Jump to content
Planeta.Ge

IRI-ის კვლევების თანახმად, თბილისის მერობის კანდიდატთა შორის გიგი უგულავა ლიდერობს


Recommended Posts

ყველას აქვს უფლება რაღაცის სჯეროდეს, ან რაღაცის არ სჯეროდეს....

მე პირადად უგულავას თავის ალასანანად თემქის ხევში გადაგდება მინდა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველას აქვს უფლება რაღაცის სჯეროდეს, ან რაღაცის არ სჯეროდეს....

მე პირადად უგულავას თავის ალასანანად თემქის ხევში გადაგდება მინდა

machkatela

უგულავა გასაგებია, მაგრამ ალასანიას რას ერჩი? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

უგულავა გასაგებია, მაგრამ ალასანიას რას ერჩი?

 

ჩემი აზრით ქალბატონი მაჭყატელა ე.წ. საპარლამენტო ოპოზიციის მხარდამჭერია, ოღონდ კონკრეტულად ვისი ვერ დავადგინე, თანაც პარლამენტში უნდა მუშაობდეს შესაბამის ფრაქციის აპარატში. მე მგონი არ ვცდები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხალხო თქვენ მერობის კანდიდატის გაყალბებას ჩივით ? 16 - ეულია შედგენილი საქართველოს გმირების და სააკასვილი , ჟვანია და სტალინი არიან შესულები , სტალინი მეშვიდე ადგილზე გაუყვანიათ , რაზეც გავმწარდი ზვიადი არაა შეყვანილი და სააკაშვილი , ჟვანია და სტალინი შეუყვანიათ , ვინც ეგ გამოკიტხვა ჩაატარა იმათ დედებს გაუარ გამოუარონ ნილოსის მარტორქებმა

 

ზვიადი ყოფილა მესამე ადგილზე წრია , წეღან ვერ დავინახე და მერაბიც არის ღვთის მადლით , მაგრამ სააკასვილი , სტალინი და ჟვანია როგორ შეიყვანეს მაგ ბოზებმა ( ბოდიში ფორუმთან ამ სიტყვაზე )

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საერთოდ რა კატეგორიის ხალხია გამოკითხული იცის ვინმემ ?

shamili

გამოკითხვის დროს ტრაქტორისტი პავლე და და აკადემიკოსი პავლე ერთი ქინძია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტელეკომპანია "იმედის" მიერ მოპოვებულიც IRI-ის კვლევების თანახმად, თბილისის მერობის კანდიდატთა შორის გიგი უგულავას რეიტინგი მის მომდევნო კანდიდატზე სამჯერ მაღალია.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების თანახმად, გიგი უგულავას რეიტინგი 35%, ირაკლი ალასანიას რეიტინგი – 13%, გუბაზ სანიკიძის – 9, გოგი თოფაძის – 4, პაატა ჯიბლაძის – 2, ლევან გაჩეჩილაძის – 3, კობა დავითაშვილის – 3 და ზვიად ძიძიგურის – 3 პროცენტია.

 

იმედი ხო მოამბე გახდა :D

IRI-ის გამოკითხვები დაურიგდა პარტიებს და თხოვეს ანონიმურობა შეენარჩუნებინათ. მე მაგალითად გამიმართლა და ხელში ჩამივარდა, გამოკითხვებით უგულავას აქვს 22%, ალასანიას 30% და დანარჩენი წვრილად ნაწილდება სხვებზე, ზუსტად არ მახსოვს როგორ. არ დაგავიწყდეთ რომ მესამე ყველაზე დიდი "არ ვარ ჩამოყალიბებული" - იყო, ანუ ისინი ვინც ვერ ამხელს თავის არჩევანს.

 

მთავრობას 30% იმიტომ უნდა, რომ 22 დან 30 მდე თარხნიშვილებით აქაჩავს რამენაირად და გავა, თანაც ალასანიას მთლად 30 არ აქვს, 29.7 რაღაც ესეთი, ხოდა თუ ცოტას თარხნიშვილი აქაც იმუშავებს, 30-ის ქვემოთ ჩამოიყვანენ. ასე აპირებენ ნაცები მოგებას. არადა მეორე ტურამდე თუ მივიდა იგულავა წააგებს თავისი ტილიანი 22%-ით ყველა ვარიანტში.

 

პ.ს. ალასანია მაგიტომ იყო მშვიდად, რომ კვლევებს ხედავს უგულავა 30-საც ვერ ქაჩავს, მარა უნდა გაითვალისწინოს თარხნიშვილის "ეფექტიც".

 

 

shamili

საერთოდ რა კატეგორიის ხალხია გამოკითხული იცის ვინმემ ?

სრული მეცნიერული წესით ტარდება ესეთი გამოკითხვები, ანუ ყველა სოციალური წრე იკითხება არსებული სტატისტიკის შესაბამისად. თუ იაკობაშვილი ან სხვა ასეთი მიკი მაუსი ატარებს მაშინ უბრალოდ იმამაძაღლებ და მილიციონერებს მეტს გამოკითხავ და "სასურველ" შედეგს მიიღებ :D.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგით რა , თქვენ წარმოგიდგენიათ რომ თბილისის ნებისმიერ უბანში ან საქართველოს ნებისმიერ სოფელში გმირების 16 - ეულში სააკაშვილი , სტალინი და ჟვანია გავიდნენ ? ეგ სპეციალურად არის გაკეთებული ღირებულებების გაუბრალოება და ფასეულობათა გადაფასება რომ მოხდეს ერში
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ გამოკიტხვაში მეც მივიღე მონაწილეობა. სახლში მოიტანეს კითხვარი რომელზეც იქვე პასუხები. სხვათაშორის კითხვები იყო საკმაოდ ჭკვიანურად მოფიქრებული რათა უგულავას მიმართ კრიტიკა ყოფილიყო ნაკლები.

მთავარი კი ისაა, რომ ეს კითხვარი ნაცმოძრაობის აქტივისტებმა გაავრცელეს. ანუ იმავე ხალხმა, რომლებიც არჩევნების დროს მიშას და ნაცმოძრაობის პროპაგანდას ეწეოდნენ. აქედან გამომდინარე ამ გამოკითხვის შედეგები ვერ იქნება რეალური სურათის მაჩვენებელი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტაშიი

მთავრობას 30% იმიტომ უნდა, რომ 22 დან 30 მდე თარხნიშვილებით აქაჩავს რამენაირად და გავა, თანაც ალასანიას მთლად 30 არ აქვს, 29.7 რაღაც ესეთი, ხოდა თუ ცოტას თარხნიშვილი აქაც იმუშავებს, 30-ის ქვემოთ ჩამოიყვანენ. ასე აპირებენ ნაცები მოგებას. არადა მეორე ტურამდე თუ მივიდა იგულავა წააგებს თავისი ტილიანი 22%-ით ყველა ვარიანტში.

მადლობა ინფორმაციისთვის. მეც დაახლოებით ასევე ვიცოდი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველას აქვს უფლება რაღაცის სჯეროდეს, ან რაღაცის არ სჯეროდეს....

მე პირადად უგულავას თავის ალასანანად თემქის ხევში გადაგდება მინდა

ასლან აბაშიძეზე რას იტყვი? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რეიტინგული მანიპულაციები

 

“ხელისუფლება და ოპოზიცია კარდინალურად განსხვავებულ წინასაარჩევნო რეიტინგებს აქვეყნებენ. “ალიანსი” სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტზე (ISSA) დაყრდნობით აცხადებს, რომ მერობის არჩევნებში მათ ლიდერ ირაკლი ალასანიას ამომრჩეველთა 61% უჭერს მხარს. პარალელურად რეიტინგებს აქვეყნებს მმართველი გუნდი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რეიტინგული მანიპულაციები / სოციოლოგიური კვლევების შედეგებს მთავრობა და ოპოზიცია თავის სასარგებლოდ ასაღებენ.

“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების თანახმად, მმართველი გუნდის ფავორიტ გიგი უგულავას რეიტინგი 35%, ირაკლი ალასანიასი კი 13%-ია. ამავე კვლევის მიხედვით, თბილისელთა 23%-ს არ გადაუწყვეტია, ხმას რომელ კანდიდატს მისცემს. 67% მიიჩნევს, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ქალაქში პოზიტიური ცვლილებები მოხდა, რაც ძირითადად მოქმედი მერის დამსახურებაა. “ალიანსის” ცნობით, ირაკლი ალასანის თბილისის მერობის ყველაზე სერიოზული ოპოზიციური კანდიდატის პოზიციებს იმყარებს. მათ მიერ მოყვანილი ბოლო კვლევის შედეგების მიხედვით, მოქმედ მერს თბილისის ამომრჩეველთა მხოლოდ ერთი მესამედი უჭერს მხარს. უმუშევრობა, ეკონომიკური არასტაბილურობა და სოციალური დაუცველობა კი ამომრჩეველს ყველაზე მეტად აღელვებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ალიანსის” მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებში ნათქვამია, რომ ხელისუფლების ერთ-ერთმა ანონიმურმა მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ ეს მაჩვენებელი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების პრაქტიკულად იდენტურია... მათი თქმით, ISSA-ს კვლევებზე დაყრდნობით, ალასანიასადმი ხალხის მხარდაჭერა უახლოეს თვეებში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება... კვლევამ დაადასტურა, რომ ირაკლი ალასანიასა და სოზარ სუბარს თბილისის მოსახლეობა ყველაზე მეტად ენდობა, ხოლო თბილისის მერის არჩევნებში ირაკლი ალასანიას მონაწილეობას მხარს თბილისის ამომრჩეველთა 61% უჭერს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რესპუბლიკელი” დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციას მხარს უჭერს გამოკითხულთა ორი მესამედი. IRI-ს მონაცემებით, ირაკლი ალასანიას მხარდამჭერების რაოდენობა 21, ხოლო პოტენციური მხარდამჭერების რაოდენობა 29%-ია, რაც ჯამში 50%-ს უდრის. უსუფაშვილის განცხადებით, ეს ხელისუფლებასთან შედარებით ოპოზიცის ცალსახა გამარჯვებაა. “IRI-ს კვლევებთან დაკავშირებით ერთი დიდი პრობლემაა. ჩვენ სიტყვას ვინახავთ და შედეგებს არ ვახმაურებთ, რადგან ეს IRI-ს მოთხოვნაა, მაგრამ შემდეგ ხელისუფლება ციფრებით მანიპულირებას იწყებს. მაგალითად, დღეს მათ ტირაჟირება გაუკეთეს იმ მონაცემებს, რომლის შეკითხვაც ასე ჟღერს - “ვინ შეძლებს მეტი უცხოური ინვესტიციების მოპოვებას ქალაქისთვის”. ამ კითხვაზე პასუხის შედეგით მათ დაასკვნეს, რომ გიგი უგულავას რეიტინგი 35%-ია”, - განმარტავს დავით უსუფაშვილი.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/120178.html

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აგერ გასცა გოჩა ცქიტიშვილმა პასუხი:

 

- “თქვენ შეგიძლიათ მომცეთ ნებისმიერი ციფრი, ხოლო მე ისე მოგიყვებით იმ ციფრზე, ვერ იცნობთ ვერც იმ ციფრს და ვერც იმ ციფრის პატრონს. ეს სიუჟეტი არ მინახავს, მაგრამ ერთი წლის წინ, როცა ტელევიზიაში მსგავსი სიუჟეტი გავიდა, მე თვითონ ვუყურე და ისეთი რამეები თქვეს სკამიდან კინაღამ ჩამოვვარდი. ჩემთვის დღესავით ნათელია რა და რატომ კეთდება, მაგრამ არ მინდა სხვის საქმეზე ვილაპარაკო. სხვებისგან განსხვავებით ტყეში არ ვარ გაზრდილი, ვსაუბრობ იმ ადამიანებზე, რომლებიც ისეთ ინტერპრეტაციებს აკეთებენ ტელევიზიებში, რომ შენ თვითონ ვერ ცნობ ვერაფერს“, – ამბობს გოჩა ცქიტიშვილი.

 

http://presa.ge/index.php?text=news&i=11408

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...