arcivi9 Posted November 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 27, 2009 დოპლერის ეფექტი და ახალი სახის ელექტრომაგნიტური გამოსხივება ელექტრომაგნიტური გამოსხივების სპექტრი იყოფა რამდენიმე ნაწილად, როგორებიცაა მაგალითად: რადიოტალღები, მიკროტალღები, ინფრაწითელი გამოსხივება, ხილული სხივები, ულტრაიისფერი სხივები, რენტგენული გამოსხივება და გამა-სხივები. ეს ის ნაწილებია რომლებიც ცნობილია მეცნიერებისათვის დღესდღეისობით. საკითხი იმის შესახებ ელექტრომაგნიტური გამოსხივების სპექტრი უსასრულოა თუ არა ჯერჯერობით ბოლომდე ნათელი არ არის. ჩვენი მიზანი არ არის ამ საკითხის თეორიული გამოკვლევა რადგან ჩვენ შევეცდებით მხოლოდ იმას რომ “გავიხედოთ” ელექტრომაგნიტური გამოსხივების სპექტრის კიდეებიდან მიღმა რადგან სავსებით შესაძლებელია რომ მათ მიღმა არსებობდეს მეცნიერებისათვის ჯერ კიდევ უცნობი გამოსხივება. მათი არსებობის შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი თუმცა მეცნიერებაში თეორიული წინასწარმეტყველება ხშირად აღმოჩენას წინ უსწრებს ხოლმე და ამიტომ ჩვენ თამამად შეგვიძლია მათი არსებობის შესახებ ვივარაუდოთ. უნდა ითქვას რომ საკმაოდ ძნელი იქნებოდა გვეცადა მათი აღმოჩენა ბრმად და ალალბედზე ისე რომ არაფერი გვცოდნოდა მათი თვისებების შესახებ და არც იმის შესახებ თუ სად და როგორ პირობებში შეიძლებოდა მათი მიგნება. ამიტომ ვფიქრობ რომ გონივრული იქნებოდა გვეცადა მათი ხელოვნურად წარმოქმნა დღეისათვის ცნობილი ელექტრომაგნიტური გამოსხივებიდან, კერძოდ კი გამა-სხივებიდან. მაგალითად იმისათვის რომ გამა-სხივებზე მოკლეტალღოვანი გამოსხივება აღმოვაჩინოთ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ დოპლერის ეფექტი და საამისოდ რამდენიმე გზა არსებობს: 1. მოდით წარმოვიდგინოთ დიდი სიჩქარით მთვარისკენ მფრინავი კოსმოსური ხომალდი რომლის ბორტზე მოთავსებულია გამა-სხივების წყარო რომელიც გამოასხივებს რაც შეიძლება უმოკლეს გამა-სხივებს. ასევე წარმოიდგინეთ მთვარის ზედაპირზე მოთავსებული გამა-სხივების დეტექტორი რომლისკენაც არის მიმართული ზემოთხსენებული გამა-სხივების წყარო. დოპლერის ეფექტის თანახმად მთვარის ზედაპირზე მოთავსებულმა გამა-სხივების დეტექტორმა უნდა მიიღოს უფრო მოკლეტალღოვანი გამოსხივება ვიდრე მათ ასხივებდა კოსმოსურ ხომალდზე მოთავსებული გამა-სხივების წყარო (იისფერი წანაცვლება). მიიღებს კიდეც სავარაუდოდ თუკი ისინი (უფრო მოკლეტალღოვანი ელექტრომაგნიტური გამოსხივება) არსებობენ მაგრამ თუკი ელექტრომაგნიტური გამოსხივების სპექტრი გამა-სხივებზე მთავრდება (რაღაც გარკვეულ სიხშირეზე რათქმაუნდა) მაშინ მთვარის ზედაპირზე არსებული დეტექტორი მიიღებს იგივე ტალღის სიგრძის მქონე სხივებს ან მათ საერთოდ არ მიიღებს. ორივე შედეგი თავისთავად შესანიშნავი იქნება-დოპლერის ეფექტი არ იმუშავებს. მაგრამ თუკი ელექტრომაგნიტური გამოსხივების სპექტრი არ მთავრდება გამა-სხივებით მაშინ მთვარის ზედაპირზე მოთავსებული გამა-სხივების დეტექტორი მიიღებს უფრო მოკლეტალღოვან გამოსხივებას ვიდრე მათ ასხივებს კოსმოსური ხომალდი. ჩვენ ჯერჯერობით არაფერი ვიცით მათი თვისებების შესახებ და ეს სავარაუდოდ დააბრკოლებს მათ ზუსტად აღმოჩენას და იმის დადგენას თუ კერძოდ რა სიხშირის გამოსხივებასთან გვაქვს საქმე. თუმცა რაკი საერთოდ ელექტრომაგნიტური გამოსხივების თვისებები იცვლება თანდათანობით ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ისინი გამა-სხივების მსგავსნი იქნებიან, ამიტომ პრინციპში მათ აღმოსაჩენად ჩვენ შეგვიძლია გამა-სხივების დეტექტორის გამოყენება ვცადოთ რომელიც გამოსხივების კვანტების ენერგიის ზუსტად გაზომავს და რათქმაუნდა მიღებული სიხშირე გამოთვლილს უნდა დაემთხვეს. მაგალითისათვის ჩვენ შეგვიძლია გამოვთვალოთ რა სიჩქარე იქნება საჭირო იმისათვის რომ დოპლერის ეფექტის საშუალებით რაიმე გარკვეული სიხშირის გამა-სხივებიდან მივიღოთ ვთქვათ ორჯერ მოკლეტალღოვანი, ანუ ორჯერ მეტი სიხშირის სხივები. როდესაც დამკვირვებელი უახლოვდება სინათლის წყაროს მაშინ აღქმული სინათლის სიხშირე გამოითვლება შემდეგი ფორმულით:http://s48.radikal.ru/i119/0911/28/7a6bd1a5d157.jpgსადაც fo-ესაა დამკვირვებლის მიერ აღქმული სიხშირეfs-გამოსხივებული სიხშირე v-მოძრაობის სიჩქარეc-სინათლის სიჩქარე ამ მარტივი ფორმულიდან ჩანს რომ ორჯერ მეტი სიხშირის მისაღებად საჭიროა უზარმაზარი სიჩქარე-180 000 კილომეტრი წამში. რათქმაუნდა ასეთი ექსპერიმენტის ჩატარება დღეს შეუძლებელია. უახლოეს მომავალში ჩვენ შეგვიძლია ველოდოთ მხოლოდ უმნიშვნელო პროგრესს ამ მხრივ. წამში რამდენიმე ათეული კილომეტრის მიღწევა უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება იონური ძრავების მეშვეობით და ამის მეოხებით ჩვენ შეგვეძლება მეტად უმნიშვნელო იისფერი წანაცვლების მიღება გამა-სხივების ყველაზე მოკლეტალღოვანი ნაწილიდან და არსებითად ასეთი ექსპერიმენტი შეგვიძლია წარმატებულად ჩაითვალოს რადგან ჩვენ ხელოვნურად მივიღებთ ახალი სახის გამოსხივებას ძველისგან. უნდა შევნიშნოთ რომ თავად ეს ექსპერიმენტი არსებითად საკმაოდ მარტივი იქნება (რასაც სამწუხაროდ ვერ ვიტყვით ექსპერიმენტის ტექნიკურ მხარეზე). კერძოდ, კოსმოსური ხომალდი საკმოდ მარტივი მოწყობილობის უნდა იყოს და უნდა შეიცავდეს რაც შეიძლება მძლავრ გამა-სხივების გამომსხივებელ ხელსაწყოს, იონურ ძრავას, ენერგიის წყაროს და სამართავ ხელსაწყოებს და სულ ესაა. მეტად სასურველია თუკი საწვავის მასის შეფარდება ხომალდის მასასთან რაც შეიძლება დიდი იქნება რადგან ჩვენი მიზანი იქნება ხომალდის რაც შეიძლება მაღალი სისწრაფის მიღება. ხომალდმა უნდა მიმართოს გამა-სხივების კონა მთვარის ზედაპირისკენ ისე რომ მან ამ ციური სხეულის ზედაპირზე საკმაო არეა მოიცვას რათა მიმღებმა დეტექტორმა იოლად დაიჭიროს მოსული გამოსხივება. ამ ექსპერიმენტის მეტად მნიშვნელოვანი საკითხი იქნება თუ სად უნდა მოთავსდეს თავიდან კოსმოსური ხომალდი და შემდეგ როგორ უნდა გაემართოს მთვარისკენ. როგორც ვთქვით საბოლოო მაღალი სისწრაფე აბსოლუტურად აუცილებელი პირობაა ექსპერიმენტის ჩასატარებლად, ამიტომ თუკი აღმოჩნდება რომ იონური ძრავის ტექნიკური თვისებებიდან გამომდინარე იგი ნელა კრეფს სიჩქარეს მაშინ ასეთი ექსპერიმენტი სავარაუდოდ არ უნდა ჩატარდეს დედამიწის მახლობელ სივრცეში რადგან დედამიწასა და მთვარეს შორის მანძილი (საშუალოდ 384 000 კილომეტრი) საკმარისი ვერ იქნება საბოლოო და საჭირო სიჩქარის ასაკრეფად. ასეთ შემთხვევაში ვფიქრობ რომ კოსმოსური ხომალდი (იგი აშკარად ბირთვული რეაქტორით უნდა იყოს აღჭურვილი) თავდაპირველად უნდა მოთავსდეს მზის ირგვლივ ორბიტაზე დედამიწასთან საკმაოდ ახლოს, ვთქვათ 155 მილიონ კილომეტრზე მზისგან და ექსპერიმენტის ჩატარების დროს დედამიწის ორბიტამდე დარჩენილი დაახლოებით 5 მილიონი კილომეტრი (ექსპერიმენტი უნდა ჩატარდეს მაშინ როდესაც დედამიწა და კოსმოსური ხომალდი მზის ირგვლივ ორბიტაზე მოძრაობისას ერთმანეთთან რაც შეიძლება ახლოს იქნებიან) რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაფაროს, ხოლო მოძრაობა მიმართული უნდა იყოს მთვარისკენ. რაც შეეხება სახიფათო და არასასურველ მოწყობილობას-ბირთვულ რეაქტორს, მისი გაუვნებელყოფა იოლად შეიძლება თუკი ექსპერიმენტის დამთავრების შემდეგ კოსმოსურ ხომალდს რეაქტორითურთ გავუშვებთ ღრმა კოსმოსში. ხომალდის საბოლოო სიჩქარე საკმარისი იქნება დედამიწის მახლობელ ორბიტაზე მეორე კოსმოსური სისწრაფის (დაახლოებით 42 კილომეტრი წამში) გასავითარებლად და დედამიწის მიდამოების სამუდამოდ დასატოვებლად. იგივე გზით შეგვიძლია ჩვენ მივიღოთ ზეგრძელი რადიოტალღები წითელი წანაცვლების მეშვეობით როცა კოსმოსური ხომალდი დიდი სისწრაფით დაშორდება მთვარის ზედაპირზე მოთავსებულ რადიომიმღებს. საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას რომ დოპლერის ეფექტი ჩვენ მოგვცემს კარგ შესაძლებლობას იმისათვის რომ გავაფართოვოთ ჩვენი ცოდნა ელექტრომაგნიტური ტალღების შესახებ. 2. როგორც ჩვენ ვხედავთ ამდაგვარი ექსპერიმენტის ჩატარება უეჭველად მოითხოვს საკმაოდ მაღალ სიჩქარეებს რომელთა მიღწევა დღევანდელი ტექნოლოგიებით შეუძლებელია და ძალიან საეჭვოა რომ ეს შესაძლებელი იყოს უახლოეს მომავალში. ამიტომ ვფიქრობ რომ უკეთესი იქნებოდა ამ ექსპერიმენტის ჩატარება დედამიწაზე რაიმე გიგანტური ვაკუუმის კამერაში. რასაკვირველია ზემაღალ სიჩქარეები ისევ აბსოლუტურად აუცილებელი იქნება, ოღონდ ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვექნება არა სწორხაზობრივ მოძრაობასთან არამედ წრიულთან, საქმის არსი ამით არანაირად არ შეიცვლება. ეს ვაკუუმის კამერა უნდა დაახლოებით იმის მსგავსი რომელსაც იყენებენ კოსმონავტების წვრთნის დროს რათა მათ გაუძლონ მაღალ გადატვირთვებს. კამერის შუაგულში მოთავსებული იქნება ელექტრომოტორთან შეერთებული ლითონის ღერძი რომლის ბოლოში მოთავსებული იქნება უმოკლესი ტალღის სიგრძის მქონე გამა-სხივების გამომსხივებელი ხელსაწყო. ამ ღერძმა და მასზე მოთავსებულმა გამა-სხივების წყარომ უნდა იმოძრაონ რაც შეიძლება სწრაფად იმისათვის რომ წრიული მოძრაობის სისწრაფემ მიაღწიოს ვთქვათ სინათლის სისწრაფის 90 %, ანუ 270 000 კილომეტრს წამში. ზემოთხსენებული კამერიდან ჰაერი გამოტუმბული უნდა იყოს რაც შეიძლება ბოლომდე ორი არსებითი მიზეზის გამო:ა) ჰაერი საერთოდ სწრაფად შთანთქავს რენტგენულ სხივებს, გამა-სხივებს და საფიქრებელია რომ იგი ასევე ხარბად შთანთქავს ახლადმიღებულ უცნობი სახის გამოსხივებას. ბ) სწრაფად მოძრავი ღერძისათვის ჰაერი შექმნის უდიდეს დაბრკოლებას, გამოიწვევს ხახუნს და ღერძის კორპუსის ძლიერ გაცხელებას რაც სრულიად დაუშვებელია. როგორც მე ვფიქრობ ამ ვაკუუმის კამერის ფართობი მეტად დიდი უნდა იყოს. ამოსავალი წერტილი ესაა ცხადია ლითონის ღერძის და კერძოდ მასზე მოთავსებული გამა-სხივების წყაროს წრიული მოძრაობის უკიდურესად მაღალი სისწრაფე, როგორც ვთქვით 270 000 კილომეტრი წამში. თუკი პირობითად ავიღებთ რომ ელექტრომოტორი (რომელიც ამ ღერძს აბრუნებს) წამში ათასჯერ ბრუნავს მაშინ მეტად მარტივი გამოთვლებით გამოდის რომ წრეწირის სიგრძე უნდა იყოს 270 კილომეტრი, ხოლო თავად ღერძის სიგრძე (ანუ მის მიერ შემოწერილი წრეწირის რადიუსი) კი 43 კილომეტრი. ეს საკმაოდ დიდი სიდიდეა და საეჭვოა დედამიწის პირობებში უახლოეს მომავალში ასეთი გრანდიოზული ნაგებობა დააპროექტოს და შექმნას და ისიც მასში მაღალი ვაკუუმით. ამიტომ აქ სასურველია ელექტრომოტორის ღერძის ბრუნვის რაც შეიძლება მაღალ სისწრაფეს მივაღწიოთ. ასეთი ექსპერმენტის ჩატარება დედამიწაზე უფრო იოლი იქნება ვიდრე კოსმოსში ორი მიზეზის გამო:ა) არ იქნება საჭირო უდიდესი სისწრაფით მფრინავი კოსმოსური ხომალდის აგება რადგან მაღალი სისწრაფეების განვითარება დღევანდელი და უახლოესი მომავლის ტექნოლოგიებით შეუძლებელია.ბ) დიდი ზომის ვაკუუმის კამერის აგება უფრო იოლი იქნება ვიდრე დიდი სისწრაფით მფრინავი კოსმოსური ხომალდისა, თვით იმ შემთხვევაშიც კი რომ მოგვეხერხებინა აუცილებელი მაღალი სისწრაფეების მიღწევა. ვაკუუმის კამერის შემთხვევაში მიღწეული მაღალი სისწრაფეები სრულიად საკმარისი იქნება საგრძნობი იისფერი წანაცვლების მისაღებად გამა-სხივებიდან. როგორც მე ვფიქრობ გამა-სხივების გამომსხივებელი ხელსაწყო მოთავსებული უნდა იყოს სწრაფად მბრუნავი ღერძის დაბოლოებებზე (ასეთი ღერძი და შესაბამისად გამა-სხივების წყაროები შეიძლება იყოს ორი ან ოთხი ჯერ ერთი მთელი ამ კოსტრუქციის წონასწორობის შესანარჩუნებლად და მეორეც, მათი საშუალებით შესაძლებელი იქნება ახალი სახის გამოსხივების უფრო სტაბილურად მიღება. კერძოდ, წრიული მოძრაობისას როცა გამა-სხივების წყაროსა და მის დეტექტორს შორის კუთხე იცვლება განუწყვეტლივ შეიცვლება მიღებული ახალი სახის გამოსხივების სიხშირე, იგი ხან მეტი იქნება საწყისი გამა-სხივების სიხშირეზე და ხან ნაკლები და გამოსხივების გრაფიკზე ამას სინუსოიდის სახე ექნება სადაც მხოლოდ ერთ მომენტში მივიღებთ ჩვენ ყველაზე უფრო მაღალი სიხშირის და მაშასადამე ყველაზე უფრო სასურველ გამოსხივებას. ხოლო თუ გამა-სხივების წყარო ბევრი იქნება მაშინ თითქმის განუწყვეტლივ შეიძლება უმაღლესი სიხშირის გამოსხივების მიღება, ანუ ზოგადად უფრო სტაბილურ ფონს მივიღებთ) რადგან გამა-სხივების წყარო უფრო მარტივი მოწყობილობისაა (აქ ვფიქრობ რომელიმე რადიოაქტიური ელემენტი უნდა გამოვიყენოთ) და აჩქარებულ მოძრაობას უკეთ გაუძლებს ვიდრე გამა-სხივების დეტექტორები რომლებიც უფრო რთული აღნაგობისაა და რომლებიც მოთავსებულნი უნდა იყვნენ ამ ვაკუუმის კამერის შიდა კედლებზე სწრაფად მოძრავი ღერძის გასწვრივ, იგივე სიმაღლეზე. სხვათაშორის ეს დეტექტორებიც შეიძლება რამდენიმე წყვილი იყოს იმისათვის რომ ახალი, უფრო მაღალი სიხშირის გამოსხივება უფრო სტაბილური ფონის სახით მივიღოთ რაზეც ზემოთ გვქონდა ლაპარაკი. რაც შეეხება თვითონ გამა-სხივების წყაროს, ამ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ ისეთი რადიოაქტიური იზოტოპი რომელიც ყველაზე მოკლეტალღოვან გამა-სხივებს ასხივებს, კერძოდ გალიუმ-66 იზოტოპი რომლის მიერ გამოსხივებული გამა-სხივების კვანტების ენერგია უტოლდება 4806 keV (მონაცემი აღებულია აქედან, გვ. 5)3. ყველა საჭირო მოწყობილობა, როგორიცაა მაგალითად მეტალის ღერძი, ელექტროძრავა, გამა-სხივების გამომსხივებელი და მათი დეტექტორი შესაძლებელია აგრეთვე მოთავსდეს მთვარის ზედაპირზე. ზემოთხსენებულ მეორე გზას რომელიც გულისხმობდა ახალი სახის გამოსხივების მიღებას გიგანტურ ვაკუუმის კამერაში აქვს ერთი არსებითი ნაკლი: მასში ჩვენ უნდა გამოვიყენოთ რადიოაქტიური ნივთიერება (კერძოდ გალიუმ-66) რომლის მიერ გამოსხივებული გამა-სხივების კვანტების ენერგია შეადგენს 4806 keV რაც მეტად ცოტაა. ჩვენ მასში კი შევძლებთ დოპლერის ეფექტის მეშვეობით უფრო მოკლეტალღოვანი გამოსხივების მიღებას მაგრამ ეს იქნება ის შედარებით უფრო მოკლეტალღოვანი გამა-სხივები რომელთაც ჩვენ სხვა გზით უკვე ვღებულობთ ხოლმე-კერძოდ ამაჩქარებლებში ან გამოსხივების კოსმოსურ წყაროებში. აი აქ უნდა ითქვას რომ კოსმოსი ყველაზე უფრო მოკლეტალღოვანი გამოსხივების მშვენიერი წყაროა, კერძოდ ჩვენი გალაქტიკის ბირთვი ასხივებს 3,5 TeV ენერგიის კვანტებს (მაშასადამე გალიუმ-66-ზე დაახლოებით მილიონჯერ მეტი ენერგიის მქონე გამა-კვანტებს). შესაბამისად სწორედ ეს გამოსხივება უნდა იყოს ჩვენს ექსპერიმენტში საწყისი წერტილი. ამიტომ ყველაფერი ზემოთხსენებული მოწყობილობა ექსპერიმენტის ჩასატარებლად უნდა დამონტაჟდეს მთვარის ზედაპირზე, ცხადია გამა-სხივების წყაროს გარდა რომლის როლს ჩვენი გალაქტიკის ბირთვი ითამაშებს. თუკი ამ ექსპერიმენტს ჩვენ მთვარეზე ჩავატარებთ მაშინ საჭირო არ იქნება დიდი ზომის ვაკუუმის კამერების აგება რადგან მთვარის ზედაპირზე ისედაც ვაკუუმია. რათქმაუნდა მთელი ეს წამოწყება შეიძლება დაიწყოს მაშინ როცა უახლოეს მომავალში მთვარეზე აშენდება მუდმივმოქმედი ბაზა. 4. ასეთი ექსპერიმენტი შეიძლება აგრეთვე დედამიწის ან მთვარის ირგვლივ ორბიტაზე ჩატარდეს. უნდა ითქვას რომ ერთი მხრივ ეს უკეთესიც იქნება რადგან ამ შემთხვევაში უფრო იოლი იქნება რაიმე კონსტრუქციის დედამიწის ირგვლივ ორბიტაზე აწყობა და შემდეგ მისი უფრო მაღალ ორბიტაზე გადაყვანა და ამას არავითარი ბაზის არსებობა მთვარეზე არ დასჭირდება. ამასთან რაკი ყველაზე მოკლეტალღოვანი გამა-სხივების წყაროს როლს ერთი ობიექტი-ჩვენი გალაქტიკის ბირთვი ითამაშებს მაშინ მთელი ეს კონსტრუქცია მთვარის ზედაპირზე მხოლოდ ისეთ ადგილზე უნდა დამონტაჟდეს საიდანაც კარგად ჩანს ჩვენი გალაქტიკის ბირთვი, ამასთან სასურველია თუკი ეს ადგილი მოსწორებული იქნება რომ დაბრკოლება არ შეექმნას მეტალის ღერძების სწრაფ მოძრაობას. ეს პრობლემები თავიდან შეიძლება ავიცილოთ როგორც ვთქვით მთელი ამ კოსტრუქციის დედამიწის ორგვლივ ორბიტაზე აწყობით. კოსმოსურ სივრცეში ჩვენი გალაქტიკის ბირთვი გამოჩნდება ყოველთვის. თუმცა უნდა აღინიშნოს რომ უშუალოდ დედამიწის ირგვლივ ორბიტაზე უნდა აიწყოს თავად ეს კონსტრუქცია, ხოლო მეტალის გრძელი ღერძები უნდა გაიშალოს (თავდაპირველად ისინი რასაკვირველია დაკეცილ მდგომარეობაში იქნებიან მათ ბოლოებზე მოთავსებულ გამა-სხივების დეტექტორებთან ერთად) ხოლო თავად ეს ექსპერიმენტი უნდა ჩატარდეს ისეთ ადგილას სადაც ჩვენ გვექნება 100 %-იანი გარანტია იმისა რომ ე.წ. კოსმოსური ნაგვის (ესაა ძველი, უკვე აღარ მოქმედი თანამგზავრები, რაკეტა-მატარებლების ზედა საფეხურები რომლებიც თანამგზავრების ორბიტაზე გაყვანის მერე კოსმოსში რჩებიან, აგრეთვე სხვადასხვა თანამგზავრების დაჯახებების შედეგად წარმოქმნილი უამრავი წვრილი ნამსხვრევები. სხვათაშორის ეს უკანაკნელნი განსაკუთრებით ბევრნი არიან და უფრო უსიამოვნო პრობლემას წარმოადგენენ ვიდრე შედარებით უფრო დიდი ზომის ობიექტები) არცერთი წარმომადგენელი არ დაეხაჯახება ჩვენს კონსტრუქციას, განსაკუთრებით კი უშუალოდ ექსპერიმენტის ჩატარების დროს რადგან უდიდესი სისწრაფით მოძრავ ლითონის ღერძებს დაჯახებისთანავე ნებისმიერი სხვა ობიექტი ბოლოს მოუღებს. ამიტომ ეს ექსპერიმენტი უნდა ჩატარდეს ან დედამიწის მეტად მაღალ ორბიტებზე, ვთქვათ 200 000 კილომეტრ სიმაღლეზე ან სულაც მთვარის ირგვლივ ორბიტაზე. ბოლო ორი (მესამე და მეოთხე) ვარიანტი გაცილებით უფრო მისაღებია ვიდრე პირველი ორი შემდეგი მიზეზების გამო:ა) კოსმოსი შეიცავს იმ გამა სხივებს რომელთა ტალღის სიგრძე გაცილებით ნაკლებია ვიდრე დედამიწაზე რადიაქტიური იზოტოპების და ამაჩქარებლების მიერ გამოსხივებული გამა-სხივების ტალღის სიგრძე და ამით კოსმოსი უფრო მოსახერხებელი არენაა ჩვენი ექსპერიმენტის ჩასატარებლად. ბ) კოსმოსი ჩვენ საშუალებას მოგვცემს დიდი ზომის კონსტრუქციების გასაშლელად რომელიც აუცილებელი პირობაა მაღალი სიჩქარეების მისაღწევად. რათქმაუნდა კოსმოსში ტვირთის გატანა მოითხოვს დიდი ფინანსურ და შრომით დანახარჯებს მაგრამ მაინც საფიქრებელია რომ სწორედ კოსმოსია შესაფერისი ადგილი ისეთი ექსპერიმენტების ჩასატარებლად რომელიც გულისხმობს აქამდე არნახული უცნობი გამოსხივების ხელოვნურად მიღებას ცნობილი გამა-გამოსხივებიდან. როგორც მე წარმომიდგენია მთელი ეს მოწყობილობა იქნება გიგანტური ბაქნის მსგავსი რომლის ცენტრალური ნაწილი იქნება ბირთვული რეაქტორი, მძლავრი ელექტროძრავა, მასთან შეერთებული წყვილი რაოდენობის (ვფიქრობ ეს იმისათვის რომ მთელი ეს კონსტრუქცია გაწონასწორებული იყოს) წვრილი მეტალისგან დამზადებული სწრაფად მბრუნავი ღერძი. ღერძი წვრილი უნდა იყოს ჯერ ერთი იმიტომ რომ დიდი სისქის შემთხვევაში მძიმე იქნება და უფრო გაძნელდება მისი გატანა ორბიტაზე და ამასთან მსხვილი ღერძის გაშლაც (იგი თავიდან ხომ დაკეცილ მდგომარეობაში იქნება) გაძნელდება. ღერძი უნდა გაიშალოს ნელა და რაც მთავარია მისი დატრიალება და აჩქარება სასურველ წრიულ სიჩქარემდე (270 000 კილომეტრი წამში) უნდა მოხდეს ნელა რათა გამოირიცხოს ყოველგვარი მექანიკური თუ სხვა სახის დაბრკოლება და პრობლემა რომელსაც შეეძლება ამ შესანიშნავი ექსპერიმენტის წარუმატებლად დასრულება. ზემოთხსენებულ სიჩქარემდე (270 000 კილომეტრი წამში) აჩქარების შედეგად ჩვენ მივიღებთ საწყისიდან 4,35-ჯერ მეტი სიხშირის და ენერგიის მქონე გამოსხივებას. სხვათაშორის უნდა აღინიშნოს ისიც რომ თუკი ღერძები საკმაოდ გრძელი იქნება მაშინ არ იქნება საჭირო რომ ელექტრომოტორმა ძალიან სწრაფად იმოძრაოს რადგან წრის დიდი რადიუსის შემთხვევაში (წრის რადიუსის როლს აქ ითამაშებს ლითონის ღერძების სიგრძე) ღერძების ბოლოების წრიული მოძრაობის სისწრაფე ისედაც საკმაოდ მაღალი იქნება. დასასრულს, კიდევ ერთი საინტერესო მომენტის შესახებ. ფიზიკის კანონებიდან თითქოს გამომდინარეობს რომ ელექტრომაგნიტური ტალღების სპექტრი უსასრულო არ უნდა იყოს (ყოველ შემთხვევაში გამა-სხივების მხარეს), კერძოდ ყველაზე მოკლე სიგრძე (ანუ ტალღის სიგრძე ელექტრომაგნიტური გამოსხივებისათვის) რაც კი შეიძლება ფიზიკურ სხეულს ჰქონდეს ესაა ე.წ. პლანკის სიგრძე რომელზეც მცირე სხეული არ არსებობს და ამ სიგრძეს შესაბამება 10^19 GeV ენერგიის მქონე გამოსხივების კვანტები. როდესაც შესაძლებელი იქნება ამ ენერგიის მქონე ელექტრომაგნიტური გამოსხივების მიღება (ცხადია ეს მეტად შორეული მომავლის საქმეა) მაშინ შეიძლება ჩვენი ექსპერიმენტის კიდევ ერთხელ ჩატარება, საწყის გამოსხივებად ამ ენერგიის (10^19 GeV) მქონე კვანტების აღება და დოპლერის ეფექტის მეშვეობით მასზე უფრო მოკლეტალღოვანი გამოსხივების მიღება. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვეძლება ვნახოთ რომელი ეფექტი იმუშავებს-დოპლერის ეფექტი თუ პლანკის სიგრძის პრინციპი. http://img4.imageshack.us/img4/8788/dopleri.jpg ფორუმ.გე-ზე ეს თემაც იდო მაგრამ ის არ მითხრეს სად შეიძლება გამოვაქვეყნო იგი იქნებ თქვენ იცოდეთ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2009 (edited) დოპლერის ეფექტიდოპლერის ეფექტი ხო ფერთა წანაცვლებას ეხება? ანუ მაღალი სიჩქარით მოძრაობისას ხდება ეს ჩანაცვლება. ხოოოდა მაგაზე ერთი ანეკდოტი ვიცი : მოკლედ ერთი ფიზიკოსი მიდიოდა მანქანით, გააჩერა პატრულმა და უთხრა "შუქნიშნის წითელ ფერზე გაიარე და ჯარიმა უნდა გამოგიწეროოო". ამ ფიზიკოსმა დოპლერის ეფექტი მოიშველია და პატრულს უპასუხა, რომ "მე ხო ვმოძრაობი და მაგ დროს დოპლერის ეფექტის თანახმად ფერთა წანაცვლება ხდება და წითელი მწვანედ მომეჩვენაო" : "მერე ეგ რა სიჩქარეზე ხდებაო" ჰკითხა პოლიციელმა. "უფ ძალიან მაღალ სიჩქარეებზეო" - უპასუხა ფიზიკოსმა. "ხოოოდა მაშინ სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაგაჯარიმებოოოო" ) Edited November 28, 2009 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted November 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2009 (edited) arcivi9 დოპლერის ეფექტი და ახალი სახის ელექტრომაგნიტური გამოსხივებადოპლერის ეფექტი თუ არ ვცდები(ინსტიტუტში ასე ვისწავლე) ტალღების გაურკვეული სახეობებზეა ჩამოყალიბები.ხოლო ელექტრო მაგნიტურ ტალღების მიმართ რაღაც დამატებით პირობები ემატება. Edited November 29, 2009 by ჭანო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 1, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 1, 2009 arcivi9 ფორუმ.გე-ზე ეს თემაც იდო მაგრამ ის არ მითხრეს სად შეიძლება გამოვაქვეყნო იგი იქნებ თქვენ იცოდეთ?ადრე გამოდიოდა საინტერესო ჟურნალები ეხლა არ ვიცი((( Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
arcivi9 Posted December 1, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 1, 2009 Saturn ხოოოდა მაგაზე ერთი ანეკდოტი ვიცი მოკლედ ერთი ფიზიკოსი მიდიოდა მანქანით, გააჩერა პატრულმა და უთხრა "შუქნიშნის წითელ ფერზე გაიარე და ჯარიმა უნდა გამოგიწეროოო". ამ ფიზიკოსმა დოპლერის ეფექტი მოიშველია და პატრულს უპასუხა, რომ "მე ხო ვმოძრაობი და მაგ დროს დოპლერის ეფექტის თანახმად ფერთა წანაცვლება ხდება და წითელი მწვანედ მომეჩვენაო" "მერე ეგ რა სიჩქარეზე ხდებაო" ჰკითხა პოლიციელმა. "უფ ძალიან მაღალ სიჩქარეებზეო" - უპასუხა ფიზიკოსმა. "ხოოოდა მაშინ სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაგაჯარიმებოოოო"ეგ მე "საბავშვო ენციკლოპედიის" მე-3 ტომში წავიკითხე, იქვე ეწერა რომ ამისათვის 97 000 კმ/წმ სიჩქარეა საჭირო ჭანო დოპლერის ეფექტი თუ არ ვცდები(ინსტიტუტში ასე ვისწავლე) ტალღების გაურკვეული სახეობებზეა ჩამოყალიბები.ხოლო ელექტრო მაგნიტურ ტალღების მიმართ რაღაც დამატებით პირობები ემატება.დოპლერის ეფექტი ეხება ბგერასაც და სინათლესაც newstudio ადრე გამოდიოდა საინტერესო ჟურნალები ეხლა არ ვიცი(((ქართულს არ ვგულისხმობდი, უცხოურში მინდა სადმე დავდო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted December 1, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 1, 2009 დოპლერის ეფექტი ეხება ბგერასაც და სინათლესაცეგ ვიცი, მაგრამ ელექრო-მაგნეტურ ტალღებზე რაღაც პირობა ემატება(თუ სწორად მახსოვს) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
arcivi9 Posted December 2, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 2, 2009 ეგ ვიცი, მაგრამ ელექრო-მაგნეტურ ტალღებზე რაღაც პირობა ემატება(თუ სწორად მახსოვს) ფორმულაში ნამდვილად არაფერი, ეს ზუსტად ვიცი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted December 2, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 2, 2009 ფორმულაში ნამდვილად არაფერი, ეს ზუსტად ვიცი 001.gifოკ, ეხლა კონფერენცია მაქვს მხოლოდ თავში და მერე გადავხედავ დოპლერის ეფექტს ელექტრო-მაგნიტური ველებზეც.ისე ეს კონფერენცია თუ კარგად ჩაივლის, მომავალში შენთვისაც საინტერესო ვინმე გვეყოლება. ალბათ გახსოვს "მეძმარიაშვილის პროექტი", 1999 წელს რომ რეფლქტორი რომ გაუშვეს ჩვენეებმა უცხოელების დახმარებით. მაგ პროექტის ერთერთი თანაავტორის მოვიწვევ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
arcivi9 Posted December 4, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 4, 2009 ჭანო ისე ეს კონფერენცია თუ კარგად ჩაივლის, მომავალში შენთვისაც საინტერესო ვინმე გვეყოლებამოხარული ვიქნები თუ ამ იდეით ვინმე სერიოზულად დაინტერესდება გახსოვს "მეძმარიაშვილის პროექტი", 1999 წელს რომ რეფლქტორი რომ გაუშვეს ჩვენეებმა უცხოელების დახმარებითრათქმაუნდა მახსოვსისიც მახსოვს რომ ეს რეფლექტორი მაშინ სიდიდით მესამე იყო კოსმოსში არსებულ ობიექტებს შორის, პირველზე "მირი" იყო და მეორეზე მაშინ უკვე გაშვებული საერთაშორისო კოსმოსური სადგური, უფრო სწორად მისი სეგმენტები, "ზარია" და "იუნითი". თავისთავად ძალიან საამაყო იყო ეს მაგ პროექტის ერთერთი თანაავტორის მოვიწვევ.ძალიან კარგი იქნება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted December 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 4, 2009 ძალიან კარგი იქნება 001.gifმანამდე დიდი გზა გასავლელი.მოხარული ვიქნები თუ ამ იდეით ვინმე სერიოზულად დაინტერესდებადოპლერის ეფექტი ნასწავლი მაქვს, მაგრამ მხოლოდ ბგერით სიგნალებისთვის. და დანარჩენის გაგებაც არ უნდა იყოს პრობლემატური Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted December 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 4, 2009 დოპლერის ეფექტი ნასწავლი მაქვს, მაგრამ მხოლოდ ბგერით სიგნალებისთვისდებილებისთვის გასაგებად და რაც შეიძლება მ,ოკლედ შეგიძლია რომ ახსნა?( ტუ გეზარება არ მეწყინება) ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted December 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 4, 2009 დებილებისთვის გასაგებად და რაც შეიძლება მ,ოკლედ შეგიძლია რომ ახსნა?( ტუ გეზარება არ მეწყინება) )არ მეზარება, მაგრამ არწივი უკეთესად აგიხსნის ალბათ. http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/9/90/Dopplerfrequenz.gif Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
arcivi9 Posted December 8, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 8, 2009 (edited) T_A_T დააკვირდი სირენიანი მანქანა რომ გვერდზე ჩაგივლის მის ხმას როცა გიახლოვდება მისი ხმა თითქოს მაღალი, გამწივანი და შემაშფოთებელი ხდებაჩაგიქროლებს-და ხმა უფრო მშვიდიასინამდვილეში ხმა არ იცვლებაუბრალოდ შენ გეჩვენება ასე ჭანო მანამდე დიდი გზა გასავლელი.რამდენი მაინც? დოპლერის ეფექტი ნასწავლი მაქვს, მაგრამ მხოლოდ ბგერით სიგნალებისთვის. და დანარჩენის გაგებაც არ უნდა იყოს პრობლემატურიარსი ერთია.......... Edited December 8, 2009 by arcivi9 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted December 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 8, 2009 რამდენი მაინც?ვნახოთ პირველი როგორ ჩაივლის და პარალელურად ტუ ვინმე გამოცნდება ვისაც ხელოვნური თანამგზავრები§კო აინტერესებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
arcivi9 Posted December 10, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 10, 2009 ვნახოთ პირველი როგორ ჩაივლის და პარალელურად ტუ ვინმე გამოცნდება ვისაც ხელოვნური თანამგზავრები§კო აინტერესებს დაველოდები იმედია ვინმე ამით დაინტერესდება, თუ არადა მერე უნდა ვიფიქრო სხვაგან სად გავაცნო ხალხს ეს იდეა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.