Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ნიჰილიზმი - მსოფლმხედველობა, რომელიც უარყოფს ეთიკური ნორმების, ქცევის წესების ან ზოგადად ადამიანის არსებობის რაიმე აზრს, მიზანს.

 

ნიჰილიზმს, როგორც ფილოსოფიური მიმდინარეობას, ხშირად ფრიდრიხ ნიცშეს უკავშირებენ. ხელოვნების მიმდინარეობები, როგორიცაა დადაიზმი, ფუტურიზმი, ასევე ნიჰილისტურ მოძრაობებად მიიჩნევიან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 months later...

ჩვენში ჩანერგეს ნიჰილიზმი, იმისი რწმენა, რომ ჩვენ მაინც აღარაფერი გვეშველება, რაც გინდა გააკეთე, ილაპარაკე, წერე და იკითხე, წინააღმდეგობას მაინც აზრი არა აქვს. გვაბნელებენ _ გვითიშავენ ან ისეთ ფასს ადებენ ელექტროენერგიას, რომ ჩვენვე გვათიშინებენ სინათლეს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით და ჩვენც მორჩილად ვიძინებთ, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, იმ მკრთალი იმედით, რომ ალბათ, ოდესმე ყველაფერი თავისით გამოსწორდება. რას იზამ, იმედი ყველაზე ბოლოს კვდება და ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან, ჩვენი აზრით, ასეთი იმედი რაც უფრო ადრე მოკვდება, მით უკეთესია, რადგან სწორედ მისი გაქრობა უდიდესი სტიმულია ადამიანში იმ უძლიერესი პოტენციალის ამუშავებისა, რასაც ნებისყოფა, თვითგადარჩენის მექანიზმი ჰქვია.

ცხოვრება აქტიურ მოქმედებას ითხოვს. უმოქმედობა სიკვდილია. გაუაზრებელი ადამიანი ვერ ხვდება, თუ რას ნიშნავს აბსოლუტურად ლოგიკას მოკლებული საზოგადოება, ეკონომიკური ქაოსი, რომელიც გარს გვაკრავს, ან რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამ ქაოსმა. ვერ ხვდება, რომ ის თავისნაირ იმედდაკარგულ, გაბოროტებულ თანამოძმეთა შორის იმყოფება.

ამრიგად, ყალიბდება საზოგადოება, სადაც კრიმინალის გარეშე, ვერავითარ საქმეს ბოლომდე ვერ მიიყვან და ყოველივე ეს უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში გრძელდება. თუ ინდივიდმა ამ ძარცვის ორგიაში საკუთარი ადგილი ვერ მონახა, მას უჩნდება აზრი, რომ ის უხეიროა, რომ არაფერი შეუძლია. ეს აზრი არაცნობიერში დაბეჯითებით, მეთოდურად მყარდება.

არაცნობიერში ჩნდება ფრაზა:

ყველაფერი უაზრობაა! არავის ენდო! ქმედებას აზრი არა აქვს.

 

 

ცინიზმი აგრესიის გარეშე _ ეს უკვე ნიჰილიზმია.

ნიჰილიზმი არის შეშინებული ადამიანის ცინიზმი და ეს მისი ილუზორული სამყაროს აღქმიდან მოდის. ეს ნათლად ჩანს, რადგან ნიჰილიზმის განმარტებიდან გამომდინარე, მას არაფერი უნდა სწამდეს; მაგრამ არა, მას მხოლოდ კეთილი წამოწყებისა არ სწამს. დაუკვირდით, როგორ იძაბება მისი ყურადღება, რა ინტერესით ისმენს ნებისმიერ ინფორმაციას უარყოფითი მოვლენების განვითარებაზე და ამით იმგვარ კმაყოფილებას განიცდის, რაც მხოლოდ სულით ლაჩარს ახასიათებს.

სამწუხაროდ, პოლიტიკურ-კრიმინალურმა სისტემამ ლაჩართა პოპულაციის რიცხვის უსაშველოდ გაზრდა ეფექტურად შეძლო. სწორედ ამ სოციალურ ფენაში იბადება ტოტალური სახელმწიფოსადმი პათოლოგიური შიში, რომელიც საზოგადოების უდიდეს ნაწილში ვირუსივით ვრცელდება.

ადამიანის შესაძლებლობისადმი ნიჰილიზმი სკეპტიციზმს ბადებს.

და ის, რომ ადამიანებს არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ, უკვე ჩამოყალიბებული, ცივი, ბეტონივით გამყარებული აზრია. სკეპტიკოსი ამის დამტკიცებას უკვე პრიმიტიულ გრძნობებს კი არა, მთელ თავის შემორჩენილ ინტელექტს ახმარს და როცა ესეც სწყინდება _ უკვე გულგრილი ინდივიდი ჩამოყალიბდა!

როგორც აღვნიშნეთ, საქართველოში გულგრილობასაც თავისი ელფერი აქვს. ის გულგრილია ყველაფრის მიმართ, გარდა ფულისა. მას ფული უნდა სწრაფად, რაც შეიძლება სწრაფად. ვერ ხვდება და ვერც ვერასოდეს მიხვდება, რომ _

მანამ, სანამ ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა გულგრილია, რაიმე მცდელობა ეკონომიკური აღმავლობისაკენ _ აზრს მოკლებულია!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

ნიჰილიზმი ასე ვთქვათ პოლიტიკურ იარაღად იქცა

 

არის მეთოდები რომლითაც ხალხში ამ სიბნელის გავრცელება არის ძალიან მარტივის

 

 

სხვათაშორის ამ მეთოდს მიმართავდნენ ოდიდგანვე ძველ საბერძნეთში რათა ხელისუფლების მიმართ არ ყოფილიყო მკაცრი კრიტიკა :user:

 

ნუ მიშიკოც მიმართავს :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...