Jump to content
Planeta.Ge

საფრანგეთის უცხოელთა ლეგიონი


Recommended Posts

საფრანგეთის ყველასათვის ცნობილი ლეგიონი შეიქმნა 1831 წელს..

 

ლეგიონი შედგება დაახლოებით 140 ეროვნების მოხალისეებისაგან და 8000-მდე მოსამსახურეს ითვლის დღეისთვის.

 

ლეგიონის დანაყოფები აქტიურად გამოიყენებოდა სხვა და სხვა საომარ სიტუაციებში, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში სადაც ეს საფრანგეთს სჭირდებოდა, მათ შორის მეორე მსოფლიო ომშიც.

 

დღეისათვის აქტიურ საომარ მოქმედებებს ლეგიონი არ აწარმოებს და ძირითადად სამშვიდობო მისიებში გამოიყენება. ლეგიონის მთელი ისტორიის მანძილზე სხვა და სხვა ბრძოლებში დაიღუპა 36000 სამხედრო მოსამსახურე.

 

ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს 17-40 წლამდე (მხოლოდ მამაკაცებს) შეუძლია გახდეს ლეგიონერი გარკვეული ფიზიკური, სამედიცინო და ფსიქოლოგიური შემოწმების გავლის შემდეგ.

 

ლეგიონერს აქვს საშუალება მიიღოს საფრანგეთის მოქალაქეობა 3 წლის სამსახურის შემდეგ, ან ბრძოლაში დაზიანების შემდეგ.

 

მინიმალური კონტრაქტი 5 წელი

 

შვებულება წელიწადში 45 დღე

 

15 წლის სამსახურის შემდეგ ლეგიონერს ენიშნება პენსია, რომელსაც ის მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში აიღებს.

 

დღეისათვის ლეგიონერების უმეტეს ნაწილს რუსები და სხვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მოქალაქეები შეადგენენ...

_____________________________________________________________________

 

 

დღეისათვის ვინმე ქართველი თუ მსახურობს ლეგიონში?

 

რამდენად შესაძლებელია დღეს ქართველისთვის ლეგიონში მსახური, როდესაც მისი წევრების დიდი ნაწილი რუსები არიან...!

 

რამდენად მორალურია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 months later...

Jonathan Livingston

დღეისათვის ვინმე ქართველი თუ მსახურობს ლეგიონში?

მე როგორც ვიცი კი, მაგრამ ამის აფიშირება მე მგონი ლეგიონში არაა მIღებული...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ ლეგიონში მსახურობდა

 

ქართველი

 

 

გვარათ

 

 

ამილახვარი

 

გმირი მებრძოლი

 

რომელიც აფრიკაში დაიღუპა

 

გენერალ ირვინ რომველის

 

სამხედრო კამპანიის მსვლელობის დროს

Edited by FRIDRIX
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლაც მსახურობს ქართველი.

ამ კვირას წავიკითხე რომელიღაც ქართულ "ყვითელ ჟურნალში" .

მაილ.რუ ზნაკომსტვიდან ქართველი გოგო გაუცნია და კი დამთავრებულა ეს ნაცნობობა ქორწინებით>

Edited by akkai
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

akkai

ამ კვირას წავიკითხე რომელიღაც ქართულ "ყვითელ ჟურნალში" .

მაილ.რუ ზნაკომსტვიდან ქართველი გოგო გაუცნია და კი დამთავრებულა ეს ნაცნობობა ქორწინებით>

ხელფასი რამდენი აქვთ/?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საინტერესო ტემაა.

კიდევ დადეთ თუ შეიძლება მასალა ამ ლეგიონზე. ჩატარებულ კამპანიებზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცხოური ლეგიონი..

დოკ.ფილმები მაქვს ნანახი მათზე.

გადაისვრიან სადღაც ჯუნგლებში და აწვალებენ საწყალ ჯარისკაცებს ტყვილა..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცხოური ლეგიონი..

დოკ.ფილმები მაქვს ნანახი მათზე.

გადაისვრიან სადღაც ჯუნგლებში და აწვალებენ საწყალ ჯარისკაცებს ტყვილა..

რომელი დოკუმენტური გაქვს ნანახი? :beee:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 months later...

asesino_141

 

დაიღუპა 36000 სამხედრო მოსამსახურე

 

36 000 ძალიან ცოტა არის

 

10 ათასამდე მხოლოდ ვიეტნამში დაიღუპა დამოუკიდებლობის ომში

 

აფრიკაში კი ძალიან ბევრია დაღუპული უცხოური ლეგიონიდან – განსაკუთრებით რიფ მთიელებთან ბრძოლისას და მალაგასიაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...