Jump to content
Planeta.Ge

16 წლის გახდა ეს მწუხარება

Recommended Posts

ეხლა გამახსენდა, 15 ნოემბერს 16 წელი სემისრულდა რაც საქართველოდან წამოვედი.

თეთრი ღრუბელი მიფრინავს ცაზე,

ღამე აპირებს მეფობას მთაზე.

გულს სევდიანი ნისლების კვალზე,

სევდა დაედო ცრემლივით თვალზე.

ხმა სევდიანი პარასკევ ღამეს,

ღრუბლებს მიჰყვება მშობლიურ მხარეს.

ამ ქვეყნდა ყველა ბრუნდება სახლში

მხოლოდ მე ვრჩები სხვა ქვეყნის მხარეს.

ნეტავ ღრუბლებად მაქცია ცაში,

რომ ჩამოვწვიმდე მთებში და ბარში.

ნეტავ ლექსად მაქცია ფიქრების ზღვაში,

მუზას რომ გავყვე საკუთარ სახლში.

სევდა მომოწვა ნისლივით თვალზე,

ვარსკლავმა კვალი დატოვა ცაზე.

ნატვრას ვეცადე, ვერ მოვასწარი.

ნატვრის ხეც გახმა სხვა ქვეანაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აგერ ვიპოვე 13 წელი რომ იზო გასული.

წელი წელია, მაგრამ ცამეტი

არც ისე იოლი დასაძლევია.

შენ განაცვალე ეს წლები ჩემი

ცხოვრება ჩემი დამილევია.

შენ ხარ ოცნება მიუწვდომელი

და ჩემი გულის ფარული ბოღმა.

შენ ხარ ცდუნება დაუძლეველი,

რომელიც არსად ამირევია.

სულ დაგატარებ ჩემს გულთან ახლოს,

მეტი ამ ქვეყნად რა დამრჩენია.

შენი ცრემლები, წვიმის წვეთები

ჩემს გულში ასე რომ ჩამრჩენია.

შენ ხარ ის მიწა, რომელიც ალბათ

მე არ მეღირსა დასამარხავად.

შენ ხარ მწვერვალი, რომელიც ალბათ

მე არ მეღირსა დასანახავად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

16 წლის გახდა ეს მწუხარება
ეხლა გამახსენდა, 15 ნოემბერს 16 წელი სემისრულდა რაც საქართველოდან წამოვედი.

babuagiorgi, ჯიგარი ხარ რომ მაინც ჩვენთანა ხარ, შენ პოსტებს ყოველთვის ვკითხულობ ხოლმე ამ ფორუმზეც და იმ ფორუმზეც და ახლა ვხვდები რომ დიდსულოვანი კაცი ყოფილხარ, რომ არ გაბოროტდი და უთმენ (ჩვენს ფორუმზე არაა ლაპარაკი) იმ ტუტუცებს ისეთ რამეებს რაც მოსათმენი არ არის.

ღმერთმა ხელი მოგიმართოს და მშვიდობით დაგაბრუნოს შენს სახლში.

გზადაბნეული ხალხია და ახსნა უნდა უბრალოდ. არ არსებოს სხვისი ქართველი, ცუდი ქართველი და ა.შ. ჩვენ ყველანი ქართველბი ვართ და ის გზაარეული ქართველიც ჩვენია. მაგას რომ გააგებინებ და ანახებ როგორ უნდა და რატომ უნდა, მაგას აქვს ფასი, აბა გზაურეველს რაში სჭირდება მოთმენა და ახსნა. :takodazeppe:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

babuagiorgi, ჯიგარი ხარ რომ მაინც ჩვენთანა ხარ, შენ პოსტებს ყოველთვის ვკითხულობ ხოლმე ამ ფორუმზეც და იმ ფორუმზეც და ახლა ვხვდები რომ დიდსულოვანი კაცი ყოფილხარ, რომ არ გაბოროტდი და უთმენ (ჩვენს ფორუმზე არაა ლაპარაკი) იმ ტუტუცებს ისეთ რამეებს რაც მოსათმენი არ არის.

ღმერთმა ხელი მოგიმართოს და მშვიდობით დაგაბრუნოს შენს სახლში.

ამაზე კარგად მე ვერ დავწერდი.ჩეხეთი კარგია, მაგრამ სამშობლო...ღმერთმა გისმინოთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე მგონია საქართველოს არ უნდა ჰქონდეს ემიგრანტული წრეების მიმართ ასეთი დამოკიდებულა...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე მგონია საქართველოს არ უნდა ჰქონდეს ემიგრანტული წრეების მიმართ ასეთი დამოკიდებულა...

nikusha_marx

როგორი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გაგიმარჯოს ბაბუ, ვინც შენ არ გაგიგოს ის იყოს ლეო :yes2:

რას მერჩი? :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლექსები ბაბუს დაწერილია?

:rolleyes:

საფლავის ქვებზე ცრემლები ცვივა

დამისხით ღვინო, დღეს გული მტკივა.

ვიხსენებ ყველას, არ დამავიწყდეს.

და არ გამორჩეს ამ ქვეყნდა ვინმე.

თმებში ჭაღარა შემომეპარა,

მუხლებში ძალა ზოგჯერ მელევა.

თვალი არ მიჭრის, გონება ძველი,

ურმის ფასია ცხოვრება ჩემი.

საფლავის ქვაზე ფოთლები ცვივა,

სადღედგრძელო ვთქვა დამისხით ღვინო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

:tashi: :tashi:

მესმის თქვენი, რამდენიმე წელი მეც ვიყავი წასული,რომ ჩამოვედი მივხვდი, გამიჭირდებოდა,მაგრამ მაინც ბედნიერი ვიყავი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

კიდევ ნოსტალგიაში ხარ? :) მე აღარა ვსვამ (შაბათის გარდა) ახალ წლამდე. :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...