Jump to content
Planeta.Ge

რელიგიაა კაცობრიობის პრობლემების მთავარი მიზეზი?

Recommended Posts

Robi

  On 12/26/2010 at 12:34 PM, Robi said:

არა ეს უკვე სხვა თემაა რა არის უმჯობესი ამას სახელმწიფო წყვეტს

ჯერჯერობით მაგრამ ეკლესიას დაუსრულებლად არ გაუმართლებს

Robi

  On 12/26/2010 at 12:34 PM, Robi said:

მე სხვა რაღაც გკითხე შენ სხვა რამეს მპასუხობ,

მტკიცებულებები მაგაზე მეტი არ არსებობს ფორუმის დონეზე ხოლო რისიც ა რგჯერა ის რაც ა რუნდ აგიმტკიცონ არ დაიჯერებ

მასონების არსებობის არ გჯერა და რა მტკიცებულებაც არ უნდა დაგიდო არ დაიჯერებ

მე ღმერთის არსებობის არ მწამს და სანამ მოსე კიდევ ერთხელ ზღვას არ გახსნის შუაში არ დავიჯერებ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 12/26/2010 at 12:47 PM, FRIDRIX said:

მე მასონების არსებობის მჯერა და ვიცნობ კიდეც თქო ხომ მოგწერე, შენი მონაყოლი კი მტკიცებულება არ არის არამედ საფუძველს მოკლებული ბრალდებაა პრეზიდენტის მიმართ. რაც შეეხება იმას რომ შენ ღმერთის არსებობის არ გწამს სწორედ აქ შეიმჩნევა მასონიზმის კვალი ასე რომ როდესაც მოგწერე დამუშავებული ხარ თქო არ არის აუცილებელი სპეც აგენტმა მოგაკითხოს და ე.წ ვერბოვკა ჩაგიტაროს, მასონურმა სახელმძღვანელოებმა თავის საქმე უკვე შესანიშნავად გააკეთეს.

  On 12/26/2010 at 12:47 PM, FRIDRIX said:

ჯერჯერობით მაგრამ ეკლესიას დაუსრულებლად არ გაუმართლებს

სწორედ რომ დაუსრულებლად გაუმართლებს რადგან როგორც ავღნიშნე ეკლესიის მარცხი ღვთის მარცხს უდრის და მასზე ძლიერი სამყაროში არავინ არის. ვერავინ შეძლებს ძლიერის გაძარცვას თუ ჯერ ამ ძლიერს არ გათოკავს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Robi

  On 12/26/2010 at 12:39 PM, Robi said:

ეხლა რა გამოდის დავით აღმაშენებელი მასონი იყო? და გალობანი სინანულისანი თვალის ასახვევად დაწერა?

ბევრი რამე კეთდებოდა და კეთდება ხალხის თვალის ასახვევად ეკლესია ოსტატია თვალის ახვევაში და ხალხის მართვა მოტყუებაში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 12/26/2010 at 11:05 AM, FRIDRIX said:

ჯვაროსნული ომებიდან დაწყებული ეკლესია მასონების მიზნებს ემსახურება სანაცვლოდ იღებს ფულს და ხელშეუხებლობას

: ) ჯვაროსნულ ომებში მასონები არ მონაწილეობდნენ, ის კი არა მასონობა თანამედროვე სახით მაშინ არც არსებობდა. შუა საუკუნეებში მშენებლებს უწევდათ სხვადასხვა ქალაქში გადაადგილება - ერთ ქალაქში (ქვეყანაში) სამუშაო დამთავრდებოდა, წავიდოდნენ სხვაგან. ასე რომ ერთ ადგილას მყოფი საზოგადოების წევრები ვერ ხდებოდნენ - ასე რომ, სამშენებლო ხელოვნების შესანარჩუნებლად და გადასაცემად, ასევე საკუთარი პროფესიის წარმომადგენლებთან ურთიერთობის გასაადვილებლად ჩამოაყალიბეს საძმოები, სადაც მხოლოდ მშენებლებს იღებდნენ. ის მასონობა კი, რომელზეც ახლა გვაქვს ლაპარაკი და რომელსაც ეგვიპტელი ქურუმების, ბერძენი მისტიკოსების, სატანას და კიდევ ვინ იცის ვის შთამომავლობას აბრალებენ, ჩამოყალიბდა მე-16 მე-17 საუკუნეებში.

ახლა საიდან მოვიდა ის მცდარი ინფორმაცია, ჯვაროსნული ომებიდან მოყოლებული ეკლესიის მასონობისადმი დაქვემდებარებულობაზე? ცნობილია, რომ როცა რაღაც ჭორი 100 კაცს გამოივლის, 101ს გაფუჭებული ტელეფონივით მისდის სრულიად ამოტრიალებული ინფორმაცია.

ჯვაროსნული ორდენი იყო მეომარი ბერების ორდენი, რომელიც ჯვაროსნული ომებისას ძალიან გამდიდრდა. იმდენად, რომ მეფეებსაც კი აძლევდა სესხებს, ერთ-ერთი ასეთი მეფე იყო ფილიპე ლამაზი, საფრანგეთის მეფე, რომელმაც ჯვაროსნებისაგან განთავისუფლება და მათი სიმდიდრის ხელში ჩაგდება გადაწყვიტა. იმ დროს კათოლიკური ეკლესიის პაპმაც, კლემენტ მეხუთემ ბრძანება გამოსცა რომ ყველა ტამპლიერი დაეჭირათ და მოეკლათ. რასაც ერთობლივად გაართვეს თავი, თუმცა რამდენადაც მახსოვს ტამპლიერების დაწვის წელიწადს დაიხოცნენ ფილიპე ლამაზიც, კლემენტ მეხუთეც და ფილიპეს თავისი ოჯახიც მიყვა რამდენიმე წელიწადში.

აქ სადაა ეკლესიის და ტამპლიერების მეგობრობა? ტამპლიერების ნაწილი, ვინაიდან დევნიდნენ, გაიფანტნენ და ერთ-ერთი თეორიის მიხედვით მასონურ ლოჟებს შეუერთდნენ და თავიანთი საიდუმლოებიც გაიყოლეს, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია.

კათოლიკური ეკლესია კი მასონობას მეოცე საუკუნემდე დევნიდა. პრინციპში ისტორიას არცერთი გავლენიანი ორგანიზაცია არ ახსოვს, რომელიც მასონობას არ დევნიდა :D ფაშისტები ხოცავდნენ მასონებს და როგორც დათვლილია სადღაც 100 000 მოკლეს. ბოლშევიკების რევოლუციაც ამბობენ მასონების დახმარებით მოეწყოო, მაგრამ პირველივე წლებში ყველანაირი მასონური ლოჟის საქმიანობა უკანონოდ გამოცხადდა და აიკრძალა...

ასე რომ ძალიან ვრცელი საკითხებია და ერთი ხელის მოსმით კათოლიკური ეკლესიის ჯვაროსნული ომების დროიდან მასონობის ქვეშევრდომობაში დადანაშაულება არ შეიძლება.

Edited by Oberyn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 12/26/2010 at 1:11 PM, FRIDRIX said:

ბევრი რამე კეთდებოდა და კეთდება ხალხის თვალის ასახვევად ეკლესია ოსტატია თვალის ახვევაში და ხალხის მართვა მოტყუებაში

იცი რას გეტყვი ძმაო მე არც ეკლესიის ადვოკატი ვარ და არც ათეიზმის მქადაგებელი მაგრამ რასაც შენ ეხლა აქ წერ სიცრუეა რომლის გამოაშკარავებაც 2 წლის ბავშვსაც შეუძლია ვინ ვის უხვევს თვალებს რა შუაშია ხალხის მართვა ფეოდალური წყობიდან გამოვედით უკვე ადამიანი თავისუფალია და მისი უფლებები დაცულია ამიხვიე აბა თვალები და მმართე შეძლებ? ადამიანი აღარ არის ადვილად თვალასახვევი მოსატყუებელი და სამართავი სუბიექტი ეს რომ ასე იყოს საკნების ქალაქს კი აღარ მოაწყობდნენ ზომბებივით ივლიდნენ შუასაუკუნეების ყმებივით, აქ ცოტა სხვა რამეშია საქმე ნუ მოდაში შემოვიდა ძალათ ათეისტობა მიზერული მეცნიერული ცოდნით მანიპულირება ამ დროს ადამიანი მასაზე მაღლა დგას ინტელექტით ნუ ყოველ შემთხვევაში ის ასე ფიქრობს და ეს პოზიცია მაგრად ევასება განსაკუთრებით მაშინ თუ ბავშვობაში ეზოში ფეხბურთის თამაშის დროს მხოლოდ მეკარე იყო ხოლმე, მერე ასაკი მოემატება და ყველაფერ ამაზე სიცილს დაიწყებს მიხვდება რომ ტბიდან ამოხტუნებული თევზივით იყო რომელიც ისევ ტბაში ჩახტა და მოლუსკებს მოუყვა ადამიანები არ არსებობენ მე ავხტი მაღლა და ვერც ერთი მათგანი ვერ დავინახეო. წმინდა ფსიქოლოგიური მომენტია და ამ ეტაპებს ჩვენი წინაპრებიც გადიოდნენ ეს არის ადამიანის ინტელექტუალურად ზრდის პროცესი და ეს რომ დროში ძალიან არ გაიჭიმოს და ბოლოს 80 წლის ნახევრადშეშლილი ქურუმი არ მივიღოთ ამისთვის არსებობს უკვე შესწავლილი დადგენილი გამოცდილი და ავტორიტეტული დისციპლინები რომელიც სანდოა და უნდა დავუჯეროთ როდესაც მასწავლებელი გასწავლიდა მეორე კლასში ორჯერ ორი ოთხიაო ხომ გჯეროდა და ამბოხს არ აწყობდი დამიმტკიცე რომ ოთხიაო ასევეა ოდნვ უფროს ასაკშიც ადამიანი რაც შეეხება ღვთის არ რწმენას კი ეს უფალს ვერაფერს დააკლებს გინდა იწამე გინდა არა.

  On 12/26/2010 at 1:15 PM, Oberyn said:

ის მასონობა კი, რომელზეც ახლა გვაქვს ლაპარაკი და რომელსაც ეგვიპტელი ქურუმების, ბერძენი მისტიკოსების, სატანას და კიდევ ვინ იცის ვის შთამომავლობას აბრალებენ, ჩამოყალიბდა მე-16 მე-17 საუკუნეებში.

არავინ არავის არაფერს არ აბრალებს თანამედროვე მასონობას საკმაოდ ძველი ფესვები აქვს თვით იუდაიზმზე ძველიც კი ასე რომ საკითხი საფუძვლიანად შეისწავლე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 12/26/2010 at 1:29 PM, Robi said:

არავინ არავის არაფერს არ აბრალებს თანამედროვე მასონობას საკმაოდ ძველი ფესვები აქვს თვით იუდაიზმზე ძველიც კი ასე რომ საკითხი საფუძვლიანად შეისწავლე.

დამამტკიცებელი საბუთები გაქვს მაგის?

თუ უძველეს სიმბოლიკას იყენებენ და უძველეს მისტერიებს აცოცხლებენ, იმას არ ნიშნავს რომ უძველესი დროიდან მოდიან. თავისუფლად შეიძლებოდა შუა საუკუნეებში და ახლაც უძველესი ცოდნის შეგროვება და სისტემატიზაცია საკმარისი მონდომების შემთხვევაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 12/26/2010 at 1:34 PM, Oberyn said:

დამამტკიცებელი საბუთები გაქვს მაგის?

კი მააქვს თუ გაინტერესებს პირადად მოგაწვდი.

  On 12/26/2010 at 1:34 PM, Oberyn said:

თუ უძველეს სიმბოლიკას იყენებენ და უძველეს მისტერიებს აცოცხლებენ, იმას არ ნიშნავს რომ უძველესი დროიდან მოდიან. თავისუფლად შეიძლებოდა შუა საუკუნეებში და ახლაც უძველესი ცოდნის შეგროვება და სისტემატიზაცია საკმარისი მონდომების შემთხვევაში.

შუა საუკუნეებამდე მათ სხვა სახელი ერქვათ, მანამდე კიდევ სხვა, დღეს მასონებად იწოდებიან მაგრამ სახელთა ცვლა იდეის ცვლას არ ნიშნავს იდეა კი ერთია მსოფლიო ბატონობა და ერთიანი ერის მეფე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 12/26/2010 at 1:46 PM, Robi said:

კი მააქვს თუ გაინტერესებს პირადად მოგაწვდი.

მომაწოდე, ამიხსენი რა დამამტკიცებელი საბუთები გაქვს.

  On 12/26/2010 at 1:46 PM, Robi said:

შუა საუკუნეებამდე მათ სხვა სახელი ერქვათ, მანამდე კიდევ სხვა, დღეს მასონებად იწოდებიან მაგრამ სახელთა ცვლა იდეის ცვლას არ ნიშნავს იდეა კი ერთია მსოფლიო ბატონობა და ერთიანი ერის მეფე.

ეს მხოლოდ და მხოლოდ თეორიაა, იყო სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა საიდუმლო საძმოები, მაგრამ ეს არ ამბობს რომ ყველა ერთმანეთის გაგრძელებაა. მაგ საიდუმლო ორგანიზაციების უმრავლესობა დროთა განმავლობაში გაიხრწნა, დაიშალა ა. შ. რა თქმა უნდა გარკვეული სწავლებები დარჩებოდა და საბოლოოდ დღევანდელ მასონობამდე მიაღწევდა, მაგრამ დღევანდელი მასონობა იმ ძველი ორგანიზაციების გაგრძელება არაა და მხოლოდ მათ ერთეულ რიტუალებს მოიცავს. რაც შეეხება მსოფლიო ბატონობას, ეს მასონებს კი არა ილუმინატებს უნდოდათ, რომლებიც მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს შექმნიდან 10 წელიწადში დაიშალნენ ან ზედმეტად გასაიდუმლოვდნენ, ისე რომ გარეთ მაგათზე ხმა აღარ გასულა. ილუმინატები ბავარიის ერთ-ერთი მასონური ლოჟიდან წამოვიდნენ, თუმცა ეგ არ ნიშნავს რომ ეს ორი საძმო ერთია და ერთი და იგივე ფუნქციები და მიზნები აქვს.

აი საკუთარი ფილოსოფიის სხვებზე მოხვევა კი ყველასთვის და ნებისმიერი საზოგადოებისთვის დამახასიათებელია, ქრისტიანობისთვისაც და თითოეული ქუჩის მაწანწალისთვისაც, ასე რომ ეს მასონობას სხვებისგან არ გამოარჩევს.

Edited by Oberyn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 12/26/2010 at 2:00 PM, Oberyn said:

ეს მხოლოდ და მხოლოდ თეორიაა, იყო სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა საიდუმლო საძმოები, მაგრამ ეს არ ამბობს რომ ყველა ერთმანეთის გაგრძელებაა. მაგ საიდუმლო ორგანიზაციების უმრავლესობა დროთა განმავლობაში გაიხრწნა, დაიშალა ა. შ. რა თქმა უნდა გარკვეული სწავლებები დარჩებოდა და საბოლოოდ დღევანდელ მასონობამდე მიაღწევდა, მაგრამ დღევანდელი მასონობა იმ ძველი ორგანიზაციების გაგრძელება არაა და მხოლოდ მათ ერთეულ რიტუალებს მოიცავს. რაც შეეხება მსოფლიო ბატონობას, ეს მასონებს კი არა ილუმინატებს უნდოდათ, რომლებიც მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს შექმნიდან 10 წელიწადში დაიშალნენ ან ზედმეტად გასაიდუმლოვდნენ, ისე რომ გარეთ მაგათზე ხმა აღარ გასულა. ილუმინატები ბავარიის ერთ-ერთი მასონური ლოჟიდან წამოვიდნენ, თუმცა ეგ არ ნიშნავს რომ ეს ორი საძმო ერთია და ერთი და იგივე ფუნქციები და მიზნები აქვს.

აი მსოფლიო ბატონობის სურვილი და საკუთარი ფილოსოფიის სხვებზე მოხვევა კი ყველასთვის და ნებისმიერი საზოგადოებისთვის დამახასიათებელია, ქრისტიანობისთვისაც და თითოეული ქუჩის მაწანწალისთვისაც, ასე რომ ეს მასონობას სხვებისგან არ გამოარჩევს.

კიდევ ერთხელ გწერ აქ მთავარია იდეა მსოფლიო ბატონობა და ერთიანი ერის მეფე ამ იდეის გარშემო გაერთიანებული ადამიანები მასონებს დაირქმევენ, ილუმინატორებს, კოსმონავტებს თუ ქრისტიანებს ეს სახელთა ცვლა არაფერს ცვლის სწავლება და მიზანი იგივე რჩება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 12/26/2010 at 2:00 PM, Oberyn said:

მომაწოდე, ამიხსენი რა დამამტკიცებელი საბუთები გაქვს.

სკაიპი მომწერე პირადში და ლინკს გამოგიგზავნი აქ არ მინდა დავდო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...
ის რომ ღმერთი არის თავად სიყვარული და ჩვენ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი,დავშრეთ მოყვასისთვის და ასე შემდეგ(ქრისტიანები) კაცობრიობის პრობლემის მომტანნია,მაშინ ხვალ ათეისტი გავხდები
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 1/15/2011 at 12:15 AM, kasper said:

ის რომ ღმერთი არის თავად სიყვარული და ჩვენ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი,დავშრეთ მოყვასისთვის და ასე შემდეგ(ქრისტიანები) კაცობრიობის პრობლემის მომტანნია,მაშინ ხვალ ათეისტი გავხდები

kasper

ღმერთზე ან ქრისტეზე არაა ამ თემაში საუბარი არამედ რელიგიებზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 1/15/2011 at 12:05 PM, kasper said:

ღმერთზე საუბარი და რელიგიაზე საუბარი რამ გაყო?

სხვადასხვა რელიგიებმა :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კაცობრიობის მთავარი პრობლემაა სოცრუე რომელიც სხვადასხვა რელიგიებშია გაფანტული .......... გარდა ერთარდერთი ჭეშმარიტი მართლმადიდებელი რელიგიისა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • შექმენი...