Jump to content
Planeta.Ge

იგორ გიორგაძე ამტკიცებს, რომ ზვიად გამსახურდია მოკლეს


Recommended Posts

იგორ გიორგაძე ამტკიცებს, რომ ზვიად გამსახურდია მოკლეს

17 / 12, 2009 16:53

 

ინტერპოლის მიერ ძებნილი ყოფილი მაღალჩინოსანი იგორ გიორგაძე ამტკიცებს, რომ ზვიად გამსახურდია მოკლეს.

როგორც გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე გამსახურდიამ განაცხადა, შევარდნაძის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც ამტკიცებს, რომ იცის პრეზიდენტის მკვლელობის შემკვეთი, მკვლელის ვინაობა და ის, თუ რა თანხაა ამაში გადახდილი, იგორ გიორგაძეა.

გამსახურდიამ ასევე გაიხსენა, რომ თავის დროზე იგორ გიორგაძემ პრეზიდენტის ცხედრის ექსპერტიზა მოითხოვა, ხოლო ოქმს, რომელშიც თვითმკვლელობაზეა საუბარი, ხელი არ მოაწერა.

შევარდნაძის დროინდელ მაღალჩინოსანზე, რომელსაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვს, კომისის დღევანდელ სხდომაზე მოწვეულმა ექსპერტმა მიხეილ ოსაძემ მიანიშნა, თუმცა სახელი და გვარი არ დაუკონკრეტებია.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

ლიცემერი: უზერებო, თქვენი აზრით, "ტრუხა" ბაზარია თუ ფაიზაღს უბნობს ?

 

 

პ.ს. გავმეორდები: არიან ადამიანები, რომელთა ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ დიდხანს ცდილობენ გაშიფრონ მათი "შავი ყუთი", მაგრამ უშედეგოდ.

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 39
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ეს ქვეყანა მალე კიდევ ერთხელ აირევა

და არევის მიზეზი რა იქნება...choxa ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს ქვეყანა მალე კიდევ ერთხელ აირევა

 

დაიმახსოვრეთ და ნეტა ქნას ვცდებოდე

====================================

ვიცი, საკითხავი ეგ არაა, ერთ არევას გადავიტანთ, შეჩვეული ვარ მაგ აზრს, მაგრამ.... ერთხელ მხოლოდ?

თუმცა ალბათ ეგეც მალე გამოჩნდება...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

[quote name='ლ ი ც ი' post='150706' date='Dec 17 2009, 05:52 PM']იგორ გიორგაძე ამტკიცებს, რომ ზვიად გამსახურდია მოკლეს
17 / 12, 2009 16:53

ინტერპოლის მიერ ძებნილი ყოფილი მაღალჩინოსანი იგორ გიორგაძე ამტკიცებს, რომ ზვიად გამსახურდია მოკლეს.
როგორც გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე გამსახურდიამ განაცხადა, შევარდნაძის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც ამტკიცებს, რომ იცის პრეზიდენტის მკვლელობის შემკვეთი, მკვლელის ვინაობა და ის, თუ რა თანხაა ამაში გადახდილი, იგორ გიორგაძეა.
გამსახურდიამ ასევე გაიხსენა, რომ თავის დროზე იგორ გიორგაძემ პრეზიდენტის ცხედრის ექსპერტიზა მოითხოვა, ხოლო ოქმს, რომელშიც თვითმკვლელობაზეა საუბარი, ხელი არ მოაწერა.
შევარდნაძის დროინდელ მაღალჩინოსანზე, რომელსაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვს, კომისის დღევანდელ სხდომაზე მოწვეულმა ექსპერტმა მიხეილ ოსაძემ მიანიშნა, თუმცა სახელი და გვარი არ დაუკონკრეტებია.
[url="http://www.interpressnews.ge/ge/index.php/permalink/120367.html&hd_line=1"]http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1[/url]

ლიცემერი: უზერებო, თქვენი აზრით, "ტრუხა" ბაზარია თუ ფაიზაღს უბნობს ?
პ.ს. გავმეორდები: არიან ადამიანები, რომელთა ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ დიდხანს ცდილობენ გაშიფრონ მათი "შავი ყუთი", მაგრამ უშედეგოდ.[/quote]

ჩემი აზრით, ბესარიონ გუგუშვილზე და რობინზონზე არ დაჯერება ცოდვაა.
ექსპერტიზაზე ყოველთვის უარი ოჯახმა სთქვა. იყო ეს საქართველოში თუ ჩეჩნეთში ორივე შემთხვევაში ოჯახმა უარი განაცხადა.

ორი ვარიანტი შეიძლება იყოს და არ ვიცი თუ რატომ უნდათ ამით თამაში ვინმეს ეხლა.
1. თავი თვითონ მოიკლა.
2. ვინმეს სთხოვა დახმარება.
ორივე შემთხვევაში ეს თვითმკვლელობაა და თუ ვინმე მართლა ისევ პრეზიდენტის თხოვნით დაეხმარა მაშინ არ იტვის და სწორადაც მოიქცევა.

ეს ყველაფერი რომ დაიჯეროს კაცმა, პირველ რიგში უნდა იცნობდეს იმ ხალხს რომელიც პრეზიდენტის გარშემო ბოლო დღეები დარჩნენ.
დაცვის ბიჭებს ვიცნობდი და განსაკუთრებით რობინზონს. არ გაიყიდებოდა ეს კაცი.

მეორე. ამისათვის რომ ეს ამბავი დაიჯეროს ვინმე ის ჯოჯოხეთი უნდა ჰქონდეს გამოვლილი ჩვენ რომ გავიარეთ.
ფიზიკურად პრეზიდენტზე უკეთეს მდგომარეობაში ვიყავით ეს დალოცვილი და რამდენჯერ მეც მიფიქრია თვითმკვლელობაზე.
ბოლო დღეები დამალვა მაგრად გაჭირდა. ვიღაცის ოჯახში მისვლაც სახიფათო გახდა. რომ ვინმეს გაეგო ოჯახს ააწიოკებდნენ. მოკლედ ისეთი უიმედო მდგომარეობა იყო, რომ გამოსავალი ნაღდათ არ სჩანდა მაშინ.

პრეზიდენტი თან ავად იყო.
ოჯახი მალავს ამ ამბეს, რომ პრეზიდენტს პროსტატის კიბო ჰქონდა და მაგ პერიოდში ძალიან გართულებული.
ზუსტად ამ საქმესთან მაქვს გაგებული ერთი ამბავი, რომ ვითომ საჭმელში ვიღაცა ისეთ წამალს ურევდა, რომ ავადმყოფობა გართულებულიყო. არ ვიცი არ არის ესეც გამორივხული, მაგრამ თავი რომ არ მოეკლა ეს უფრო გამიკვირდებოდა.

აქ კიდევ ერთი გარემოება იყო. პრეზიდენტი არ აპირებდა საქართველოდან მეორედ ემიგრაციას. ისეთი გულგატეხილი იყო, რომ უბრალოდ ემიგრაციაში არ წავიდოდა.
ე.ი. ის ხალხი ვინც გარშემო იყო ამის გამო განწირული იყო. ზვიადიმ იცოდა ეს ამბეც და აქედან გამომდინარე მისი თვითმკვლელობა ცოდვად ნამდვილად არ ჩაითვლება. მინიმუმ ის ხალხი იხსნა სიკვდილისაგან ვინც მაშინ ბოლო დღეები გვერდში ედგა.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

და არევის მიზეზი რა იქნება...choxa ?

2003 წელიც კარგად მახსოვს და დღევანდელობასაც ადექვატურად აღვიქვამ ლიცემერ, მაშინ არ იყო ამდენი აგრესია ხალხში, პარადოქსია, მაგრამ უსამართლობის განცდა ამ მაშტაბებს ნაღდად არ აღწევდა, არც ამდენი ფითილი ჰქონდა შენთებული სიტუაციას და არც ხელისუფლება იყო ყველაფერზე წამსვლელი მაშინ

 

Jonathan Livingston

ერთხელ მხოლოდ?

არ ვიცი :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქ კიდევ ერთ რამეს დავამატებ. ის მეორე ამბე რომ იყოს მართალი ვთქვათ არც ესაა გასაკვირვი.

 

მაგალითისათვის იმ პერიოდში გვერზე მე რომ ვყოფილიყავი და ჩემზე ეთხოვა გავაკეთებდი. უბრალოდ სხვა გამოსავალი არ იყო ეს დალოცვილი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

2. ვინმეს სთხოვა დახმარება.

babuagiorgi

ჩემი აზრით, ასეა

 

2. ვინმეს სთხოვა დახმარება.

babuagiorgi

ჩემი აზრით, ასეა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ჩემი აზრით, ასეა

babuagiorgi

ჩემი აზრით, ასეა

 

უბრალოდ აქ ერთი რამ არის პრობლემა. იჯახს უნდა რომ ცხონებული პრეზიდენტი წმინდანად შერაცხონ. ხო და ამ შემთხვევაში არ გამოდის ვითომ ეს ამბე.

ჩემთვის სულერთია შერაცხავენ თუ არა, ეს პიროვნება უდიდესი პატრიოტი იყო და თავისი სიცოცხლე საქართველოს შესწირა. არ მაინტერესებს ამაზე რამე საბუთი იქნება გაცემული თუ არა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი აზრით, ბესარიონ გუგუშვილზე და რობინზონზე არ დაჯერება ცოდვაა.

ექსპერტიზაზე ყოველთვის უარი ოჯახმა სთქვა. იყო ეს საქართველოში თუ ჩეჩნეთში ორივე შემთხვევაში ოჯახმა უარი განაცხადა.

 

ორი ვარიანტი შეიძლება იყოს და არ ვიცი თუ რატომ უნდათ ამით თამაში ვინმეს ეხლა.

1. თავი თვითონ მოიკლა.

2. ვინმეს სთხოვა დახმარება.

ორივე შემთხვევაში ეს თვითმკვლელობაა და თუ ვინმე მართლა ისევ პრეზიდენტის თხოვნით დაეხმარა მაშინ არ იტვის და სწორადაც მოიქცევა.

 

ეს ყველაფერი რომ დაიჯეროს კაცმა, პირველ რიგში უნდა იცნობდეს იმ ხალხს რომელიც პრეზიდენტის გარშემო ბოლო დღეები დარჩნენ.

დაცვის ბიჭებს ვიცნობდი და განსაკუთრებით რობინზონს. არ გაიყიდებოდა ეს კაცი.

 

მეორე. ამისათვის რომ ეს ამბავი დაიჯეროს ვინმე ის ჯოჯოხეთი უნდა ჰქონდეს გამოვლილი ჩვენ რომ გავიარეთ.

ფიზიკურად პრეზიდენტზე უკეთეს მდგომარეობაში ვიყავით ეს დალოცვილი და რამდენჯერ მეც მიფიქრია თვითმკვლელობაზე.

ბოლო დღეები დამალვა მაგრად გაჭირდა. ვიღაცის ოჯახში მისვლაც სახიფათო გახდა. რომ ვინმეს გაეგო ოჯახს ააწიოკებდნენ. მოკლედ ისეთი უიმედო მდგომარეობა იყო, რომ გამოსავალი ნაღდათ არ სჩანდა მაშინ.

 

პრეზიდენტი თან ავად იყო.

ოჯახი მალავს ამ ამბეს, რომ პრეზიდენტს პროსტატის კიბო ჰქონდა და მაგ პერიოდში ძალიან გართულებული.

ზუსტად ამ საქმესთან მაქვს გაგებული ერთი ამბავი, რომ ვითომ საჭმელში ვიღაცა ისეთ წამალს ურევდა, რომ ავადმყოფობა გართულებულიყო. არ ვიცი არ არის ესეც გამორივხული, მაგრამ თავი რომ არ მოეკლა ეს უფრო გამიკვირდებოდა.

 

აქ კიდევ ერთი გარემოება იყო. პრეზიდენტი არ აპირებდა საქართველოდან მეორედ ემიგრაციას. ისეთი გულგატეხილი იყო, რომ უბრალოდ ემიგრაციაში არ წავიდოდა.

ე.ი. ის ხალხი ვინც გარშემო იყო ამის გამო განწირული იყო. ზვიადიმ იცოდა ეს ამბეც და აქედან გამომდინარე მისი თვითმკვლელობა ცოდვად ნამდვილად არ ჩაითვლება. მინიმუმ ის ხალხი იხსნა სიკვდილისაგან ვინც მაშინ ბოლო დღეები გვერდში ედგა.

babuagiorgi

შეიძლება ეს პოსტი შენი სახელით შენ რომ "გიყვარს" იმ ფორუმზე დავპოსტო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

შეიძლება ეს პოსტი შენი სახელით შენ რომ "გიყვარს" იმ ფორუმზე დავპოსტო?

:): კი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

გმადლობთ, გეთაყვა :) :maladec:

 

სხვათაშორის ინფორმაცია პროსტატის კიბოსთან დაკავშირებით ზვიადთან უახლოესი ადამინისგან ვიცი. ეს ინფო პაჩტი არ ჟღერს არსად. მაგისგან ვიცოდი ისიც, რომ ვითომ ედოს ხლხმა იცოდა ეს ამბე და ჯერ თბილისიდან აწვდიდნენ ზვიადს რაღაც წამალსო ავადმყოფობის გართულებისათვის. არ ვიცი ამ წამლის არ მჯერა, მაგრამ მდგომარეობა ისეთი იყო რომ სხვა გამოსავალი იმ პერიოდში პრეზიდენტს ნამდვილკად არ ჰქონდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეიძლება ეს პოსტი შენი სახელით შენ რომ "გიყვარს" იმ ფორუმზე დავპოსტო?

რას ერჩი ამ პატიოსან კაცს ლ ი ც ი, კე-ისარის და ლომაბესოს (და კიდევ აღარ მახსოვს, ბევრი არიან) საჯიჯგნად გინდა გახადო?

 

მე პირადად ყველაფერში გეთანხმები babuagiorgi, კაცმა თავი მოიკლა (თუ მოაკვლევინა რა მნიშვნელობა აქვს) და ეს ვერ მოუნელებიათ. შექსპირის რომეოსა და ჯულიეტას საქციელზე სპაზმებში ვარდებიან აღრფთოვანებისაგან და აქ ადამიანს ადამიანობას არ პატიობენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

 

მე მჯერა იგორ გიორგაძის ამ განცხადების (გიორგაძე იყო ყველაზე სერიოზული და ძლიერი მინისტრი იმ პერიოდში) მას საკმაოდ დიდი ინფორმაცია გააჩნია 90-იანი წლების საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და იგი თავადაც მონაწილე იყო ამ მოვლენების ასე რომ იგორ გიორგაძე აუცილებლად უნდა დაიკითხოს და მან თქვას სიმართლე თუმცა მისი დაკითხვა როგორ უნდა მოხერხდეს არ ვიცი და არ მგონია რომ იგი გათქვავს ინფორმაციას უშიშროების ყოფილი მინისტრისგან სრული სიმართლის და ინფორმაციის სრულად მიღება მით უმეტეს პრეზიდენტის მკვლელობის შესახებ ფანტასტიკის სფეროა და გიორგაძე არ იტყვის არაფერს სიღრმისეულს და გამოძიებისთვის სასარგებლოს იმიტომ რომ მას ამ საქმის გამოძიება გახსნა და დამნაშავეების დასჯა არანაირად არ აწყობს და კიდევ ერთი ისეთი სერიოზული დანაშაული როგორიც პრეზიდენტის მკვლელობაა უნდა გამოიძიოს გენერალური პროკურატურის უძლიერესი გამომძიებლების ჯგუფმა და არა ჯონდი ბაღათურიამ კოკო გამსახურდიამ და მათნაირებმა

 

 

ჩემი აზრით პრეზიდენტი გამსახურდია მოკლეს რუსეთის კაგებეს გენერლის ედუარდ შევარდნაძისთვის გზის გასასუფთავებლად რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა

Edited by FRIDRIX
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...