Jump to content
Planeta.Ge

ვა, შეხედე შენ ამ ირაკლი კორძაიას


Recommended Posts

irakli_kordzaia

დავიწყე ამ კითხვების ანალიზი და გავზარმაცდი.....ბოლომდე ვერ ჩავაღწიე....

ლოგიკის ათვლის წერტილი არის უკვე ბრალდება.... :D

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 83
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ბოლო დროს აქტიურად მონაწილეობს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში (ბრალდება )და აცხადებს, რომ არის ქართული სახელმწიფოებრიობის საფუძველი და ქვეყნის ეროვნული იდენტობის სახე.(ბრალდება 2)

 

აქედან გამომდინარე (ბრალდებიდან გამომდინარე) , ჩვენ, მოქალაქეები, მივიჩნევთ, რომ პასუხი უნდა გაეცეს (ერტგვარი ულტიმატუმი საზოგადოებაში (კონტექსტი გასაგებია, მაგრამ დაზუსტება არ აწყენდა ...რა იგულისხმებოდა საზოგადოებაში) არსებულ კითხვებს, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფოსა და მართმადიდებელ ეკლესიას შორის ურთიერთობების ცხადად წარმოჩენას.

 

მიგვაჩნია, რომ ამ საკითხებზე საჯარო მსჯელობამ საფუძველი უნდა დაუდოს ქართული პოლიტიკური და რელიგიური რეალობის საბჭოთა მემკვიდრეობისგან გათავისუფლებას და ლუსტრაციის პროცესის დაწყებას.

 

თქვენო უწმინდესობავ,

 

1. რა ურთიერთკავშირი არსებობდა საქართველოს საპატრიარქოსა და საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის? იყვნენ თუ არა საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირთა და მაღალ იერარქთა შორის საბჭოთა სუკ-ის აგენტები? პირადად თქვენ, თანამშრომლობდით თუ არა საბჭოთა სუკ-თან? რა გაკავშირებდათ სუკ-ის პოლკოვნიკებთან გუნიავასთან და რატი ტატიშვილთან? რა სახით თანამშრომლობდით საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოსთან და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ რელიგიის საქმეთა საბჭოებთან?

(ეს ბრალდებააა ...აბა რა დოზანაა ?! )

2. მართლაც ითამაშა თუ არა გადამწყვეტი როლი საბჭოთა ხელისუფლებამ თქვენს პატრიარქად არჩევაში,როგორც ეს განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ? დაგეხმარათ თუ არა საბჭოთა ხელისუფლება თქვენი კონკურენტის, მიტროპოლიტ გაიოზ კერატიშვილის ჩამოცილებაში, რომელსაც საეკლესიო ქონების ქურდობის ბრალდებით საბჭოთა ხელისუფლებამ 11 წლით შრომა-გასწორების კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯა? რატომ აგზავნიდით მის (გაიოზ კერატიშვილის) სასამართლო პროცესზე საეკლესიო იერარქებს ბრალდების დასამძიმებლად? საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრების დღეს, 1977 წლის 25 დეკემბერს, რატომ მიეცით წერილობითი პირობა რელიგიის საქმეთა საბჭოს თავმჯდომარეს, გივი მაისურაძეს, რომ ყოველთვის წინასწარ შეუთანხმებდით თქვენი საჯარო გამოსვლების ტექსტს? 1982 წელს რატომ მიულოცეთ საბჭოთა საქართველოს მთავრობას საბჭოთა კავშირის შექმნის 60-ე და ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის 65-ე წლისთავი? რატომ მონაწილეობდით საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ პროპაგანდაში, ე.წ. “მშვიდობისათვის მოძრაობაში” და “ქრისტიანულ სამშვიდობო კონფერენციაში”, რომელიც მიმართული იყო დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნების წინააღმდეგ? რატომ აცხადებდით საბჭოთა პერიოდში ე.წ. “კაპიტალისტურ” ქვეყნებში ყოფნისას, რომ საბჭოთა კომუნისტური სახელმწიფო არ დევნიდა ეკლესიასა და მორწმუნეებს? რატომ აწერდით ხელე.წ. “მშვიდობისათვის მოძრაობაში” და “ქრისტიანულ სამშვიდობო კონფერენციაში”, რომელიც მიმართული იყო დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნების წინააღმდეგ? ს საქართველოს ეკლესიის სახელით საბჭოთა კავშირის ეკლესიების წარმომადგენელთა განცხადებებს, რომლებიც მიმართული იყო აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების “აგრესიული და კოლონიზატორული პოლიტიკის” წინააღმდეგ?

 

3. რატომ არ დაიცავით 1983 წელს ე.წ. “თვითმფრინავის საქმეზე” დახვრეტილი უდანაშაულო მღვდელმონაზონი თეოდორე ჩიხლაძე? უფრო მეტიც, რატომ მოუწოდეთ მისი დასჯისკენ საქართველოს საბჭოთა ტელევიზიის ეთერით? რატომ აგზავნიდით სასამართლო პროცესზე ქართველ საეკლესიო იერარქებს ბრალდების დასამძიმებლად?

 

4. როგორია თქვენი პოზიცია საბჭოთა რეჟიმის მიმართ და მიგაჩნიათ თუ არა, რომ ის იყო ანტიქრისტიანული და ანტიჰუმანური? თვლით თუ არა, რომ საბჭოთა კომუნიზმი არსობრივად არაფრით განსხვავდება ფაშიზმისგან? თვლით თუ არა, რომ ბოროტების იმპერიასთან ეკლესიის თანამშრომლობა შეურაცხმყოფელია მისი ღირსებისთვის და რომ სწორედ ამ ღირსების დაცვას შეეწირნენ თქვენი წინამორბედები, კირიონ საძაგლიშვილი, ლეონიდე ოქროპირიძე და ამბროსი ხელაია?

 

5. ფიქრობთ თუ არა, რომ სტალინი იყო ბოროტმოქმედი და დამნაშავე კაცობრიობის წინაშე?

 

6. 1989 წლის გაზაფხულზე, მაშინდელი მთავრობის სახლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართულ მიტინგზე რატომ ერთხელაც კი არ მიხვედით თქვენი ნებით, არამედ მხოლოდ 9 აპრილს, საქართველოს კომპარტიის ცეკას ბრძანებითა და მისივე ავტომანქანით? რატომ არ დარჩით განსაცდელში მყოფი თქვენი სამწყსოს გვერდით?

 

7. რატომ არც ერთხელ არ გაგიპროტესტებიათ მხედრიონის და სხვა უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მიერ სამოქალაქო ომის პერიოდში (1992-94 წლებში) სამეგრელოს მოსახლეობის მასობრივი ძარცვა, მკვლელობები და შეურაცხყოფა? ასევე, თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში 1992-94 წლებში დახვრეტილი და დარბეული მანიფესტაციები, საქართველოს მოსახლეობის მრავალწლიანი ძარცვა, რეკეტი და ძალადობა მხედრიონისა თუ სხვა უკანონო ფორმირებების მხრიდან? ამ ფონზე რატომ გამოხატავდით მხარდაჭერას სამხედრო საბჭოს წევრების, განსაკუთრებით კი ჯაბა იოსელიანის მიმართ?

 

8. რა ურთიერთკავშირი არსებობს დღეს საქართველოს საპატრიარქოსა და რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას შორის? რა მიზანს ემსახურება საქართველოს ეკლესიის იერარქების გახშირებული შეხვედრები რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მაგალითად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გ. კარასინთან, მედვედევის პირად წარმომადგენელ მ. შვიდკოისთან, და რუსეთის ფედერაციის ყოფილ ელჩთან საქართველოში ვ. კოვალენკოსთან? რატომ მონაწილეობდა საქართველოს ეკლესია კრემლის ფონდის, “მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის” მიერ ქალაქ ბეთლემში მოწყობილ ღონისძიებაში, სადაც მხარი დაუჭირეს ექსტრემისტულ ორგანიზაცია “ჰამასს”?

 

9. რატომ არ უჭერთ მხარს უკრაინისა და ესტონეთის ეკლესიების დამოუკიდებლობას, და გმობთ თუ არა მათ ბრძოლას მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებისგან განთავისუფლებისათვის?

 

10. რას გულისხმობდა თქვენი განცხადება, რომ რუსეთის პრეზიდენტი მედვედევი კეთილგანწყობილია საქართველოს მიმართ, მაშინ, როდესაც უშუალოდ მისი ბრძანებით დაიბომბა ქართული ქალაქები და სოფლები და ოკუპირებულ იქნა საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი? რატომ მიიღო საქართველოს ეკლესიამ მონაწილეობა კრემლის პროპაგანდისტულ აქციაში ე.წ. „სახალხო დიპლომატიაში“ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებულ საზოგადოებრივ პალატასთან ერთად?

 

11. რატომ არ გაემიჯნეთ რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტ იობ აქიაშვილის ლოცვა-კურთხევით გამომავალ ჟურნალ “ქვაკუთხედში” გამოქვეყნებულ სარედაქციო განაცხადებას, რომ რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში ნასროლი ბომბები ღვთის მიერ კურთხეული იყო, და რომ რუსი სამხედროების ბლოკპოსტები საქართველოს ტერიტორიაზე ზეციდან გარდამოვლენილი მარწუხებია საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის შესაჩერებლად? რატომ არ დაგმეთ საჯაროდ გორისა და სამთავისის მთავარეპისკოპოს ანდრია გვაზავას ინტერვიუ ლიტვურ გაზეთთან, სადაც ის აცხადებდა, რომ ოკუპანტმა რუსის ჯარმა და გენერალმა ბორისოვმა მშვიდობა და წესრიგი მოიტანეს გორში? რატომ აჩუქა საქართველოს საპატრიარქომ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი რუსული საოკუპაციო ჯარის ხელმძღვანელობას, როგორც ეს განაცხადა მოსკოვის საპატრიარქოს მაღალჩინოსანმა, დეკანოზმა მიხაილ ვასილიევმა ინტერვიუში გაზეთ “კრასნაია ზვეზდასთან”? რატომ ასევე საჯაროდ არ გააპროტესტეთ რუსი გენერლის ნოგოვიცინის განცხადება, რომ თქვენ სპეციალურად შეგიშვეს გორში, რათა დარწმუნებულიყავით, რომ იქ არანაირ ძალადობასა და ნგრევას ადგილი არ ჰქონდა და, მისივე განცხადებით, თქვენც ამაში სრულიად დარწმუნდით? აღიარებთ თუ არა, რუსეთს ოკუპანტ ძალად და მიგაჩნიათ თუ არა, რომ რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ანექსია?

 

12. რატომ ეწევა საეკლესიო პრესა ქსენოფობიურ, ანტისემიტურ, ანტისომხურ, ანტილიბერალურ, ანტიდასავლურ და პრორუსულ პროპაგანდას? რატომ არ აღკვეთეთ ოფიციალურ საეკლესიო პრესაში მიმდინარე ანტიდასავლური და პრორუსული აგიტაცია?

 

13. რატომ სათანადოდ არ აპროტესტებთ მოსკოვის საპატრიარქოს მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საეკლესიო ოკუპაციას? რატომ არ აპროტესტებთ მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლის, ვლადიკავკაზის მთავარეპისკოპოს თეოფანე აშურკოვის დასწრებებს სამხედრო აღლუმებზე ცხინვალში? რატომ დუმხართ მოსკოვის საპატრიარქოს მიერ აგვისტოს ომის შემდეგ ცხინვალის რეგიონში ოფიციალური სამხედრო მღვდლების გაგზავნასთან დაკავშირებით? რატომ არ გააპროტესტეთ რუსეთის ახლადარჩეულ პატრიარქ კირილის წერილი სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითის მიმართ, სადაც ის მოხსენებულია, როგორც რესპუბლიკა – სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი, და გამოთქმულია სიხარული, რომ „სამხრეთ ოსეთის მრავალტანჯულ მიწაზე დამყარდა მშვიდობა, ხოლო მისი მოსახლეობა ნელ-ნელა უბრუნდება რესპუბლიკის აღმშენებლობის საქმეს“? და ამ ფონზე რატომ იწვევთ პატრიარქ კირილს საქართველოში?

 

14. რატომ არ აპროტესტებთ მოსკოვის საპატრიარქოს მაღალჩინოსნების, მაგალითად, მოსკოვის საპატრიარქოს შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარის დეკანოზ დიმიტრი სმირნოვის განცხადებებს იმის შესახებ, რომ სასწრაფოდ უნდა გაისრისოს საქართველოს შეიარაღებული ძალები და რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს მხარდასაჭერად თბილისში ჩამოსული პოლონეთის, უკრაინისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტები არიან “მოწკავწკავე ძაღლები”? ამგვარი განცხადებების გაპროტესტების ნაცვლად რატომ ბეჭდავს საპატრიარქოს ოფიციალური ჟურნალი “კრიალოსანი” დეკანოზ დიმიტრი სმირნოვის სტატიებს?

 

15. რატომ არ უკრძალავთ მღვდელმსახურებას მღვდელ ბესარიონ აპლიაას და ბერდიაკონ დავით სარსანიას, რომლებიც ანტიქართულ-ანტიეკლესიურ და ექსტრემისტულ საქმიანობას ეწევიან აფხაზეთში და რომლებიც ფორმალურად თქვენ დაქვემდებარებაში არიან?

 

16. რატომ არასდროს მიგილოცავთ ყველაზე დიდი ქრისტიანული დღესასწაული აღდგომა ჩვენი ქვეყნის მართლმადიდებელი ოსებისა და აფხაზებისათვის ოსურ და აფხაზურ ენებზე, მაშინ როცა მრევლს ამ დღესასწაულს ულოცავთ ქართულ და რუსულ ენებზე?

 

17. რატომ არც ერთი განცხადება არ გააკეთა საპატრიარქომ რუსი ოკუპანტების მიერ ტირძნისელი ბავშვების გატაცებისა და დაკავების ფაქტზე და რატომ არ მოითხოვა მათი გათავისუფლება, მაშინ როცა ოფიციალურად მოუწოდა ხელისუფლებას ჟურნალისტის ცემისა და ხულიგნობისთვის კანონიერად დაკავებული სამი ახალგაზრდის გათავისუფლება?

 

18. რატომ არ რეაგირებთ დეკანოზ ტარიელ სიკინჭილაშვილის განცხადებებზე, რომელიც ამბობს, რომ სომხებმა ტაძრები სომხეთში უნდა ააშენონ, შეურაცხყოფს საქართველოს ეთნიკურად სომეხ მოქალაქეებს, და ვანდალურად ხელყოფს სომხურ საფლავებს? მიგაჩნიათ თუ არა, რომ ეს ყოველივე ხელს უწყობს სიძულვილის გაღვივებას სომხური ეკლესიისა და ეთნიკურად სომეხი საქართველოს მოქალაქეების მიმართ?

 

19. რატომ არ გამოხატავთ ნებას, რომ სახელმწიფომ სომხურ ეკლესიას ისტორიულად მისი კუთვნილი ტაძრები დაუბრუნოს, რომელთაგან ორი უკვე დაინგრა და დანარჩენებსაც იგივე ბედი ელით? რატომ მიითვისა საქართველოს საპატრიარქომ კათოლიკე ეკლესიის ისტორიულად კუთვნილი ტაძრები ბათუმში, გორში, ქუთაისში, ივლიტასა და უდეში?

 

20. როგორ ეკიდებით საქართველოს საპატრიარქო ორგანიზაციების – “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა” და “დავით აღმაშენებლის სახელობის მრევლის კავშირის” საქმიანობას? მიგაჩნიათ თუ არა, რომ მათი ქმედებები აღვივებს სიძულვილსა და რელიგიურ შუღლს სხვა აღმსარებლობის მქონე მოქალაქეების მიმართ? თვლით თუ არა, რომ მათი იდეოლოგია არის ექსტრემისტული და ფუნდამენტალისტური? მიგაჩნიათ თუ არა, რომ “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” მიერ წამოწყებული ანტიკათოლიკური კამპანია – ახალციხისა და ადიგენის რაიონის მოსახლეობას ურიგებდნენ ბუკლეტებს, სადაც კათოლიკე ეკლესიის ღვთისმსახურები ბავშვების სექსუალურ ნიადაგზე გამრყვნელებად არიან მოხსენიებულნი – არის ცილისწამება და საქართველოს მოქალაქე კათოლიკეების რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა? მიგაჩნიათ თუ არა, რომ ზემოაღნიშნული ორგანიზაციების მიერ 2008 წელს “ჰელოუინის” მოზეიმე ახალგაზრდების ძალადობრივი დარბევა არის ანტიქრისტიანული ქმედება, და რომ დარბევის ორგანიზატორებმა კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი? რატომ რთავთ ნებას სამღვდელოების წარმომადგენლებს დეკანოზ დავით ისაკაძეს, დეკანოზ დავით ქვლივიძესა და სხვებს აქტიური მონაწილეობა მიიღონ ექსტრემისტულ აქციებში? იღებთ თუ არა თქვენს თავზე პასუხისმგებლობას ამ ორგანიზაციების ქმედებებზე?

 

21. როგორია თქვენი პოზიცია საქართველოს საპატრიარქოს დეპარტამენტებისა და სასულიერო პირების მიერ განხორციელებული კორუფციული საქმიანობის მიმართ? რატომ არ მიიღეთ შესაბამისი ზომები, როდესაც, სარგებლობდნენ რა ეკლესიის გადასახადებისაგან გათავისუფლებით, საპატრიარქოს საგარეო-ეკონომიკურ დეპარტამენტს, საპატრიარქოს ორგანიზაციებს, “კანდელს”, “შემწეს”, ბათუმის მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილს და მარგვეთის ეპარქიას, რეალიზაციის მიზნით თურქეთიდან შემოჰქონდათ დიდი რაოდენობით სიგარეტი, ბენზინი, ლუდი, ღვინო, “ფანტა”, ცემენტი, სპირტი, ქათამი, შამპანური, მაცივრები, მარგარინი, მტვერსასრუტები და ძეხვი, ხოლო საქართველოდან გაჰქონდათ ჯართი, შავი ლითონი, მანდარინი, ალუმინის ზოდები, ძარის ნაწილები, ბამბა, პირუტყვის ტყავი, რელსები, კონიაკი და სხვ.? რა რეაგირება მოახდინეთ, როდესაც 2000-2001 წლებში ვანისა და ბაღდათის მთავარეპისკოპოსმა ანტონ ბულუხიამ და დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა აბრაამ გარმელიამ თურქეთიდან ჰუმანიტარული დახმარების სახით შემოტანილი დიდი ოდენობით ფქვილის, სარეცხი საშუალებების, ქაღალდისა და სხვ. რეალიზაცია საქართველოში კომერციულ ფასებში მოახდინეს?

 

22. ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით, რატომ იღებთ სახელმწიფოს მიერ თქვენი დაბადების დღის აღსანიშნავად 500 000 ლარს? როგორია თქვენი პოზიცია სახელმწიფოს მიერ საბიუჯეტო სახსრებიდან საპატრიარქოსათვის მრავალი მილიონი ლარის გამოყოფის თაობაზე (25 მილიონი – 2009 წელს)? გამართლებულად მიგაჩნიათ თუ არა ქართველი ეპისკოპოსების მიერ ხელისუფლებისგან ძვირადღირებული ავტომანქანებისა (ჯიპების და პიკაპები) და სხვა ძვირადღირებული საჩუქრების მიღება? რატომ იღებდით და იღებთ შემოწირულობებს ეკლესიების ასაშენებლად ე.წ. კანონიერი ქურდებისგან, კრიმინალური ავტორიტეტებისა და კორუმპირებული ჩინოვნიკებისგან?

 

23. რა დამსახურებისთვის დააჯილდოვეთ წმინდა გიორგის საეკლესიო ორდენით სამეგრელო ზემო სვანეთის პროკურორი როლანდ ახალაია?

 

24. იზიარებთ თუ არა გავრცელებულ შეხედულებას, რომ თქვენ, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველიერარქი, ხართ უცდომელი, რომლის მოსაზრებაში ეჭვის შეტანაც კი არის მკრეხელობა და ცოდვა? ეთანხმებით თუ არა იმ პირების მარგინალიზაციას, ეკლესიისა და ერის მტრების იმიჯის შექმნით, რომლებიც თქვენთვის არასასურველ პოზიციას გამოთქვამენ?

 

25. როგორ ფიქრობთ, არიან თუ არა განსხვავებული რწმენისა და ეროვნების ადამიანები საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქეები, რომლებიც იმავე უფლებებით უნდა სარგებლობდნენ, რითაც ქართველი მართმადიდებლები?

 

26. როგორია თქვენი პოზიცია განსხავავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ, რომელთაც მათი შეხედულებების გამო მართმადიდებლური რელიგიის სახელით ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან? მიიჩნევთ თუ არა, რომ ამგვარი ქმედება ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მორალს, და რომ ფიზიკური ანგარიშსწორებისა და მუქარის შემცველი წერილების ავტორებმა პასუხი უნდა აგონ კანონის წინაშე?

 

27. როგორც 1995 წლის საშობაო ეპისტოლეში აღნიშნავთ: „ დასავლეთი არის სამყარო, სადაც ყველაფერი ნებადართულია და სადაც ძალმომრეობა ბატონობს“. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ეწინააღმდეგებით საქართველოს პროდასავლურ ორიენტაციასა და მის ევროპულ სტრუქტურებთან დაახლოებას? თვლით თუ არა, რომ დემოკრატიისა და ლიბერალიზმის პრინციპები წინააღმდეგობაში მოდის მართმადიდებლობასთან?

 

 

 

კითხვები საქართველოს ხელისუფლებას

 

ვთვლით რა, რომ საქართველოს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ურთიერთობა წინააღმდეგობაში მოდის სეკულარული სახელმწიფოს ძირეულ პრინციპებთან, ჩვენ, მოქალაქეები, შეშფოთებას გამოვთქვამთ და მოგმართავთ რამდენიმე კითხვით. მიგვაჩნია, რომ ამ კითხვებზე პასუხების გაცემა მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრებისთვის.

 

გთხოვთ გვიპასუხოთ,

 

1. რატომ არ იღებთ კანონს ლუსტრაციის შესახებ, რომელიც გავრცელდება, როგორც პოლიტიკურ, ასევე სასულიერო პირებზე?

 

2. საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთდამოუკიდებლობას, ეფუძნება სახელმწიფოს საეროობის პრინციპს და კრძალავს დისკრიმინაციას რელიგიური ნიშნით. სახელმწიფო ბიუჯეტი ივსება როგორც საქართველოს მართლმადიდებელი მოქალაქეების, ასევე სხვა აღმსარებლობის მიმდევარი (მუსლიმები, იუდეველები, სომხური სამოციქულო ეკლესიის აღმსარებლები, კათოლიკეები, იეზიდები, ბაბტისტები, ორმოცდაათიანელები, იაჰოვას მოწმეები და სხვ.), ათეისტი და არარელიგიური მოქალაქეების გადასახადებით. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ამ ფონზე, პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან, ასევე საბიუჯეტო სახსრებიდან (25 მილიონი – 2009 წელს) მართმადიდებელი ეკლეესიის დაფინანსება არის დისკრიმინაცია და სახელმწიფოს ჩარევა ეკლესიის საქმიანობაში?

 

თვლით თუ არა ზემოაღნიშნული პრინციპების დარღვევად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოს ტელემაუწყებლობის ტელეარხ „ერთსულოვნების“ დაფინასებას?

 

3. რა მიზანს ემსახურებოდა და რამდენად კანონიერი იყო 2008 წლის თებერვალში, საპარლამენტო არჩევნების წინ, საპატრიარქოს მაღალი იერარქებისთვის ძვირადღირებული ჯიპისა და პიკაპის ტიპის 30-მდე ავტომობილის გადაცემა?

 

4. რამდენად კანონიერად მიმდინარეობს სახელმწიფოს მიერ საქართველოს საპატრიარქოსთვის დიდი რაოდენობით უძრავი ქონების, შენობა-ნაგებობების, ტყეების და სასოფლო-სამეურნეო მიწების, გადაცემა?

 

5. რატომ არ უბრუნდებათ სხვა რელიგიურ გაერთიანებებს საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონება, ისე როგორც ეს ხდება მართლმადიდებელი ეკლესიის შემთხვევაში?

 

6. რატომ არის მხოლოდ მართმადიდებელი ეკლესია გათავისუფლებული გადასახადებისაგან, და რატომ არ სარგებლობენ ანალოგიური პრივილეგიით სხვა რელიგიური გაერთიანებები?

 

7. სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებულია დისკრიმინაციული შეთანხმება, რომლის საფუძველზეც საპატრიარქოს ექსკლუზიურად ენიჭება სხვა აღმსარებლობის სასულიერო პირებისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შესვლის ნებართვის გაცემის უფლება. რატომ გრძელდება დღემდე მსგავსი დისკრიმინაციული პრაქტიკა და რატომ არ უქმდება აღნიშნული ხელშეკრულება?

 

8. რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ პოლიტიკოსების საჯარო მონაწილეობა რელიგიურ რიტუალებში, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში? რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ საქართველოს პრეზიდენტის მიერ სამების საკათედრო ტაძარში ნატოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლობითი დელეგაციის მიღება?

 

9. რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ ქვეყნის პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტარების, მინისტრების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების და სახელმწიფოს სხვა მოხელეების მიერ მართმადიდებლური სიმბოლიკისა და რელიგიური რიტორიკის მუდმივი გამოყენება?

 

10. რატომ არ რეაგირებს ხელისუფლება მართლმადიდებელი სასულიერო პირების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე (მაგალითად, 2008 წელს “ჰელოუინის” აღმნიშვნელი ახალგაზრდების დარბევა დეკანოზ დავით ისაკაძისა და მისი დაჯგუფების წევრების მიერ), და 2009 წელს რელიგიური უმცირესოებების დევნასა და მათ წინააღმდეგ განხორცილებულ თავდასხმებზე?

 

11. რატომ არ მიეცა პასუხისგებაში ის რამდენიმე სასულიერო პირი, რომელთაც თავისუფლების აღკვეთის ადგილებში ნარკოტიკული ნივთიერებები შეჰქონდათ? რატომ გაათავისუფლეთ პირველი არხის ჟურნალისტის ცემისა და ხულიგნობის ფაქტზე დაკავებული სამი პირი საპატრიარქოს მოთხოვნის საფუძველზე? რატომ არ რეაგირებენ სამართალდამცავი ორგანოები განსხვავებული აზრისა და შეხედულებების გამო, მართმადიდებლობის ე.წ. დამცველების მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორებისა და მუქარის წერილებზე და რატომ არ ხდება მათი პასუხისგებაში მიცემა?

 

12. რატომ დაიწყეს გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ და გენერალურმა პროკურატურამ კათალიკოს-პატრიარქის გამაშარჟებელი ვიდეო-რგოლების დამზადების და გავრცელების ფაქტზე, როდესაც აღნიშნული გამოხატვა დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტებით, საქართველოს კონსტიტუციითა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონით, და არ ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას? რას გულისხმობს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის განცხადება: “კლიპის წარმოებაზე და გავრცელებაზე ოფიციალური გამოძიების დაწყება იმან განაპირობა, რომ კლიპების საკითხი საზოგადოებისათვის საინტერესო იყო.“?

 

13. საქართველოს ზოგადი განათლების კანონის მიხედვით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრძალულია პროზელიტიზმი, ინდოქტრინაცია და რელიგიური სიმბოლოების არააკადემიური მიზნით გამოყენება. მიუხედავად ამისა, საჯარო სკოლებში ეს მოთხოვნები ტოტალურად ირღვევა. რატომ არ რეაგირებს ამაზე ხელისუფლება და რატომ არ უზრუნველყოფს კანონის მოთხოვნების შესრულებას?

 

14. თვლით თუ არა, რომ ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთმიმართების თვალსაზრისით არსებული რეალობა საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს საეროობას და ქვეყანის ლიბერალურ-დემოკრატიულ განვითარებას? მიიჩნევთ თუ არა, რომ მთელი პოლიტიკური კლასის საპატრიარქოსადმი სერვილისტური დამოკიდებულება ხელს უწყობს სახელმწიფო ინსტიტუტების კლერიკალიზაციას?

მოკლედ, კითხვა პასუხია კომბინაციაში :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

irakli_kordzaia

ჩემო კეთილო, ჟურნალისტი ვარ და კარგად ვიცი, როგორ უნდა დაისვას კითხვები. კითხვის დასმის მრავალი მეთოდი არსებობს. შენ გინდა რომ, მთელი ეს კითხვარი აქ გადმოვიტანოთ და განვიხილოთ? მე არ მაქვს პრობლემა...

მაპატიე, მაგრამ ეს უკვე დემაგოგიაა

irakli_kordzaia

ბოდრიარზე მხოლოდ ის ვიცი რომ ფილოსოფოსი და კრიტიკოსი იყო. მისი ნაშრომები სამწუხაროდ არ წამიკითხავს, მხოლოდ გაკვრით. მის შესახებ, სხის პუბლიკაციებში...

ციტატა(Leo Nafta @ 12th December 2009 - 04:21 PM)

ჰიპოეტეტიკაზე, უფრო ჰიპერ/გარდამავლობაზე გამახსენდა უბრალოდ ბოდრიარის ,,როგორ გავიზარდეთ" და კითხვა რომ დამისვი მეგონა მაგიტომ მეკითხებოდი :D

ოკ

 

lasha_alo

საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ბოლო დროს აქტიურად მონაწილეობს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში (ბრალდება )

ბრალდება არა, ფაქტი

აცხადებს, რომ არის ქართული სახელმწიფოებრიობის საფუძველი და ქვეყნის ეროვნული იდენტობის სახე.

იხილე რა მოხდა მოწამეების დღეს.

ასე რომ ამოიღე ეს

დაგეხმარათ თუ არა საბჭოთა ხელისუფლება თქვენი კონკურენტის, მიტროპოლიტ გაიოზ კერატიშვილის ჩამოცილებაში, რომელსაც საეკლესიო ქონების ქურდობის ბრალდებით საბჭოთა ხელისუფლებამ 11 წლით შრომა-გასწორების კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯა? რატომ აგზავნიდით მის (გაიოზ კერატიშვილის) სასამართლო პროცესზე საეკლესიო იერარქებს ბრალდების დასამძიმებლად? საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრების დღეს, 1977 წლის 25 დეკემბერს, რატომ მიეცით წერილობითი პირობა რელიგიის საქმეთა საბჭოს თავმჯდომარეს, გივი მაისურაძეს, რომ ყოველთვის წინასწარ შეუთანხმებდით თქვენი საჯარო გამოსვლების ტექსტს? 1982 წელს რატომ მიულოცეთ საბჭოთა საქართველოს მთავრობას საბჭოთა კავშირის შექმნის 60-ე და ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის 65-ე წლისთავი? რატომ მონაწილეობდით საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ პროპაგანდაში, ე.წ. “მშვიდობისათვის მოძრაობაში” და “ქრისტიანულ სამშვიდობო კონფერენციაში”, რომელიც მიმართული იყო დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნების წინააღმდეგ?

ხო, ეს ძალიან ,,ისეთი" კითხვაა, ამაზე ვერ გიპასუხებ, გაგვეპარა ეს და საშინელი ორაზროვნებაა ამ კითხვის გარშემო :D

Edited by Leo_Nafta
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბრალდება არა, ფაქტი

 

ზოგისთვის ბრალდება ,ზოგისთვის ფაქტი, ზოგისთვის კი სასურველი ტრამპლინი დიდ ჯეოპოლიტიკაში აპოლოგიის თუ ძაგების გამოყენებით.ჩემთვის კი დროის მოთხოვნილება

არის პოლიტიკის გამიჯვნა სულიერებისგან. :D

 

აქ უნდა იპოვოს მორწმუნემ და ათეისტმა შეხების წერტილი. :D

 

იხილე რამოხდა მოწამეების დღეს.

ასე რომ ამოიღე ეს

 

ვიხილე და არ მომეწონა. ვდგავთ ნაბიჯს არასწორი მიმართულებით.

 

პაპოცეზარიზმი ჩემთვის ისევე მიუღებელია ,როგორც ცეზაროპაპიზმი.

გამოსავალი -სეკულარიზმი . ...ოღონდ არა ახალი ტიპის ცეზაროპაპიზმის განსავითარებლად ,არამედ მორწმუნეთა უფლებების დაცვისათვის პირველ რიგში..... :D

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Leo_Nafta

მაპატიე, მაგრამ ეს უკვე დემაგოგიაა

დემაგოგიაა არ არის ჩემო კარგო. ჩემი პრიოფესიაა და პრაქტიკიდან გამომდინარე გპასუხობ. ფილოსოფია მეც შენს მსგავსად მიყვარს, მართალია მე მსოფლიო სევდი ვიფოსოფოსს ვეტრფი, მაგრამ, ეხლა კონკრეტულ საკითხებზე ვსაუბრიობთ და არც ფილოსოფიური და არც მისტირუი ანალოგიები არ გამოგვადგება. ამ ფორუმზე საამისოდ თემებია გახსნილი.

დემაგოგიას მივუბრუნები და შეგასხენებ, რომ ჩვენი საუბრიოს მსვლელობისას დემაგოგიური პასაჟები შენს რეპლიკებში უხვად იყო – თუნდაც, თემისგან გადახვევის მცდელობებია საკმარისი. გიმეორებ, თემაზე, თემაზე ისაუბრე და ამით აიცილებ დემაგოგიაში ჩავარდნის საშიშროებას. თუნდაც, კამათი არ წარიმართოს შენს სასარგებლოდ და ასე ვთქვათ, დამარცხდე. და კიდევ, ჩემს გზავნილებს კონტექსტუალურად ნუ ჩეხავ და მთლიანობაში გამოეხმაურე :D კონტექსტის დამახინჯება, პრიმიტიული ტექნოლოგიაა, მას შენ და მე კი არა, აგერ "ალანიას" "ჟურნალისტებიც" კი ფლობენ.

Edited by irakli_kordzaia
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პაპოცეზარიზმი ჩემთვის ისევე მიუღებელია ,როგორც ცეზაროპაპიზმი.

გამოსავალი -სეკულარიზმი . ...ოღონდ არა ახალი ტიპის ცეზაროპაპიზმის განსავითარებლად

დაგვღუპავს ამდენი იზმი lasha_alo, რაცხა სხვა მამაპაპური სიტყვებიტ ჩავანაცვლოთ :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

კარგი :D

შორს შიდაპოლიტიკა ეკლესიისაგან :D

მარტივი და ზუსტი ფორმულა.

რწმენამ სულიერება უნდა გააძლიეროს და არა პოლიტიკანები :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქ ორმხრივი პრობლემაა.

ესკლესიის პოლიტიკაში ჩარევა და საზოგადოების მოთხოვნა ეკლესიის გაპოლიტიზიებისა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

irakli_kordzaia

დემაგოგიას მივუბრუნები და შეგასხენებ, რომ ჩვენი საუბრიოს მსვლელობისას დემაგოგიური პასაჟები შენს რეპლიკებში უხვად იყო – თუნდაც, თემისგან გადახვევის მცდელობებია საკმარისი.

ჰმ...

მე ვუხვევ თურმე კიდევ თემიდან :D

ყველა გვერდზე გიმეორებ კითხვებს და პასუხს გთხოვ, მაგრამ პასუხების ნაცვლად მპასუხობ რომ ჟურნალისტი ხარ

 

მოკლედ, კიდევ ერთხელ გეუბნები, მოამზადე ან თუ მომზადებული გაქვს დამიდე და მკითხე სად არის ,,ბრალდება" და არა ,,კითხვა" ჩვენს ტექსტში და გიპასუხებ

ნახევარი საათი მაქვს დრო, გავდივარ

 

lasha_alo

ამ შენმა გადაკრულმა ნეიტრალობამ ხომ შემცა რა

 

სინოდის წევრობის კანდიდატი ხარ, არ დაგავიწყდეს! :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Leo_Nafta

ძვირფასო ლეო, მე ეხლა გავდივარ. თუმცა, ვიცი რომ შვენი ოპონენტის არ ყოფნისას გჩვევია მასზე და მასთან "საუბარი". იმედი მაქვს, ჩვენს შემთხვევაში ეს ხმები არ გამართლდება და ჩვენი საუბარი მომავალშიც გაგრძელდება. წარმატებებს გისურვებ.

Edited by irakli_kordzaia
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ შენმა გადაკრულმა ნეიტრალობამ ხომ შემცა რა

მაინცდამაინც დედის გენიტალიები ვახსენო ? :D

არ ვარ ნეიტრალური.

არც ეს კითხვარი არ მევასება და არც გიორგი ანდრიაძე . :)

ვარ სეკულარისტი ოპოსიმართლისტი :D

:D

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შორს შიდაპოლიტიკა ეკლესიისაგან

მარტივი და ზუსტი ფორმულა.

რწმენამ სულიერება უნდა გააძლიეროს და არა პოლიტიკანები

აი ეს კი 100%-ით გასაგებია lasha_alo. ამაში სრულიად გეთანხმები. :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი, თუნდაც მასე იყოს და პასუხებიც ჩანდეს მათ კითხვებში, რა, ამით ისინი მიუტევებელ ცოდვას სჩადიან?

Lo Janko

და როდის და სად ვთქვი, რომ ცოდვას სჩადიან?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

irakli_kordzaia

ძვირფასო ლეო, მე ეხლა გავდივარ. თუმცა, ვიცი რომ შვენი ოპონენტის არ ყოფნისას გჩვევია მასზე და მასთან "საუბარი".

აჰ, ისევ ჟღალწვერა და ახალგაზრდა მმკ - ს გულისხმობთ, რა თქმა უნდა :D

არ მჩვევია, დაწყნარდი

იმედი მაქვს, ჩვენს შემთხვევაში ეს ხმები არ გამართლდება და ჩვენი საუბარი მომავალშიც გაგრძელდება. წარმატებებს გისურვებ.

მომავალ შეხვედრამდე

 

lasha_alo

არც ეს კითხვარი არ მევასება და არც გიორგი ანდრიაძე .

ვარ სეკულარისტი ოპოსიმართლისტი

ხოდა ნეიტრალი სიმართლისტი წაუმასონე ზვიადისტი ხარ შენ! :D

Edited by Leo_Nafta
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...