choxa Posted December 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 9, 2009 წესდება ახალი საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა დაამკვიდრონ ავტოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება,კლანური ეკონომიკა, ასოციალური და არასამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველყონ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი (მხოლოდ მმართველი კლანისათვის), მოსპონ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ეყრდნობიან რა ქართველი ერის 2003 წლის მასობრივად გამოხატულ ნებას, საქვეყნოდ აცხადებენ ამ წესდებას. მუხლი 1 1. საქართველო არის დასავლეთის კეთილ ნებაზე დამოიდებული, ერთიანი და განუყოფელი (დე იურე) სახელმწიფო. 2. საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმა არის ავტოკრატიული, ფსევდოდემოკრატიული რესპუბლიკა. 3. საქართველოს სახელმწიფოს სახელწოდებაა "საქართველო" ან „გურჯისტანი“ (გააჩნია ვის როგორ აწყობს) მუხლი 2 1. საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია 2003 წლის 23 ნოემბრის მდგომარეობით. 2. საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიის გასხვისება აკრძალულია, შეიძლება მხოლოდ უსასყიდლოდ დათმობა. სახელმწიფო საზღვრების შეცვლა შეიძლება უპრობლემოდ, გააჩნია ვის მოუნდება. მუხლი 3 1. საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა მხოლოდ ის ხალხი, რომელიც მზადაა უსიტყვოდ დაემორჩილოს ხელისუფლების ნებას, სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ისე, როგორც ამას ხელისუფალი გადაწყვეტს. 2. ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს ფორმალურად, არჩევნებზე მისვლით ან არმისვლით. 3. არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება, ის უკვე მითვისებული და მოპოვებულია. 4. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კლანებს შორის ბალანსის პრინციპზე დაყრდნობით. მუხლი 4 სახელმწიფო არ ცნობს და არც იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს. ხელისუფლების განხორციელებისას სახელმწიფო შეზღუდული არაფრითაა. ვისაც არ გაწყობთ წადით საზღვარგარეთ. მუხლი 5 საქართველოს სახელმწიფო ენა არის ინგლისური და კომპიუტერი. მუხლი 6 სახელმწიფო აღიარებს შ.პ.ს. „თავისუფლების ინსტიტუტის“ განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში, ამასთან ერთად აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის შეურაწყოფის სრულ თავისუფლებას. მუხლი 7 საქართველოს დედაქალაქი ჯერჯერობით არის თბილისი. მუხლი 8 1. საქართველო არ იღებს ვალდებულებას მფარველობა გაუწიოს თავის მოქალაქეს. 2. მოქალაქეობის ჩამორთმევა, არასრულფასოვან მოქალაქედ გამოცხადება, ჩარეცხვა და დაუბანელის ძახება დასაშვებია მხოლოდ ხელისუფლებისათვის. 3. საქართველოდან საქართველოს მოქალაქის გაძევება დაუშვებელია, ამის საჭიროება არ არასებობს, ისედაც გარბიან. მუხლი 9 ყველა ადამიანი, ვინც მოქმედ ხელისუფლებას აქტიურად უჭერს მხარს ან მისი წევრია, თავისუფალია და კანონის წინაშე პრივილეგირებულია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. მუხლი 10 1. სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი მანამ სანამ იგი შეუთავსებელი არაა ხელისუფლების ან მისი წევრის ინტერესთან ან ახირებასთან. მუხლი 11 1. ადამიანის პატივი და ღირსება არ არსებობს. 2. დასაშვებია ადამიანის წამება, მის მიმართ არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის მეთოდების გამოყენება. მუხლი 12 1. ადამიანის თავისუფლება არ არსებობს, არსებობს მხოლოდ სახელმწიფოს და ხელისუფლების ინტერესები. 2. თავისუფლების აღკვეთა ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ ხელისუფლების გადაწყვეტილების საფუძველზე. მუხლი 13 1. ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება, ხელისუფლებას კი აქვს უფლება, ამ უფლებების გამოყენების შემთხვევაში მიმართოს რეპრესიულ ღონისძიებებს. 2. ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ, დასაშვებია მუხლი 14 1. ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. გამონაკლისი ვრცელდება მხოლოდ ძალოვან უწყებებზე. მუხლი 15 1. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება პირობითია და მოქმედებს მანამ, სანამ ხელისუფლების რომელიმე წევრი არ დაინტერესდება ამ ქონებით. მუხლი 16 1. მხოლოდ სახელისუფლებო ჟურნალისტს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. 2. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. ამოღებულია 3. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება. მუხლი 17 1. მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც არიან სამხედრო ძალების, პოლიციისა და უშიშროების სამსახურის შემადგენლობაში, აქვთ უფლება წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. 2. ხელისუფლებას ყოველთვის შეუძლია შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტა. მუხლი 18 1. ყველას აქვს საზოგადოებრივი გაერთიანებების, მათ შორის პროფესიული კავშირების შექმნისა და მათში გაერთიანების უფლება. 2. საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ ორგანული კანონის შესაბამისად შექმნან პოლიტიკური პარტია, სხვა პოლიტიკური გაერთიანება და მონაწილეობა მიიღონ მის საქმიანობაში. ჩასწორება: თუ პარტია პროსახელისუფლებოა, ხო კაი, თუ არა და მერე პრეტენზიები არ იყოს. 3. გარდა მმართველი პარტიისა, დაუშვებელია ისეთი საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანების შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, ეროვნული, კუთხური, რელიგიური ან სოციალურ შუღლის გაღვივებას. 4. დაუშვებელია საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებათა მიერ შეიარაღებული ფორმირებების შექმნა, გვყავს უკვე ზონდერ ბრიგადები და მეტი აღარაა საჭირო. 5. პირი, რომელიც ჩაირიცხება სამხედრო ძალების, სახელმწიფო უშიშროების ან შინაგან საქმეთა ორგანოების პირად შემადგენლობაში, გამწესდება მოსამართლედ ან პროკურორად, აუცილებლად უნდა იყოს ხელისუფლების მიმართ ლოიალური. 6. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერება ან მათი აკრძალვა შეიძლება შეუზღუდავად. მუხლი 19 ხელისუფლება უფლებამოსილია დააწესოს შეზღულვები მისთვის არასასურველ პირთა პოლიტიკური საქმიანობაზე. მუხლი 20 1. საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან, ასევე იმ პირებს, რომელთა გარდაცვალებიდან გასულია არანაკლებ 3 წელი, აქვთ რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის და ხელისუფლების მხარდაჭერის უფლება. 2. არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობა არასასურველია იმ პირთათვის, რომლებიც ერთმანეთისაგან ვერ არჩევენ (ან შეგნებულად თავს არიდებენ) ციფრებს „2“ (ან „4“, „9“ და ა.შ.) და „5“ მუხლი 21 1. მხოლოდ ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირს ან აქტიურ მხარდამჭერს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა. 2. სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება დაუწერელი კანონით და წეს–ჩვეულებებით. მუხლი 22 1. შრომა თავისუფალია, იშრომე რამდენიც გინდა. 2. სახელმწიფო ვალდებული არაა ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. დასაშვებია მონოპოლიური საქმიანობა, მომხმარებელთა უფლებების დაცვა არაა აუცილებელი. 4. შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვანისა და ქალის შრომის პირობები დამოკიდებულია მხოლოდ დამქირავებლის კეთილ ნებაზე. მუხლი 23 სახელმწიფო არაა ვალდებული ხელს უწყობდეს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფა შემოიფარგლება უფასო სასადილოების პროექტით. მუხლი 24 გაფიცვის უფლება აღიარებულია და ამის შედეგად უმუშევრობაც გარანტირებულია. მუხლი 25 1. ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება, გააჩნია ვის რისი საშუალება აქვს. 2. სახელმწიფო უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამების ყოველწლიურ ცვლას, მრავალფეროვნების ამბავში. 3. სკოლამდელ აღზრდას უზრუნველყოფს სახელმწიფო, მაგრამ თვეში 20 ლარს თუ არ მიიტან, სახელმწიფოს არაფერი დააბრალო მერე. დაწყებითი განათლება სავალდებულო არაა. მუხლი 26 1. ყველას, ვისაც შესაბამისი ფინანსური სახსრები აქვს, აქვს ჯანმრთელობის დაზღვევით, როგორც ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების საშუალებით, სარგებლობის უფლება. უფასო სამედიცინო დახმარებაზე არც იფიქროთ. მუხლი 27 1. ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ გამოცხადდება სახელისუფლებო მედიასაშუალებებით. 2. არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, აზრი არ აქვს მტკიცებას. 3. დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ სახელისუფლებო მედიის სიუჟეტს. მუხლი 28 1. ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, შედეგზე სახელმწიფო პასუხს არ აგებს. 2. კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს,ყველა მტკიცებულება ისედაც კანონის დაცვითა მოიპოვება. 3. მოქალაქე ვალდებულია მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთაც საჭიროდ ჩათლის პროკურორი. ==========================================გაგრძელება იქნება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
vitaminC Posted December 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 9, 2009 რა კარგი შ.პ.ს. -ა :buchti: :jump: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted December 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 9, 2009 1. საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია 2003 წლის 23 ნოემბრის მდგომარეობით.ჩასწორება კონსტიტუციაში11.07.07 საქ. ტერიტორიამ განიცადა ოპტიმიზაცია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
prologic Posted December 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 9, 2009 choxa შ.პ.ს. საქართველო, წესდება კარგია :yes2: : ხუთოსან დამფუძნებელთა საერთო კრების ოქმიც დასჭირდება ამ საქმეს.ნოტარიუს-რეგისტრატორი?? ძია სემი თუ ??? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted December 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 9, 2009 2. არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, აზრი არ აქვს მტკიცებას. 1. ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ გამოცხადდება სახელისუფლებო მედიასაშუალებებით. :sicili: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted December 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 9, 2009 :tashi: :sicili: ჩოხა მიყვარხარ! რამდენიმე პუნქტი გაქვს გამოტოვებული მუხლებში და შეგავსებინებ : Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
choxa Posted December 9, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 9, 2009 analgin ჩოხა მიყვარხარ!მეც მეუასები :alk: რამდენიმე პუნქტი გაქვს გამოტოვებული მუხლებში და შეგავსებინებმაიყვა ისე...... გაგრძელება იქნება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
choxa Posted December 9, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 9, 2009 11.07.07 საქ. ტერიტორიამ განიცადა ოპტიმიზაცია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted December 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 9, 2009 analgin მეც მეუასები :alk: მაიყვა ისე......;) ეჰ, გასაქცევი ვარ ეხლა არადა, მუღამზე ვიყავი. შაბათს მოდი რა, გთხოვ იცოდე სპეციალურად შენს სანახავად მოვალ ჩემს ნომერს დაგიტოვებ PM-ში თუ რამეა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted December 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 9, 2009 მაგარია choxa, საღოლ. აშკარად გაქვს მოვლენათა ხედვის, ანალიზისა და შესაბამისი დასკვნების დადების ნიჭი.არა მგონია პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში ვინმე შეგედაროს (ოღონდ მართლა ასე ვფიქრობ). ყველა მუხლი კარგადაა ჩამოყალიბებული, მაგრამ კონკორდატი (მუხლი 6) განსაკუთრებით მომეწონა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted December 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 9, 2009 არა რა, გვყვავს ქართველებს ნიჭიერი ხალხი :yes2: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 9, 2009 choxa მაგარი ტეხავს ეს ყველაფერი.შენ რესპექტები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted December 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 9, 2009 (edited) choxa :DD :DD :DD :maladec:მე 17-ე მუხლს დავუმატებდიმუხლი 17 1. მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც არიან სამხედრო ძალების, პოლიციისა და უშიშროების სამსახურის შემადგენლობაში, აქვთ უფლება წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. ასევე იარაღიანად Edited December 9, 2009 by ძუკუ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted December 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 9, 2009 N მუხლი:1. იკრძალება დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები ადგილობრივი (თვითმმართველობის), საპარლამენტო და პრეზიდენტის მანდატისათვის.2. საარჩევნო პროცედურას ადგენს მხოლოდ სახელისუფლებო პარტია და არჩევნებს ნიშნავს, წარმართავს და შედეგებს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted December 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 9, 2009 მუხლი ჭ.ჭ1. შპს "საქართველოს" ხელისუფლების ძირითადი საქმიანობა არის დღვნა, შიმშილი, სირცხვილი, ყვლეფა, დამცირება, დაპატიმრება უვადოდ და ნებისმიერი სხვა საქმიანობა რომელიც საქართველოს კანონმდებლობითაა აკრძალული. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.