Jump to content
Planeta.Ge

კოსმოსური ლიფტი კოსმოსური ნაგვის წინააღმდეგ


Recommended Posts

moon1.jpg

თანამედროვე ტექნოლოგიები უკვე იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სათანადო ინვესტიციების შემთხვევაში 2020 წლისთვის მთვარეზე კოსმოსური ლიფტი აიგოს. ამის შესახებ კომპანია LiftPort Group-ის დამაარსებელმა მაიკლ ლეინმა განაცხადა.

”ჩვენ ეს საკითხი საკმაოდ საფუძვლიანად შევისწავლეთ და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს შესაძლებელია და ადრე თუ გვიან, მთვარეზე კოსმოსური ლიფტი აუცილებლად ამოქმედდება”, - განაცხადა ლეინმა.

კონსტრუქციის პროექტში მთვარის ზედაპირსა და ე.წ. L1-ის წერტილში (დედამიწასა და მთვარეს შორის კოსმოსურ სივრცეში) ”ღუზების” განთავსება მოიაზრება, რომელთა შორის გამავალ ტროსზე ლიფტი იმოძრავებს.

ლეინის თქმით, ლიფტის მეშვეობით მთვარის ზედაპირზე კოსმოსური აპარატების გაგზავნა და იქიდან გრუნტის ჩამოტანა გაცილებით იაფი დაჯდება. ლიფტის გამოყენება წარმატებით მოხდება მომავალშიც, როცა დედამიწის თანამგზავრს, უფრო შორეული კოსმოსური მოგზაურობისთვის ერთგვარი სადგურის ფუნქცია მიეცემა.

პროექტზე მომუშავე მეცნიერები ლიფტის აგების პროცესში სირთულეების წარმოშობას არ გამორიცხავენ, რაც სავარაუდოდ, კონსტრუქციაზე კოსმოსში მუშაობასთან იქნება დაკავშირებული. ამ მიზეზით, შესაძლოა, პროექტის განხორციელების საჭირო ვადები და სახსრები გაიზარდოს.

კოსმოსური ლიფტის კონცეფციაზე კომპანია LiftPort Group 2003 წლიდან მუშაობს. მის პირველ პროექტში, დედამიწის ზედაპირიდან აეროსტატამდე გაბმულ ტროსზე, რომელიც 460 მეტრ სიმაღლეზე იყო, LiftPort-ის რობოტები მოძრაობდნენ. 2007 წელს შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო კომპანია მხოლოდ მთვარის ლიფტის პროექტზე გადაერთო.

”მთვარის კოსმოსური ლიფტის აგება უფრო მარტივი და იაფია, ვიდრე დედამიწის: ტროსის სიგრძე 50 ათას კმ-ს შეადგენს. დედამიწის შემთხვევაში კი ეს ორჯერ მეტია. რაც შეეხება ტროსის სიმტკიცეს, ის თანამედროვე მასალით - ზაილონის სინთეტიკური ბოჭკოსგან დამზადდება”, - განაცხადა გამომგონებელმა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მთვარის ლიფტი

ამის სესახებ ეხლა კარგ წიგნს ვკითხულობ, შეცინგის ლიმიტს

http://www.frank-schaetzing.com/#/nav/schauplaetze/erde

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზაილონის სინთეტიკური ბოჭკოსგან დამზადდება”, - განაცხადა გამომგონებელმა.

ეს როგორა ინგლისურად ხომ არ იციით ვინემე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

COUNTDOWN TO LIFT: October 27, 2031

21 years, 86 days, 21 hours, 45 minutes, 35 second

 

 

http://www.liftport.com/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს როგორა ინგლისურად ხომ არ იციით ვინემე?

ზაილონი საერთოდ არ ვიცი ქართულადაც კი რა მასალაა სინთეტიკური ბოჭკოები ითარგმნება როგორც Synthetic fibres

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზაილონი საერთოდ არ ვიცი ქართულადაც კი რა მასალაა სინთეტიკური ბოჭკოები ითარგმნება როგორც Synthetic fibres

 

http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/7/76/Kohlenstoffnanoroehre_Animation.gif

 

Carbon nanotube ამის იმედი ქონდათ ერთ დროს

 

http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/5/53/Types_of_Carbon_Nanotubes.png

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არწივისი ძველი თემა, ამავე თემაზე

http://planeta.ge/index.php?showtopic=15205

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისა და ეგ ლიფტი იმენა დედამიწიდან იქნება? თუ ჯერ კოსმოსში უნდა გახვიდე და მერე ჩაჯდე? მემგონი დედამიწიდან ვერ იქნება რადგან დედამიწა ყოველთვის ტრიალებს თან თუ არ ვცდები მანძილი მთვარემდე იცვლება ხო წლის სხვადასხვა დროს?

 

 

Carbon nanotube ამის იმედი ქონდათ ერთ დროს

და დღეს რატო აღარააქვთ მაგის იმედი ვერ მიიღეს ეგ მასალა დიდ რაოდენობებში?

Edited by უცხო_პლანეტელი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...

ისა და ეგ ლიფტი იმენა დედამიწიდან იქნება?

კი დიდუბის ავტოსადგურიდან გავა დილის საათებში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

კი დიდუბის ავტოსადგურიდან გავა დილის საათებში.

აბა ორთაჭალიდანო? :read:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და დღეს რატო აღარააქვთ მაგის იმედი ვერ მიიღეს ეგ მასალა დიდ რაოდენობებში?

რთულია მაგის დამზადება

+ ცოცხალ ორგანიზმებს და უჯრედებს ეგრევე ანადგურებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 months later...

არ ვიცი, მიწერე ან დაურეკე, წესით კი უნდა შეიძლებოდეს.

 

 

ვერ დაგეთახნმები, ანუ აუცილებელია გამოითვალოს სავარაუდო თეორიული ძალები რას შეიძლება მოქმედებდეს და ა.შ.

რადგან ეგ არის საინჟირნო მოდელი, ანუ საჭიროა ბევრი რამის წინასწარ გათვლები და ა.შ.

მოკლედ მაგ ჟურნალში სტატიის განტავსებაზე ფულს ითხოვენ :D ერთ გვერდზე 15 ლარს :D რამე უფასო ჟურნალი არაა სადმე? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...