Jump to content
Planeta.Ge

გუბაზ სანიკიძე - სააკაშვილი კატილინას ჰგავს


Recommended Posts

08:20 / 05-12-2009

"ერთმა ჟურნალისტმა დამირეკა და ექვთიმე თაყაიშვილის მობილურის ნომერი მკითხა" "სააკაშვილი კატილინას ჰგავს"

 

"ცხოვრება რთულია, დაუნდობელ სამყაროში გვიწევს ყოფნა, ასეთ გარემოში ძნელია დარჩე ადამიანად და არ დაგჩაგრონ, არ გაგსრისონ. ამიტომ თავდაცვის ყველაზე დიდი იარაღი წიგნია. განათლებული კაცი სასოწარკვეთილებას არ მიეცემა", - აღნიშნა ეროვნული ფორუმის ერთ-ერთმა ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ, რომელიც რუსთაველის პროსპექტზე მდებარე წიგნის მაღაზია "ბიბლუსის" სტუმარი გახლდათ...

 

- პირველად რა წაიკითხეთ?

 

- "რობინ ჰუდის თავგდასავალი". დავიწყე კითხვა და ისე მომეწონა, მას შემდეგ აღარ გავჩერებულვარ.

ძალიან მიყვარს უცხოური ლიტერატურა. რუსთაველს ვერ გაიგებ, ჰომეროსი, დანტე, ბაირონი თუ არ იცი...

ქართველი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი უწიგნურია. ერთხელ შეკრება იყო იტალიურ არასამთავრობო ორგანიზაციაში, 40 დეპუტატი ვიყავით, ახსენეს მაკიაველი. ამ 40 კაციდან მხოლოდ ათმა ვიცოდით, ვინ იყო მაკიაველი, დანარჩენებს ბიზნესმენი ეგონათ, თან ცოცხალი. ასეთი კურიოზი, სამწუხაროდ, ბევრია. ერთხელ ერთმა ჟურნალისტმა დამირეკა და ექვთიმე თაყაიშვილის მობილურის ნომერი მკითხა. ის ადამიანი მოქმედი ჟურნალისტია და ხელფასს უხდიან.

 

დღეს საქართველოში წიგნიერებას ფასი არა აქვს. შეიძლება წარმატებას გაუნათლებელმაც მიაღწიოს. საზოგადოება ორ ნაწილად იყოფა, ერთი ნაწილი ძალიან მაღალკულტურული და ზნეობრივია, მეორე - უზნეო და უწიგნური, შუაში მყოფი დიდი მასა კი ხან ერთ მხარეს ეტმასნება, ხან - მეორეს, იმის მიხედვით, რომლის დროც დგება. ჩვენ თითზე ჩამოსათვლელი გვყავს ზნეობრივი ადამიანები. ამიტომ შევცქერით ყველანი პატრიარქს თვალებში. ახლა ბევრს ვლაპარაკობთ იმაზე, რატომ ჩამოჰკიდა უწმინდესმა სააკაშვილს ჯვარი, ან რატომ მისცა ახალაიას მამას წმინდა გიორგის ორდენი. ის დიდი უბედურებაც გვჭირს, რომ ავსა და კარგს ვერ ვარჩევთ, ესეც უწგნურობიდან მომდინარეობს.

 

- როგორ უნდა გაჩნდეს წიგნის მიმართ ინტერესი?

 

- როცა ხედავ 25 წლის მინისტრს, 22 წლის ელჩს, რომლებმაც არაფერი იციან დედამიწაზე, ბუნებრივია, წიგნის მიმართ ინტერესი ნელდება. დღეს ასეთი პრინციპია - თუ ჩემი ერთგული ხარ, ქვემძრომობა, ენის მიტანა, მოყვასისთვის ფეხის დადება და მის ადგილზე ჯდომა შეგიძლია - წარმატებას მიაღწევ. აღარაფერს აქვს აზრი, თუ ძალადობაა გამეფებული. ამათი მიზანია სუსტი დაიჩაგროს, მოისპოს, განადგურდეს...

 

აუცილებლად უნდა შევეხოთ მეორე მხარესაც. ჩვენთან დიდი პოპულარობით სარგებლობს მართლმადიდებლობა, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ესეც მოდად იქცა. ადამიანები ეკლესიაში დადიან, მარხულობენ, მაგრამ დიდ ნაწილს ქრისტიანობის ნამდვილი არსი არ ესმის. თვითონ ქაშუეთის მრევლი ვარ, ამ ტაძარში დადის ერთი კაცი, რომელმაც ამას წინათ მითხრა - ღმერთს ვევედრები, ამ ხელისუფლებას ჭკუა წაართვასო. აბა, მითხარით, განა, ეს კაცი ტყუილად არ დადის ეკლესიაში? ერთ-ერთ მორჩილს შევთავაზე, კარგი ბიბლიოთეკის შექმნაზე ხომ არ იფიქრებდით ტაძარში-მეთქი, მიპასუხა - რად გვინდა ბიბლიოთეკა, წიგნი ეშმაკის მოგონილია, მთავარი ლოცვააო. წარმოგიდგენიათ, მსგავსი რამ გიორგი ათონელისთვის რომ შეგეთავაზებინათ, რას გიპასუხებდათ?

 

- ლევან ბერძენიშვილმა გვირჩია წავიკითხოთ - ზაზა ბურჭულაძის "სახარება ვირისა"...

 

- უნდა წაიკითხოთ, მაგრამ ვიდრე წაიკითხავთ, იქამდე სხვა რაღაცებიც უნდა იცოდეთ, მაგით არ უნდა დავიწყოთ. მაგ კაცს მანიაკური გადახრები აქვს. აკრძალული თემები არ უნდა გქონდეთ. არასწორია მიდგომა - შინ იეღოველების წიგნს არ შემოვიტან. მე იეღოველების ჟურნალებსაც ვკითხულობ. მოძღვარი რომ გეუბნება, არ დავინახო შენი ბავშვის სასთუმალთან "ჰარი პოტერიო", არ მომწონს. "ჰარი პოტერის" თუ ეშინია მართლმადიდებლობას, მაშინ დამთავრებულა ჩვენი სარწმუნოება და ეგ არის... დენ ბრაუნის ფილმის. "და ვინჩის კოდის" ნახვა მინდოდა და ვერ წავედი, რადგან იქ "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი" იდგა, რომლებიც კათოლიკურ მესას მიუხტნენ.

 

მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ამ კუთხით სერიოზული პრობლემები გვაქვს. ყველაზე წესიერად სხვა რელიგიებთან შედარებით აქ კათოლიკეები იქცევიან და რომ მოინდომონ და დიდი ფული დახარჯონ, თუ ჩვენი ერის მნიშვნელოვანი ნაწილის რელიგიურ უმეცრებას გავითვალისწინებთ, ნახევარ საქართველოს გააკათოლიკებენ. ხშირად ძალიან არაპოპულარულ თემებზე ვსაუბრობ, რაც საკმაოდ ძვირად დაუჯდა ჩემს პოლიტიკურ რეიტინგს, მაგრამ მე რეიტინგების მადევარი კაცი არ ვარ. ზოგს ჰგონია, რომ "საქონლის თემას" გავურბივარ. ყოველთვის გავიმეორებ, რომ ადამიანი, რომელიც 20 ლარად იყიდება - საქონელია.

 

"ეროვნული ფორუმის" სახელით ვაცხადებ, რომ თუ ხელისუფლებაში მოვალთ, მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად არ გამოცხადდება. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენი მოსახლეობის 30 პროცენტი არ არის მართლმადიდებელი. მეორეც, როგორც კი მართლმადიდებლობას სახელმწიფო რელიგიად აცხადებ, მღვდელი ფუნქციას კარგავს და ეკლესია და მრევლი მისთვის სამსახური ხდება. ასე დაემართა საბერძნეთს, სადაც ეკლესია ხუთ ნაწილად არის გაყოფილი.

 

- ჩვენი პოლიტიკოსები რომელ პერსონაჟებს ჰგვანან?

- სააკაშვილი კატილინას (რომაელი პოლიტიკოსი, რომელიც ჩვ. წ.აღ-მდე მეორე საუკუნეში ცხოვრობდა - დ.ო.) ჰგავს, მაგრამ ის ამბიციური და მამაცი კაცი იყო. ამბიციები ჩვენს პრეზიდენტსაც არ აკლია, მაგრამ მამაცობისა რა მოგახსენოთ...

ჩვენთან მარადიული თემაა ყვარყვარე. სამწუხაროდ, მას მარტო სააკაშვილი არ ჰგავს. ყვარყვარეს პრინციპებით ბევრი პოლიტიკოსი და არაპოლიტიკოსი ცხოვრობს.

 

- რის წაკითხვას გვირჩევს გუბაზ სანიკიძე?

 

- იკითხეთ ბიბლია, ყოველდღე...

 

დავით ოქრუაშვილი

 

”ყველა სიახლე”

 

http://www.ambebi.ge/sazogadoeba/13930-qer...-mkithkhaq.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გუბაზა - "ვეგეტარიანელ" ამომრჩეველთა "რისხვა" ქართველი გარგანტუა.... Edited by Gagi 67
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოკლედ რა უკვე დაიწყო ამ თემაშიც პიზდეცინტელექტუალიზმის ზეიმი:drug: Edited by Blaugranator
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველაფერში ვეთანხმები გუბაზის. :yes2:

 

ყოველთვის ყველაფერს ამბობს შეულამაზებლად. :yes2:

 

განსაკუთრებით ესენი მომწონს:

 

ყოველთვის გავიმეორებ, რომ ადამიანი, რომელიც 20 ლარად იყიდება - საქონელია.
"ჰარი პოტერის" თუ ეშინია მართლმადიდებლობას, მაშინ დამთავრებულა ჩვენი სარწმუნოება და ეგ არის...
უნდა წაიკითხოთ, მაგრამ ვიდრე წაიკითხავთ, იქამდე სხვა რაღაცებიც უნდა იცოდეთ, მაგით არ უნდა დავიწყოთ. მაგ კაცს მანიაკური გადახრები აქვს. აკრძალული თემები არ უნდა გქონდეთ. არასწორია მიდგომა - შინ იეღოველების წიგნს არ შემოვიტან. მე იეღოველების ჟურნალებსაც ვკითხულობ. მოძღვარი რომ გეუბნება, არ დავინახო შენი ბავშვის სასთუმალთან "ჰარი პოტერიო", არ მომწონს
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Blaugranator

მოკლედ რა უკვე დაიწყო ამ თემაშიც პიზდეცინტელექტუალიზმის ზეიმი

???

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ეროვნული ფორუმის" სახელით ვაცხადებ, რომ თუ ხელისუფლებაში მოვალთ, მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად არ გამოცხადდება. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენი მოსახლეობის 30 პროცენტი არ არის მართლმადიდებელი. მეორეც, როგორც კი მართლმადიდებლობას სახელმწიფო რელიგიად აცხადებ, მღვდელი ფუნქციას კარგავს და ეკლესია და მრევლი მისთვის სამსახური ხდება. ასე დაემართა საბერძნეთს, სადაც ეკლესია ხუთ ნაწილად არის გაყოფილი.

გეთანხმები, გუბაზჩიკ,

მართლმადიდებლური თეოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბება, გაცილებით დიდ უბედურებას მოუტანს საქ. მართლმადიდებლურ ეკლესიას ვიდრე მანერული ლიბერასტების თარეში ეკლესიის გარეთ,

 

 

 

ტუმცა თეოკრატიულ სახელმწიფოზე არცაა ბაზარი, ლაპარაკია სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაზე,

იქნებ არცაა ეს საჭირო, მაგრამ კონსტიტუციაში შესაძლოა მაინც დაფიქსირდეს მართ. ეკლესიის განსაკუთრებული როლი

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთ ერთი მოღალატეა . ეგეც ოფიციალურად ბრალს სდებდა სააკაშვილს საქართველო რუსეთის ომის დაწყებაში საქართველოს ტერიტორიაზე ( !!! ) . ამას ვისაც უნდა და როცა უნდა პირში ვეტყვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

ერთ ერთი მოღალატეა . ეგეც ოფიციალურად ბრალს სდებდა სააკაშვილს საქართველო რუსეთის ომის დაწყებაში საქართველოს ტერიტორიაზე ( !!! ) . ამას ვისაც უნდა და როცა უნდა პირში ვეტყვი

 

აქაც დაგისვამ ამ შეკითხვას.

 

რა არის ცუდი იმაში რომ საკუთარი დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად ომი დაიწყო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქაც იმავეს გეტყვი , დაგვიწყია არ დაგვიწყიაზე არ არის აქ დავა . მე ვამბობ რომ იმისდა მიუხედავად ვინ დაიწყო ომი ( არადა არის დადასტურებული რომ 7 აგვისტომდე საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა რუსეთის არასამშვიდობო ჯარები , რაც უკვე ომის დაწყებას ნიშნავს ) . ნებისმიერი პოლიტიკოსი რომელიც სააკაშვილს ადანაშაულებს ომის დაწყებაში იმისდა მიხედავად ვინ დაიწყო ომი არის მოღალატე
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

ეგეც ოფიციალურად ბრალს სდებდა სააკაშვილს საქართველო რუსეთის ომის დაწყებაში საქართველოს ტერიტორიაზე

ბრალს მეც ვდებ, რომ უაზროდ დაიწყო და უაზროდ დაამთავრა...რა, ამიტომ მოღალატე ვარ?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

არადა არის დადასტურებული რომ 7 აგვისტომდე საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა რუსეთის არასამშვიდობო ჯარები , რაც უკვე ომის დაწყებას ნიშნავს

 

კი მაგრამ ეხლაც იმყოფებიან რუსები აფხაზეთში და სამაჩაბლოში და რატომ არ ვომობთ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთი რამე ვერ გავიგე კატილინას რაში გავს? სიმამაცეში რომ არა ეს გასაგებია, მაგრამ ის კაცი სულ შეთქმულებებს აწყობდა და სულ მარცხდებოდა. ამან ერთი მოაწყო ედიკასთან და გაიმარჯვა.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...