Jump to content
Planeta.Ge

საქართველო და გეოპოლიტიკა


Recommended Posts

ძალიან რომ არ შეგაწყინოთ თავი მოკლედ დავწერ რას და როგორ ვფიქრობ და სხვა დროს თუ ამის შესაძლებლობა მექნება დეტალურად მიმოვიხილავ რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებსა და გეოპოლიტიკურ ძვრებს .. იმედია თქვენც დააფიქსირებთ მოსაზრებებს ..

 

 

ვფიქრობ კი იმას რომ თუ საქართველოში უახლოეს მომავალში არ დაიწყო ამერიკის შეერთებული შტატების კოლონიალური რეჟიმის (არსებული საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტა) დემონტაჟი, საქართველო (როგორსაც ჩვენ ვიცნობთ მას) როგორც სახელმწიფო დეზინტეგრაციის+სომალიზაციის გზას დაადგება და არსებობას შეწყვიტავს. უფრო კონკრეტულად ვიტყვი რომ უახლოეს მომავალში (1-5 წელი) სომხეთი დაიკავებს სამცხე ჯავახეთსა და აჭარას, რუსეთი დაიკავებს სამეგრელოსა და ჩრდილოეთ კავკასიასთან მოსაზღვრე რიგ ხეობებს და დანარჩენი საქართველო პერმანენტული სამოქალაქო დაპირისპირების წიაღში აღმოჩნდება ..

 

 

 

ეხლა მოგახსენებთ იმას თუ რატომ ვფიქრობ ასე ... (ვინაიდან მოკლედ ვწერ და ვინაიდან მინდა რომ უფრო ფართოდ შეხედოთ საკითხს ამ პუბლიკაციებს გადახედეთ ... --- > 1. ) საქართველო და გეოპოლოტიკა ანუ ომი თუ მშვიდობა ---> 2. ) ვაშინგტონი – მოსკოვი და ახალი მსოფლიო წესრიგი --- > 3. ) საქართველო და გეოპოლიტიკა ანუ ომი თუ მშვიდობა (ნაწილი მეორე) )

 

 

ასე ვიქრობ კი იმიტომ რომ ჩემი აზრით მსოფლიოს უძლიერესი ზესახელმწიფოები აშშ-ი და ჩინეთი 2030 წლისთვის მოსალოდნელი ნავთობდეფიციტისთვის აქტიურად ემზადებიან და შესაბამისად უკვე აცხადებენ პრეტენზიებს ახლო აღმოსავლეთისა და აზიის რიგ ენერგომარშრუტებზე ...

 

ჩინეთი აქტიურად მუშაობს დღეისთვის ინდოეთის ოკეანეზე გამავალი ნავთობის ტრანსპორტორების მარშრუტებზე კონტროლის დასაწესებლად .. მიმდინარეობს ჩინეთის სახალხო არმიის ინტენსიური გადაიაღაღების პროცესი .. პეკინი 2017 წლისთვის შეიარაღებაზე მიიღებს საკუთარი წარმოების პირველ ავიამზიდებს და დარწმუნებული ვარ 2025 წლისთვის შეიარაღებაზე 100 000-იანი და მეტი წყალწყვის (სუპერ ავიამზიდი, გემბანზე 70-90 საფრენი აპარატი) მინიმუმ 5-7 ავიამზიდს იქონიებს .... ჩინეთის საოკეანიო ფლოტისთვის აქტიოურად შენდება სამხედრო საზღვაო ბაზები ინდოეთისა და წყნარი ოკეანის აკვატორიებში .. ინდოეთის ოკეანეში უმსხვილესი ბაზა იქნება სტრატეგიული ადგილმდებარეობის მქონე კუნძულ შრი ლანკაზე (ცეილონი) რომლის მთავრობასთან პეკინმა უკვე მოაწერა ხელი შესაბამისს შეთანხმებებს (სწორედ ჩინეთის დახმარებით შეძლო შრი ლანკის მთავრობამ მიმდინარე წელს ტამილი სეპარატისტების (ტამილის ვეფხვები) შეიარაღებული ფორმირებების პრაქტიკულად სრული განადგურება).

 

მოკლედ 2025-2030 წლისთვის შეერთებული შტატები დაკარგავენ ინდოეთის ოკეანეში ეკსკლუზიური დომინანტი ძალის სტატუსს .. უყფრო მეტიც .. ჩინეთის გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ინდოეთის ოკეანე სწორედ ჩინეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის ჰეგემონიის ქვეშ გადავა. (ინდოეთი ცდილობს არ ჩამორჩეს ჩინეთს და წელს რუსეთისგან ავიამზიდის შეძენის "მრავალტანჯული" 2,5 მლრდ დოლარის ღირებულების კონტრაქტიც საბოლოოდ გააფორმა, თუმცა პეკინთან სამხედრო ბალანსის ეფექტურ დაცვას დელი შესაბამისი ეკონომიკური კუნთების არ არსებობის გამო ვფიქრობ ვერ შეძლებს ...)

 

ვინაიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში კარგად ესმით რომ პეკინის ზესახელმწიფოდ ტრანსფორმირება და ინდოეთის ოკეანის აკვატორიასა და ქვეყნებზე დომინირება სულ უფრო და უფრო თვალშისაცემ კონტურებს იძენს, ვაშინგტონი ცდილობს პოზიციები თუ არ გაიმყაროს შეინარჩუნოს მაინც ინდოეთის ოკეანეში და თითიდან გამოწოვილი სომალელი პირატებისა და სხვა მიკრო თემის მეშვეობით ინდოეთის ოკეანეში (აფრიკის კონტინენტის აღმოსავლეთ სანაპირო) საკუთარი სამხედრო ფლოტის წარმომადგენლობას ზრდის. ვფიქრობ ინფორმირებულ საზოგადოებას ესმის რომ მაქსიმუმი რასაც ვაშინგტონი მიაღწევს წყნარ ოკეანეზე (ნაწილობრივი), ატლანტის ოკეანზე, ხმელთაშუა ზღვაზე და სპარსეთის ყურეზე (პრაქტიკურად აბსოლუტური) კონტროლის შენარჩუნებაა.

 

ასე და ამგვარად ვაშინგტონისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხს წარმოადგენს ენერგომატარებლების (ძირითადად ნავთობი) უსაფრთხო (ხმელეთით) ტრანსპორტირება ახლო აღმოსავლეთიდან და შუააზიიდან (ირანი - ყაზახეთი) საკუთრივ მის პირდაპირ თუ ირიბ დაქვემდებარებაში მყოფ პორტებამდე (მაგალითად თურქეთი - ჯეიჰანი) და საზღვაო სატრანსპორტო დერეფნებამდე ..

 

ზემოთ აღნიშნულიდან ცხადი ხდება რომ ინდოეთის ოკეანეში ახალი ანგარიშგასაწევი ძალის (ჩინეთი) გამოჩენის გამო ვაშინგტონი იძულებული იქნება (უკვე არის) ნავთობის ტრასპორტირებისთვის ძირითადი სატრანზიტო მარშრუტი ირანიდან და ყაზახეთიდან ხმელეთზე გაიყვანოს ანუ სამხრეთ კავკასიაზე და აქ იწყება თავდავვიწყება ზუსტად ..

 

 

ვიდრე ვაშინგტონი სამხრეთ კავკასიაში ისე არ დაალაგებს სიტუაციას რომ ენერგოდერეფანს საფრთხე არ შეექმნას მანამდე ირანზე თავდასხმას ვერ ბედავს, არადა მაქსიმუმ 3-5 წელი და ალბათ ვეღარც გაბედავს (ირანს ექნება ბირთვული იარაღი - საშუალო სიშორის (2 000- 2500) ბალისტიკური რაკეტები, თანამედროვე საზენიტო კომპლექსები).

 

ვინაიდან ბოლო დროს ვაშინგტონი ირანის გარშემო სამხედრო წარმომადგენლობას რადიკალურად ზრდის (რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა რომ ავღანეთში დამატებით 30 000 ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს გადაიყვანენ და ქვეყანაში ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა 120-150 000-სს გაუტოლდება. შეგახსენებთ რომ ავღანეთი ირანის საზღვარი ძირითადად უდაბნოზე გადის და პრაქტიკულად იმ რელიეფის იდენტურია როგორ რელიეფზეც საომარი მოქმედებები პირველი ერაყის ომის დროს განვითარდა.. ანუ აშშ-ის არმიას საკმარისი გამოცდილება აქვს უდაბნოში სწრაფი გადაადგილებისა და საომარი მოქმედებების წარმოებისთვის .. პლუს ამას თუ ვინმეს იკითხავს რატო მაინც და მაინც ავღანეთიდან შეჭრა ირანში, როცა ერაყშიც 60-100 000 ამერიკელი ჯარისკაცია თავმოყრილი? გეტყვით რომ ერაყი ირანის საზღვარი ორ ქვეყანას (ირანი-ერაყი) შორის წარმოებული მრავალწლიანი ომის შემდეგ ფაქტიურად საფორტიფიკაციო ნაგებობად არის ქცეული და ირანის შეიარაღებულ ძალებს კარგად აქვთ გამაგრებული. გარდა ამისა ირანის რევოლუციური გვარდიის 60-70% სწორედ ავღანეთის საზღვართან არის თავმოყრილი რაც სავარაუდოდ იმას მოწმობს რომ თეირანიც სწორედ ავღანეთის ტერიტორიიდან ელოდება ძირითად დარტყმას. --- არც ის არის გამორიცხული რომ ავღანეთის მთელი ოპერაცია თეირანის დეზინფორმირებისთვის ტარდება და რეალურად ერაყიდან შეჭრით დაიწყება ისლამური რესპუბლიკის ოკუპაცია, თუმცა ეს ვერსია ალბათ ნაკლებ სავარაუდოა .. ) შეიძლება ვივარაუდოთ რომ უახლოეს მომავალში გეოპოლიტიკური ხასიათის ძვრები სამხრეთ კავკასიაშიც მოხდება ..

 

 

რა გეოპოლიტიკური ხასიათის ძვრები შეიძლება მოხდეს სამხრეთ კავკასიაში?

 

ვსაუბრობ იმაზე რომ ერევანმა როგორღაც მოახერხა და ვაშინგტონის ენერგეტიკულ და გეოპოლიტიკის ინტერესში მოექცა .. ვინაიდან საქართველო ბოლო 20 წლის განმავლობაში არასტაბილურობის მუდმივ კერად რჩება და ვინაიდან ირანს ესაზღვრება სომხეთი და არა საქართველო ვაშინგტონმა როგორც ჩანს გადაწყვიტა რომ ერთი ენერგოდერეფანი ყაზახეთი-ირანი-სომხეთი-თურქეთის მიმართულებით გაივლის ხოლო მეორე დერეფანი შუააზია-აზერბაიჯანი-სომხეთი-თურქეთის მიმართულებით ..

 

საქართველო ამ სქემებში არ არის რადგან ვაშინგტონში კარგად ესმით რომ ქვეყანაში არსებული საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტა ძირითადად კრიმინალებისა და მსუბუქი ყოფაქცევის სუბიექტებისგან შედგება და რომ ეს ელიტა ქვეყანას მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისკენ ვერ-არ წაიყვანს .. ანუ ვაშნგტონში ესმით რომ როგორი სამხედრო, ფინანსური, ტექნოლოგიური და PR დახმარებაც არ უნდა გაუწიონ სააკაშვილის რეჟიმს (არსებულ საზოგადოებრივ პოლიტიკურ ელიტას) შედეგი მხოლოდ სამოქალაქო დაპირისპირება და მათთვის მნიშვნელოვანი ენერგოდერეფანის ფუნქციონირებაში დაბრკოლებები იქნება. ვფიქრობ ეს არის ძირითადი მიზეზია იმისა, რომ თეთრმა სახლმა საბოლოო არჩევანი სომხეთზე შეაჩერა და არა საქართველოზე..

 

რას ნიშნავს ეს?

 

ეს ნიშნავს იმას რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტი უმოკლეს ვადებში უნდა დარეგულირდეს .. ანუ ნიშნავს იმას რომ სომხეთმა უნდა დაუთმოს აზრბაიჯანს ან ყველა ოკუპირებული ტერიტორია ან ყველა ოკუპირებული ტერიტორია გარდა მთიანი ყარაბახისა. (სავარაუდოდ გათამაშდება ომის სცენარი (ყველაზე სწრაფად ასე გამოვა) და სომხეთი აზრბაიჯანის ტერიტორიაზე განცდილი "მარცხის" კომპენსირებას (სომხეთს მოუწევს აზერბაიჯანთან შეიარაღებული კონფლიქტში "გმირულად" დამარცხებულის როლის შესრულება..) საქართველოს ხარჯზე (სამცხე ჯავახეთი - აჭარა) შეეცდება.)

 

ალმოდებულ სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის მყისიერი დარეგულირებისა და ქვეყნებს შორის (აზრბაიჯანი vs სომხეთი - სომხეთი vs საქართველო - რუსეთი vs საქართველო (რუსეთი დაიკავებს სამეგრელოს და ჩრდილოეთ კავკასიასტან მოსაზღვრე ხეობებს)) შეიარაღებული დაპირისპირების შესაჩერებლად მსოფლიო პრინციპში თვალს დახუჭავს სომხეთის მიერ როგორც სამცხე ჯავახეთის ასევე აჭარის ოკუპირებაზე, შესაძლოა სამშვიდობო-პოლიციური ძალებიც კი ჩააყენონ მხარეებს შორის ან გაერომ ევროკავშირს დააკისროს რეგიონის ქვეყნების მართვა (რუსეთის მოქმედებებს საერთოდ "სამშვიდობო" აქცია შეიძლება ეწოდოს) და აზრბაიჯანთან თითქოს დამარცხებული ერევანი (ვფიქრობ მთიანი ყარაბახი ჯერ შეიძლება სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებთან ერთად დათმონ და მერე ხელახლა დაიკაონ ან მთიან ყარაბაღში "საჩვენებელი წინააღმდეგობა" გაუწიონ აზერბაიჯანის არმიას, საბოლოო ჯამში გამარჯვებულის იმიჯი რომ შეინარჩუნონ) შავ ზღვაზე გასვლის შემდეგ რეგიონის დომინანტი სახელმწიფოს მანტიის მორგებას დაიწყებს ..

 

სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური ცვლილებების შემდეგ ვაშინგტონს გზა ხსნილი ექნება ირანზე იერიშის დასაწყებად ...

 

 

მოვლენების ამგვარი განვითარების შემთხვევაში ვფიქრობ ძნელი წარმოსადგენი არ არის ის თუ რა ვითარება იქნება საქართველოს იმ ტერიტორიებზე რომელიც ოკუპაციას გადაურჩება ...

 

ანუ უკვე დღეს შეიძლება იმის თქმა რომ თუ დაუყოვნებლივ არ გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის (საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტის) ნეიტრალიზების მიზნით, ჰუმანიტარული კატასტროფა საქართველოს გარანტირებული აქვს .. რა მდგომარეობაში აღმოჩნდება საქართველოს მოსახლეობა და რამდენი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლება ვაშინგტონის გეოპოლიტიკურ თამაშებს ამაზე ალბათ მამაზეციერიც ვერ გასცემს პასუხს .. ის კი ნამდვილად შეიძლება ითქვას თუ თქვენ - ქართული საზოგადოება როგორ დაუპირისპირდებით მოვლენების ამგვარ განნვითარებას?

 

------------------

 

 

მოკლედ მინდოდა დამეწერა მაგრამ თემა მაინც ვრცელი გამოდგა .. ასეა თუ ისე ვფიქრობ ძალიან რთულ და სახაფათო ისტორიულ მონაკვეთში შედის საქართველო და ვშიშობ რომ არც ქვეყანა და არც საზოგადოება მოსალოდნელი აპოკალიპტური მასშტაბების ცვლილებებისთვის მზად არ არის ...

 

 

 

რას ფიქრობთ? http://s.rimg.info/67aea311a01570555e92b83836b5c439.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცოტა დიდი ტექსტია,მაგრამ კარგია რომ ამ სახის თემებიც არ ჩაიძიროს :)

პოზიციას არ ვგულისხმობ.კამათს არსებით საკითხებზე :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

ვფიქრობ კი იმას რომ თუ საქართველოში უახლოეს მომავალში არ დაიწყო ამერიკის შეერთებული შტატების კოლონიალური რეჟიმის (არსებული საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტა) დემონტაჟი, საქართველო (როგორსაც ჩვენ ვიცნობთ მას) როგორც სახელმწიფო დეზინტეგრაციის+სომალიზაციის გზას დაადგება და არსებობას შეწყვიტავს. უფრო კონკრეტულად ვიტყვი რომ უახლოეს მომავალში (1-5 წელი) სომხეთი დაიკავებს სამცხე ჯავახეთსა და აჭარას, რუსეთი დაიკავებს სამეგრელოსა და ჩრდილოეთ კავკასიასთან მოსაზღვრე რიგ ხეობებს და დანარჩენი საქართველო პერმანენტული სამოქალაქო დაპირისპირების წიაღში აღმოჩნდება ..

და მოსახლეობას რატომ გამორიცხავთ?!

 

შეგახსენებთ რომ გიორგი მეორის დროს ძალიან დაჩაჩანაკებულები ვიყავით მენტალურადაც და პოლიტიკურადაც, აი მერე რა მოხდა ქე იცით...

 

და გამოთქმაა კიდე...

 

ცხვარი ცხარიაო, მაგრამ თუ გაცხარდა ცხარეაო!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

და მოსახლეობას რატომ გამორიცხავთ?!

 

შეგახსენებთ რომ გიორგი მეორის დროს ძალიან დაჩაჩანაკებულები ვიყავით მენტალურადაც და პოლიტიკურადაც, აი მერე რა მოხდა ქე იცით...

 

და გამოთქმაა კიდე...

 

ცხვარი ცხარიაო, მაგრამ თუ გაცხარდა ცხარეაო!

არაფერს და არავის არ გამოვრციცხავ მაგრამ ვხედავ რომ სამხრეთ კავკასიას აფეთქებისთვის და გეოპოლიტიკური ცვლილებებისთვის ამზადებენ და გული მწყდება რომ არავინ ან თითქმის არავის საქართველოში ამ საკითხებზე არ მუშაობს ...

 

საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და ათიათასობით ადამიანის სიცოცხლეზე ვლაპარაკობ მე პირადად როცა ასეთ თემებს ვხსნი და როცა სამხრეთ კავკასიასთან და საქართველოსთან დაკავშირებულ გეოპოლიტიკურ საკითხებზე საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ვცდილობ ... სამწუხაროდ მარტო ჩემი ძალისხმევა საკმარისი არ არის ალბათ ...

 

ცვარი ცვახრია მაგრამ თუ გაცხარდა ცხარეაო მართალს ამბობენ მაგრამ ისიც ფაქტია რომ ამ ცხვარს ისე შეიძლება გამოჭრან ყელი აზრზე მოსვლის შესაძლებლობაც არ მისცენ და ვშიშობ რომ ეგ ემართება საქართველოს მოსახლეობას ზუსტად ...

 

 

Nukriko

არ მოგატყუებ და ლაითად გადავხედე თემას მხოლოდ თუმცა ვფიქრობ ურიგო არ იქებოდა თუ სადმე რომელიმე თემაში აზრის გაცვლა გამოცვლისა და ერთმანეთის მოსაზრებების უკეთ გაცნობის შესაძლებლობა გვექნებოდა ...

 

რევოლუციონერობას რომ აწვები ამას მივესალმები ... მხოლოდ რევოლუციონერები ქმნიან მომავალს და იმიტომ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი ესენი რომ წავიკითხე ვიფიქრე - ნეტავ საერთოდ არ დავბადებულიყავი-თქო :pupuza:

ვაის გავეყარე, ვუის შევეყარე-ს გავს ჩვენი ამბავი :)

 

პ.ს. ანუ ამ ზაფხულზე ომი გარანტირებულია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dariala

პ.ს. ანუ ამ ზაფხულზე ომი გარანტირებულია?

სამწუხაროდ სადღაც დაახლოებით მასეა საქმე ოღონდ 110% თავის დადება ჯერ არ ღირს ვგონებ ...

 

იქნებ რამე შეიცვვალოს ... რა იცი ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

2030 წლისთვის მოსალოდნელი ნავთობდეფიციტისთვის აქტიურად ემზადებიან

სხვა ფორუმზე უკვე გითხარი ამის თაობაზე. ნავთობდეფიციტი არის სისულელე. რაც ნავთობი არსებობს მას მერე მენავთობეები გაიძახიან, რომ ნავთობი 20 წელიწადში გამოილევაო. ესე იყო 40 წლის წინაც. ვერც ერთი ცნობილი გეოლოგის ინფოს ვერ დამისახელებ, გარდა ნავთობკომპანიებზე მომუშავე გეოლოგებისა, რომელიც იტყვის, რომ 2030 წელს ნავთობი გათავდება. ბაზარზე დეფიციტის შექმნის ილუზიაა ფასების ასაწევათ.

ანალიზს, რომ აკეთებ ჯერ გარემოპირობებსა და მოცემულობებს იღებ ადამიანი, რაზეც დიდად არის დამოკიდებული თავად ანალიზი და თუ მცდარ ინფოს აიღებ.....

 

რაც სავარაუდოდ იმას მოწმობს რომ თეირანიც სწორედ ავღანეთის ტერიტორიიდან ელოდება ძირითად დარტყმას. --- არც ის არის გამორიცხული რომ ავღანეთის მთელი ოპერაცია თეირანის დეზინფორმირებისთვის ტარდება და რეალურად ერაყიდან შეჭრით დაიწყება ისლამური რესპუბლიკის ოკუპაცია, თუმცა ეს ვერსია ალბათ ნაკლებ სავარაუდოა

ავღანეთიდან ირანზე დარტყმა ვერ მოხდება. ავღანეთში იმ დონეზე ფეხს ვერ მოიკიდებს აშშ ვერასდროს და არც აპირებს. უფრო მეტიც ავღანეთიდან გამოსვლის გეგმების შემუშავება მიდის დღესდღეობით. ერთადერთი მიზანი ავღანეთის კამპანიისა არის პაკისტანი და არა ირანი. ავღანეთის აქოთება რეალურ საფრთხეს უქმნის პაკისტანს-ატომურ სახელმწიფოს. ეს კი უდიდესი საფრთხეა.

 

ვსაუბრობ იმაზე რომ ერევანმა როგორღაც მოახერხა და ვაშინგტონის ენერგეტიკულ და გეოპოლიტიკის ინტერესში მოექცა .. ვინაიდან საქართველო ბოლო 20 წლის განმავლობაში არასტაბილურობის მუდმივ კერად რჩება და ვინაიდან ირანს ესაზღვრება სომხეთი და არა საქართველო ცვაშინგტონმა როგორც ჩანს გადაწყვიტა რომ ერთი ენერგოდერეფანი ყაზახეთი-ირანი-სომხეთი-თურქეთის მიმართულებით გაივლის ხოლო მეორე დერეფანი შუააზია-აზერბაიჯანი-სომხეთი-თურქეთის მიმართულებით ..

 

საქართველო ამ სქემებში არ არის რადგან ვაშინგტონში კარგად ესმით რომ ქვეყანაში არსებული საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტა ძირითადად კრიმინალებისა და მსუბუქი ყოფაქცევის სუბიექტებისგან შედგება და რომ ეს ელიტა ქვეყანას მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისკენ ვერ-არ წაიყვანს .. ანუ ვაშნგტონში ესმით რომ როგორი სამხედრო, ფინანსური, ტექნოლოგიური და PR დახმარებაც არ უნდა გაუწიონ სააკაშვილის რეჟიმს (არსებულ საზოგადოებრივ პოლიტიკურ ელიტას) შედეგი მხოლოდ სამოქალაქო დაპირისპირება და მათთვის მნიშვნელოვანი ენერგოდერეფანის ფუნქციონირებაში დაბრკოლებები იქნება. ვფიქრობ ეს არის ძირითადი მიზეზია იმისა, რომ თეთრმა სახლმა საბოლოო არჩევანი სომხეთზე შეაჩერა და არა საქართველოზე..

ამ ორ აბზაცში ერთმანეთს ეწინააღმდეგება შენი აზრები. თან ამბობ "როგორც ჩანს გადაწყვიტა რომ ერთი ენერგოდერეფანი ყაზახეთი-ირანი-სომხეთი-თურქეთის მიმართულებით გაივლის ხოლო მეორე დერეფანი შუააზია-აზერბაიჯანი-სომხეთი-თურქეთის მიმართულებით"

 

და მერე

 

"ვფიქრობ ეს არის ძირითადი მიზეზია იმისა, რომ თეთრმა სახლმა საბოლოო არჩევანი სომხეთზე შეაჩერა და არა საქართველოზე.."

 

თან ვარაუდებია და თან ასკვნი, რომ უკვე გადაწყვეტილება მიღებულია?

საქართველოს ამოგდება ენერგომატარებლების რუქიდან იმ უბრალო მიზეზით არ მოხდება, რომ საქართველოში უკვე არსებობს მილსადენები. შენს მიერ ხსენებული პროექტების განხორციელებაზე ადვილი საქართველოში რეალური ცვლილებების გაკეთებაა.

თუმცა იმაში გეთანხმები, რომ არსებულმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ საქართველო მთლად სანდო არ არის და საჭიროა ენერგომატარებლების გზების დივერსიფიცირება. თუმცა ეს არ ნიშნავს, საქართველოს ამოგდებას ხსენებული პროექტებიდან.

 

სომხეთს მოუწევს აზერბაიჯანთან შეიარაღებული კონფლიქტში "გმირულად" დამარცხებულის როლის შესრულება..) საქართველოს ხარჯზე (სამცხე ჯავახეთი - აჭარა) შეეცდება.

ზღაპარია. ჯერ მარტო იმიტომ, რომ ეს საფრთხეს შეუქმნის საქართველოში უკვე არსებულ მილსადენებს.

 

რას ფიქრობთ?

რას ვფიქრობ და მგონია, რომ მგიმოში სწავლობ და მიგრანიანი გიკითხავს ლექციებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე იცით რა მაინტერესებს? რა მოხდა, 2008 წლის აგვისტოში თBილთისთან მოსული რუსეთი რამ გააბრუნა უკან? თუ მოვიდა რატომღა გაბრუნდა, ან თუ გაბრუნდა რატომღა მოვიდა? ანუ რაში ჭირდებოდა ან რუსეთს ან მიშას ეს ომი? ნუთუ მხოლოდ ახალგორისთვის?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ჩემს ხედვას ვიტყვი ამის შესახებ.

 

უკვე აშკარად ჩანს რომ ამერიკაში კორპოროკრატიამ გაიმარჯვა. აშშ-ს საგარეო პოლიტიკა ისაზღვრება კორპოროკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე, ეხლაც შემოიღეს აზალი კანონი, ბანკებს რომ უნდა გადასცენ რამოდენიმე მილიარდობით დოლარი.

 

ეს არის კაპიტალისტური სისტემის და კერძოდ "თავისუფალი ბაზრის" კრიზისი, დასასრული.

 

ძირითადად ის ქვეყნები გადაურჩნენ ამ კრიზის ვინც სოციალისურად ან ნახევრად-სოციალისტურად მიიჩნევა, ესეთებია, ჩინეთი, გარკვეულწილად ინდოეთი და ბრაზილიაც. ასეცე ადრევე დააღწიეს თავი ნახევრად სოციალისტურმა ქვეყანამ, როგორიცაა გერმანია.

აშშ-ს დასასრული დადგება იმ შემთხვევაში თუ კი ამ კორპოროკრატიას არ გადახედავ და სოციალისტურ იდეებს არ მიიღებს.

სახელმწიფო თუ არ გააკონტროლებს ბიზნეს, მას დაერხევა.

 

რაც შეეხება რუსეთს. რუსეთი არის ოლიგარქიული ქვეყანა. ის არის დაშლადი იმპერია.

 

ჩემი აზრით იგი შექმნის ჩრდილო კავკასიურ ისლამურ რესპუბლიკას, თუ კი ნახა რომ კავკასიას კარგავს, ხოლო კავკასიის დაკარგვა გამომდინარეობს იქიდან რომ ამიერკავკასიაში და კონკრეტულად საქართველოში ფეხს მოიკიდებს ამერიკა.

ამერიკამ რომ მოიკიდოს ფეხი საქართველოში იგი შექმნის ჩრდილოეთ კავკასიაში ვითომ ანტირუსულ, ჯოჯოხეთურ ქვეყანას.

 

1) ეს ჯოჯოხეთური ჩრდ. კავკასია ხელს შეუძლის ამიერკავკასიას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგო, ძალა იქნება

2) ლეკიანობა, ნარკოტრანპორტორები, ტერორისტები და ა.შ ჩრდილო. კავკასიისთვის დამახასიათებელი იქნება. რა თქმა უნდა ის ოფიციალურად კვლავ რუსეთის იმპერიაში დარჩება, მაგრამ ნახევრად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ იქცევა...

 

რუსეთის პოლიტიკა იქნება ადვილი ამოსაცნობი, მარა ძნელი გასაკონტროლებადი. რუსეთი ჩრდილო და ამიერკავკასიას ერთმანეთს გადაკიდებს.

 

და როცა ექნება ძალა კვლავ დაამყარებს სრულ კონტროლს კავკასიაში.

 

დღეს დღეობით რუსეთი დომინირებს კავკასიაში, სააკაშვილი რეალურად ყველაფერს უკეთებს რუსეთს:

 

1) ომი აჩუქა და მიზეზი მისცა რომ შემოსულიყვნენ

2) სტრატეგიულ ობიექტებს გააკონტროლებს, რკინი გზად და ა.შ

3) და მისი კგბ ქართული ელიტა კვლავ დარჩება ქვეყნის სათავეში, უბრალოდ როგორც ეხლაა, მას ექნება პროამერიკულის იმიჯი, მაგრამ რეალურად კგბ-შნიკები იქნებიან.

 

 

დიდი ალბათობით თუ კი ქართულ ჯარში დამკვიდრდნენ ამერიკელები, ამ ჯარის მეშვეობით ისინი ჩ ამოაგდებენ აქ კგბ-შნიკურ რეჟიმებს. (დაწყებული გამსახურდიიდან, შევარდნაძე, სააკაშვილით დამთავრებული)

 

ომის მთავარი მიზანი ის იყო რომ ჩვენი შედარებით პროამერიკული ჯარი, განადგურებულიყო. ანუ ის ძალა გაენადგურებინათ ვინც ხვალე შეიძლება კგბ-ს დაუპირისპირდეს, ასევე ეს მუხროვანის ვითომ აჯანყება, სინამდვილეში დადგმული სპექტაკლი. ჯარის დასასუსტებლად კეთდება ყველაფერი.

 

ომის დროს ოფიცრები რომ გამოიძახეს და გენერლებმა რომ მიატოვეს ჯარი, ეს იმიტომ მოხდა რომ ამოეხოცათ ეს ჯარი, რომ მერე კგბ-ს არ შექმნოდა პრობლემები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს არის კაპიტალისტური სისტემის და კერძოდ "თავისუფალი ბაზრის" კრიზისი, დასასრული.

 

ძირითადად ის ქვეყნები გადაურჩნენ ამ კრიზის ვინც სოციალისურად ან ნახევრად-სოციალისტურად მიიჩნევა, ესეთებია, ჩინეთი, გარკვეულწილად ინდოეთი და ბრაზილიაც. ასეცე ადრევე დააღწიეს თავი ნახევრად სოციალისტურმა ქვეყანამ, როგორიცაა გერმანია.

 

ამერიკა, როგორც ყველაზე დიდი მომხმარებელი თუ დასრულადა დასრულდება ჩინეთიც, როგორც მწარმოებელი და დასრულდება რუსეთიც, როგორც ნედლეულის მიმწოდებელი. :pupuza:

 

სოციალისტურ და კაპიტალისტური ნიშნით დაყოფა არაფერ შუაშია გლობალური ეკონომიკის პირობებში.

ყველა ერთმანეთზე არის გადაჯაჭვული.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამერიკა, როგორც ყველაზე დიდი მომხმარებელი თუ დასრულადა დასრულდება ჩინეთიც, როგორც მწარმოებელი და დასრულდება რუსეთიც, როგორც ნედლეულის მიმწოდებელი. 011.gif

 

სოციალისტურ და კაპიტალისტური ნიშნით დაყოფა არაფერ შუაშია გლობალური ეკონომიკის პირობებში.

ყველა ერთმანეთზე არის გადაჯაჭვული.

იყო დრო როდესაც მსოფლიო წარმოების 50% ჩინეთზე მოდიოდა...

 

დღესდღეობით ამერიკამ ჩინეთისგან ვალი აიღო. რა თქმა უნდა, მას შეუძლია დოლარი გააფასუროს და სინადმვილეში იმ რაოდენობის ვალის ნაცვლად, მისცეს ჩინეთს გაცილებით ნაკლები.

 

დღევანდელი პრობლემა ჩინეთისთვის არის ის რომ მან შეცვალოს დოლარი საკუთარი ფულით..

 

ესეგი თავისუფალი ბაზარის მთავარი პრინციპი რა არის, რომ ვაჭრობით შენც და მეც გუშინდელთან შედარებით უფრო მეტი გვექნება.

 

ბიზნესმენი თუ ხარ შენ მაგალითად 3-დან 1-პიანინო 2-ტელევიზორი 3- მაგნიტაფონი, ირჩევ იმას რომელის წარმოებისას უფრო ნაკლებს დახარჯავ და უფრო მეტს მოიგებ. მაგალითად ტელევიზორის წარმოებას დაიწყებ. ეხლა რა ხდება შენ თუ ხარ ძლიერი სახელმწიფო + ძლიერი ბიზნესი გაქვს, ღარიბ სახელმწიფოს წარმომადგენელს, არ აწყობს ტელევიზორის წარმოება რადგან ის შენ კონკურენციას ვერ გაგიწევს. ის იძულებულია რომ მან აწარმოოს მაგ პიანიმო. ეხლა ერი ყიდის ტელევიზორს, ხოლო მეორე პიანინოს. მართალია ამ ყიდვა-გაყიდვით შენ ორივეს გუშინდელ დღესთან შედარებით უფრო მეტი გვექნება, მარა ის დისტანცია მაინც იზრდება, შენ უფრო მეტი გექნება ვიდრე მე. ანუ ზღვარი მდიდარ ქვეყნებსა და ღარიბებს შორის კიდევ უფრო გაიზრდება. ასევე მსგავსი გატიდვა-ყიდვა არ ითვალიწინებს ახალი ინიციატივების შექმნას, რადგან ჩვენ ამ ყიდვა გაყიდვით ვართ ჩართული და სხვა ვარიანტი წამგებიანია.

 

სოციალისტურ ქვეყნებში კი სახელმწიფო არის ის გარანტი რომ ახალი ინიციატივები დაიწყოს და ქვეყანა კიდე უფრო განვითარდეს.ამის გარდა სოციალისტური ქვეყანა, აძლევს იგივე ბიზნესმენს იმის საშვალებას რომ უცხოუარი კაპიტალი მის საზიანოდ არ ითამაშოს, ანუ ამერიკულმა კომპანიამ არ ჩაძიროს უფრო სუსტი ჩინური კომპანია, ამას თავად ჩჳნეთის სახელმწიფო ზრუნავს. რა გამოვიდა ამით რომ ჩინეური კომპანიას აღარ უშლის განვითარებას ხელს ამერიკული კომპანია და მეტიც, დროთა განმავლობაში ის ისე ძლიერდება რომ ამერიკულ კომპანიაზე ძლიერი ხდება, ეხლა ჩინეთი მოითხოვს თავისუფალ ბაზარს და როგორც მოგეხსენება ამერიკა და ევროპა შეშფოებულია ჩინური საქონლით და ცდილობს მას ხელოვნური ბარიერები შეუქმნას.

 

სოციალურმა სისტემამ გააკეთა ის რომ ჩინური კომპანიები უფრო დაცულები და უფრო ძლიერები გახდნენ ვიდრე ამერიკულები. ამსი გარდა ჩჳნეთში ისეთი ინიციატივები და წამოწყებები იწყება რომელიც თავისუფალ ბაზრის დროს უბრალოდ არ და ვერ განხორციელდებოდა..

 

შედეგი 11% ზრდა ჩინეთის და შესაბაისად ჩინეთი ხვალინდელ მსოფლიო ბატონად გვევლინება,

 

თუ ეკონომიკურად გადაასწრო ჩინეთმა, არა და ახლოს არიან ამასთან, ჩინეთი სამხედრო თვალსაზრისითაც მალევე დაეწევა და გაუსწრებს ამერიკას...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სომხეთზე ნავთობ-გაზსადენების გავლა უკვე სცილდება ფანტასტიკას, სხვათაშორის სულ ახლახანს

Экономикс. Комиссия иностранных дел Великого национального собрания Турции (ВНСТ) утвердила закон о межгосударственном соглашении по реализации проекта газопровода Nabucco. Об этом АПА-Экономикс передает со ссылкой на официальный веб-сайт ВНСТ.

 

В принятом комиссией законе говорится, что цель проекта - доставка по Nabucco природного газа с восточной и южной границ Турции в австрийский город Баумгартен через Турцию, Болгарию, Румынию и Венгрию. В результате этого, природный газ многих стран посредством Nabucco будет собираться в Турции, а оттуда прокачиваться в Европу, что обеспечит превращение Турции в «физический и торговый энергетический центр».

 

В комиссии также подчеркнули, что при помощи данного трубопровода, который обойдется в 8 млрд. евро, Европа будет обеспечена газом приблизительно на 50 лет.

 

Отметим, что для строительства трубопровода Nabucco, который будет доставлять каспийский природный газ в Центральную Европу через Турцию и Балканы, создан консорциум Nabucco Gas Pipeline İnternational GmbH. В настоящее время в консорциум Nabucco Gas Pipeline International Ltd. входит 6 компаний - OMV (Австрия), MOL (Венгрия), Transgaz (Румыния), Bulgargaz (Болгария), BOTAS (Турция), RWE Gas Midstream (Германия). Доля участия каждой компании в Nabucco Gas Pipeline International Ltd. составляет 16,67%. Акционеры профинансируют 1/3 часть расходов, остальное – финансово-кредитные организации. Стоимость проекта составляет 7,9 млрд. евро (12,3 млрд. долларов).

კიდევაა ახალი ამბავი

 

ЕБРР, Европейский инвестиционный банк, МФК и другие финансовые институты выделяли 1,5 миллиарда евро на финансирования проекта газопровода Набукко, призванного поставлять газ из Каспийского региона и с Ближнего Востока в страны ЕС.

Выступая в пятницу на форуме в Вене "Набукко и Южный поток - новые перспективы для европейской энергетической безопасности", Митрев сказал, что на долю экспортных кредитных агентств и коммерческих банков придется от 2 до 3 миллиардов евро финансирования проекта.

 

Hа сегодняшний день стоимость проекта составляет 8 миллиардов евро.

სულ ახლაი პოლიტიკური ასპექტებიც განვიხილოთ, ახლახანს ბულგარეთმა საერთოდ მხარი დაუჭირა მხოლოდ "ნაბუქოს" და მასთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების განხილვა დაიწყო. ეს მოხდა იმის შემდეგ, რაც გასული წლის რუსული ცივი ზამთრით გამოფხიზლებულმა ბულგარელებმა მხარი დაუჭირეს მროდასავლურ და არა პროკრემლისტურ პოლიტიკურ ორგანიზაციას.

ამას ტან მოჰყვა სხვა მოვლენებიც, რუმინეთში და თავად თურქეთშიც:

 

Правительство Румынии приняло в среду 9 декабря проект закона о ратификации соглашения по проекту газопровода NABUCCO. Как сообщили в пресс-службе правительства, документ был направлен в парламент страны для утверждения в срочном порядке, передает корреспондент ИА REGNUM Новости.

 

Необходимость срочного рассмотрения законопроекта в парламенте премьер-министр Эмиль Бок объяснил тем, что NABUCCO является "очень важным проектом, от которого зависит энергетическая безопасность Румынии и всей Европы".

 

Стоит отметить, что после недавних изменений в закон о деятельности правительства Румынии, в исключительных случаях, решение которых не терпит отлагательств, исполнительная власть страны может инициировать законопроекты о ратификации международных договоров, а также проекты государственного бюджета и бюджета государственного социального обеспечения.

ვნახოთ ერდორანის იზლაციონისტური პოლიტიკით შეშფოტებული ევროპისა და ამერიკის გამო როგორ შეცვალა თურქეთმა თავისი პოლიტიკა :

Премьер-министр Турции Реджеп Тайип Эрдоган заявил в интервью телекомпании Russia Today, что Турция и Россия не являются партнерами в газовом проекте «Южный поток», несмотря на то, что газопровод будет проходить по территории Турции наряду с газопроводом Nabucco.

 

«Мы являемся партнерами в проекте Nabucco. Я рассматриваю оба проекта как взаимодополняемые, так как Европа не может удовлетвориться только одним из них. Вместе же они вполне отвечают требованиям Старого света. Мы участвуем в проекте „Южный поток“ на уровне исследований.[/u] А проект Nabucco, как известно, включает 6 стран – Турцию, Румынию, Болгарию, Венгрию, Австрию и Германию. Этим проектом уже занимаются соответствующие компании в вышеупомянутых странах. Конечно, Турция является транзитной страной, однако есть поставляющие энергоресурсы и потребляющие страны. Турция является также и потребляющей страной. Так что, нам нужно как можно скорее воплотить в жизнь проект Nabucco, в связи с чем я лично, а также соответствующие министры и представители властей, продолжаем работать над проектом».

ყველაფერი თავის ადგილზე დგება-

ერდოღანს კი წინა წლის აგვისტოს დროს საქართველო-რუსეთის მრავაწლიანი ომის ესკალაციის (დაიმახსოვრეთ!! ესაა რეალური ტერმინი, რადგან ომი დაიწყო 16 წლით ადრე და გრძელდება ახლაც!!!) საკმაოდ მწარე მარცხი ელის არჩევნებში - მთელმა მსოფლიომ დაინახა თურქეთის მოღალატური ქცევა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ. ტავად თურქები ცავარდნენ საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში, როცა აგვისტოს მძიმე პერიოდის შემდეგ ერდოგანი რუსეთშI ჩავიდა - საქართველოსა დაკავკასიის გასაყოფად, აზებაიჯანიც საკმაოდ უნდობლობით ეკიდება ახლა თურქეთს. ნდობის დაკარგვასტან ერთად ერდოგანს დაავიწყდა ვისთან ქონდა საქმე (რუსეთთან!) და მიიღო კიდეცრუსეთისადმი გამოჩენილი ლოიალობის გამო "სამაგიერო" - ფ ს ბ და გ რ უ ამზადებდნენ დიდი მასშტაბის არეულობას თურქული მუშატა პარტიისა დამასტან დაკავშირებული ტერორისტული ორგანიზაციების დახმარებით. ამასთან გამოვლინდა გენერალთა შეთქმულება, ამერიკის სპეცსამსახურებისა და საავიაციო დახმარება რომ არა თურქები თავს ვერ გაართმევდნენ რუსებისაგან ყარაბახის საწვრთნე ცენტრებში მომზადებულ შეიარაღებული ქურთული ოპოლჩენცების სისხლისმღვრელ შეტევებს და ვერც გენერლების შეთქმულების გამო აგორებადი კრიზისი ჩაივლიდა უკვალოდ.

ახლა კიდევ იძქახეთ სოომხები გაგვსრესავებნ აზერბაიჯანი კი სომხებს ჩაეხუტებაო და საქართველოს შეჭამწენო.. არასერიოზულია თქვენი მოსაზრებანი. აქ კი ყველა მოსაზრებამიმდინარე მოვლენით და ოფიციალური განცხადებებით გადაწყვეტილებებითა და ფინანსირების უმნიშვნელოვანესი დადგენილებებითააა განმტკიცებული. გამიგეთ მე ვენდობი დადგენილებებს და ფულად სახსრებს რომლებიც ამ დადგენილებების აღსასრულებლად გამოიყოფა. საქართველოს უკვე განმკუთვნილი აქვს ტავისი ადგილი და მნიშვნელობა და ევროპა-ამერიკა საქართველოს სტაბილურობისადა გაძლიერების გარეშე ვერ მიარწევენ ამას. ამგვარად ყველაფერი ინტერესტა შესაბამისად - საქართველოს გაძლიერებითა და მისი ევროატლანტიკური სივრცეში ინტეგრაციისკენ წავა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სომხეთზე ნავთობ-გაზსადენების გავლა უკვე სცილდება ფანტასტიკას, სხვათაშორის სულ ახლახანს

ეს არ ნიშნავს იმას რომ სომხეთი არ წავა დასავლეთისკენ

 

ა. საქართველოს უკვე განმკუთვნილი აქვს ტავისი ადგილი და მნიშვნელობა და ევროპა-ამერიკა საქართველოს სტაბილურობისადა გაძლიერების გარეშე ვერ მიარწევენ ამას. ამგვარად ყველაფერი ინტერესტა შესაბამისად - საქართველოს გაძლიერებითა და მისი ევროატლანტიკური სივრცეში ინტეგრაციისკენ წავა!

ჩვენ თუ არ მოვინდომეთ, ვიქნებით უბრალოდ ერთი ჩვეულებრივი დერეფანი და არა უმეტეს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს არ ნიშნავს იმას რომ სომხეთი არ წავა დასავლეთისკენ

ჩვენ თუ არ მოვინდომეთ, ვიქნებით უბრალოდ ერთი ჩვეულებრივი დერეფანი და არა უმეტეს!

დერეფანად თუ თავად არ მიგაჩნია ტავი ვერავინ ჩაგთვლის დერეფნად. დღეს რუსს რომ "დესუვერნნაია ღრუზია უნდა ბეზ გრიზუნოვ" - ეს ხომ ყველგანაა განცხადებული რუსების მიერ?!

ჩვენ გავაგრძელოთ ბრძოლა და არ დავთმოთ არც სხვას დავათმობინოთ ჩვბენი ინტერესები..

ახლა სახელმწიფოს გადარჩენისათვის უნდა ვიზრუნოთ.

სასიამოვნოა, რომ საქართველომ აღიდგინა თავისი სამხედრო პოტენცია და გაცილებით მეტი გამოცდილებაც აქვს..ახლა რუსის დახვდომა გაცილებით უფრო შეგვიძლია, ვიდრე უწინ.. . არ დავუთმოთ რუსს არაფერი - ვამყოფოთ იგი ოკუპოანტად ცნობის მუდმივ რეჟიმში და ზეწოლაში და არავითარი დიპლომატიური კავშირი არ დავამყაროთ მასთან დეოკუპაციამდე.

სამხრეთ კავკასიიდან რუსის განდევნა გარდაუვალია... მან დროებით მიიღო ოკუპირებული სეპარატისტული დაბები და ამით რუსეთის დაშლაც დაიწყება..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...