Jump to content
Planeta.Ge

თემურ იაკობაშვილის პასუხების განხილვა


Recommended Posts

ბატონმა თემურ იაკობაშვილმა მე მომცა რჩევა, დემაგოგია თურმე ძველი მეთოდია :( ძალიან საინტერესოა :D :D

მოკლედ, მე შემდეგი დასკვნა გამოვიტანე მისი პასუხებიდან:

1-ბევრ კითხვაზე იძულებით არ გასცა გულწრფელი პასუხი. მიზეზი მარტივია და არ დავასახელებ..როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ სააკაშვილს 7 აგვისტოს შეცდომა არ დაუშვია, ის არ უნდა იყოს მთლად დალაგებული..გულწრფელად მინდა მჯეროდეს, რომ ბატონი მინისტრი სხვაგვარად ფიქრობს და ეს მისი პასუხი გულწრფელი არ იყო.

2-ბევრ კითხვას აარიდა თავი და მოგვიწოდა საგამოძიებო კომისიის დასკვნის წაკითხვისკენ.

 

დანარჩენებს მერე დავწერ, მგონი აგრძელებს კითხვებზე პასუხების გაცემას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველამ კარგად იცოდა,არაფერს არ იტყოდა ახალს,მაგრამ სტუმრად მაინც იქნა მოწვეული...

 

 

აზრს თავიდანვე ვერ ვხედავდი და ეხლა ხო....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აგერ ერთნაირი ორი კითხვა დასმული ჩემს და choxa-ს მიერ.ჩემს მთავარ კითხვას საერთოდ არ უპასუხა, ხოლო choxa-ს კი, უკაცრავად და მაგარი სლეობა

 

ეს choxa-ს კითხვა

რატომ გაიგო საქართველომ მხოლოდ 9 (!!!) აგვისტოს, რომ ჩვენ არა სეპარატისტებს, არამედ როკის გვირაბის გავლით შემოსულ რუს ოკუპანტებს ვეომებოდით?!

 

პ.ს. (თუ დაიწყებთ იმის მტკიცებას, რომ ეს 7-ში ან 8-ში იყო ცნობილი, გთხოვთ მიმითითოთ შესაბამისი წყარო, რომლითაც ასეთი ინფორმაცია გავრცელდა)

 

იაკობაშვილი:

კარგი კითხვაა! პასუხად მხოლოდ ერთი სიტყვა შემიძლია გითხრათ - დიპლომატია. მეტს ახლა ვერ გეტყვით.

 

მორჩა, მე მეტი კითხვა აღარ მაქვს

 

ეს ჩემი

ბატონო თემურ, თუ როგორც ჩვენი ხელისუფლება ამტკიცებს ჩვენი ჯარის იერიში ცხინვალზე პასუხი იყო რუსეთის შემოჭრისა, რატომ ამის შესახებ არც 7 რიცხვში და არც 8-ის მთელი დღის განმავლობაში არავინ საქართველოს მოსახლეობა არ ჩააყენა საქმის ვითარებაში რომ მტერი დაგვესხა თავს.რატომ არ მიმართა ჩვენმა პრეზიდენტმა ჩვენს მეგობარ ქვეყნებს. ერთადერთი რასაც ისინი აცხადებენ რომ ეკა ტყეშელაშვილმა დაურეკა მეთიუ ბრაიზას. ამაზეა ნათქვამი მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო. როგორც მინიმუმი პრეზიდენტს კონდოლიზა რაისისთვის უნდა დაერეკა და ასევე დასავლეთ ევროპის ლიდერებისთვის.

თუნდაც ის ორგანიზაცია უნდა გამოგეყენებინათ, საიდანაც თქვენი ხელისუფლება ვერანაირად ვერ გამოვიყვანეთ თავის დროზე, ანუ დ.ს.თ და მასში შემავალი სახელმწიფოთა მეთაურების სხდომა მოგეწვიათ და ხმამაღლა გაგეცხადებინათ რომ რუსები დაგვესხენ თავს და არა ესკაკა კი არა კაკა-ს ტიპის განცხადებები გეკეთებინათ თქვენ პირადად, თუმცა ეს 7 რიცხვამდე იყო.

 

იაკობაშვილი:

ძუკუ, 2008 წლის მაისში(!!!) გავაკეთე პრესკონფერენცია ბრიუსელში და ვთქვი, რომ რუსეთი თავდასხმას ამზადებდა და ომის პირას ვიყავით. პასუხად მივიღე, რომ ბრიუსელში სიტყვა "ომი" არ უნდა ვიხმარო...

ვინ გითხრათ, რომ პრეზიდენტმა სხვებს არ დაურეკა??? როგორც შანს, ცუდად იცით როგორ ხდება პრეზიდენტებს შორის საუბრების ორგანიზება. რაც შეეხება კნდლოლიზა რაისს, მან ივლისში განაცხადა, რომ მისი აზრით რუსებს ომი არ აწყობთ და ამიტომ არ იქნებაო... დასკვნები თქვენთვის მომინდია.

Edited by ძუკუ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თემურ იაკობაშვილის პასუხების განხილვა

 

 

ნახევარი საათით დავაგვიანე სავარჯიშოთ წასვლა და სულ ტყუილად.დააბოლოს მაგ კაცმა ისინი, ვინც ბოლდება. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნახევარი საათით დავაგვიანე სავარჯიშოთ წასვლა და სულ ტყუილად

შენ თუ ოქრუაშვილის აღსარებას ელოდი მართლა სულ ტყუილად :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენ თუ ოქრუაშვილის აღსარებას ელოდი მართლა სულ ტყუილად

 

 

ოქრუაშვილის მოწვევა მინდა ძალიან,მაგრამ რატომღაც ადმინისტრაცია ატორმუზებს. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოქრუაშვილის მოწვევა მინდა ძალიან,მაგრამ რატომღაც ადმინისტრაცია ატორმუზებს.

თუ დაუკავშირდება ვინმე.....თუნდაც დღეს. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოქრუაშვილის მოწვევა მინდა ძალიან,მაგრამ რატომღაც ადმინისტრაცია ატორმუზებს

მეც!

 

დეპრეეეეს... ისა, ვიშვიშ მეფეეეე!!!

 

თუ დაუკავშირდება ვინმე.....თუნდაც დღეს. 001.gif

ბესელია ინჩეს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაც შეეხება კნდლოლიზა რაისს, მან ივლისში განაცხადა, რომ მისი აზრით რუსებს ომი არ აწყობთ და ამიტომ არ იქნებაო...

ძუკუ, ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა უთქვამს.

თუ რაისმა მართლა დაამშვიდა ეს ბედოვლათები, რუსეთს ომი არ აწყობს და არ დაიწყებსო, ამათ ეს შეიძლება მოეთარგმნათ, ან როგორც ამერიკელების წაქეზება აქტიური მოქმედებებისაკენ, ან როგორც ინფორმაცია რომ რუსეთი სუსტია და ომის თავი არ აქვსო.

 

წარმომიდგენია მიხო თავისი გარემოცვის ცენტრში, როგორ ღრმად წვდება მოვლენებისა და კონდოლიზას ნათქვამის სხვებისაგან დაფარულ არსს და როგორ იმსახურებს მხურვალე ტაშს. :misha: :tashi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ დაუკავშირდება ვინმე.....თუნდაც დღეს

 

 

საფრანგეთში წადით მეთქი არ მითქვამს.ბესელიასგან უნდა გახვიდეთ კონტაქზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

ამათ ეს შეიძლება მოეთარგმნათ, ან როგორც ამერიკელების წაქეზება აქტიური მოქმედებებისაკენ, ან როგორც ინფორმაცია რომ რუსეთი სუსტია და ომის თავი არ აქვსო.

 

ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, რატომ დაიჯერა მიშამ, რომ რუსები არ ჩაერეოდნენ.რომ დაიჯერა ამაში დარწმუნებული ვარ, თორემ სხვა შემთხვევაში ნამდვილად არ დაიწყებდა.

ამაზე გარკვეულად თვითონ მიშამ გასცა პასუხი, როდესაც ტელევიზიით პირდაპირ განაცხადა, რომ მისთვის არაერთხელ უთქვამს რუსეთის ხელისუფლებას, რომ მათ ოსეთი არ აინტერესებთ. ამანაც დაიჯერა!!!

თუმცა წაქეზებას ბუშის და კონდოლიზას მიერ არა, მაგრამ ჩეინის და მისი კამანდის მიერ არ გამოვრიცხავ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...