kisa Posted December 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2009 SSDK იმაზე მეტი იციან დემოკრატიის დარღვევები და მისთანები ვიდრე ჩვენ, მაგრამ შენს საქმეს სხვა არ გააკეთებს.ეს ხვა საკითხია არც არავინ არ უნდა გააკეთოს - ეს აქსიომაა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SSDK Posted December 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2009 (edited) kisa ეს ხვა საკითხია 001.gifარც არავინ არ უნდა გააკეთოს - ეს აქსიომაა.კი ბატონო, მასეა და ჩემს წინა პოსტშიც სწორედ ეგ მაქვს ნათქვამი, მაგრამ მაგ აქსიომის გამო არ მიპასუხია შენი წინა პოსტისთვის, არამედ იმის გამო, რომ გეწერა, არ ესმით უცხოელებსო, რაც არ არის მართალი ჩემი აზრით.. Edited December 15, 2009 by SSDK Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
prologic Posted December 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2009 ვ ნაროდ ნადო იდტი, მართალი ყოფილა გუბაზა. 100% მაგრამ მაგას განძრევა სჭირდება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted December 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2009 lasha_alo ირაკლი ალასანია - სასოწარკვეთილი კამპანია, რომელიც ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ მიმდინარეობს ხელისუფლების სისუსტეზე მიუთითებს15 / 12, 2009 16:16 რაკლი ალასანიას განცხადებით, მისი და მისი ოჯახის წინააღმდეგ ბოლო დროს პრესაში გავრცელებული ნეგატიური ინფორმაცია ხელისუფლების პოლიტიკურ სისუსტეზე მიუთითებს. ამის შესახებ ~ალიანსი საქართველოსთვის~ ლიდერმა დღეს, ~ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების~ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ~სასოწარკვეთილი კამპანია, რომელიც ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ მიმდინარეობს ამორალურია და ხელისუფლების პოლიტიკურ სისუსტეზე მიუთითებს. ეს კამპანია ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებს. მინდა ყველამ კარგად იცოდეს, რომ ჩემი და ჩემი პოლიტიკური ძალის მიზანი ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლაა და მჯერა, რომ საზოგადოების მხარდაჭერით ამ მიზანს მივაღწევთ~, - განაცხადა ალასანიამ. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted December 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2009 SSDK ჩვენი საქმის არ კეთების და სხვაზე გადალოცვის ერთერთი მთავარი მიზეზი კი ხალხში ჭკვიანურად დათესილი ნიჰილიზმია..გაიხარე, ხელისუფლების შენარჩუნების ყველაზე ეფექტური საშუალება საზოგადოებაში ნიჰილიზმის დათესვაა,თუმცა ედოს დროსაც საკმაო დოზის ნიჰილიზმი იყო საზოგადოებაში, მაგრამ მისიტომ და თავისუფლების ინსტიტუტმა გენიალურად იმუშავეს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2009 (edited) იმენა როგორც წესი მიშისტები ჭარბობენ, იმიტომ რომ რეალური შეხება არა აქვთ აქაურ სიტუაციასთან, ერორებით კი აშენებულ საქართველოს ხედავენ მეც ეგრე ვიყავი და ვინანიებ ჩემს შეცდომას. რაც შეეხება ამ შავ პიარს,ბევრზე იმუშავებს დეპრეს.ხალხს საჭმლის ფული არა აქვს და ალასანიას ცოლი ათი ათასს იხდის.იმაზე არ დაფიქრდებიან,რომ ეს არის მისი შრომით ნაშოვნი ფული და არა ამ ყაჩაღებივით ხალხზე ახეული. Edited December 15, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
murTazi Posted December 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2009 newstudio რა კარგად აქვთ ათვისებული შევარდნაძისდროინდელი ბინძური ხერხები ამ შობელძაღლებსკარგად კი არა ძალიან ცუდად... ან პიარშიკები გაექცათ, ან ალასანიაზე მუშაობს ხელისუფლებავერ იტყვი ერთმნიშვნელოვნად. თქვენი კატეგორიის ამომრჩეველი, ეგრეთწოდებული "გემოვნებიანი ამომრჩეველი" , რომელსაც შინაგანდ სძულს უღირსობა, ისედაც ინსტინქტურად ემხრობა ალასანიას, კულტურული დონის მსგავსების და თანხვედრის გამო, სავარაუდოდ ინგლისურიც იცით და მის ცოლზე სიუჟეტში რას ლაპარაკობენ ამერიკელები, ვინც გააცერეს (საკმაოდ ხმამაღლა ისმოდა) და რა სრულიად სხვა რამეს თარგმნიან, ესეც გესმით და საერთო ჯამში აღიქვამთ ყველაფერს ადეკვატურად. მაგრამ მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ვისზეც გათვლილია, იმ ხალხსაც ასეთივე დასკვნის გაკეთება შეუძლია. ძალიან დაუშვებელი ზღვარი გადალახეს, როგორც სჩვევიათ და ზედმეტად დიდი ტალახის სროლას შეეცადნენ.ისიც საკითხავია, რა რეაქცია ჯობს ამაზე ახლა ალასანიასგან - მაღლა დადგომა და დონაძისთვის ხმის არ გაცემა? გაპროტესტება? მე კი ერთ რამეში ვრწმუნდები, რომ სადაც ასე ირღვევა ყველა წესი და ადამიანის უფლება, ამ ქვეყანაში სასწრაფოდ საჭიროა ცვლილება, თორემ ამ გარემოს მსხვერპლი ყველა ვხდებით უშუალოდ თუ არაპირდაპირ. არაჯანსაღი ენერგეტიკაა ქვეყანაში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted December 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2009 (edited) მე კი ერთ რამეში ვრწმუნდები, რომ სადაც ასე ირღვევა ყველა წესი და ადამიანის უფლება, ამ ქვეყანაში სასწრაფოდ საჭიროა ცვლილება, თორემ ამ გარემოს მსხვერპლი ყველა ვხდებით უშუალოდ თუ არაპირდაპირ. არაჯანსაღი ენერგეტიკაა ქვეყანაშიეგრეა კი, რასაც მე ამ სიბინძურეს ვაგინებ.........არადა გინება თავად მაგინებლისთვის არის ცუდი,მაგრამ რავარია რომ არ აგინო ხომ გასკდა გული Edited December 15, 2009 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2009 "დაინახე შიშველი!" - ეს ქართულ ტელესივრცეში გამოჩენილი ახალი ტელეარხის "რეალ-ტვ"-ის სლოგანია. ბუნებრივია, სლოგანის შინაარსი და ტელეარხის სახელწოდება გულისხმობს, რომ ჩვენ შიშველი რეალობა უნდა დავინახოთ, მაგრამ როგორია რეალობა იმ ტელევიზიისთვის, რომელსაც შსს-ს ვითომ გადაყენებული მაღალჩინოსანი, გურამ დონაძე ხელმძღვანელობს? ძალიან მარტივი - დონაძის ტელევიზიის მიერ დანახულ რეალობაში შიშველი მხოლოდ ოპოზიციაა. ანუ ტელევიზიის ხელმძღვანელთა ჩანაფიქრით, არხის სლოგანი გულისხმობს: დაინახე შიშველი ოპოზიცია! გახსნის დღიდან ამ ტელევიზიას არ დაუტოვებია არც ერთი მეტ-ნაკლებად გავლენიანი ოპოზიციის ლიდერი, ვინც, მარტივად რომ ვთქვათ, არ "გაეშავებინა". ეს სიუჟეტები ალბათ ნახეთ და მათ დეტალურ განხილვას აღარ შევუდგები. მე თქვენ გეტყვით და ოპოზიციაში გასაშავებელი ხალხისა და თემების მონახვა გაუჭირდებათ თუ რა! რამდენიც გინდა, იმდენია, თუმცა ამდენი მონდომებისგან ზოგჯერ მეტისმეტი გამოსდით. მაგალითად, ალასანიას გასაშავებელი, ჩანს, ბევრი ვერაფერი უპოვეს, ამიტომ ჯერ იმის გარკვევა დაიწყეს, რამდენად ძვირად ღირებული მობილური და საათი აქვს, შემდეგ ნიუ-იორკში ჩავიდნენ და გადაიღეს, როგორ ცხოვრობს აშშ-ის უდიდეს ქალაქში ალასანიას ცოლ-შვილი. მთავარი კომპრომატი კი ის აღმოჩნდა, რომ თურმე ისინი ნიუ-იორკში ისეთ კორპუსში ცხოვრობენ, რომლის ეზოშიც ციყვები დარბიან(!). გათვლა ასეთია: ობივატელმა უნდა იფიქროს, რომ უბანი და სახლი, სადაც ალასანიას ცოლ-შვილი ცხოვრობს, ძვირად ღირებულია, რადგან ეზოში ციყვებიც კი მოუშენებიათ, არადა ციყვებს მიაქვს ამერიკა. აშშ-ის ქალაქებში ციყვი იმდენია, პირდაპირ თავზე გახტებიან. მოკლედ, ვისაც ეს არხი ერთხელ გინახავთ, მიხვდებით, რაზეც ვლაპარაკობ. ტელევიზია მასალების მოსამზადებლად უხვად იყენებს შინაგან საქმეთა სამინისტროს რესურსს, რაც სხვა ტელევიზიებისთვის მიუწვდომელია. მაგალითად, ახლახან მათ აეროპორტში უსაფრთხოების კამერით გადაღებული კადრები აჩვენეს, სადაც ჩანს, "უცნობი" როგორ ტოვებს საქართველოს. ამ კადრებს, ბუნებრივია სხვა ტელევიზია ვერ მოიპოვებს. არა მარტო კადრები, ინფორმაციებიც ძირითადად შსს-ს მოპოვებულია. თავიდან, როდესაც ეს ტელევიზია გაიხსნა, ბევრი დაიბნა: რაში სჭირდებოდა ხელისუფლებას კიდევ ერთი არხი, როდესაც ის სრულად აკონტროლებდა სამ მთავარ ტელევიზიას - "საზოგადოებრივ მაუწყებელს", "რუსთავი 2"-ს და "იმედს"? კიდევ ერთი, ხელისუფლების ინტერესების გამტარებელი არხი რაღა საჭირო იყო? მას შემდეგ, რაც "რეალ-ტვ"-მ სიჩქარე "აკრიფა," უკვე ყველაფერი ცხადი გახდა. არც ერთი სხვა სახელისუფლებო არხი ასე პირდაპირ ოპოზიციას არ უტევს, არც ერთი სხვა სახელისუფლებო არხი არ არის მხოლოდ ოპოზიციის შავი პიარით დაკავებული. არა, "რუსთავი 2"-იც და "იმედიც" ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებენ, მაგრამ ფორმალურად მაინც ცდილობენ სტანდარტების დაცვას და ხელისუფლების შეკვეთის "შეფუთვას". აქ კი ყველაფერი გაშიშვლებულია. ყველაფერი წარმოდგენილია ყოველგვარი შეფუთვის გარეშე. როდესაც ამ ტელევიზიას ვუყურებთ, კიდევ უფრო ნათლად ვხედავთ, როგორია ხელისუფლების მუშაობის სტილი. ვხედავთ, ვის ერჩის ხელისუფლება ყველაზე მეტად და ვის ცოტა ნაკლებად, ვხედავთ მათ გემოვნებას. მოკლედ, ცხადად ვხედავთ, რა უნდა ხელისუფლებას. ამიტომ ამ არხის სლოგანი, ჩემი აზრით, უნდა იყოს არა "დაინახე შიშველი" ან "დაინახე შიშველი ოპოზიცია", არამედ - "დაინახე შიშველი ხელისუფლება". ციყვები რა მოსატანია და ყოველ დღე თითქმის ირმებს ვხედავ ჩემს შტატში.რა საცოდავები არიან კაიფობთ? : აი თუ არ გჯერათ.ირემი თავის ნუკრით . http://img267.imageshack.us/img267/7294/dsc00034d.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted December 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2009 სუბარი ბავშვებსაც ჭამს? givi.gif რელიგიურ გრძნობებზე თამაში ამჯერად ხელისუფლების მხრიდან . საინტერესოა "ლიბერალთა" აღშფთება სადაა ?იქნებ მაგის მოხსენებეის დაიდოს აქ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.