DATA TUTASXIA Posted December 10, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 10, 2009 http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&a...=13798&ct=6 გაზეთ ``რეზონანსის`` მიხედვით ``პროპაგანდა 27 მილიონზე მეტი ღირს`` საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ``კორ–სტანდარტბანკიდან’’ ორი მილიონი ლარის კრედიტი აიღო. ``ექსპრესნიუსის’’ ინფორმაციით, აღნიშნული თანხის ნაწილი მაუწყებელს სახელფასო დავალიანებისთვის დასჭირდა, რასაც სამეთვალყურეო საბჭოს ავმჯდომარე კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ეს თანხა ტექნიკის შესაძენად იქნა აღებული. ლევან გახელაძე აღშფოთებას ვერ მალავს კითხვაზე, თუ რატომ დასჭირდა 28,5 მილიონი ლარით დაფინანსებულ მაუწყებელს კიდევ კრედიტის აღება და სხვა ტელეარხების ბიუჯეტების გადახედვისკენ მოგვიწოდებს. თუმცა, როგორც ``იმედის`` და ``რუსთავი2``–ის ყოფილი გენდირექტორები აცხადებენ, 2003 წელს ყველაზე პოპულარული ``რუსთავი 2’’–ის ბიუჯეტი 7 მილიონ ლარს, ხოლო 2007 წელს რეიტინგში პიველ ადგილზე მყოფი ``იმედის`` ბიუჯეტი 20 მილიონ ლარს შეადგენდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძე ამბობს, რომ ეს თანხა სჭირდებოდათ ტელევიზიის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასაყვანად, ასევე მაუწყებლობის გასძლიერებლად და ტექნიკის შესაძენად. ``უმეტესობა ამ ტექნიკისა წავა პირველ არხში საჭიროებისთვის, რადგან ის ცენტრალური არხია, თუმცა ასევე იქნება საერთო მოხმარების კამერები, მონიტორები და ა.შ.’’ – ამბობს გახელაძე. მისი თქმით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აიღო ვალდებულება, რომ უნდა გაუშვას ეთერში მეორე არხი, ასევე ``პირველი კავკასიური’’. არის სხვა დანახარჯებიც, რაც არხისა და რადიოს მომასხურებას სჭირდება. გახელაძის ინფორმაციით, ბანკიდან არხმა თანხა 3–5 წლის ვადით აიღო. ``რუსთავი 2’’–ის ყოფილი მფლობელის ეროსი კიწმარიშვილის თქმით, ის ბიუჯეტი, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს, სრულიად საკმარისია არხის ასამუშავებლად, რომელიც ხალხის ინტერესებს დააკმაყოფილებს. თუმცა კიწმარიშვილის თქმით, ხელისუფლების ის პროპაგანდისტული კამპანია, რომელიც ქართულ ტელეარხებზე ხორციელდება, რეალურად 27 მილიონზე გაცილებით მეტი ჯდება. მისი განცხადებით, ``რუსთავი 2’’–ის ყველაზე ძვირი ბიუჯეტი 2003 წელს 4,5 მილიონი დოლარი იყო, რომლითაც, როგორც კიწმარიშვილი ამბობს, ყველაზე პოპულარულ სატელევიზიო არხს აკეთებდა 65%–იანი რეიტინგით. ``იმედის`` ყოფილი გენდირექტორი და ახლანდელი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბიძინა ბარათაშვილი კი ამბობს, რომ ``იმედის`` ახლანდელი ბიუჯეტის შესახებ მონაცემები არ აქვს, თუმცა 2007 წელს, როცა არხი ერთ–ერთი ყველაზე რეიტინგული იყო, დაახლოებით 20 მილიონ ლარს ხარჯავდნენ. ``ასეთი განვითარების ქვეყანაში ტელევიზიები ბევრს ხარჯავენ. როდესაც შევხედავთ ბალტიისპირეთის ქვეყნების ტელეარხებს, ისინი თავიანთ თავს ძვირადღირებული ტელეპროდუქტების გაკეთების უფლებას არ აძლევენ’’ – ამბობს ბარათაშვილი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 10, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 10, 2009 პირველი არხი ვალებს იღებს აი ესეა საერთოდ.ტრაკგამოხეული როჟები მოდიან (ყველგან) იპარავენ და მერე სხვა ერთ კალოშიანი როჟები ცვლიან მათ. სახელმწიფო შედგა ამისთანა ხალხისთვის და არა ნორმალური მოკვდავებისთვის. კარდუც იშოვის ფულს არ ინერვიულოთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 19, 2009 საზოგადოებრივი მაუწყებლი 250 თანამშრომელს 1 იანვრამდე გაუშვებს საზოგადოებრივი მაუწყებელი 250 თანამშრომლის განთავისუფლებას აპირებს როგორც “ექსპრესნიუს” საზოგადოებრივი არხიდან აცნობეს, 250 კაციანი სია ადამიანური რესურსების დეპარტამენტმა მოამზადა და ხელმოსაწერად მაუწყებლის გენერალურ დირექტორს გიორგი ჭანტურიას გადაუგზავნა. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები აღნიშნავენ მაუწყებლის ბიუჯეტის 3 მილიონი ლარით შემცირებას უკავშირდება. http://expressnews.ge/?lang=geo&id=991&nid=955 პ.ს. არ დაუფასდათ ერთგულება!?!? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.