Jump to content
Planeta.Ge

მოსკოვის "აღებაში" ვინ დამეხმარება


Recommended Posts

მოგესალმებით პატივცემულო თანაფორუმელებო

 

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვიცი მაგრამ როგორც ჩანს თანამედროვე სამყარომ თავისი წარუშლელი კვალი დაატანა თითოეული ჩვენთაგანის ყოველდღიურ ცხოვრებას და მოხდა ისე რომ ჩემი ბოლოდროინდელი ისტორიაც პრაქტიკულად თქვენს თვალსწინ განვითარდა. ამდენად კიდევ ერთხელ შეგაწყენთ თავს და მოგაწვდით ახალ ინფორმაციას იმ მოვლენებთან დაკავშირებით რომელიც ჩვენი ბოლო საუბრიდან დღევანდელ დღემდე განვითარდა და რომელიც ვფიქრობ არც თუ უინტერესო იქნება დაინტერესებული საზოგადოებისთვის .. (ეს ყველაფერიც ერთგვარი პოლიტიკაა ალბათ და იმედია მოდერები მიცოცხლებენ თემას)

 

ახალი კი ის გახლავთ თანაფორუმელებო რომ 2 დეკემბერს (ოთხშაბათს) საღამოს ოჯახით მოსკოვში მივემგზავრები. ბილეთები უკვე ავიღე და თუ რამე “სასწაული” (9 გრამიანი სეტყვა) არ მოხდა 4 დეკემბერს (პარასკევს) დილით რუსეთის ფედერაციის დედაქალაქს ვეწვევით ხანმოკლე (სავარაუდოთ) ვიზიტით .. ალბათ მეთანხმებით რომ ჩემი პრობლემის (ოჯახის რუსეთის ტერიტორიიდან გაყვანა – სამშობლოში დაბრუნება) ვლადიკავკაზიდან მოგვარება პრაქტიკულად შეუძლებელია (ვცადე მაგრამ აქ რუსეთის შესაბამის უწყებებს არაფერი ადარდებს) ასე რომ პირდაპირ გუგულის ბუდეს გადაუფრენ და იქ შევახსენნებ ძალაუფლების მქონე ბატონებს იმ მარტივ ჭეშმარიტებას რომ ხანდახან ერთი ადამიანიც კი არის მინდორში მებრძოლი.

 

მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო პარასკევს დილით მოსკოვში ვიქნები და იმედია პრეს კონფერენციის ორგანიზებას მოვახერხებ რომ რუსეთის ფედერალური მიგრაციის სამსახურის, საგარეო საქმეთა სამინისტროს და ყველა იმ უწყების ხელმძღვანელმა რომელთანაც ბოლო 3 თვის მანძილზე მქონდა შეხება ყურად იღონ ჩემი მოთხოვნა, ჩემ ოჯახთან მიმართებაში ერთხელ მაინც მოიქცნენ ღირსეულად, არ შეგვიქმნან დამატებითი (ხელოვნური) პრობლემები და დაგვაბრუნონ სახლში … თუნდაც იქ არ გველოდებოდნენ …

 

აქვე დავძენ რომ მადლობელი დავრჩები ყველა იმ ადამიანს ვინც მოსკოვში ორიენტაციასა და ჟურნალისტებთან კომუნიკაციაში დამეხმარება (მოსკოვში ნამყოფი არ ვარ და არც ჟურნალისტებს ვიცნობ პირადად) .. ვფიქრობ “ეხო მოსკვის” ოფისში მივიდე და იმათ ვთხოვო პრეს კონფერენციის ორგანიზებაში დახმარება ან თუ მათ იუარეს (არამგონია მაგრამ) მაშინ რენ.ტივის ან ბოლოს და ბოლოს რია-ნოვოსტის მივმართო მაგრამ მარტო კაცი ჭამაშიაც ცოდვააო ხო იცით და …. მიმიხვდით ალბათ …

 

- თუ შეგიძლიათ იქნებ მითხრათ მოსკოვში შვეიცარიის საელჩოს უნდა მივმართო საქართველოში დაბრუნების საკითხზე თუ საქართველოს საელჩოში ზიან შვეიცარიელი დიპლომატები?

 

- ტერიტორიულად სად მდებარეობს ან შვეიცარიის ან საქართველოს საელჩო?

 

- ეხო მოსკვის ოფისის მიმსამართი ან რომელიმე ჟურნალისტის ან თუნდაც რედაქციის ტელეფონი ხო არ იცით? რენ.ტივის, რია ნოვოსტის ან ინტერ-ფაქსის?

 

შევეცდები ინტერნეტით დავადგინო ეს ყველაფერი მაგრამ თუ გარკვეული ინფორმაცია გაქვთ იმედია არ დაგენანებათ : )

 

ხვალ ინტერნეტამდე ვერ მოვაღწევ და ამდენად თუ ვინმეს ზემოთ აღნიშნულ საკითხებში რაიმე დახმარების შესაძლებლობა და სურვილი ექნება ამ ნომერზე მომწეროს ან დამირეკოს .. (7) 928 859 62 45 (ისე თვალებს არ უჯერებდი მაგრამ იმ დღეს რომელიღაც საინფორმაციო საიტზე ვნახე ერთ ერთი ჩემი პირველი პოსტი თითქოსდა ჩემ ოფიციალურ განცხადებად გაშვებული თან ტელეფონის ნომრით : )) ტელ ნომერი რაღაზე მიაწერეს მაგრამ .... ეგ ეხლა აქტუალური თემა არ არის .. )

 

 

ასე და ამრიგად მართლა არ მეგონა მეგობრებო ეს ყველაფერი ამდაგვარ განვითარებას თუ მიიღებდა მაგრამ ვინაიდან რუსეთის ფედერაციამ ჩემი ოჯახი (დარწმუნებული ვარ დაახლოებით ანალოგიურ დამოკიდებულებას იჩენენ ასობით და ათასობით სხვა ოჯახების მიმართ და ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო ეს ადამიანები რატომღაც ითმენენ ამ ნონსენსს) ადამიანის სიცოცხლისა და ჯამრთელობისთვის აუცილებელი ელემენტალური პირობებითაც კი არ უზრუნველყო (უბრალოდ ქუჩაში დაგვტოვეს მცირეწლოვან ბავშვთან ერთად) სხვა გზა არ მაქვს თუ არა საქართველოს ხელისუფლებისთვის დახმარების თხოვნით მიმართვა და ოჯახის სამშობლოში დაბრუნება.

 

------------

 

როგორც ადრე ავღნიშნე ვიმედოვნებ რომ სააკაშვილის ხელისუფლება გულგრილი არ დარჩება ჩემი მიმართვისადმი, რომელსაც მოსკოვში უკვე პრეს-კონფერენციაზე გავაჟღერებ და უარს არ მეტყვის დახმარებაზე, იმდენად მე არა რამდენადაც ჩემ ოჯახს, რომელსაც არც პოლიტიკასთან აქვს რაიმე შეხება და არც ჟურნალისტიკასთან და რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ჟურნალისტური და მოქალაქეობრივი აქტიურობის გამო აღმოჩნდა იქ და იმ სიტუაციაში რომელშიც აღმოჩნდა .. აქვე გამოვთქვავ იმედს რომ საქართველოს ტერიტორიაზე დაბრუნების შემთხვევაში ოჯახის წევრების მიმართ არანაირი სამართლებლივი დევნა არ განხორციელდება. ადრეც ვთქვი და გავიმეორებ რომ პირადად მე მზად ვარ ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარვსდგე და პასუხი ვაგო ჩემს მიერ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯზე თუ ეს ნაბიჯები არა სააკაშვილის რეჟიმის მაგრამ საქართველოს ინტერესების სამსახურს გასცდა … (ყველამ მომიტევოს მაგრამ მე ჩემი ხედვა მაქვს იმისა თუ რა არის საქართველოს ინტერესი)

 

------------

 

თუ არ დაიზარებთ დაწერეთ რას ფიქრობთ და რატომ ...

 

პატივისცემით:

 

ლევან გუდაძე :))

 

------------

 

 

 

ისე კი ამ ერთხელაც დამდეთ პატივი და ჯვიზეც გამიხსენით კლონი თემა თუ შეგიძლიათ ...

 

მოსკოვში პარასკევს დილით ადრე ჩავალთ და ერთ დღეში პრეს-კონფერენციის ორგანიზება მარტოს შეიძლება გამიჭირდეს .. იქნებ ვინმეს დახმარება შეეძლოს ამ საქმეში რა ვიცი ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 56
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

იმედია მოდერები მიცოცხლებენ თემას

რათქმაუნდა ლევან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
მიწერე რომელიმე საერთაშორისო ადმიანთა დაცვის ორგანიზაციას + ჟურნალისტებს და/ან საინფორმაციო სააგენტოებს, იმედია რუსულის გარდა სხვა უცხო ენაც იცი.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

 

 

აი ამ გვერდიდან შეგიძლია დაუკავშირდე ეხოს.

 

 

http://www.echo.msk.ru/contact.html

 

 

ეს იმეილის მისამართი.

 

echo@echo.msk.ru

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჭანო

მიწერე რომელიმე საერთაშორისო ადმიანთა დაცვის ორგანიზაციას + ჟურნალისტებს და/ან საინფორმაციო სააგენტოებს, იმედია რუსულის გარდა სხვა უცხო ენაც იცი.

სხვა უცხო ენა კი ვიცი მაგრამ ვის სად რა მივმართო? შევეცდები ადამიანის უფლებების დამცველებზეც გავიდე მაგრამ ბოლო ბოლო საქართველოს მოქალაქეები ხართ და საქართველომ მოგაქციოთ ყურადღებაო შეიძლება თქვან რავიცი ...

 

 

 

lasha1997

 

მადლობა :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

 

 

ერთი ეს ვერ გამიგია და პროსტა სწორად გაიგებ ალბათ.ამეებს რომ წერ ფორუმებზე(შენს გეგმებზე),როგორ ფიქრობ ფსბე ამას არ წაიკითხავს თუ ვერ გაიგებს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
ბოლო ბოლო საქართველოს მოქალაქეები ხართ და საქართველომ მოგაქციოთ ყურადღებაო შეიძლება თქვან რავიცი ...

ვერ და არ იტყვიან, იმიტომ რომ როგორც წესით "ვითომ ორგანიზაციები" როგროც ეს ჩვენშია მიღებული დასავლეთში მიუღებელია!

და კიდევ ადამიანის უფლებათა დამცველი ტყულად არ ქვია!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი პრობლემის (ოჯახის რუსეთის ტერიტორიიდან გაყვანა – სამშობლოში დაბრუნება)

სამშობლოდ რომელ ქვეყანას თვლი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

asds

 

 

ერთი ეს ვერ გამიგია და პროსტა სწორად გაიგებ ალბათ.ამეებს რომ წერ ფორუმებზე(შენს გეგმებზე),როგორ ფიქრობ ფსბე ამას არ წაიკითხავს თუ ვერ გაიგებს?

წაიკითხავს კი არა ვიცი რომ კითხულობს და არა მარტო ფსბ და რა ამით? ფსბ-მ არ იცის რომ რასაც ვამბობ მართალია? იცის და ძალიან კარგადაც იცის თან თუ ვინმეს დაგდება გადაწყვიტეს იმას მერწმუნე მამაზეციერიც ვეღარ იხსნის ასე რომ შიშის დედაც ვატირე ... მე რომ ის ტიპი არ ვარ უბრალოდ გავჩერდე და გადავყლაპო ეს ნონსენსი რაც აქ ხდება ეგეც იციან და რადგან კონკრეტულ მუქარას ჯერ-ჯერობით ადგილი არ ქონია ალბათ ხელსაც არ გვახლებენ ... არ ვიცი ვნახავთ მაგასაც ...

 

 

 

ჭანო

ვერ და არ იტყვიან, იმიტომ რომ როგორც წესით "ვითომ ორგანიზაციები" როგროც ეს ჩვენშია მიღებული დასავლეთში მიუღებელია!

და კიდევ ადამიანის უფლებათა დამცველი ტყულად არ ქვია!

ვნახოთ მაგათაც მივმარათავ .. მომიწევს ალბათ ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სამშობლოდ რომელ ქვეყანას თვლი?

 

 

არ არის საჭირო ეგეთები და კიდევ გავიმეორებ,რომ არ მჯერა მართლა ეს კაცი პოსტავს თუ სხვა.მე პას ამ თემაში პოსტვაზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

სამშობლოდ რომელ ქვეყანას თვლი?

სპილოს ძვლის სანაპიროს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი ეს ლინკი ნახე http://www.prpc.ru/law_org/list.shtml და ამობეჭდე, ძალიან საჭირო ინფორმაციაა შენს მდგომარეობაში ჩავარდნილი კაცისთვის. მოსკოვში რომ გაემგზავრები გზაში წაიკითხე და ამოარჩიე ვისზე ღირს მიმართვა. ისე მე ამნისტი ინტერნეიშნელის და ჰუმან რაით ვოჩის წარმომადგენლობებს გირჩევ.

 

ეხოს აუცილებლად დაუკავშირდი. ჟურნალისტური სოლიდარობა მაინც მუშაობს და დაგეხმარებიან. მახსოვს ნატალია მორარს მაგენი მაგრად დაუდგნენ.

პრესკონფერენციები და რუსეთის მმართველების გაღიზიანებები არ გინდა.

 

გისურვებ მალე დაბრუნებას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე რომ ის ტიპი არ ვარ უბრალოდ გავჩერდე და გადავყლაპო ეს ნონსენსი

 

 

ოჯახს რას უპირებ და იმ ბავშვთან ერთად სად უნდა იარო,ან როგორ უნდა იარო? არ ვიცი რა და ღმერთმა ხელი მოგიმართოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

აი ეს ლინკი ნახე http://www.prpc.ru/law_org/list.shtml და ამობეჭდე, ძალიან საჭირო ინფორმაციაა შენს მდგომარეობაში ჩავარდნილი კაცისთვის. მოსკოვში რომ გაემგზავრები გზაში წაიკითხე და ამოარჩიე ვისზე ღირს მიმართვა. ისე მე ამნისტი ინტერნეიშნელის და ჰუმან რაით ვოჩის წარმომადგენლობებს გირჩევ.

 

ეხოს აუცილებლად დაუკავშირდი. ჟურნალისტური სოლიდარობა მაინც მუშაობს და დაგეხმარებიან. მახსოვს ნატალია მორარს მაგენი მაგრად დაუდგნენ.

პრესკონფერენციები და რუსეთის მმართველების გაღიზიანებები არ გინდა.

 

გისურვებ მალე დაბრუნებას.

მადლობა საჭIრო ინფორმაციისთვის :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

არ არის საჭირო ეგეთები

როგორი ეგეთები? მე მინდა გავიგო საქართველოს თვლის ეს კაცი სამშობლოდ თუ რუსეთის ფულით მცხოვრებ კრიმინალურ ანკლავს, რომელიც თავს სამხრეთ ოსეთს უწოდებს.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...