Jump to content
Planeta.Ge

მიშას მორიგი ზღაპრები


Recommended Posts

საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში სასტუმრო “შერატონს” სიმბოლური საჩუქარი - “ბოროტების დაბრმავებული თვალი” გადასცა. მიხეილ სააკაშვილმა დღეს ბათუმში სასტუმროს დასრულებული ნაწილი გახსნა.

“ბათუმის თეთრი სასწაული, სასტუმრო “შერატონი” ბათუმის სითეთრეს ყველაზე მეტად უხდება. როცა ჩვენ ბათუმი ჩავიბარეთ, თეთრის გარდა ყველაფერი იყო – ჩამონგრეული და განადგურებული. ეს შენობა კი, განასახიერებს აღმშენებლობის, სილამზის და სითეთრის სიმბოლოს. ეს არის ყველაზე ლამაზი სასტუმრო მთელს შავი ზღვისპირეთსა და ევროპაში”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

კარგით მთელ შავიზღვისპირეთში დავიჯერეთ, მაგრამ მთელ ევროპაში?

 

 

 

მისივე თქმით, ბათუმში “შერატონი” პირველი მერცხალი, უახლოეს ხანში კი, ხელი მოეწერება ბათუმის “ჰაიატის”, “ჰილტონის”, “რიქსოსის” მშენებლობის დაწყებას. სრულდება “ბათუმი რედისონის” მშენებლობაც.

“ამას გარდა, საუბარია “ბათუმი ბულგარის” 7-ვარსკვლავიანი, ექსკლუზიური სასტუმროს მშენებლობაზე და სხვა ბრენდების შემოყვანეზე, მაგალითად ისეთზე როგორიც არის “ინტერკონტინენტალი” და სხვა. ამ პატარა ქალაქში ცოტა ხანში ყველა მთავარი ბრენდი იქნება. აქ იქნება მსოფლიო დონის იმაზე მეტი სასტუმრო, ვიდრე მთელს ცენტრალურ და აღმოსვალეთ ევროპაში, მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში~, - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

ამ ადამიანმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპაში რომელი და რამდენი სახელმწიფო შედის თუ იცის?

 

 

 

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, თუ რა ხარისხით შენდება ახალი სასტუმროები. “რაც მე მინახავს, ეს შენობები ყველას აღემატება ხარისხითა და გემოვნებით, რადგან სიყვარულით შენდება”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ახალი სასტუმროები სამუშაო ადგილებს და ინვესტიციებს ნიშნავს, რადგან ქვეყანაში ასეთი ბრენდების შემოსვლას ინვესტიციების შემოსვლა ახლავს თან.

რაც შეეხება პრეზიდენტის სიმბოლურ საჩუქარს - “ბოროტების დაბრმავებულ თვალს” - ის ძველ პროჟექტორს წარმოადგენს, რომელიც, პრეზიდენტის განცხადებით, ასლან აბაშიძის აჭარაში თვალთვალისა და “თვალის დაბრმავების” საშუალება იყო.

5-ვარსკვლავიანი “ბათუმის შერატონი” 2010 წლის ზაფხულში ამოქედდება. სასტუმროს მფლობელი თურქეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

ეს არის ყველაზე ლამაზი სასტუმრო მთელს შავი ზღვისპირეთსა და ევროპაში”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

კაია კაი

 

რაც უფრო მეტ სისსულელეს იტყვის, მით უკეთესი :) :) :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სეთურია რა .რახან აქამდე გასდიოდა რატომ არ იტყვის როო? აი ვინმეს ტუფლი რომ ესროლა როცა პირველათ ევროპაში საუკეთესო და მსოფლიოში ერტდერთი ახსენა -ეგებ ჭკვა ესწავლა..მარა ჩვენ ვერ გვისწავლია აქობამდე და მიხას ვასწავლით????????????:)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თბილისის "რედისონ სას" -იც შედევრია, უგემოვნების შავი პარალილიპიპედი, ბათუმიც თუ ესეთივე უგემოვნებისთვის გასწირეს........., ფაქ ზეემ Edited by prologic
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სიმბოლური საჩუქარი - “ბოროტების დაბრმავებული თვალი”

 

 

:) პახმელიაზე გამოვდივარ. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი აქ გადმოიტანეთ თქვენი საძულველის სააკაშვილის შეცდომებზე ყველაფერი..ეთნიწმენდასტან კი ნუ ახსენებთ თქვენ პოლიტ სიმპათია-ანტიპათიებს..
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Gagi 67

აი აქ გადმოიტანეთ თქვენი საძულველის სააკაშვილის შეცდომებზე ყველაფერი..ეთნიწმენდასტან კი ნუ ახსენებთ თქვენ პოლიტ სიმპათია-ანტიპათიებს..

დიდი ბოდიში მაგრამ თქვენ ვერ დამიწესებთ სად და რა ვთქვა.მიშა სულ არ არის ჩემთვის საძულველი. უბრალოდ არ მომწონს როცა ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი სისულელეებს ლაპარაკობს და მერე მთელი ევროპა დავცინის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი აქ გადმოიტანეთ თქვენი საძულველის

 

 

ჩვენ არ გვძულს, ეს ნაცებს სძულთ ყველა ,ვინც მთთან ერთად არ არის და ბელადის "სიბრძნეს" არ იზიარებს

 

სააკაშვილის შეცდომებზე

 

 

"შეცდომები" ჰქონდა ჩემს ძმაკაცს, ქართულსა და ქიმიაში, ერეკლეს "შეცდომას" 200 წლის წინ დღესაც ვიმკით, რამდენი წელი უნდა ველოდოთ მიშას "შეცდომების" გამოსწორებას.

 

 

ეთნიწმენდასტან

 

 

ვის ეთნოწმენდაზე, პანიე დოქტორჟე?

 

დადასტურებული მხოლოდ ქართველების ეთნოწმენდაა, აფხაზეთიდანაც და ცხინვალიდანაც(+ სოფლები).

 

ნუ ახსენებთ

 

 

პშეპრაშამ ბარდზო, შანოვნი პანიე.

 

[

პოლიტ სიმპათია-ანტიპათიებს

 

 

ისევე, როგორც თქვენ, იუ ნიიდ თუ სიი , ას ვი არ ლუუკინგ, ბიი მორე რეალისთიქ, ნო პრედიქშენს, ჯასთ

ფექთს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ ადამიანმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპაში რომელი და რამდენი სახელმწიფო შედის თუ იცის?
ძუკუ ბატონო სამაგიეროდ კარგად იცის ვისი ყურებისთვისაცაა ეს ნათქვამი

 

http://www.blogbuster.ru/i/donkey.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

უბრალოდ არ მომწონს როცა ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი სისულელეებს ლაპარაკობს და მერე მთელი ევროპა დავცინის.

+1

 

ავადაა ეგ კაცი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...