lasha_alo Posted December 1, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 1, 2009 რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი მოსკოვს ურჩევს, "ქართველთა სიყვარულის" დასამტკიცებლად საქართველოში რუსი ექსპერტების გამოგზავნის ნაცვლად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები გაიყვანოს. "ბოლო დროს საინტერესო ტენდენცია შეინიშნება - რუსეთი ცდილობს დიპლომატებისა და ექსპერტების დონეზე თქვას, რომ მიუხედავად დაბომბვისა და ტერიტორიების წართმევისა, ქართველი ხალხი უყვარს. თუ ეს მართლა ასეა, სჯობს სხვაგვარად, არა ექსპერტების გამოგზავნით, არამედ საოკუპაციო ჯარების გაყვანით დაამტკიცოს", - განუცხადა იაკობაშვილმა ჟურნალისტებს რუსი ექსპერტების თბილისში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით, რომელიც იმის გამო, რომ ქართულმა მხარემ მათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გზის გაგრძელების უფლება არ მისცა, ჩაიშალა. შეგახსენებთ, რომ მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის კავკასიის კვლევათა ცენტრის ექსპერტ ნიკოლაი სილაევსა და რუსეთის ფედერაციის არქივის დირექტორს, სერგეი მირონენკოს საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვათ. ამის შემდეგ, ჯგუფის კიდევ სამმა წევრმა, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ვლადიმერ ბარანოვსკიმ, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ინფორმაციისა და საზოგადოებრივი მეცნიერების ინსტიტუტის წამყვანმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ალექსანდრე მილერმა და მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის რექტორის მრჩეველმა, არტიომ მალგინმა საქართველოში შემოსვლაზე უარი თქვეს. ისინი ერევნის გავლით მოსკოვში გაბრუნდნენ. რუს ექსპერტთა ჯგუფს 1-3 დეკემბერს თბილისში შეხვედრები უნდა გაემართა "რუსეთის კვლევების ცენტრსა" და "ექსპერტთა კლუბში".http://ghn.ge/news-3533.htmlიაკობაშვილს ვეთანხმები,მაგრამ რუსების ნუ გვეშინია!!!! ცამოვიდნენ ,იქადაგონ ჩვეული ბოდვები და რა?! რაიმე წარმატების იმედი აქვთ? ეს პროვინციული არ შემოშვებებით რეპუტაციას ვიგდებთ, თუმცა რა რეპუტაციაზეა საუბარი უგულავას რომ მერობა მოუნდება ?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 1, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 1, 2009 რუსეთი ცდილობს დიპლომატებისა და ექსპერტების დონეზე თქვას, რომ მიუხედავად დაბომბვისა და ტერიტორიების წართმევისა, ქართველი ხალხი უყვარს. ეგეთი რამ მიშასაც აქვს ნათქვამი ამ ერთი თვის წინ,რომ მიუხედავათ დაბომბვისა ქართველებს რუსები გვიყავრსო. წადი და გაიგე ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted December 1, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 1, 2009 lasha1997 რუსეთს ვერაფერი ვერ შემაყვარებს მტერია,მაგრამ საერთოდ ხდება მტერთან ურთიერთობის განსაზღვრა? საკმაოდ გოთვერნული ტაქტიკა აქვთ არჩეული.ეს უნდა გაავანალიზოთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted December 2, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 2, 2009 (edited) lasha_alo იაკობაშვილს კი ურჩევნია, როდესაც ჩვენს ფორუმზე ადამიანებს ელაპარეკება,ჩემი აზრით მთავარ კითხვებზე(ჩემი და ჩოხას) პასუხი გაგვცეს. Edited December 2, 2009 by ძუკუ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted December 2, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 2, 2009 წადი და გაიგე ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე?ეჰ, სიყვარულს რას გაუგებ დიტო ბატონო! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
USeli Posted December 2, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 2, 2009 არაა ცუდი რჩევა,მაგრამ ვინ დაუჯერებს,თორემ კი..... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.