Jump to content
Planeta.Ge

მედვედის ახალი ჩახუტობანა


Recommended Posts

უსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი იმედოვნებს, რომ დადგება დრო, როცა რუსეთ-საქართველოს შორის სავიზო რეჟიმი გაუქმდება.

როგორც “რია ნოვოსტი” იუწყება, ამის შესახებ მედვედევმა ”რია ნოვოსტის” მიერ ორგანიზებულ ევროპისა და აზიის მედიასაშუალებების ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

”ჩვენ ამჟამად ევროკავშირთან უვიზო სივრცის მიმართულებით ვმოძრაობთ. იმედი მაქვს, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება. ვიმედოვნებ, ასეთი დრო საქართველოსა და რუსეთისთვისაც დადგება”, - აღნიშნა მედვედევმა.

მისივე თქმით, ქართველმა და რუსმა ხალხებმა წარსულში გაკეთებული ყველაფერი პოზიტიური უნდა შეინარჩუნონ, რუსეთისა და საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობები ბოლო დროს დაინგრა და ეს რუსეთის ბრალი არ არის.

”არაერთხელ მითქვამს, რომ მოქმედ პრეზიდენტთან და ზოგ ხელმძღვანელთან კონტაქტს არ ვგეგმავ. ჩვენი გზები გაიყო და მოვლენების ჩვენი შეფასებები ძალიან განსხვავებულია. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ეკისრება პირდაპირი იურიდიული პასუხისმგებლობა ჩადენილი დანაშაულისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა სხვა ურთიერთობა მომავლისთვის უნდა გადავდოთ. ჩვენ ხალხებს შორის საუკუნოვანი მეგობრობა და განსაკუთრებული ისტორიაა”, - განაცხადა მედვედევმა.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უხ ეხლა მოვედი და ისეთი მურტალი ამინდია აქ,რომ საათზე მეტი ტრაფიკში ვიდექი.

 

 

რაც შეეხება თემას,ჩვენმა გენიოსებმა მონათლეს უკვე პიარ აქციათ და ის ავიწყდებოდათ მიშა რას ბაზრობდა ადრე.ეს თურმე პიარი არის და ის კიდევ საქმის კეთება.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსეთთან კაი ხნით ურთიერთობა უნდა "შევინარჩუნოთ" შვეიცარიის სექციისა და საერთაშორისო დამკვირვებლების შუამავლობით მინიმალურ კონდიციამდე. უჭირს ამ შტერ მაკნატუნას -მედვედევს.. .

მანიაკმა ტესტიკულოფილმა ხომ დააქცია რუსეთი.. ჯობია ვინც ნორმალურია, ისიც უნდა გაერიდოს ევროკავშირის ბლუკარდებით, რუსეთს განსაკუთრებიტ სპეციალისტები უნდა გაერიდნენ... მერე უკვე მეზობლები მოუწყობენ "მიროტვორცობას" უტვინო კრემლის მიერ განხალხებულ შორეული აღმოსავლეთიდან ფინეთის ყურემდე... ჩ

ვენ მხოლოდ ჩრდილო კავკასიის ხალხთა ეროვნული თვითშეგნებისა და მათი გადარჩენისათვის უნდა ვიმოქმედოთ.... ახლა -"ანერიფთო კიბოს (Alea iacta est)' და ჩვენ მხოლოდ უნდა სწრაფად ვაღიაროთ ეს - ჩვენ უკან დასაბრუნებელი გზა აღარ გვაქვს !

Edited by Gagi 67
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რას ნიშნავს რუსეთთან მეგობრობა, ეს ყველასათვის ცნობილია.

შევარდნაძეს ლანძღავდნენ იმის გამო, რომ მან არა და არ დაადანაშაულა რუსეთი აგრესიაში პიდაპირ და გარკვევით და ახდენდა ე.წ. "ლავირებას";

სააკაშვილს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მან ეს ცხადად და პირდაპირ თქვა (თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ მან გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა 2008 წლის აგვისტოში);

როგორ უნდა მოიქცეს მომავალი პრეზიდენტი? რომელი მათგანი აღიარებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას?

გიორგაძეს ან ებრალიძეს არ ვგულისხმობ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

უსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი იმედოვნებს, რომ დადგება დრო, როცა რუსეთ-საქართველოს შორის სავიზო რეჟიმი გაუქმდება.

რუსეთი იწყებს აქტიურ პიარ კამპანიას საქართველოშI შიდა გავლენის მოსაპოვებლად...

 

პლიუს ლარსის გახსნა.

 

ეჭვი მაქვს რომ ჩვენმა ხელისუფლებამ რუსულ ორბიტაზე გადასვლა გადაწყვიტა. !!!

 

რაღაც მეტისმეტად სინქრონულად მოქმედებს ჩვენი ხელისუფლება და რუსეთი

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მედვედის ახალი ჩახუტობანა

დაგვცინის და ნიშნს გვიგებს ნაბოზარი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

paolo

როგორ უნდა მოიქცეს მომავალი პრეზიდენტი? რომელი მათგანი აღიარებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას

ეს არცერთმა არ უნდა გააკეთოს. ამავე დროს მე არ მესმის როცა რუსის ჯარი თბილისიდან 40 კილომეტრში დგას რაზე უნდა ვესაუბროთ მათ.

ეხლა ვიზებს თუ გააუქმებენ და საჰაერო მიმოსვლას აღადგენენ ლარსის საპასუხოს, ეს მათ ცალმხრივად შეუძლიათ გააკეთონ, თორემ დღეს პრინციპი რუსებს ჩვენს საზღვარზეც შეუძლიათ ვიზების აღება.

ეს ყველაფერი იმ მილიონ ქართველს წაადგება, რომელიც დღეს რუსეთში ცხოვრობს.

ოღონდ ამას სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობის სახე არ უნდა ქონდეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ეჭვი მაქვს რომ ჩვენმა ხელისუფლებამ რუსულ ორბიტაზე გადასვლა გადაწყვიტა. !!!

 

რაღაც მეტისმეტად სინქრონულად მოქმედებს ჩვენი ხელისუფლება და რუსეთი

უკვე შესამჩნევი ხდება ეს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

SSDK

უკვე შესამჩნევი ხდება ეს..

და ეს ძალიან, ძალიან არ მომწონს, თუმცა აგვისტოს ომის შემდეგ ამის პროგნოზირება ხდებოდა...სამწუხაროა რომ ახდა!

 

ებრალიძის გამოჩენაც ლოგიკურად იხსნება, ანუ შექმნეს ბუა, და ამით სეეცადნენ მიშას "როდასავლურობის" ხაზგასმას და მისი ქმედებების გადაფარვას!

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

თუმცა აგვისტოს ომის შემდეგ ამის პროგნოზირება ხდებოდა...სამწუხაროა რომ ახდა!

 

ებრალიძის გამოჩენაც ლოგიკურად იხსნება, ანუ შექმნეს ბუა, და ამით სეეცადნენ მიშას "როდასავლურობის" ხაზგასმას და მისი ქმედებების გადაფარვას!

სამი სვლის გათვლაა ეს..

ბევრი ერთ სვლასაც ვერ ითვლის..

ეეეჰ...

Edited by SSDK
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეჭვი მაქვს რომ ჩვენმა ხელისუფლებამ რუსულ ორბიტაზე გადასვლა გადაწყვიტა

ეხლა გავდივარ და ანგარიში დამაწიე :D:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ეხლა გავდივარ და ანგარიში დამაწიე

აჰა შენ ანგარიში, შენ თვითონ განსაზღვრე:

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა, რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებას უკავშირდება კომენტარი გააკეთა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა სასტუმრო ‘’რედისონში’’ გამართულ ბიზნეს-ფორუმზე ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოსთვის მთავარი პრობლემა მაინც ოკუპაციაა, ხოლო რაც შეეხება უშუალოდ სავიზო რეჟიმს, მიმოსვლისAაღდგენასა და ტრანზიტის საკითხებს, საქართველოს ეს საკითხები არასოდეს არ დაუბლოკავს.

მისი განცხადებით, პირიქით, მხოლოდ რუსეთის მხრიდან იყო ეს სანქციები წარმოშობილი. როგორც პრემიერმა აღნიშნა, თუ რუსეთი საქართველოს მიბაძავს და ამ სანქციებს შეასუსტებს, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ რუსეთი საქართველოს მიბაძავს და ამ სანქციებს შეასუსტებს, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია.

არანაირი მდგრადი დამოკიდებულება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ესეც პრეზიდენტის პრეს სპიკერის განცხადება:

 

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამს ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლისა და ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით.

"ეს შეზღუდვები თავად რუსეთმა ცალმხრივად დააწესა ჯერ კიდევ 2008 წლამდე, ხოლო 2003 წლამდე უვიზო რეჟიმი გააუქმა. თუ ისინი საქართველოს მიბაძავენ და ამ შეზღუდვებს გააუქმებენ, საქართველოს ხელისუფლება ამას მხოლოდ მიესალმება, იმის მიუხედავად, რომ ოკუპანტი ქვეყანა რუსეთია და პრეტენზია შეიძლება საქართველოს ჰქონდეს", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

პ.ს. გილოცავთ მეგობრებო რუსეთის ორბიტაში დაბრუნებას!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...