ლ ი ც ი Posted December 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 8, 2009 (edited) “გვარამია მინისტრობიდან თეა თუთბერიძის გამო მოხსნეს?” “ჯერ გვარამიას დანიშვნა რა იყო განათლების მინისტრად და ახლა კიდევ შაშკინის. სხვა თემაა, განათლებას ვერც ერთს რომ ვერ დაუწუნებს ადამიანი, მაგრამ იყო განათლებული, არ ნიშნავს, გამოდგე განათლების მინისტრად. ახლა მთავარია, ვინ შეცვლის შაშკინს, თორემ გვარამიას ბედი გადაწყვეტილია - ამაზე “ალია” ჯერ კიდევ ორი თვის წინ წერდა, ამერიკაში უშვებენ სასწავლებლადო, არადა სულ ცოტა ხნის წინ ჩვენს მომავალ თაობას მოძღვრავდა სამინისტროდან. ამაზე მეტი რა უნდა ისწავლოს ნეტავ? აქ მთავარი კიდევ ერთი თემაა - რატომ მოიძულეს გვარამია და რატომ არ დანიშნეს შაშკინი პრემიერად?” - წერს გამოცემა სტატიაში სათაურით გვარამია მინისტრობიდან თეა თუთბერიძის გამო მოხსნეს?“გვარამია, როგორც ამბობენ, არასდროს ყოფილა ყურმოჭრილი ნაციონალი, ეს თვისება მან მას შემდეგ გამოავლინა, რაც ბადრი პეტარკაციშვილის წინააღმდეგ ვანო მერაბიშვილის გაკეთებულ ფილმში გამოჩნდა. მშობლიური პარტიის წინააღმდეგ რამდენიმე საერთო ნაცნობთან გვარამიამ დაიწუწუნა კიდეც - ძალიან მიჰქარავენ, ეს რეებს აკეთებენო. მაგრამ მიშას წესად აქვს ასეთი რამ - როცა ვიღაცას პრესა მიადგება, ამუხრუჭებს... ჰოდა, რამდენჯერმე დაამუხრუჭა გვარამიას შემთხვევაშიცო - ასე გვეუბნება წყარო. მეტიც, ახლა საბოლოო განხეთქილება “ნაცსასტავსა” და გვარამიას შორის თეა თუთბერიძეს მოჰყვა თურმე. ცოტა უფრო ადრე კი ბოლო “პაპიტკა” მას შემდეგ მისცეს, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსობიდან გაუშვეს და ორკვირიანი იძულებითი შვებულების შემდეგ ისევ დააბრუნეს “პირად შემადგენლობაში”, ეგრევე განათლების მინისტრად დასვეს და დავალებებიც მისცეს, მაგრამ მაინც ვერ გასწვდა, როგორც ჩანს, ნაციონალური ზრახვების სიგრძე-სიგანეს...” - წერს სტატიის ავტორი.“გვარამია თუთბერიძის წინააღმდეგ გამოვიდა, პატრიარქზე როგორ შეიძლება თქვა ის, რასაც ეს გოგო ამბობსო. ვიღაცამ - როგორც წყარო გვეუბნება - და ეს ვიღაც “თავისუფლების ინსტიტუტიდანაა”, “ზემოთ” მიიტანა ამბავი, გვარამია რაღაც ცუდად “უბერავსო”. ჰოდა, მიშამ, როგორც ჩანს, დაგროვილი ბოღმა ამოანთხია, ისედაც უპირებს მინისტრთა კაბინეტს შეცვლას და “პირველი მერცხალი” გვარამია აღმოჩნდა. იგივე წყაროს ინფორმაციით, გვარამია ზურაბ ადეიშვილის კადრია. მის ამერიკაში “სასწავლებლად” წასვლას წყარო პირდაპირ უკავშირებს ადეიშვილის პოლიტსარბიელიდან მოსალოდნელ გაქრობას და კიდევ ერთი - გვარამია ვანო მერაბიშვილს ღიად დაუპირისპირდა მას შემდეგ, რამ მერაბიშვილმა მასწავლებლებს “პასტები” და რაღაც ჩამონათვალი გაუგზავნა, შეავსეთ, “ვინ გაწუხებთ” და მე დავიჭერო. სწორედ მაშინ თქვა გვარამიამ, არც ერთი მასწავლებელი ამას არ შეავსებსო. ჰოდა, თუ ეს ასეა, გამოდის, ვანომ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა, ოღონდ ადეიშვილთან...” - მიიჩნევს სტატიის ავტორი.“ვარაუდობენ, რომ შაშკინის ადგილს ბაჩო ახალაია დაიკავებს. ახალაიას ფენიქსივით ისევ “ციხეების ნაჩალნიკად” აღდგენას “ალიას” წყარო პირდაპირ უკავშირებს თავდაცვის მინისტრად მისი დანიშვნის გამო ატეხილ აჟიოტაჟს. თავდაცვის მინისტრის რანგში ბაჩო ახალაიას გამოჩენა ერთგვარი სიურპრიზი არა მხოლოდ შიდა პოლიტიკური სპექტრისთვის, არამედ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისთვისაც არასასიამოვნო მოულოდნელობად იქცა. ამბობენ, რომ ეს “პოლიტიკური უხერხულობა” საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერიას აქტურობით როგორღაც განიმუხტა. ამ ბოლო პერიოდში ახალაია ხშირად დადის საზღვარგარეთ, ხშირად ხვდება სამხედრო ჩინებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის ყველასთვის მისაღებია. წყარო აცხადებს, რომ სწორედ ამერიკელების კეთილგანწყობის დასაბრუნებლად აცილებენ ახალაიას თავდაცვას”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.“მაგრამ არის ერთი “მაგრამ”. არც ერთ ქვეყანაში ასე ხშირად არ ცვლიან თავდაცვის მინისტრებს, ეს მიუღებელიც კია. საქართველოს ვარდყვავილოვან სინამდვილეში მხოლოდ ირაკლი ოქრუაშვილმა გაძლო მინისტრად ორი წელი, სხვა მინისტრები 6 თვიდან 9 თვემდე იკავებდნენ ამ პოსტს. ახალაია ყველაზე ხანმოკლე პერიოდის მინისტრი იქნება თავდაცვაში, თუ რა თქმა უნდა, მას იქაურობას მოაშორებენ. და კიდევ ერთი, ახალაიას ციხეებში შესაძლო დაბრუნების მიზეზად იმასაც ასახელებენ, რომ შაშკინმა ვერ გაქაჩა. ახალაია ძალის დემონსტრირების ბიჭია და ეს ძალა სჭირდება სწორედ ახლა მიშას სასჯელაღსრულებაში. მით უმეტეს, რომ იქ მოსალოდნელ საყოველთაო შიმშილობის აქციებსა და ბუნტზე უკვე კარგა ხანია საუბრობენ...” - დასძენს სტატიის ავტორი.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/119259.html ლიცემერი: თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე კარგად ვგრძნობ , რომ ღირსეულ ადამიანთა სიმცირე ამძაფრებს უღირსთა მიერ შექმნილ სიცარიელეს. რაც შეეხება სტატიას. ჩემი აზრით, ჟურნალისტი "ცვეტში" ბაზრობს-თქვენი? Edited December 8, 2009 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 8, 2009 საერთოდ, თუთბერიძე რომ გვარამიას ერჩოდა, ეგ დიდი საიდუმლო არ იყო მაგრამ შაშკინის თუ შIშკინის დანიშვნა რაღა უბედურებააა?!? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted December 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 8, 2009 სასწაულია პიდაპირ რააა, რა პრინციპებით იმართება ჩვენი სახელმწიფო :ravic: თუთბერიძეს გვარამია არ ევასებოდა, ვიღაცას ვანოს ცოლი ევასებოდა და ასეეეეეეე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 8, 2009 Siknadmo სასწაულია პიდაპირ რააა, რა პრინციპებით იმართება ჩვენი სახელმწიფოიმიტომაც ვართ სადაც ვართ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
choxa Posted December 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 8, 2009 თუთბერიძის გამო არა ფერენცვაროში დაიჯერეთ რა თქვენც :ravic: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Genius Posted December 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 8, 2009 :fool: ყველგან თუთბერიძე :monadire: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nostradamusi Posted December 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 8, 2009 გვარამია რამდენჯერმე დაეტაკა მიშას. ერთერთი კამათის დროს მიშამ ისიც კი უთხრა რომ ან საერთოდ მოშორდები ქვეყანას ან კიდევ ბევრ რამეზე მოგიწევს პასუხისგებაო. აი სწორედ მაშინ შემოირტყა თავში ხელი გვარამიამ ეს ვის ვემსახურები ამდენი ხანიო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted December 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 8, 2009 აი სწორედ მაშინ შემოირტყა თავში ხელი გვარამიამ ეს ვის ვემსახურები ამდენი ხანიოაბა აბა, შენ ეგა თქვი, :ux: :husein: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted December 8, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 8, 2009 (edited) ციტატა(nostradamusi @ 8th December 2009 - 03:28 PM) აი სწორედ მაშინ შემოირტყა თავში ხელი გვარამიამ ეს ვის ვემსახურები ამდენი ხანიოაბა აბა, შენ ეგა თქვი,Lo Janko :ravic: Edited December 8, 2009 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted December 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 8, 2009 აი სწორედ მაშინ შემოირტყა თავში ხელი გვარამიამ ეს ვის ვემსახურები ამდენი ხანიობაბუაჩემმაა იცოდა ასე, ეჰ, შვილო შემოირტყავთ თავში ხელს მარა გვიან იქნება,მარა ვუჯერებდით როო??? :papa: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 8, 2009 ლიცემერი: თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე კარგად ვგრძნობ , რომ ღირსეულ ადამიანთა სიმცირე ამძაფრებს უღირსთა მიერ შექმნილ სიცარიელეს. შეუერთდება გვარამია ოპოზიციას. დაჭერით კიდევ ვერ დაიჭერენ,რადგან ამასაც ბევრი ეცოდინება როგორც ოქრუაშვილს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted December 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 8, 2009 lasha1997 დაჭერით კიდევ ვერ დაიჭერენ,რადგან ამასაც ბევრი ეცოდინება როგორც ოქრუაშვილს.რა ოქრუაშვილი ვერ დაიჭირეს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 8, 2009 nostradamusi გვარამია რამდენჯერმე დაეტაკა მიშას. ერთერთი კამათის დროს მიშამ ისიც კი უთხრა რომ ან საერთოდ მოშორდები ქვეყანას ან კიდევ ბევრ რამეზე მოგიწევს პასუხისგებაო. აი სწორედ მაშინ შემოირტყა თავში ხელი გვარამიამ ეს ვის ვემსახურები ამდენი ხანიოსაიდან ეს ინფო?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 8, 2009 რა ოქრუაშვილი ვერ დაიჭირეს? პარიზში ცხოვრებას დაჭერა არ ჰქვია.ნუ თუ ამანაც გაატრაკასავით,იმის ბედს გაიზიარებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted December 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 8, 2009 გვარამია ოქრუაშვილზე ნაკლებად პატივმოყვარე არ არის. დიდი ხნით პენსიას ვერ შეეგუება, ამიტომ ერთ-ორ თვეში ელოდეთ ოპოზიციის ახალ სახეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.