kisa Posted December 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2009 11:57 / 07-12-2009 სკანდალური ჩანაწერები უკვე თბილისშია "როდესაც არ არის შუალობითი დემოკრატია, პარლამენტი, სასამართლო და ძალოვანი სტრუქტურები თავიანთ ფუნქციას არ ასრულებენ, ხალხი თავისი უფლების მოპოვებას იწყებს. ბრალდებები, რომელსაც საზოგადოება ხელისუფლებას უყენებს, გვინდა, ცივილიზებულად, სამართლებრივად დამტკიცდეს ან უარყოფილ იქნეს", - აცხადებს "სახალხო სასამართლოს" ბრალმდებელი გელა ნიკოლაიშვილი. "სახალხო სასამართლომ" უკვე დაიწყო გახმაურებული (თუ ნაკლებად გახმაურებული) საქმეების შესწავლა. ეს ის საქმეებია, რომელთაც სასამართლომ ნაცარი წააყარა ან თაროზე შემოდო. ხელისუფლების მამხილებელი საქმეების "გაცოცხლება", ცხადია, დიდ რისკთან არის დაკავშირებული. ამიტომაც "სახალხო სასამართლო" რომ ზემოქმედებისაგან დაეცვათ, პოლიტიკურმა პარტიებმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა "სამართლის საბჭო" შექმნეს. შიო არსენიშვილი, პროექტის "ხალხი ასამართლებს" ავტორი: - "სამართლის საბჭოს" მიზანია დაიცვას "სახალხო სასამართლო" და უზრუნველყოს საზოგადოების ჩართვა პროექტში. "სამართლის საბჭო" გადაწყვეტს, რა საქმეები უნდა განიხილოს "სახალხო სასამართლომ". ჩვენი მთავარი პრინციპი დემოკრატიულობაა. "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანსაც გავუგზავნით ბატონი მინდია უგრეხელიძის, ჩემი და გელა ნიკოლაიშვილის ხელმოწერილ წერილს და ვთხოვთ მონაწილეობა მიიღოს "სამართლის საბჭოს" მუშაობაში. როდესაც საქმეები შეირჩევა, მივმართავთ ბატონ პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და სასამართლოების თავმჯდომარეებს. - ანუ "სახალხო სასამართლოში" მიხეილ სააკაშვილის დაბარებასაც აპირებთ?- თუ გამოიკვეთება დანაშაული, რომელშიც სააკაშვილის ბრალეულობა გამოჩნდება, რა თქმა უნდა, დავიბარებთ. პრეზიდენტთან იურისტებს ბევრი კითხვა აქვთ, მაგალითად, აფრასიძეების საქმეზე. პრეზიდენტმა ტელევიზიით განაცხადა, რომ აფრასიძეების ოჯახზე თავდასხმის გადაწყვეტილება მან მიიღო. ფაქტობრივად, ეს დანაშაულის აღიარებაა. დანაშაულია, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი სასამართლოს დადგენილების გარეშე იღებს გადაწყვეტილებას. ეს ნიშნავს, რომ მკვლელობა სააკაშვილის პირადი დავალებით მოხდა. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. ბატონი მინდია ამბობს, იქნებ შეეშალა პრეზიდენტს, ამის თქმა არ უნდოდა და განცხადებაში სხვა რამ იგულისხმაო. ამიტომაც ამ საკითხზე მიხეილ სააკაშვილს კითხვა უნდა დავუსვათ. - რამდენადაც ვიცი, მალე "სახალხო სასამართლოს" ხელთ ექნება სკანდალური ჩანაწერები, რომელთაგან ერთ-ერთი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებებს ეხება. - ჩანაწერები უკვე თბილისშია. თავის დროზე, 10 დეკემბერი პირობითად ითქვა. ეს არ არის ჩანაწერის ერთადერთი ეგზემპლარი. რამდენიმე ვარიანტი ევროპის სხვადასხვა ქალაქში საიმედოდ ინახება, ჭკვიანი ხალხის ხელშია. უკვე ჩატარდა ექსპერტიზა. ისიც დამტკიცებულია, ვისი ხმები ისმის ჩანაწერში. თავად ჯერ არ მომისმენია ჩანაწერი. ეს ინფორმაცია (ჩანაწერი) იმ პირებისაგან გამოვიდა, ვინც ესწრებოდა შეხვედრას ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ. შეხვედრაზე უბედური შემთხვევის ინსცენირება დაიგეგმა. თუ ვინმე ეცდება ჩანაწერის ამ ვარიანტის განადგურებას, ეს იქნება დადასტურება იმისა, რომ პრემიერის სიკვდილში დამნაშავე ხელისუფლებაა. ხალხამდე ჩანაწერის სხვა ვარიანტი მაინც მივა. - შესაძლებელია დაინტერესებულმა მხარემ პირდაპირ შეტევას თავი აარიდოს და სხვა ხერხი სცადოს. მაგალითად, "სახალხო სასამართლოს" დისკრედიტაცია.- ასეთი რამ არ არის გამორიცხული, მაგრამ "სახალხო სასამართლოს" უცხოელი დამკვირვებლები მეთვალყურეობენ. ბევრი ორგანიზაცია დაინტერესდა და ელოდება მის დაწყებას. თუ რაიმე ზეწოლა მოხდა ჩვენზე, მთელი მსოფლიო გაიგებს, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატია კი არა, დიქტატურა მძვინვარებს. რამდენადაც ვიცი, სამი კასეტა არსებობს და მხოლოდ ერთი ეხება ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებას... თემურ შაშიაშვილის განცხადება, რომ სკანდალურ ჩანაწერში გია ბარამიძის ხმა ისმის, ძალზე უხერხულ მდგომარეობაში აყენებს ვიცე-პრემიერს, რომელიც აქამდე "კვირის პალიტრასთან" საუბარში აცხადებდა, რომ პრემიერის გარდაცვალება ტელეფონით შეატყობინეს და შემთხვევის ადგილზე შს მინისტრთან ერთად მივიდა. გელა ნიკოლაიშვილი: - საინტერესოა, რას ამბობს ჩანაწერში ბარამიძე. შეიძლება ის იყო დიალოგის მონაწილე, მაგრამ მისი სიტყვები არ ამტკიცებდეს შეთქმულებაში მონაწილეობას. ჩვენს სასამართლოს აქვს საშუალება, ბარამიძისაგან მოითხოვოს ხმის ნიმუშის აღება. თუ მან უარი თქვა, ეს ლოგიკური კითხვის საფუძველს გააჩენს, - რატომ ამბობს ექსპერტიზაზე უარს? თუ ბარამიძე სასამართლოსთან თანამშრომლობაზე უარს იტყვის, ამ ამბავს, შესაძლოა, მოჰყვეს სხვა გაგრძელებაც: ჩანაწერი შესასწავლად პროკურატურას გადაეცეს. ეს არის მამხილებელი დოკუმენტი და როდესაც პროკურატურა მოსთხოვს, ბარამიძე უარს ვეღარ იტყვის ექსპერტიზაზე. თუკი პროკურატურაც შეეცდება ამ საქმის ჩაფარცხვას, საერთაშორისო ექსპერტები შეამოწმებენ ჩანაწერს. წესით, ბარამიძეს ხელს უნდა აძლევდეს სიმართლის გარკვევა. მას შეუძლია თავისი ექსპერტიც ჩართოს საქმეში. - საკმაოდ სკანდალურ საქმეს მოჰკიდეთ ხელი, საფრთხის განცდა არა გაქვთ?- არა მგონია ხელისუფლებაში იმდენად უგუნურები იყვნენ, რომ თავიანთთვისვე საზიანო რამ ჩაიდინონ. ამ საქმეში ჩართულ პირებს თუ რამე დაუშავდათ, ხელისუფლების ბრალი რომც არ იყოს, მაინც მას დაჰბრალდება. დაინტერესებულ პირებს ფაქტის მოცილება უნდა უნდოდეთ, ფაქტის მოცილება კი შეუძლებელია, რადგან ის ჩანაწერები სხვადასხვა ადგილას ინახება. არსებობს თუ არა მასალები პატარკაციშვილის გარდაცვალებაზე, არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ არსებობს ბევრი მასალა იმის თაობაზე, თუ როგორ დაეპატრონნენ მის ქონებას კანონდარღვევით. - ალბათ, როგორც იურისტს ბევრი კითხვა გაგიჩნდებათ ჩანაწერზე, რომელშიც პატარკაციშვილი და კოდუა ფიგურირებენ. - ეს ჩანაწერი ბადრი პატარკაციშვილის გაკეთებულია, რადგან კოდუას მერე ჩანაწერში ისმის პატარკაციშვილის საუბარი სხვასთან. ამიტომაც ეჭვი, რომ ჩანაწერი კოდუასგან გავრცელდა, არასწორია. კოდუა ვერ ჩაიწერდა საუბარს, რომელიც მისი წამოსვლის შემდეგ შედგა. არსებობს ინფორმაცია, რომ ბადრი პატარკაციშვილმა "იმედში" გადაგზავნა ჩანაწერი, რომელიც გზაში დაიკარგა, თუ რა მოხდა, ამის თაობაზე საინტერესოა, რას იტყვიან გიორგი თარგამაძე და "იმედის" სხვა ხელმძღვანელები. თუ საკმარისი მტკიცებულებები მოვაგროვეთ, "სახალხო სასამართლო" ობიექტურ დასკვნას გააკეთებს. იზო რიკაძე”კვირის პალიტრა” http://www.ambebi.ge/politika/14006-skanda...hbilisshia.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2009 kisa რას იტყვიან გიორგი თარგამაძე და "იმედის" სხვა ხელმძღვანელები.ამჯერად მე მგონი ვერ გამოძვრება ხვლიკი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted December 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2009 (edited) მომკალით და შაშიაშვილის არ მჯერა. ჯერ ნოემბერში უნდა ყოფილიყო ეს მასალები, ეხლა დეკემბერში. ძალიან მაინტერესებს რას ელოდებიან. სიგუას კენიურ ხორცს ემსგავსება ეს. Edited December 7, 2009 by ძუკუ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted December 7, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2009 ხომ არავინ იცით, როდის იწყება ეს პროექტი - "სახალხო სასამართლო"? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2009 პრემიერის სიკვდილში დამნაშავე ხელისუფლებაა. ამაში ვინმეს ეჭვი გეპარებათ და რა გაატრაკეს საქმე ამ ჩანაწერებით,თუ აქვთ გამოაქვეყნონ რა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted December 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2009 ამაში ვინმეს ეჭვი გეპარებათ და რა გაატრაკეს საქმე ამ ჩანაწერებით,თუ აქვთ გამოაქვეყნონ რა.ნებისმიერ მასეთ ჩანაწერზე იქნება დამცინავი ღიმილი და რეპლიკა - მასეთ ჩანაწერს ერთ ვედროს დაგიმზადებ 5 წუთში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2009 (edited) ნებისმიერ მასეთ ჩანაწერზე იქნება დამცინავი ღიმილი და რეპლიკა - მასეთ ჩანაწერს ერთ ვედროს დაგიმზადებ 5 წუთში. ექსპერტიზა თუ ჩაატარეს და შეადარეს რეალურ ხმებს,სკანდალი იქნება. Edited December 7, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted December 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2009 მომკალით და შაშიაშვილის არ მჯერა. ჯერ ნოემბერში უნდა ყოფილიყო ეს მასალები, ეხლა დეკემბერში. ძალიან მაინტერესებს რას ელოდებიან. სიგუას კენიურ ხორცს ემსგავსება ეს.ელოდება სანამ გააგორებენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted December 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2009 ექსპერტიზა თუ ჩაატარეს და შეადარეს რეალურ ხმებსდა ვინ უნდა ჩაატაროს ეს ექსპერტიზა lasha1997?გარეთ ჩატარებულ ექსპერტიზაზე იტყვიან პუტინის გამაზულიაო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted December 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2009 და ვინ უნდა ჩაატაროს ეს ექსპერტიზა lasha1997?გარეთ ჩატარებულ ექსპერტიზაზე იტყვიან პუტინის გამაზულიაო.ჩვენ ხომ დავიჯერებთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2009 Lo Janko გარეთ ჩატარებულ ექსპერტიზაზე იტყვიან პუტინის გამაზულიაო. რავი კი იმუქრებიან და ვნახოთ რა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted December 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2009 მიგვაკომპლექსეს ნაციკებმა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted December 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2009 რავი კი იმუქრებიან და ვნახოთ რა.lasha1997, ჩანაწერთან ერთად მოწმეა საჭირო, ცოცხალი მოწმე, ვინც დაადასტურებს და რეალურ ხალხს დაადებს ხელს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2009 ჩანაწერთან ერთად მოწმეა საჭირო, ცოცხალი მოწმე, ვინც დაადასტურებს და რეალურ ხალხს დაადებს ხელს. ეგ პრობლემაა საქართველოში.ვინმეც რომ დათანხმდეს, შეიძლება გააგორონ ბოზი კურდღელივით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted December 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2009 ეგ პრობლემაა საქართველოში.ვინმეც რომ დათანხმდეს, შეიძლება გააგორონ ბოზი კურდღელივით.lasha1997, ესენი მაფიოზებივით არიან, ვინც საეჭვო იყო უკვე გაგორებულია ალბათ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.