Jump to content
Planeta.Ge

იგორ გიორგაძე ამტკიცებს, რომ ზვიად გამსახურდია მოკლეს


Recommended Posts

ლ ი ც ი

 

მე მჯერა იგორ გიორგაძის ამ განცხადების (გიორგაძე იყო ყველაზე სერიოზული და ძლიერი მინისტრი იმ პერიოდში) მას საკმაოდ დიდი ინფორმაცია გააჩნია 90-იანი წლების საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და იგი თავადაც მონაწილე იყო ამ მოვლენების ასე რომ იგორ გიორგაძე აუცილებლად უნდა დაიკითხოს და მან თქვას სიმართლე თუმცა მისი დაკითხვა როგორ უნდა მოხერხდეს არ ვიცი და არ მგონია რომ იგი გათქვავს ინფორმაციას უშიშროების ყოფილი მინისტრისგან სრული სიმართლის და ინფორმაციის სრულად მიღება მით უმეტეს პრეზიდენტის მკვლელობის შესახებ ფანტასტიკის სფეროა და გიორგაძე არ იტყვის არაფერს სიღრმისეულს და გამოძიებისთვის სასარგებლოს იმიტომ რომ მას ამ საქმის გამოძიება გახსნა და დამნაშავეების დასჯა არანაირად არ აწყობს და კიდევ ერთიისეთი ასეთი სერიოზული დანაშაული როგორიც პრეზიდენტის მკვლელობაა უნდაგამოიძიოს გენერალური პროკურატურის უძლიერესი გამომძიებლების ჯგუფმა და არა ჯონდი ბაღათურიამ კოკო გამსახურდიამ და მათნაირებმა

 

ზვიად გამსახურდია მოკლული რომ ყოფილიყო, ამ შემთხვევაში გიორგაძე ამ განცხადებას არ გააკეთებდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 39
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ასეთი სერიოზული დანაშაული როგორიც პრეზიდენტის მკვლელობაა უნდაგამოიძიოს გენერალური პროკურატურის უძლიერესი გამომძიებლების ჯგუფმა და არა ჯონდი ბაღათურიამ კოკო გამსახურდიამ და მათნაირებმა
ნამდვილად FRIDRIX, მაგრამ .......გიორგაძე?

გიორგაძე ფეხს არ გადადგამს პოლიტიკური სარგებლის გარეშე და იქ სადაც პოლიტიკური სარგებელია სიმართლეს ძინავს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

 

მართალი ხარ და მეც მაგას ვამბობ გიორგაძემ იცის სიმართლე მაგრამ მაგ სიმართლეს არ იტყვის იმ ფორმით რომ გამოძიებას დაეხმაროს და მითუმეტეს გამოძიებას მისცეს როგორც კომპრომატი და გამოძიებამ შეძლოს დამნაშავის დასჯა იგორის ინფორმაციის საფუძველზე

 

babuagiorgi

 

რატო არ გააკეთებდა გიორგაძე არ აგებს არაფერს ის ზის ცივ მოსკოვში თბილად მშვიდად და აკვირდება მოვლენებს მათ შორის ამ გამოძიებას იგი დაინტერესებულია ამ გამოზიების ჩიხში შეყვანით და არა დახმარებით

Edited by FRIDRIX
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იგორ გიორგაძე ამტკიცებს, რომ ზვიად გამსახურდია მოკლეს

 

 

ზვიადიზე ვერაფერს გეტყვი,მაგრამ ჟვანია სტა პრაცენტი მოკლულია.

 

 

 

დაწერის დროს ძალიან პატარა შრიფტია და რატომ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზვიადიზე ვერაფერს გეტყვი,მაგრამ ჟვანია სტა პრაცენტი მოკლულია.

დაწერის დროს ძალიან პატარა შრიფტია და რატომ?

 

ეხლა როგორი შიფტია დაწერის დროს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა როგორი შიფტია დაწერის დროს?

 

--------------------

 

 

პატარაა კიდევ.ძალიან წვრილია და თვალები მეთხრება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

მაგარი კაცი ბრძანდებით ბაბუ. მეც ასე ვფიქრობ, მაგრამ ზვიადის თანამებრძოლისთვის ძნელი უნდა იყოს ასეთი განცხადება ასეთ მტკივნეულ თემაზე..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

მაგარი კაცი ბრძანდებით ბაბუ

ძუკუ

+1

 

გამარჯობა მიშა :maladec:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგაძე ამტკიცებს? რატომ ამ დროს? რამ გაუნატა გონება იგორას? მონანიების სურვილმა ხომ არ სძლია კ გ ბ -ს სისხლში გამჯდარ სიყვარულს? "გიორგაძის მტკიცება " ეს შეუთავსებელი მცნებებია გიორგაძეს არ შეუძლია მტკიცება, სიმართლე და გიორგაძე ძალიან შეუთავსებელი მცნებებია,

აი რომ გეთქვათ -კ გ ბ -ს რუსი გენერალი გიოგაძე აქვეყნებს შემუშავებულ ინფორმაციული ხასიათის განაცხადს - ეს უკვე ტექნიკურად გამართლებული იქნებოდა... არ შეიძლება მგელს ვეგეტარიანელობა დასწამო, ან გიორგაძეს მართლისმთქმელობა და სიალალე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

მაგარი კაცი ბრძანდებით ბაბუ. მეც ასე ვფიქრობ, მაგრამ ზვიადის თანამებრძოლისთვის ძნელი უნდა იყოს ასეთი განცხადება ასეთ მტკივნეულ თემაზე..

 

ზვიადის თანამბრძოლებისგან ამის თაობაზე ეჭვი ნამდვილად არ გამიგია.

ქა ამის მიმართ პრობლემები აქვს ოჯახს და მანანა არჩვაძეს ირგვლივ შეკრებილ მცირე რაოდენობის ხალხს.

რაც შეეხება კოკოს, ამ კაცს გამოელია პოლიტიკური მოტივები და თან არ ოჯახის წინააღმდეგ წასვლა არ სურს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

“ზვიად გამსახურდიას მკვლელობაში ფულია გადახდილი”

 

“პროკურატურამ ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობის დამადასტურებელი მასალები ვერ მოიპოვა. ვერც ის მტკიცებულებები მოიპოვა, რომ ზვიად გამსახურდია მოკლული იყო. ასეთი განცხადება გააკეთა პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების გარემოებების შემსწავლელი კომისიის სხდომაზე ექსპერტმა მიხეილ ოსაძემ. იგი შს მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე და ორი მოწვევის პარლამენტში საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი იყო. კომისიამ გუშინ მეორე სხდომა გამართა. კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სპეციალურმა ჯგუფმა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში იმუშავა”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით ზვიად გამსახურდიას მკვლელობაში ფულია გადახდილი / რა ინფორმაცია გაუმხილა მიხეილ ოსაძემ საპარლამენტო კომისიას.

“შთამომავლობას უნდა დარჩეს ობიექტური სურათი და არა ბუნდოვანი ინფორმაცია პირველი პრეზიდენტის საქმესთან დაკავშირებით - აღნიშნა კონსტანტინე გამსახურდიამ. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ძირითადად ის ადამიანებია დაკითხული, რომლებიც ზვიად გამსახურდიას გარემოცვას წარმოადგენდნენ. არადა, ცალსახად ჩანს, რომ პირველი პრეზიდენტის დევნა მიმდინარეობდა. დაკითხული არ არის არც ერთი მაღალჩინოსანი და საქმეში არ დევს არც ერთი მაღალჩინოსნის ჩვენება. კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, პროკურატურაში არსებული მასალები ძალიან წინააღმდეგობრივია და ურთიერთგამომრიცხავი. ტყვიის გულაზეც და მასრაზეც განსხვავებული მონაცემები არსებობს ამ მასალებიდან გამომდინარე. ერთი ვერსიით, ისინი არ არის, ხოლო მეორე ვერსიით, ისინი მოძებნილია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“კომისიის სხდომას ესწრებოდნენ ისტორიკოსი, სამართალმცოდნე, ადვოკატი, სასამართლო ექიმი. ვიდრე ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ექსპერტის რანგში მიწვეულ მიხეილ ოსაძეს მოუსმენდნენ, კომისიის წევრები დაინტერესდნენ, რა საქმეები გამოიძია კომისიამ, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა. მოხეილ ოსაძემ განმარტა, რომ კომისიამ შეისწავლა სხვადასხვა საკითხი, რის შედეგადაც თანამდებობიდან გათავისუფლნენ უშიშროების ყოფილი მინისტრი, გენერალური პროკურორი, განათლების მინისტრი, გამგებლები, სხვადასხვა რანგის თანამდებობის პირები. მისი თქმით, ზვიად გამსახურდიას საქმესთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე რვა ტომისგან შედგება. ამ ტომებზე მუშაობა ექსპერტებს ჯერ არ დაუსრულებიათ. ოსაძის განცხადებით, ერთი რამ, რაც დადასტურებულია, ისაა, რომ იმ პერიოდში ხელისუფლებას დაქვემდებარებული შეიარაღებული სამსახურები დევნიდნენ ზვიად გამსახურდიას მისი ჩეჩნეთიდან სამეგრელოში დაბრუნების დროს”, - დასძენს გამოცემა.

“მიხეილ ოსაძემ ასევე ისაუბრა იმ ჩვენებებზე, რომელიც მოწმეებმა და თვითმხილველებმა მისცეს. ერთი მოწმე ამბობს, რომ გვამის მდებარეობა იყო სხვა, მეორე მოწმე სხვა ჩვენებას აძლევს. ერთი მოწმე მიუთითებს, რომ ის იყო ჩაუცმელი და მათ ჩააცვეს, მეორე მოწმე ამბობს, რომ გასროლის შემდეგ გავედით და პრეზიდენტი იყო ჩაცმული - აღნიშნავს მიხეილ ოსაძე. საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, მან თავი შეიკავა მოწმეთა გვარებისა და ჩვენებების დაკონკრეტებისგან. რაც შეეხება მასრასა და ტყვიას, ამ საკითხზე მოსაზრება ჯონდი ბაღათურიამაც გამოთქვა. მისი თქმით, ამბობენ, რომ პრეზიდენტს ხელში ეკავა “სტეჩკინი”, რომლის ტყვია 9,2 მილიმეტრიანია. არადა დაფიქსირებულია, რომ ტყვიის შემავალი ხვრელი 7 მილიმეტრამდეა. ჯონდი ბაღათურიამ დასვა კითხვა, რამდენად არის შესაძლებელი, რომ 9,2 მილიმეტრიანმა გლუვმა ტყვიამ დატოვოს შემავალი ხვრელი 7 მილიმეტრამდე”, - წერს სტატიის ავტორი.

“მიხეილ ოსაძის განმარტებით, რამდენიმე ადამიანი აუცილებლად უნდა დაიკითხოს. მისი თქმით, მაგალითად, ერთ-ერთი აცხადებს, რომ მისთვის ცნობილია მკვლელის, შემკვეთის გვარი და ის თანხა, რაც გადაიხადეს ამ მკვლელობაში. უფრო მეტი დეტალის დაკონკრეტებისგან ოსაძემ თავი შეიკავა. ამდენად, ამ ეტაპზე უცნობია, ვინ არის ის ადამიანი. კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე გამსახურდიამ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ აუცილებელია გამოთხოვილ იქნას როსტოვის სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტის დასკვნა სრული სახით. კომისიის მომდევნო სხდომაზე მიიწვევენ რამდენიმე ადამიანს, რომლებმაც 1994 წლის 17 თებერვალს პირველი პრეზიდენტის ცხედრის დათვალიერების ოქმზე მოაწერეს ხელი. კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, ასევე საინტერესო იქნება იმ ადამიანების მიწვევა, რომლებმაც პრეზიდენტი ნახეს გარდაცვალებიდან რამდენიმე წუთში”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საკითხების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია მომავალში იგორ გიორგაძის, თენგიზ კიტოვანის, შოთა კვირაიასა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის, ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მოსმენასაც არ გამორიცხავს. ამისთვის კი კომისიას გამოყოფილ სამ თვეზე მეტი დასჭირდება. ამიტომ გუშინ პარლამენტში კომისიის მუშაობის ვადის გაგრძელების საკითხიც დაისვა”, - წერს გაზეთი “24 საათი” სტატიაში სათაურით საპარლამენტო კომისია ყოფილი მაღალჩინოსნების მოსმენას გეგმავს / ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების შესწავლას დაგეგმილზე ორჯერ მეტი დრო დასჭირდება.

“გუშინ ჟურნალისტებთან საუბარისას კონსტანტინე გამსახურდიამ დაადასტურა, რომ შევარდნაძის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც ზვიად გამსახურდიას მკვლელობას ამტკიცებს და აცხადებს, რომ იცის პრეზიდენტის მკვლელობის როგორც შემკვეთის, ისე შემსრულებლის ვინაობა, იგორ გიორგაძეა. “სხვათა შორის, თავის დროზე იგორ გიორგაძემ პრეზიდენტის ცხედრის ექსპერტიზა მოითხოვა, ხოლო ოქმს, რომელშიც თვითმკვლელობაზეა საუბარი, ხელი არ მოაწერა და ამაზე უარი თქვა” - აღნიშნა კონსტანტინე გამსახურდიამ. რამდენად მოახერხებს კომისია ყველა ჩამოთვლილი პირის მოსმენას, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, კომისიის მუშაობის ვადის გაგრძელებას პრობლემა არ შეექმნება და საკანონმდებლო ორგანო პარლამენტარებს ამ საქმის შესასწავლად საკმარის დროს მისცემს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ახალი თაობა” 12. 12. 2009

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კონსტანტინე გამსახურდია იგორ გიორგაძესთან საუბარს ადასტურებს

11:28 - 18.12.2009

ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების დამდგენი საპარლამენტო კომისიის ხელმძღვნაელი კონსტანტინე გამსახურდია აცხადებს, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების გარემოებებთან დალავშირებით არაერთი პირის მიერაა ინფორმირებული, მათ შორის – იგორ გიორგაძის მიერაც. კონსტანტინე გამსახურდია თავს იკავებს გიორგაძესთან ამ თემაზე საუბრის დეტალების დაკონკრეტებისგან და არც იმას აზუსტებს, სად და რა ფორმით შედგა მისი გიორგაძესთან საუბარი. "ინფორმირებული ნამდვილად ვარ და არა მხოლოდ გიორგაძისგან, თუმცა ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანი მხოლოდ ოფიციალური, ნოტარიალად დადასტურებული ჩვენებებია. მეც მხოლოდ ასეთ ჩვენებებზე ვისაუბრებ" – განუცხადა "პირWელს" გამსახურდიამ. შეგახსენებთ, რომ პარტია "იმედის" ლიდერის ირინა სარიშვილის მტკიცებით, დეპუტატმა კონსტანტინე გამსახურდიამ მისი მამის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ყველა დეტალი უშიშროების ყოფილი მინისტრისგან იგორ გიორგაძისგან პირადად იცის. "პირWელთან" საუბარში სარიშვილმა დაადასტურა, რომ "გიორგაძე გამსახურდიას გარდაცვალების შესახებ ყველაზე უკეთ ინფორმირებული ადამიანია". "ვიცი, რომ კონსტანტინე გამსახურდიამ პირადად იცის იგორ გიორგაძისგან მამამისის გარდაცვალების ყველა დეტალი, ისევე, როგორც ის დადებითი როლი, რომელიც გიორგაძემ ზვიად გამსახურდიას სიკვდილამდე და სიკვდილის შემდეგ შეასრულა. მან თავის დროზე გამსახურდიაზე თავდასხმაზე თქვა უარი, მისი სიკვდილის შემდეგ კი ერთადერთი მინისტრი იყო, რომელმაც გამსახურდიას თვითმკვლელობის აქტს ხელი არ მოაწერა", - განაცხადა სარიშვილმა. შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის კონსტანტინე გამსახურდიას განცხადებით, შევარდნაძის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც ზვიად გამსახურდიას მკვლელობას ამტკიცებს და აცხადებს, რომ მან იცის პრეზიდენტის მკვლელობის შემკვეთი, მკვლელის ვინაობა და ის, თუ რა თანხაა ამაში გადახდილი, იგორ გიორგაძეა.

http://pirweli.com.ge/index.php?option=com...52&Itemid=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ზვიადის თანამბრძოლებისგან ამის თაობაზე ეჭვი ნამდვილად არ გამიგია.

ქა ამის მიმართ პრობლემები აქვს ოჯახს და მანანა არჩვაძეს ირგვლივ შეკრებილ მცირე რაოდენობის ხალხს.

რაც შეეხება კოკოს, ამ კაცს გამოელია პოლიტიკური მოტივები და თან არ ოჯახის წინააღმდეგ წასვლა არ სურს.

თუ ასეა, მე ვთვლი რომ ეს ნორმალური მიდგომაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კონსტანტინე გამსახურდია იგორ გიორგაძესთან საუბარს ადასტურებს

11:28 - 18.12.2009

ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების დამდგენი საპარლამენტო კომისიის ხელმძღვნაელი კონსტანტინე გამსახურდია აცხადებს, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების გარემოებებთან დალავშირებით არაერთი პირის მიერაა ინფორმირებული, მათ შორის – იგორ გიორგაძის მიერაც. კონსტანტინე გამსახურდია თავს იკავებს გიორგაძესთან ამ თემაზე საუბრის დეტალების დაკონკრეტებისგან და არც იმას აზუსტებს, სად და რა ფორმით შედგა მისი გიორგაძესთან საუბარი. "ინფორმირებული ნამდვილად ვარ და არა მხოლოდ გიორგაძისგან, თუმცა ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანი მხოლოდ ოფიციალური, ნოტარიალად დადასტურებული ჩვენებებია. მეც მხოლოდ ასეთ ჩვენებებზე ვისაუბრებ" – განუცხადა "პირWელს" გამსახურდიამ. შეგახსენებთ, რომ პარტია "იმედის" ლიდერის ირინა სარიშვილის მტკიცებით, დეპუტატმა კონსტანტინე გამსახურდიამ მისი მამის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ყველა დეტალი უშიშროების ყოფილი მინისტრისგან იგორ გიორგაძისგან პირადად იცის. "პირWელთან" საუბარში სარიშვილმა დაადასტურა, რომ "გიორგაძე გამსახურდიას გარდაცვალების შესახებ ყველაზე უკეთ ინფორმირებული ადამიანია". "ვიცი, რომ კონსტანტინე გამსახურდიამ პირადად იცის იგორ გიორგაძისგან მამამისის გარდაცვალების ყველა დეტალი, ისევე, როგორც ის დადებითი როლი, რომელიც გიორგაძემ ზვიად გამსახურდიას სიკვდილამდე და სიკვდილის შემდეგ შეასრულა. მან თავის დროზე გამსახურდიაზე თავდასხმაზე თქვა უარი, მისი სიკვდილის შემდეგ კი ერთადერთი მინისტრი იყო, რომელმაც გამსახურდიას თვითმკვლელობის აქტს ხელი არ მოაწერა", - განაცხადა სარიშვილმა. შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის კონსტანტინე გამსახურდიას განცხადებით, შევარდნაძის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც ზვიად გამსახურდიას მკვლელობას ამტკიცებს და აცხადებს, რომ მან იცის პრეზიდენტის მკვლელობის შემკვეთი, მკვლელის ვინაობა და ის, თუ რა თანხაა ამაში გადახდილი, იგორ გიორგაძეა.

http://pirweli.com.ge/index.php?option=com...52&Itemid=1

 

ისე კონსტანტინე გამსახურდიაც არის დასაკითხი. ეგებ ასე მაინც გასცეს პასუხი გამოძიებს, თუ რატომ ითქვა უარი ოჯახის მხრიდან სამედიცინო ექსპერტიზაზე საქართველოში და შემდგომ ჩეჩნეთში?

 

პ.ს. ეს შეჩვენებული "მკვლელობის" გამოძიება ექსპერტიზის გარეშე გაგონილა?

ან ამ გაზეთში რომ სპეკულირებს ვიღაც იდიოტი სტეჩკინიდან ასეთი შემავალი ზომის ხვრელი არ იქნებოდაო. დადოს ტრაკი და გაირტყას სტეჩკინი, ხო და მერე გაზომოს.

აბა სხვა გამოსავალი არაა როდესაც ექსპერტიზაზე უარი იყო ნათქვამი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...