Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

"ბილაინმა" 29-ლარიანი მობილური ტელეფონის აპარატები სარეალიზაციოდ დღეიდან გამოიტანა.

"ბილაინის" მომსახურებისა და გაყიდვების ოფისებში დღეს დილიდან მოქალქეთა რიგები დგას.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ანდრეი პიატახინმა განუცხადა, საახალწლო აქციის ფარგლებში "ბილაინმა" მომხმარებელს 29- ლარიანი მობილური ტელეფონი შესთავაზა, რომელიც მხლოდ "ბილაინის~ სიმბარათზე მუშაობს. ვინც ტელეფონს შეიძენს, სასტარტო ბალანსის სახით ანგარიშზე ერთი ლარი დაერიცხება.

მისივე თქმით, მოთხოვნამ, რომელიც მოქალქეების მხრიდან დაფიქსირდა, ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს.

"რიგებია "ბილაინის" ყველა ოფისში, ასევე - დილერებთან. დილიდან, როგორც ანტიკრიზისული შტაბი, ისე ვმუშაობთ, ყველა არსებული რესურსის მობილიზება დაგვჭირდა. მოთხოვნაა არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით. ძალიან მოხარულები ვართ, რომ აქციას მსგავსი გამოხმაურება მოჰყვა", - განაცხადა პიატახინმა.

მისი თქმით, კომპანია მსგავსი ტელეფონების საკმაოდ დიდი მარაგი აქვს, საჭიროების შემთხვევაში კი, დამატებით შემოტანასთან დაკავშირებით მომწოდებლებთან მოლაპარაკებები გაიმართება.

ტელეფონების გაყიდვაში, დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანიის მენეჯმენტიც ჩართული იყო.

კომპანიის მომსახურების ოფისები, მიუხედავად დასვენების დღისა, ხვალაც იმუშავებენ და ტელეფონის შეძენის მსურველებს ბოლომდე მოემსახურებიან.

ამასთან, ახალი ტელეფონის მფლობელები, ბალანსის 10 ლარამდე შევსების შემთხვევაში, დამატებით სასაუბრო დროს მიიღებენ. “ბილაინის” 29 ლარის ღირებულების ტელეფონის მფლობელი ავტომატურად ტარიფი "ოპტიმალურის’’ მოხმარებელი ხდება, რომლის ფარგლებშიც ყველა მიმართულებით 1 წუთი საუბარი 19 თეთრი ღირს.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

პ.ს. პრაკტიკულად ყველას ექნება ესე იგი მობილური საქართველოში)))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 months later...
მოკლედ შევიძინე და ძალზედ არ მომეწონა. კლავიშები ძალიან მკვრივები არიან. ძალიან წვრილი ფონტია და ცუდი განათება ეკრანის, ცოტა ასაკოვანი ოჯახის წევრები ვაფჩე ვერაფერს ვერ ხედავენ. მზეზე კი ბატონო საკაიფოა. გაგზავნილ მესიჯებს არ ინახავს. მოკლედ მე ლიჩნად თუ მაგალითად აი სხვა ვარიანტები არ მქონოდა ვაფჩე ცოტაც დამეზოგა ფული და 24 ლარი დამემატებინა ზევით და მეყიდა გოლეთიანში 1202 ნოკია. მითუმეტეს ვაგზალზე უფრო იაფადაც შეიძლება მაგ ნოკიების შოვნა.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფერადი ეკრანის პროვოკაციით

არაა ფერადი.

 

სირობაა.

 

დამეზოგა ფული და 24 ლარი დამემატებინა ზევით და მეყიდა გოლეთიანში 1202 ნოკია.

კი ბრატ, აჯობებდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 10 months later...
მობილური 29 ლარად! მაგარი მოდელია :haha: ნეტა საინან მოიტანეს ეგ ერტჯერადი ანტიკვარული ტელეფონები :))
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...