაფასონ სეპარატისტული ძალების სახიფათო მოქმედება, რომელსაც შეიძლება საერთო დესტაბილიზაცია და უაღრესად მძიმე, გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს.

 

რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ იგი განუხრელად იბრძოლებს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისათვის. ამასთან ერთად იგი ადასტურებს თავის გადაწყვეტილებას, რომ კვლავაც დაიცავს საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნული უმცირესობის უფლებებს საერთაშორისო საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად“.

 

მიუხედავად აღნიშნულისა, მოსკოვის მიერ წაქეზებული ოსი სეპარატისტები აგრძელებდნენ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედებას, რასაც მოჰყვა იძულებითი ნაბიჯი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით და მიღებული იქნა საქართველოს რესპუბლიკის კანონი - „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ“ და დადგენილება - „ქ. ცხინვალისა და ჯავის რაიონის ტერიტორიაზე საგანგებო წესების გამოცხადების შესახებ“ (1990 წლის 11 დეკემბერი).

 

კრემლის მიერ ინსპირირებული საომარი მოქმედების პასუხად გაისმა ზვიად გამსახურდიას მოწოდება ოსი მოსახლეობისადმი, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამი იყო:

 

“... ქართველები და ოსები, რომლებიც ხანგრძლივი დროის მანძილზე მშვიდობიანად და მეგობრულად ცხოვრობდნენ ამ მიწაზე, ახლა ურთიერთს ხოცავენ, ეომებიან გარეშე ძალის წაქეზებით. ვინაიდან ეს ძმათამკვლელი ომი ვიღაცის იმპერიულ ამბიციების დასაყრდენია, სირცხვილი იქნება, თუ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით არ აღდგება მშვიდობა და თანხმობა ჩვენს ხალხებს შორის. ამის უპირველესი და აუცილებელი პირობაა ყველა უკანონო შეიარაღებული ფორმირების მიერ იარაღის ჩაბარება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, მათი სრული და უსიტყვო განიარაღების, რაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ცხინვალი გამონაკლისი არ უნდა იყოს. შეიარაღებული ჯგუფები უნდა განიარაღდნენ. სამაგიეროდ ჩვენ სრული ხელშეუხებლობის გარანტიას ვაძლევთ მათ, ვინც ნებაყოფილობით ჩააბარებს იარაღს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება... ოსებისათვის შენარჩუნებული იქნება კულტურული ავტონომიის ყველა უფლება, რომელიც მათ ოლქის არსებობის პერიოდში ჰქონდათ. ის უფლებები კიდევაც გაიზრდება, გაფართოვდება და განმტკიცდება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით... ქართველები და ოსები თანაბარი უფლებებით ისარგებლებენ. გარანტირებული იქნება მათი ხელშეუხებლობა, შრომითი მოწყობა და მშვიდი ცხოვრება შიდა ქართლის მთელ ტერიტორიაზე...

 

მოვუხმოთ კეთილგონიერებას, სანამ გვიან არ არის, ვინაიდან ჩვენი კონფლიქტი და სისხლის ღვრა მხოლოდ ჩვენს მტერს აძლევს ხელს“ (1991 წლის 4 მარტი).

 

ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტის მოგვარების მიზნით 1991 წლის 23 მარტს საქართველოს ტერიოტორიაზე, ყაზბეგში ერთმანეთს შეხვდნენ რსფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბორის ელცინი და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია. დაიგეგმა მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიებანი. უპირველესი და უმთავრესი მათ შორის იყო გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რომელიც დაიგეგმა თბილისში. გაფორმდა შეხვედრის და მოლაპარაკების ოქმი, რომელშიც, კერძოდ, აღინიშნა:

 

1. 1991 წლის აპრილის მანძილზე ხელმოსაწერად მომზადდეს რუსეთის სფსრ და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობის ხელშეკრულების პროექტი, რისთვისაც შეიქმნას სამუშაო ჯგუფები ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რეგიონში ვითარების სტაბილიზაციისათვის, ერთობლივი მოქმედების მიზნით შეთანხმების შედეგად მხარეები მორიგდნენ:

2. რუსეთის სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 დღეში შექმნან ერთბლივი კომისია აღნიშნულ რეგიონში ვითარების შესასწავლად და მიმდინარე წლის 20 აპრილამდე სიტუაციის ობიექტურად შეფასების მიზნით.

3. რუსეთი სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 აპრილამდე შექმნან მილიციის გაერთიანებული რაზმი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ყველა უკანონო ფორმირების განსაიარაღებლად. ამ რაზმს დაევალება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა მოცემულ ტერიტორიაზე ვითარების სტაბილიზაციამდე.

4. სსრ კავშირის თავდაცვის სამინისტროს წინადადება მიეცეს გაიყვანოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან აქ დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები.

5. რუსეთის სფსრ, საქართველოს რესპუბლიკის და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მინისტრთა საბჭოებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ საიმისო მუშაობა, რომ ლტოლვილებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების საშუალება შეექმნათ, უზრუნველყონ ადგილობრივი ხელისუფლების კანონიერი ორგანოების აღდგენა.

6. საქართველოს რესპუბლიკის, რუსეთის სფსრ და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მთავრობებმა შექმნან ლტოლვილებისათვის მიყენებული ზარალის შემფასებელი კომისია და დამატებითი მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური სახსრები გამოყონ ამ ზარალის ასანაზღაურებლად.

7. შექმნილი კომისიებისა და რაზმების საბოლოო ამოცანად ჩაითვალოს რეგიონში მშვიდობისა და სიმშვიდის აღდგენა.

8. შეიქმნას მუდმივი ჯგუფი, რომელიც კონტროლს გაუწევს ამ ოქმის შესრულებას და განიხილავს წამოჭრილ მიმდინარე საკითხებს.

 

 

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე: ზვიად გამსახურდია

 

რუსეთის სფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე: ბორის ელცინი

 

დაბა ყაზბეგი, 1991 წ. 23 მარტი

 

დოკუმენტიდან ჩანს, რომ რუსეთი სცნობს სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს გაუქმებულად. შეთანხმებაში ყველგან ნახმარია "ყოფილი სამხრეთ ოსეთი"! უფრო მეტიც, მოლაპარაკებებში იგი საერთოდ არ ფიგურირებს როგორც არსებული სუბიექტი ...

ასევე წერია-"გაიყვანოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან აქ დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები."----- ეს იყო ეროვნული ხელისუფლების უდიდესი მიღწევა...

 

სანამ რუსეთი ასე თავისუფლად პარპაშებს კავკასიაში,მანამ ეს ეკონომიკური,კულტურული, ადათობრივი,დემოკრატიული ინსტიტუტების ამოქმედება,სახალხო დიპლომატიის ჩართვა არის ილუზია,რომელიც რეალობას არის მოწყვეტილი...ასეთი ინტელექტუალური პროექტები მაშინ განხორციელდება,როცა ეს ხალხები თვითონ დაიწყებენ საკუთარი მომავლის გადაწყვეტას და არა სხვის კარნახით...კავკასიის თავისუფლება რუსეთისაგან აი,თითოეული ქართველის,კავკასიელის საფიქრალი(წმიდა ილია მართალი) გადატრიალებაში მონაწილე ძალები იბრძვიან საქართველოში ისევ რუსთაველზე,სთავაზობენ იმპერიებს საკუთარ ტავს,ვაჭრობენ საქარტველოს მიწებით,სიმდიდრით...

Edited by shavlego91
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როცა ერს ამდენი მოღალატე ჰყავს თვით მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას"-ეს აქსიომატური დებულებაა... სერგო ორჯონიკიძემ და ედუარდ შევარდნაძემ 20-20 ათასი კვ.კმ. ტერიტორია გააჩუქეს...ახლა მოისმინეს ამ ყორღანაშვილებმა ,რომ მათი დაფინანსება 1991-92 წწ. გადატრიალებისას რუსეთმა დუმის დეპუტატის ცნობით 65 მილიონი დოლარი გაიღო...მანამდე ელცინის ვიცე-პრემიერმა ბურბულისმა აღიარა,რომ ის თბილისში გადატრიალების კოორდინატორი იყო...ბეპაევმა აღიარა რუსეთის სამხედრო ოლქის მონაწილეობა ცოცხალი ძალითა და ტექნიკით გადატრიალებაში...სწორედ ამ გადატრიალების პროგრამა-მინიმუმი იყო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაცია-ანექსია(რაც შევარდნაძემ და მოღალატე ყორღანაშვილებმა შეუსრულეს რუსეთს),პროგრამა მაქსიმუმი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის მოსპობა და რუსეთის ერთ-ერთ რესპუბლიკად მისი გადაქცევა...ვინც გადატრიალებაში მონაწილეობდით ,ყველა ათობით ათასი ადამიანის მკვლელი,ტერიტორიების გამსხვისებელი,ქვეყნის კატასტროფამდე მიმყვანებელია ზვიად გამსახურდიას მკვლელობისთვისაც წავიდა ამ მილიონებიდან თანხები...ოსების უმრავლესობამ საქართვრლოს დამოუკიდებლობას და ზვიად გამსახურდიას მისცა ხმა...

 

ბუკოვსკიმ ,ჭანტურიამ,აირიკიანმა... პრაღის 24 -ე დისიდენტთა საერთაშორისო კონფერენციაზე ჩააწერინეს ქართველები გენოციდს უწყობენ ოსებს,ავიწროებენ ეროვნულ უმცირესობებს...ოსების მიერ ცოცხლად დამწვარი გმირები-მინდიაშვილები გოგა ხაინდრავამ კინოგადაღებით ოსებად გაასაღა ამ კონფერენციაზე რუსების,კერძოდ მოსკოვიდან შევარდნაძის დაფინანსებით..საქართველო მცირე იმპერიად გამოაცხადეს კრემლის დავალებით...ამით გაამამართლეს საქართველოს დაშლისთვის ბრძოლა...ჰელსინკის რეზოლუციით თვითგამორკვევის,ადამიანის უფლებების შესახებ...ზვიადმა ისინი გააფრთხილა აკრიტიკონ იგი და დაანებონ თავი ქვეყანას ,სახელმწიფოს ზიანს ნუ აყენებენ!

ტალიავინის კომისიაც მათ დაეყრდნო ,როცა სუბეთნიკურობაზე ლაპარაკობს,ააჭარლები,სვანები,მეგრელები სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკეებია,შესაბამისად თვითგამორკვევის პროცესი აფხაზების,ოსების გამოყოფით დაიწყოო და ახლა სხვების ჯერიაო...სხვებში ვინც იგულისხმება გასაგებია მგონი...ამ ქართველ ექსპერტებს თავისი სახელი უნდა დაერქვას...ყორღან ოღლი ქარაფიდან ხელი ჰკრეს და გადაფრინდა!!!! :)

Edited by bimo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტარიელ ფუტკარაძე: "საწყენია, რომ ტალიავინის კომისიის სასაცილო დასკვნა ჩვენივე ე.წ. ექსპერტების კვლევებს ეყრდნობა" ბეჭდვა ელფოსტა

20:41 - 06.11.2009

 

tariel_futkaradze321.jpgგასული წლის აგვისტოს ომის მიზეზების შემსწავლელი საერთაშორისო კომისიის დასკვნის ირგვლივ პოლემიკა გრძელდება. ექსპერტებისა და პოლიტიკოსების მიერ გამოთქმული არაერთი მოსაზრების მიუხედავად, მაინც რჩება დასკვნის არაერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელზეც ფართო საზოგადოების ყურადღება ჯერ არ გამახვილებულა. კერძოდ, ყურადღების მიღმა რჩება ის ფაქტი, რომ ტალიავინის კომისიამ რუსეთის მიერ 1992-93 წლებში საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობას “საქართველოს შიდა არეულობის” კვალიფიკაცია მისცა. ამ და სხვა საკითხებზე პირველი" ტარიელ ფუტკარაძეს ესაუბრა, რომლის აზრით, "ტალიავინის კომისიის დასკვნაში მხოლოდ ირიბადაა წარმოჩენილი, რომ საქართველოს დამპყრობელი რუსეთია და მისი ჯარი საოკუპაციოა, ამასთან, დამახინჯებულია საქართველოს როგორც უახლესი, ისე ძველი ისტორია".

 

- ბატონო ტარიელ, თქვენ აცხადებთ, რომ ტალიავინის კომისიის დასკვნაში დამახინჯებულია საქართველოს როგორც უახლესი, ისე ძველი ისტორია. რას გულისხმობთ კონკრეტულად?

 

- ამ დასკვნაში 1992-93 წლებში საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობა შიდა არეულობადაა შფასებული; ქართველი ერი წარმოდგენილია სუბეთნოსთა კონგლომერატად; წერია, რომ საქართველო მე-11 საუკუნებდე არ არსებობდა, ხოლო XIII საუკუმენდე ქართველი ერის ეთნიკური კონსოლიდაცია დასრულებული არ იყო. ერთი სიტყვით, ტალიავინის კომისიის დასკვნით, საქართველო ფაქტობრივად არშემდგარი სახელმწიფოა! მხედველობაში მაქვს, მაგალითად, ასეთი ციტატა დასკვნიდან: History of an Ambivalent Relationship: "Georgian national identity claims historical origins dating as far back as the establishment of an autocephalous Georgian church in the 4th century and the emergence of the Georgian language with its own alphabet in the 5th century. Nevertheless, for centuries Georgia was divided into diverse local sub-ethnic entities, each with its own characteristic traditions, manners, dialects and, in the case of the Mingrelians, Lazs and Svans, with separate languages similar to Georgian. The process of ethnic consolidation and nation-making had not been completed(A standard work on this process is: Ronald Grigor Suny, The Making of the Georgian Nation, Bloomington/Indianapolis, 1994). Earlier Georgian history culminated in the united Georgian Kingdom of the 11 th to 13th centuries, when Georgia was a regional power in the Caucasus. In ensuing periods it split up into several political entities such as the kingdom of Kartli and Kakheti in the east and the kingdom of Imereti and principalities like Samegrelo and Svaneti in the west. Georgia weakened after repeated attacks by foreign powers like the Mongols and Timurides. From the 16th century onward, Ottoman Turkey and Safavid Iran began to subjugate western and eastern regions of Georgia respectively" (ტომი, II, გვ. 2 http://www.ceiig.ch/Report.html) ("საუკუნეების მანძილზე საქართველო დაყოფილი იყო ადგილობრივ სოციალურ სუბეთნიკურ ერთეულებად. თოთეულს გააჩნდა საკუთარი ტრადიცია, ქცევა, დიალექტი, მეგრელების, ლაზებისა და სვანების შემთხვევაში კი - ცალკეული ენები, რომელიც ქართულის მსგავსია. ეთნიკური კონსოლიდაციის და ერად ქმნადობის პროცესი მე-13 საუკუნეშიც კი არ დასრულებულა"... შემდეგ კი საქართველო დაიშალა და მას სხვები აკონტროლებდნენ)... აი, ამას წერენ ჩვენი "მეგობრები"! თითქოს ქართველთა ეროვნულ ერთიანობას მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია არ ჰქონდეს; თითქოს არ არსებულა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ბრძოლა დამპყრობლების წინააღმდეგ; თითქოს მეგრელ-სვან-ლაზთა დედაენა ქართული არ არის! საქართველოს არასაბჭოური ისტორიის მოყოლა შორს წაგვიყვანს. ქართველებს დიდი და რეალური ისტორია გვაქვს. როგორც ქართული, ასევე უმრავლესი უცხოური წყაროებით ცნობილია, რომ როგორც ქართველი ერი, ასევე ქართველთა სახელმწიფო - ქართლი - ერთიანია სულ მცირე, ძვ.წ. IV საუკუნიდან მოყოლებული. "ყოველთა ქართველთა" ქვეყანა მოიცავდა როგორც დასავლეთ საქართველოს კლისურამდე, ასევე ისტორიულ ტაო-კლარჯეთსაც (რიზემდე მაინც!)... ქართველ მეფეთა საუხუცესო მიწა-წყალი კი იყო შიდა ეგრისი (ცენტრალური დასავლეთ საქართველო)... ეს ვერ გავაგებინეთ ტალიავინის კომისიას!

 

- ვის და როგორ უნდა აეხსნა ეს ტალიავინის კომისიისთვის?

 

- რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლებას, მისთვის კი, თავის მხრივ, ადეკვატური ინფორმაცია იმ სტრუქტურას უნდა მიეწოდებინა, რომელსაც მეცნიერების დაგეგმვა და დაფინანსება ევალება. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, განსაკუთრებით 2003 წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას, კერძოდ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უნდა დაეგეგმა და დაეფინანსებინა ისეთი ქართველოლოგიური კვლევები, რომლებიც პასუხს გასცემდნენ და საბჭოური კვალიფიკაციების ალტერნატიულ თვალსაზრისებს შესთავაზებდნენ მსოფლიოს, რომელიც ლამის წალეკილია რუსული პოლიტიზებული, ფესვდომეცნიერული, გაყალბებული დებულებებით. თუმცა მოხდა პირიქით: 2005 წელს შექმნილი "ეროვნული სამეცნიერო ფონდი”, შემდეგ კი მის ბაზაზე დაფუძნებული "რუსთაველის (ქართველოლოგიის) ფონდი" ექსპერტებად ძირითადად ანტიქართული რუკების ავტორებსა თუ საბჭოური ანტიქართული "სამეცნიერო" თეორიების დამცველებს იწვევს, ruka.jpg რომლებიც კიდევ უფრო ამძიმებენ საქართველოს მდგომარეობას საერთაშორისო ველში. პარალელურად ინდიფერენტული ხალხის ხელში ჩავარდნილი საქართველოს უპირველესი უნივერსიტეტი ამავე უცხოელებს - საპატიო დოქტორობას, ე.წ. ქართველ ექსპერტებს კი თანამდებობებით აჯილდოებს. სახეზეა შედეგი - ტალიავინის დასკვნის ისტორიული ნაწილი (ტ. 2, გვ. 2-3). დიდად საწყენია (თუ გამიზნული დანაშაული არა!), რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ შევსებული ბიუჯეტიდან ე.წ. ქართველოლოგიის (რუსთაველის) ფონდის მიერ არაიშვიათად ისეთი გამოკვლევები ფინანსდება, რომელთა მსგავსნი საფუძვლად ტალიავინის კომისიის წევრებმა გამოიყენეს...

 

ruka1.jpg- ტალიავინის კომისიის დასკვნაში გამოყენებულ ტერმინებზე რას იტყვით? არსებობს მოსაზრება, რომელიც, სხვათაშორის, რუსეთში მოღვაწე რიგმა ექსპერტებმაც გამოთქვეს, რომ მთელი რიგი ტერმინები სრულიად არაადექვატურადაა გამოყენებული....

 

- დასკვნაში დადებით მომენტებთან ერთად, მრავლადაა სხვა არაადეკვატური ეპიზოდებიც, განსაკუთრებით - ისტორიულ და ეთნოკულტურულ ნაწილში. მაგალითად, ქართული სინამდვილისთვის არაადეკვატურია ტერმინი "სუბ-ეთნიკური ერთეული". ქართველობა მრავალი საუკუნეა, ერთი მთლიანი ეთნოსია თავისი დედაენით, კულტურით, ერთიანი ისტორიული მესხიერებით, სახელმწიფოობრიობით... მრავალსაუკუნოვანი ქართული სამწიგნობრო ტრადიცია თვისობრივად ერთნაირად იქმნებოდა საქართველოს მცირე ტერიტორიის მქონე ყველა კუთხეში. შესაბამისად, გაუგებრობა ან რეალობის მიჩქმალვაა ქართველთა (მეგრელთა, სვანთა, აჭარელთა, მესხთა, იმერელთა, კახთა...) საერთო შემოქმედების - ქართული სამწიგნობრო კულტურის იგნორირება და ქართველთა სუბეთნოსებად დანაწევრება. შესაბამისად, ტალიავინის კომისიის დასკვნაში არსებული ფრაზა “საუკუნეების მანძილზე საქართველო დაყოფილი იყო ადგილობრივ სოციალურ სუბ-ეთნიკურ ერთეულებად; თოთეულს გააჩნდა საკუთარი ტრადიცია, ქცევა, დიალექტი, მეგრელების, ლაზებისა და სვანების შემთხვევაში კი - ცალკეული ენები, რომელიც ქართულის მსგავსია. ეთნიკური კონსოლიდაციის და ერად ქმნადობის პროცესი მე-13 საუკუნეშიც კი არ დასრულებულა” რეალობას არ ასახავს.

 

დამპყრობელთაგან შევიწროვებული აღმოსავლეთ საქართველოსგან განსხვავებით, სწორედ სამეგრელოსა (ეგრისსა) და სვანეთში იყო ქართულენოვანი სამწიგნობრო კულტურის მუდმივმოქმედი ცენტრები. თანამედროვე კვლევები საფუძველს იძლევა, ვთქვათ, რომ ქართველი ერი ერთიან ეროვნულ ორგანიზმად ძვ.წ. მე-3 საუკუნეში ჩამოყალიბდა; უდავოა, რომ ადრე შუა საუკუნეებში არსებობდა ქართველი ეროვნება და ერთიანი ქართული კულტურა, რომელიც თვისობრივად ეთნაირად იქმნებოდა, იძერწებოდა სამეგრელოშიც, სვანეთშიც, მესხეთშიც და ცენტრალურ საქართველოშიც. შესაბამისად, მე-13 საუკუნეში ქართველი ერის ჩამოუყალიბებლობაზე საუბარი საბჭოური დემაგოგიაა!

 

- დიახ, მაგრამ გარკვეულ პერიოდში საქართველო იშლებოდა კიდეც...

 

- დამპყრობლებთან ბრძოლაში საქართველო ზოჯგერ მართლაც ნაწევრდებოდა, მაგრამ თავისი ენისა და კულტურის მქონე სამეფოებად კი არა, როგორც ეს ტალიავინის დასკვნის ავტორებს ჰგონიათ, ან სურთ, სხვებს დააჯერონ. დიდი საქართველო იშლებოდა პატარ-პატარა საქართველოებად! ამ “საქართველოებში” კანცელარიის ენა ისევ ქართული იყო, ეკლესიის ენაც – ქართული, მშობლიური ისტორიაც და ლიტერატურის ისტორიაც ქართული იყო. მაგალითად, "ვეფხისტყაოსანიც" და "ქართლის ცხოვრებაც" სამზითვო წიგნები იყო როგორც კახეთში, ასევე სამეგრელოში, კლარჯეთსა თუ სვანეთში. ხაზგასმით ვამბობ: საქართველო არასოდეს დაშლილა ისეთ სეპარატისტულ სამეფოებად/სამთავროებად, რომელთაც თავ-თავიანთი ენა, ქცევა თუ კულტურა ჰქონდათ. ქართველი ერის ერთიანი ისტორიული მეხსიერება დღესაც ყველა კუთხის ქართველის იდენტობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია. მაგალითად, თამარ მეფის ხსოვნა ყველა კუთხის ქართველის იდენტობის შემადგენელი ნაწილია (საქართველოს ამჟამინდელ საზღვრებს მიღმა დარჩენილი ლაზებისა თუ იმერხეველ-ტაოელებისთვისაც კი). ქართული ენა ყველა ქართველის (მეგრელის, სვანის, აჭარელის, მესხის, იმერელის, კახელის...) დედაენაა, ეროვნული ენაა, ეროვნული მეობის საფუძველია. მრავალი საუკუნის მანძილზე ამ დედაენობრივ კულტურაში იწრთობა მრავალი თაობა ქართველი ერისა, დღეს კი ამის მოშლა უნდათ! ისტორიულად ასე იყო: ქართველთა დედაენის ზეპირი კუთხური სახესხვაობები (კილოები, კილოკავები) "საოჯახო ენის" ფუნქციით შემოისაზღვრება და არალოგიკურია მათი წარმოდგენა ე.წ. სუბ-ეთნოსების მახასიათებლებად. ქართული ენის გავრცელების საზღვარი არ არის მდინარე ცხენისწყალი და ერგნეთი, როგორც ეს "რუსთაველის (ქართველოლოგიის) ფონდის" ზოგ ცინიკოს ე.წ. ექსპერტს ჰგონია. მათ გასაგონადაც ვამბობ: ქართული ენა ცხინვალის მხარეშიც და სამეგრელო-აფხაზეთსა თუ სვანეთშიც ავტოქთონი ქართველების მრავალსაუკუნოვანი დედაენაა!

 

- თქვენ ტალიავინის კომისიის დასკვნის იმ ნაწილზეც გაამახვილეთ ყურადღება, რომელშიც, როგორც თავად ბრძანებთ, 1992-93 წლებში საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობას "საქართველოს შიდა არეულობის" კვალიფიკაცია ეძლევა...

 

- გაოცებული დავრჩი, როცა დასკვნის ეს ეპიზოდი წავიკითხე, - მეგონა, ელცინის და პუტინის მიერ რედაქტირებულ ტექსტს ვკითხულობდი! დღეს ყველა ამბობს, რომ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება რუსეთის იმპერიამ დაამხო იმიტომ, რომ გამსახურდია რუსეთს კავკასიას აკარგვინებდა. პატივცემულ მკითხველს შევახსენებ, რომ სწორედ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს, 1991 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საბჭოთა რუსეთის იმპერიის ჯარს ოკუპანტის სტატუსი მიანიჭა. ამიტომ დაამხო რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს ხელისუფლება. იმ ხანად დასავლეთმაც წაუყრუა, რამდენადაც მაშინ დასავლეთი აღმოსავლეთ ევროპის თემით იყო დაინტერესებული... დღეს ვინც ჩქმალავს რუსეთის არსებით როლს საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობაში და ამ დანაშაულს შიდა არეულობას, ან ე.წ. სამოქალაქო ომს უწოდებს, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთის ინტერესებს ემსახურება. არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო სასამართლომ უნდა დააკისროს პასუხისმგებლობა რუსეთს საქართველოს ხელისუფლების ძალადობით დამხობისათვის!

 

მართალია, ტალიავინის კომისიის დასკვნა უმაღლესი განაჩენი არ არის ჩვენთვის, მაგრამ ცუდია, რომ ევროპული კომისია ასე არაადეკვატურად უყურებს საქართველოს ძველ თუ ახალ ისტორიას! ამ ისტორიის ადეკვატური გააზრების გარეშე რა აზრი აქვს მსჯელობას იმაზე, ვინ ისროლა პირველი ტყვია?! ეს 1991 წლის 22 დეკემბრის ამბავს ჰგავს, როცა უზენაეს საბჭოს თავს დაესხნენ რუსებისგან მართული ბანდიტები და ამბობდნენ, პირველი ტყვია გამსახურდიას მხარემ ისროლაო! ამმხრივ ტალიავინის დასკვნა სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს: რუსეთმა დაიპყრო მთელი საქართველო, გენოციდი მოუწყო ქართველებსა და რუსეთის იმპერიული პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილ აფხაზებს, ოსებს, ბერძენებს, რუსებსაც კი... და ქართულმა მხარემ ისროლა პირველი ტყვიაო...

 

ეს ყველაფერი უნდა გვაფიქრებინებდეს, რომ ჩვენი პატრონი ისევ ჩვენ უნდა ვიყოთ; ამ ისტორიულ ბრძოლაში ჩვენი თაობა - საქართველოს ამჟამინდელი მოქალაქეები (ქართველები, აფხაზები, აზერბაჯანლები, სომხები, ოსები თუ სხვა ეთნოსების წარმომადგენლები) სასტიკ მარცხს გადავურჩებით, თუკი ვუერთგულებთ საქართველოს სახელმწიფოებრივ ფასეულობებს და პოლიტიკური სპექტრის იმ ნაწილს გამოვარჩევთ, რომელიც უცხოთა ფულით არ ფინანსდება და გამჭვირვალე პოლიტიკას ახორციელებს.

 

ლევან ჭითანავა

საინფორმაციო სააგენტო "პირWელი"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და რაა აქ ახალი?!
და ამაზე მგონი არც არავინ დაობს

სადაო ვგონებ დღემდინ ისაა----ვისი საშვალებით:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სადაო ვგონებ დღემდინ ისაა----ვისი საშვალებით

maliari

რა თქმა უნდა ღრუსი ნაბოზრების ხელშეწყობით. ასე რომ, ჩემი აზრით, არც ეს არ არის სადაო

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზვიად გამსახურდია: გაფრთხილება

 

 

 

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გამოსვლიდან უზენაესი საბჭოს საგანგებო სესიაზე 1991 წლის 8 ოქტომბერს

 

”… მე მინდა ძალზე გულწრფელად საუბარი თქვენთან და ქართველ ერთად… ჩემი ეს გამოსვლა არ გეგონოთ ულტიმატუმი, ან რაღაც სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ადამიანის განცხადება. ეს არის რეალობა, რასაც მე თქვენ ახლა მოგახსენებთ… მე მივცემ პირუთვნელ შეფასებას შექნილ სიტუაციას და იმ მოსალოდნელ შედეგებზე გესაუბრბით, რაც შეიძლება მოჰყვეს ყოველივე ამას, ვინაიდან გაცილებით მეტი ინფორმაცია მაქვს ყველაფერზე, ვიდრე ყოველ თქვენგანს…

 

სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით:

 

… ჩემი ამ პოსტიდან წასვლა გამოიწვევს საქართველოში სულ მცირე რამდენიმე ათეული პარალელური მთავრობის შექმნას და რამდენიმე ათეული პრეზიდენტის აღმოცენებას. უფრო მეტიც, გამოიწვევს საქართველოს ადგილზე რამდენიმე სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. აბსოლუტური გადაჭარბების გარეშე გეუბნებით, ფრჩხილებს არ ვხსნი, ყველანი მიხვდით, ყველამ დაძაბეთ გონება და განსაკუთრებით გთხოვთ, ბატონო ოპოზიციონერებო, თქვენ, რამეთუ არ იცით, რას ითხოვთ... ეს უახლოეს ხანში გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო მთლიანობის სრულ დეზინტეგრაციას და დარღვევას, სრულ ანარქიას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და კერძოდ თბილისში და მე დაგიხატავთ თბილისს, თუ ეს ამბავი მოხდა. აი, ასეთ შემთხვევაში თბილისი გადაიქცევა რამდენიმე უბნად დანაწევრებულ ქალაქად, სადაც იქნება თითო შეიარაღებული ხელისუფლება-შეიარაღებული ბანდები და მათი ხელმძღვანელები. ყოველი უბანი იქნება თითო შეირაღებული ბანდის ხელში... მათ შორის ბრძოლა ძალაუფლებისათვის და ზეგავლენისათვის და იქნება მოსახლეობის არნახული ძარცვა, არნახული დარბევა. მოიშლება ყველაფერი: ელექტროენერგია, გაზები, კომუნიკაციები... საქართველოსაც გადაედება შემდეგ ეს ტენდენცია და საქართველოშიც დაიწყება ლიბანიზაცია... საქართველო გახდება მსხვერპლი ტოტალური ანარქიისა და საერთოდ, საქართველოს არსებობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. აი, რა მოჰყვება ჩემს შესაძლო გადადგომას...

 

... ეს არ არის მუქარა... ეს არ არის გადაჭარბება და ეს არ არის ჩემი პიროვნების, ვთქვათ, თავზე მოხვევა თქვენთვის, ანდა სურვილი, რომ მაინც და მაინც მე დავრჩე ამ პოსტზე, ჩემო ბატონებო. ეს არის რეალობა და მე გთხოვთ, გაახილოთ თვალი და გაუმართოთ თვალი აი, ამ რეალობას...”

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსებმა დაანგრიეს საქართველო და თავისი კაკებეს გენერალი შევარდნაძე ჩამოიყვანეს მეორე აგენტმა სარიშვილმა-ჭანტურიამ ხალხი დააჩოქა ნაძირალა შევარდნაძის წინაშე საინტერესოა ეგ ქალბატონი როგორ გადაურჩა მკვლელებს როცა მისი ქმარი დაცხრილეს როგორ გადაურჩა და რუსეთის აგენტობით საქართველო გატენილი იყო აგენტებით მაგრამ დღეს ვეღარ "ბლატაობენ" იბლატავებნ და მოხვდებიან მელაძის კურორტზე ყველა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shavlego91

 

bimo

1 ნიკით პოსტე არ არის საჭირო პარალელური !

საიდან მოიტანე ეს ამბავი? ღმერთმა მოგიტევოს !

..ეროვნული თვითკრიტიკა სასარგებლო საქმეა, მაგრამ საკუთარ ერზე ცილისწამებაში არ უნდა გადაიზარდოს. ასე მაგალითად, რუსთაველის დევნა ვიღაც ''სულთამხუთავების'' მიერ... ბართაშვილს ქართველებმა კი არ ამოხადეს სული შიმშილით, არამედ რუსის ჩინოვნიკებმა, გურამიშვილი ლეკებისა და თურქების მიზეზით მოსწყდა სამშობლოს და არა ქართველების მიზეზით... საბა ორბელიანი ქართველთა მხრივ დევნის შედეგად კი არ გამოეწყო ბერის კაბაში, არამედ რწმენის შედეგად და ერისათვის თავდადების გამო, ხოლო მოჩხუბარიძე თავის თანამემამულეებს კი არ ''ეჩხუბებოდა'', არამედ ჩრდილოეთის ვეშაპს, რომელიც გადაყლაპვას უპირებდა მის სამშობლოს, ხოლო გალაკტიონი ქვაფენილს ქვასავით (და არა შურდულივით) დაენარცხა იმის გამო, რომ მისი თვითმკვლელობამდე მიყვანის გეგმა დამუშავდა ჩვენი ერის უბოროტესი მტრების მიერ ''სადაც ჯერ იყო'', რასაც ალბათ ოდესმე ამხელს ისტორია, ისევე როგორც ილიას მკვლელობის ამბავს, წყარო კი ორივე შემთხვევაში ერთია. რომელი აღმოიკითხავენ, გულისხმა-ჰყვან! ის ვერსიაც, თითქოს ივანე მაჩაბლის გაუჩინარებაში ერთ-ერთი ქართველი მოღვაწის ხელი ერია, ესდეკებმა გაავრცელეს ამ მოღვაწის დისკრედიტაციისათვის. მე თავად მომისმენია ერთი მოხუცებული ესდეკისაგან ეს ჭორი ჩემს სიყრმაწვილეში(ივანე მაჩაბლის კვიპროსზე გაპარვა დუხობორებთან ერთად ყველაზე მეტად სავარაუდოა)......

 

...გრიგოლ ხანძთელი არის ჭეშმარიტად არქეტიპული, იდეალური სახე ქართველი კაცისა, სწორედ იგია, თუ გნებავთ, ანტიპოდი, კვაჭი კვაჭანტირაძისა და არა მინდია(მოგვიტევოს მისმა აჩრდილმა მისი ხსენება ასეთ კონტექსტში). მინდია, ისევე როგორც ილიას განდეგილი, დაცემული ეპოპტია, ზეციურსა და ამსოფლიურ -შორის ჭეშმარიტი ბალანსის მპოვნელი. ერთის მხრივ: მისტიკოსი, ნათელმხილველი, თეურგი და თაუმატურგი, საზეო პოეტი და ღვთისმეტყველი, მეორე მხრივ, პრაქტიკოსი: კლარჯეთის უდაბნოთა მშენებელი და განმამშვენებელი, მეფეთა მოძღვარი, ხალხის მსახური, სნეულთა მკურნალი, დაბრკოლებულთა განმმართველი, მწუხარეთა ნუგეშისმცემელი. ავთანდილი სწორუპოვარი რაინდია, დავითი მეფეა(უზენაესი სრულყოფა მეფობისა), გრიგოლ ხანძთელი კი, ისევე როგორც გიორგი ჭყონდიდელი, მამაა მეფისა, მისი მოძღვარი, მისი იდეალი, რომლის წინაშეც მოწიწებით ქედს იხრის მეფეცა და ერიც. მისი მორალი არსად არ არის შებღალული ცოდვით დაცემით, ან ვნებით, იგი წმინდანია, კაცი ზეცისა და ანგელოზი ქუეყანისა, ე.ი. ზეცისა და მიწის ჰარმონიულად შემრწყმელი. რუსთაველისთვისაც ავთანდილი და ტარიელი როდი არიან იდეალები, არამედ ''ბრძენი დივნოს''(დიონისე არეოპაგელი), რომელიც ფარული გმირია ვეფხისტყაოსნისა, ფარული მსაჯული და მოძღვარი როგორც ავტორისა, ასევე მისი გმირისა.

დიახ, წმინდანი იყო მუდამ იდეალი ჩვენი წინაპრებისა და ჩვენთვისაც უნდა დარჩეს იდეალად, თუ გვსურს ჩვენი ეროვნული და კულტურული არსებობის შენარჩუნება დღეს, ოკეანის პირისპირ, რომელიც ნთქავს ყოველგვარ ეროვნულ კოლორიტსა და ნიუანსებს. ის ერი კი, რომელიც დაკარგავს რწმენას და კულტურულ უპირატესობას ვერ შეინარჩუნებს მომხვდურზე, უთუოდ დამარცხდება. წმინდანი იყო და არის იდეალი განათლებული კაცობრიობისა, მას ვერც ერთი სხვა იდდეალი ვერ შესცვლი ვერც მომავალში.

 

ზვიად გამსახურდია

 

'გვეტანებოდნენ ძაღლნი და ღორნი,

შემუსვრა სურდათ ელვარე ჭაღის,

მაგრამ ხომ დავრჩით, მაინც ჩვენ ორნი,

მკრთალნი რაინდნი მწუხარე სახის!''

ზვიად გამსახურდია

Edited by bimo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...