arcivi9 Posted November 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 26, 2009 (edited) კოსმოსური ლიფტი კოსმოსური ნაგვის წინააღმდეგ კოსმოსური ნაგავი ესაა დედამიწის მახლობელ ორბიტაზე ყველა იმ ხელოვნური ობიექტების ერთობლიობა რომლებიც უკვე აღარ გამოიყენება ადამიანის მიერ. ესენი არიან ვადაგასული თანამგზავრები, რაკეტა-მატარებლების ზედა საფეხურები რომლებიც ორბიტაზე რჩებიან, მყარსაწვავიანი რაკეტების საწვავის დაწვისგან დარჩენილი წვრილი ნაწილაკები, სხვადასხვა თანამგზავრების დაჯახებების შედეგად წარმოშობილი უამრავი წვრილი ნამსხვრევები რომლებიც განსაკუთრებით საშიშნი არიან რადგან მათი აღმოჩენა და თვალის დევნება გაცილებით ძნელია ვიდრე მსხვილი ობიექტებისა. 1957 წელს კოსმოსური ერის დაწყებიდან დიდი რაოდენობით სხვადასხვა დანიშნულების თანამგზავრი იქნა გაყვანილი დედამიწის ირგვლივ ორბიტაზე და მათი სულ უფროდაუფრო მზარდი რაოდენობა (შე)ქმნის დიდ პრობლემას. ზოგიერთი შეფასების თანახმად კოსმოსური ნაგავი უახლოეს ხანებში თანამგზავრების თვით ორბიტაზე გატანას შეუშლის ხელს. როგორც ცნობილია კოსმოსურ რბოლაში სულ უფრო და უფრო მეტი ქვეყნები ებმებიან და სწორედ ამიტომ კოსმოსური ობიექტების (როგორც კოსმოსური ნაგვის, ასევე მოქმედი თანამგზავრების) რიცხვი სწრაფად იზრდება. ყველაზე უსიამოვნოა ზემოთ აღნიშნული მოვლენა როდესაც თანამგზავრები ერთმანეთთან დაჯახების შედეგად წარმოქმნიან უამრავ წვრილ ნამსხვრევს (“კესლერის სინდრომი”). ერთ-ერთი ასეთი მსხვილი შეჯახება მოხდა 2009 წლის 10 თებერვალს როდესაც უკვე აღარ მოქმედი თანამგზავრი Kosmos-2251 შეეჯახა მოქმედ Iridium 33თანამგზავრს ჩრდილოეთ ციმბირის თავზე 42 120 კმ/სთ სიჩქარით. ამ დაჯახებამ გაანადგურა ორივე თანამგზავრი და წარმოშვა კოსმოსური ნაგვის კიდევ ერთი გროვა რომელის შემადგენელ ნაწილთა ზუსტი რაოდენობა ჯერ არაა ცნობილი (არანაკლებ ათასია იმ ნამსხვრევების რიცხვი რომელთა ზომა 10 სანტიმეტრს აღემატება). ასეთი წვრილი და დიდი რაოდენობით ნამსხვრევების თვალყურის დევნებაც გაცილებით ძნელია და მათი მოცილებაც. თუკი ასე გაგრძელდება, რამდენიმე ათეულის წლის შემდეგ დედამიწის ირგვლივ წარმოიშვება მტვრის და წვრილი ნამსხვრევების მთელი რგოლი. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მრავალი იდეა იქნა შემოთავაზებული, მაგალითად: კოსმოსური ნაგვის “შეწოვა” ატმოსფეროში; ლაზერების გამოყენება წვრილი ნამსხვრევების ასაორთქლებლად ან მათი გადაადგილება ისეთ ორბიტაზე საიდანაც ისინი მალე შევლენ ატმოსფეროში; უზარმაზარი აეროზოლური გელების გამოყენება რომ მათ შთანთქან კოსმოსური ნაგვის წარმომადგენლები და ძირს დაუშვან ისინი. მე ვფიქრობ რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად არსებობს კიდევ ერთი გზა რისთვისაც ჩვენ კოსმოსური ლიფტის გამოყენება დაგვჭირდება. საერთოდ რა პრინციპული გზების გამოყენებით შეიძლება კოსმოსური ნაგავი იქნეს მოცილებული? ჩვენ შეგვიძლია ან მათი სიჩქარის შემცირება ან მათი ორბიტების შეცვლა ისე რომ ისინი შევიდნენ ატმოსფეროში სპირალური ტრაექტორიით და დაიწვან. პირველი გზა-თანამგზავრების სიჩქარეთა შემცირება (სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ-მათი კინეტიკური ენერგიის შემცირება) პირველი კოსმოსური სიჩქარის ქვემოთ და ამგვარად მათი იძულება რომ შევიდნენ ატმოსფეროში და დაიწვან საკმაოდ პერსპექტიული ჩანს. პრაქტიკაში ეს შეიძლება მიღწეულ იქნეს თანამგზავრების მოძრაობის ტრაექტორიაზე რაიმე ფიზიკური დაბრკოლების შექმნის მეშვეობით. რა არის კოსმოსური ლიფტი რომლის მეშვეობით ჩვენ ვგეგმავთ კოსმოსური ნაგვის მოცილებას? ეს იქნება მეტად მაღალი და შვეული სტრუქტურა რომლის ცენტრალური ნაწილი უნდა იყოს განსაკუთრებით მტკიცე და მოქნილი მასალისგან დამზადებული წვრილი ბაგირი რომლის ერთი ბოლო მიმაგრებული იქნება დედამიწაზე ეკვატორზე არსებულ საბაზისო სადგურზე, ხოლო მეორე კოსმოსში რამდენიმე ათეული ათასი კილომეტრ სიმაღლეზე არსებულ საპირწონეზე. ცენტრიდანული ძალის გამო მთელი ეს სტრუქტურა იქნება დაჭიმულ მდგომარეობაში მაგრამ მისი ბაგირი ბუნებრივია რომ გაივლის მთელ ამ სივრცეს-დედამიწის ზედაპირიდან რამდენიმე ათეულ ათას კილომეტრ სიმაღლეზე და იგი ცხადია გადაკვეთს დედამიწის ირგვლივ მოძრავ თანამგზავრთა ორბიტებს სადაც რამდენიმე ასეულ კილომეტრ სიმაღლეზე ხელოვნური ობიექტების რაოდენობა განსაკუთრებით დიდია და მათი კოსმოსური ლიფტის ბაგირთან შეჯახების საფრთხეც ყველაზე მაღალია. ამის გამო კოსმოსური ნაგავი ყველაზე დიდ პრობლემას შეუქმნის სწორედ კოსმოსურ ლიფტს და შესაბამისად ბუნებრივია ზუსტად კოსმოსური ლიფტის გამოყენება მისი უპირველესი მტრის-კოსმოსური ნაგვის წინააღმდეგ ბრძოლაში. http://img691.imageshack.us/img691/4352/spacedebrissmall.jpgკოსმოსური ნაგვის სივრცული განაწილება სიმაღლის მიხედვით ევროპის კოსმოსური სააგენტოს მონაცემებითკერძოდ რა სახის ფიზიკური დაბრკოლება შეიძლება გამოყენებულ იქნეს კოსმოსური ნაგვის წინააღმდეგ ბრძოლაში? მე ეს წარმომიდგენია როგორც გიგანტური ზომის ლითონის თხელი ფურცლისგან დამზადებული ფირფიტები რომლებიც მიუმაგრდება კოსმოსური ლიფტის ბაგირზე მრბოლავ კაბინას (სწორედ ამ კაბინის მოვალეობა იქნება კოსმოსური ლიფტის ბაგირზე ზემოთ-ქვემოთ მოძრაობა და კოსმოსში ტვირთის გატანა). ვფიქრობ რომ ფირფიტების რაოდენობა ორს უნდა შეადგენდნენ (კაბინის ორ სხვადასხვა მხარეს) და ისინი უნდა იყვნენ განლაგებულნი იმ მიმართულებით რომ რაც შეიძლება მეტი უმოქმედო თანამგზავრი და კოსმოსური ნაგვის წარმომადგენლები დაეჯახონ მათ. რაკი საერთოდ თანამგზავრები სხვადასხვა მიმართულებით ტრიალებენ დედამიწის გარშემო და მათი ორბიტების დახრილობებიც სხვადასხვაა ეკვატორის მიმართ, ძნელი იქნებოდა ამ ფირფიტების იმგვარად განლაგება რომ მოცემულ სიმაღლეზე ყველა თანამგზავრი (უფრო სწორად კოსმოსური ნაგვის წარმომადგენელი და არა მოქმედი თანამგზავრი) დაჯახებოდა მათ. თუმცა რაკი თანამგზავრების უმრავლესობა დასავლეთიდან აღმოსავლეთით ბრუნავს, ფიქრობ რომ ეს ფირფიტები განლაგებულნი უნდა იყვნენ მერიდიანების გასწვრივ, ანუ ერთი მათგანი ჩრდილოეთისკენ, ხოლო მეორე სამხრეთისკენ რომ რაც შეიძლება მეტი თანამგზავრისათვის მათმა სიბრტყემ შეადგინოს მართი ან მასთან მიახლოებული კუთხე და რაც შეიძლება მეტი თანამგზავრი დაეჯახოს მათ. ქვემოთ სურათზე ნაჩვენებია ამ კონსტრუქციის სქემატური გამოსახულება: http://img695.imageshack.us/img695/1478/19392222.jpgაქ ბუნებრივად დაიბადება შეკითხვა: კოსმოსური ნაგვის რაოდენობა როგორც ვთქვით საკმაოდ დიდია და იგი ყოველწლიურად სწრაფი ტემპით იზრდება; ეს ნაგავი კოსმოსში განაწილებულია საკმაოდ დიდ მოცულობაზე და რამდენად ეფექტური იქნება ამ კონსტრუქცის მუშაობა ხსენებული პრობლემის მოსაგვარებლად? პასუხი ასეთია: ყოველი თანამგზავრი დედამიწის ირგვლივ მოძრაობისას კვეთს ეკვატორს ორჯერ ერთი სრული ბრუნის შემთხვევაში. როგორი დახრილობაც არ უნდა ჰქონდეს თანამგზავრის ორბიტას (45°, 75°, 82° და ა.შ.), როგორი ექსცენტრისიტეტიც არ უნდა ჰქონდეს მას (წრიული ორბიტაა თუ გაწელილი)-ყოველი თანამგზავრი კვეთს ეკვატორს, რათქმაუნდა თანამგზავრის ეკვატორთან გადაკვეთის წერტილი ყოველი ბრუნის შემთხვევაში სხვადასხვა იქნება (ანუ სხვადასხვა მერიდიანზე მოხდება ეს), მაგრამ ერთი რომელიმე ბრუნის შემთხვევაში თანამგზავრი ეკვატორს უეჭველად გადაკვეთს იქ სადაც კოსმოსური ლიფტი და მისი ლითონის ფირფიტები იქნება განლაგებული და დაეჯახება მათ, ამასთან თანამგზავრების ზოგადად სწრაფად მოძრაობის გამო ეს საკმაოდ ხშირად და მალე მოხდება. მე ვფიქრობ რომ ლითონის გიგანტური ფირფიტები უნდა დამზადდეს ისე რომ კოსმოსური ნაგვის წარმომადგენლები მათზე დაჯახებისას არ უნდა აირეკლონ მათგან. ჯერ ერთი იმიტომ რომ არეკვლის შემთხვევაში კოსმოსური ნაგვის ნებისმიერი წარმომადგენლის უზარმაზარი კინეტიკური ენერგია ცოტათი მაინც წაანაცვლებს კოსმოსური ლიფტის მთელს კონსტრუქციას და ეს არასასურველია; მეორეც, ძნელი წარმოსადგენია გამოიძებნოს ისეთი მასალა რომლისგან დამზადებული ფირფიტა ასეთ დაჯახებას (თანამგზავრების სიჩქარე დაახლოებით 8 კმ/წმ ტოლია და ეს მცირე სიდიდე არაა) უვნებელი გაუძლებდეს. აქედან გამომდინარე ვფიქრობ რომ კოსმოსური ნაგვის წარმომადგენელმა დაჯახებისას უნდა გახვრიტოს ეს ფირფიტა; ამ დაჯახების შედეგად მისი (თანამგზავრის) სიჩქარე შემცირდება რადგან თავისი კინეტიკური ენერგიის ნაწილს გადასცემს ფირფიტას და მთლიანად კოსმოსურ ლიფტს, ენერგიის ნაწილი კი დაიხარჯება ფირფიტების გაცხელებაზე. თანამგზავრის ნაწილები (დაჯახებისას თანამგზავრი საფიქრებელია რომ ნაწილებად დაიშლება) კი გახვრეტის შემდეგ გააგრძელებენ მოძრაობას დედამიწის ირგვლივ შედარებით ნაკლები სიჩქარით და გარკვეული ხნის შემდეგ სპირალური ტრაექტორიით შევლენ დედამიწის ატმოსფეროში და დაიწვებიან, ეს კი სწორედ ისაა რაც ჩვენ გვჭირდება. საკითხი იმის შესახებ თუ კერძოდ რამდენი ხნის შემდეგ შევა დაჯახებაგამოვლილი თანამგზავრი (უფრო სწორად მისი ნამსხვრევები უკვე) ატმოსფეროში, განისაზღვრება იმით თუ დაჯახების შემდეგ რამდენად შემცირდება თანამგზავრის სიჩქარე, რა სიმაღლეზე იმყოფებდა თანამგზავრი დაჯახებამდე და ა.შ. რამდენად დიდი იქნება განსხვავება თანამგზავრის და კოსმოსური ლიფტის ბაგირის სიჩქარეებს შორის? ანუ რა სიჩქარით დაეჯახება კოსმოსური ნაგავი ფირფიტებს? ძირითადში ეს დამოკიდებულია სიმაღლეზე ზღვის დონიდან და ნაწილობრივ ასევე თანამგზავრის ორბიტის ექსცენტრისიტეტზე. კარგადაა ცნობილი რომ პირველი და მეორე კოსმოსური სიჩქარეების მნიშვნელობები სიმაღლის ზრდასთან ერთად მცირდება მაშინ როცა კოსმოსური ლიფტის ბაგირის ყოველი წერტილის დედამიწის ირგვლივ წრიული მოძრაობის სიჩქარე იზრდება; თუმცაღა დედამიწიდან რამდენიმე ასეულ კილომეტრ სიმაღლეზე მათ შორის ეს განსხვავება საგრძნობია, ეს ნათლად ჩანს შემდეგი ცხრილიდან: http://img100.imageshack.us/img100/7011/cxrili.jpg*შენიშვნა: 35 786 კმ სიმაღლეზე პირველი კოსმოსური სიჩქარის მნიშვნელობა და კოსმოსური ლიფტის ბაგირის მოძრაობის სისწრაფე ერთმანეთს ემთხვევა-ეს გეოსტაციონარული ორბიტაა. **შენიშვნა: 46 650 კმ სიმაღლეზე მეორე კოსმოსური სიჩქარის და კოსმოსური ლიფტის ბაგირის მოძრაობის სისწრაფე ერთმანეთს ემთხვევა-ამ სიმაღლეზე მყოფ მგზავრს შეუძლია ნებისმიერი საგანი გაუშვას მთვარის ან სხვა პლანეტების მიმართულებით, საჭირო იქნება მხოლოდ ამ საგნის ხელებიდან გაშვება. როგორც ამ ცხრილიდან ჩანს განსხვავება პირველ კოსმოსურ სიჩქარესა და კოსმოსური ლიფტის ბაგირის მოძრაობის სისწრაფეს შორის საკმაოდ დიდია დედამიწის ზედაპირიდან რამდენიმე ასეულ კილომეტრ სიმაღლეზე,სწორედ ამ სიმაღლეებზეა კოსმოსური ნაგვის დიდი ნაწილი თავმოყრილი. შევნიშნავთ, რომ ჩვენ სულაც არ გვჭირდება კოსმოსური ნაგვის წარმომადგენლების სისწრაფის მნიშვნელოვნად შემცირება. მთავარია რომ დაჯახების შემდეგ მათი სისწრაფე მოცემულ სიმაღლეზე პირველი კოსმოსური სიჩქარის ქვემოთ შემცირდეს და ეს საკმარისი იქნება მათ შესასვლელად დედამიწის ატმოსფეროში სპირალური ორბიტით და მათ დასაწვავად.აქ შეკითხვა იბადება: გაუძლებს კი კოსმოსური ლიფტი მთელ ამ კონსტრუქციის წონას რომელიც უეჭველად არაერთ ტონას შეადგენს? საჭიროა პასუხი გაეცეს მეორე შეკითხვასაც-რამდენი დრო დასჭირდება კოსმოსური ნაგვის ნაწილის მაინც მოსაცილებლად ამ კონსტრუქციას? კოსმოსური ლიფტი უეჭველად ბევრ მიზანს მოემსახურება და ბევრი ტვირთის გატანა მოხდება მისი მეშვეობით კოსმოსში, შესაბამისად ეს კონსტრუქცია შეუქმნის დამატებით პრობლემებს კოსმოსურ ლიფტს, სად არის გონივრული გამოსავალი? მე ვფიქრობ ასე: კოსმოსური ნაგვის რაოდენობა ყოველწლიურად საგანგაშო ტემპით მატულობს და ძალიან მალე უბრალოდ სასიცოცხლოდ აუცილებელი იქნება მათ წინააღმდეგ სრულიად გადამწყვეტი ზომების მიღება რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს კაცობრიობას; ამიტომ დროებით მაინც აუცილებელია კოსმოსური ლიფტის გამოყენება მისივე უპირველესი მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში, რის შემდეგად მას მუშაობისას საფრთხე აღარ დაემუქრება. ამას გარდა, რაკი თანამგზავრები დედამიწის ირგვლივ საერთოდ სწრაფად მოძრაობენ მათგან ორბიტის გასუფთავება არ წაიღებს დიდ დროს. მუშაობის დამთავრების შემდეგ როდესაც ლითონის ფირფიტები თითქმის მთლიანად დაცხრილულნი იქნებიან, კოსმოსური ლიფტის ბაგირზე მოძრავი კაბინა მათ უბრალოდ მოიცილებს თავიდან და ისინი დედამიწაზე გარკვეულ ადგილზე ჩამოცვივდებიან. შესაძლებელია სხვანაირი ვარიანტიც: სამუშაოს დამთავრების შემდეგ კაბინა ძირს დაეშვება და დაცხრილულ ფირფიტებს დედამიწაზე უკან ჩამოიტანს. რაც შეეხება მოქმედი ფირფიტების საერთოდ წონას, ისინი რათქმაუნდა არ უნდა იყოს იმაზე მეტი ვიდრე კაბინას ტვირთის ატანა შეეძლება კოსმოსში. კოსმოსური ლიფტის ტვირთამწეობა ჯერ ცხადია ზუსტად არაა ცნობილი მაგრამ ის სავარაუდოდ არ გადააჭარბებს ას ტონას, სწორედ ამ ფარგლებში უნდა ჩაეტიოს ფირფიტების საერთო წონაც. თუმცა დედამიწის მახლობელი ორბიტა მარტო კოსმოსური ნაგვით როდია სავსე, აქ არის და იქნება მოქმედი თანამგზავრებიც ცხადია რომლებიც ცხადია არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაეჯახონ ლითონის გაშლილ ფირფიტებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოქმედი თანამგზავრებიც განადგურდებიან რაც სრულიად დაუშვებელია. ამ მდგომარეობიდან გამოსავალი შემდეგი უნდა იყოს: დედამიწაზე უკვე არსებობს რამდენიმე სპეციალური სარადარო სადგური რომლებიც ზუსტად აღრიცხავენ კოსმოსური ნაგავს, მათ ზომებს და მათ ორბიტებს, საამისოდ უკვე შედგენილია ზუსტი სიები. შესაბამისად თუკი დედამიწის მახლობელი სივრცის კოსმოსური ნაგვის გაწმენდისას აღმოჩნდება რომ ფირფიტებს უახლოვდება რომელიმე აქტიური თანამგზავრი მაშინ კოსმოსური ლიფტის კაბინა ამ ფირფიტებითურთ ზემოთ ან ქვემოთ დაეშვება რომ არასასურველი შეჯახება აიცილოს თავიდან. რაკი საერთოდ თანამგზავრების ზომები რამდენიმე მეტრს არ აღემატება (გამონაკლისია საერთაშორისო კოსმოსური სადგური) ასეთი მანევრი შედარებით იოლი შესასრულებელი იქნება მიუხედავად თანამგზავრების მოძრაობის დიდი სისწრაფისა. ლითონის ფირფიტების ზომები, უფრო სწორად მათი ფართობი საკმაოდ დიდი უნდა იყოს (თუმცა არა იმდენად დიდი და მძიმე რომ კაბინამ ის უბრალოდ მაღლა ვერ აიტანოს) რომ კოსმოსში საკმაოდ არეალი მოიცვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ფირფიტების მოქმედება არაეფექტური იქნება რადგან დიდი დრო დასჭირდება პატარა ზომის ფირფიტებით ბევრი უსარგებლო თანამგზავრის მოცილებას. როგორც მე წარმომიდგენია კოსმოსური ლიფტის კაბინა ასვლისას გაშლის ფირფიტებს და საჭირო სიმაღლეზე ან გაჩერდება და დაელოდება კოსმოსური ნაგვის მოახლოებას ან იგი იმოძრავებს ბაგირის გასწვრივ აღმა-დაღმა იმისდამიხედვით თუ სადაა კოსმოსური ნაგვის ყველაზე დიდი რაოდენობა თავმოყრილი რომ უპირველეს ყოვლისა მათგან გაასუფთავოს დედამიწის მახლობელი სივრცე. კოსმოსური ნაგვის ზოგი წარმომადგენელი საკმაოდ დახრილი ორბიტით მოძრაობს დედამიწის გარშემო (პოლარულით მაგალითად) და შესაძლოა ფირფიტებს შეჯახების დროს შეეჯახოს არა 90° გრადუსით (ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა თუკი ფირფიტები როგორც ვთქვით ზუსტად დედამიწის მერიდიანების გასწვრივ იქნებოდნენ განლაგებულნი, ხოლო თანამგზავრი ზუსტად დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ იმოძრავებდა), არამედ ნაკლებით და ეს ვფიქრობ რომ არასასურველია რადგან ამ შემთხვევაში გვერდიდან გამჭოლმა დაჯახებამ შეიძლება უფრო დიდ მანძილზე გახვრიტოს ფირფიტები და ნადრევად გამოიყვანოს ისინი მწყობრიდან, ყოველ შემთხვევაში შესაძლოა რომ სხვა დაჯახებებისათვის ფირფიტებმა აღარ ივარგონ. ასეთ შემთხვევაში თუკი ცნობილი გახდება რომ კოსმოსურ ლიფტს და მასზე მოძრავ კაბინაზე დამაგრებულ ფირფიტებს უახლოვდება კოსმოსური ნაგვის ისეთი წარმომადგენელი რომელიც ეკვატორისადმი საკმაოდ დახრილი ორბიტით მოძრაობს (80° მაგალითად) მაშინ კაბინამ უნდა შეატრიალოს ფირფიტები ისე რომ მოახლოებული ობიექტი ფირფიტებს ისევ დაახლოებით 90°-ით დაეჯახოს.შემდეგი, და კაცმა რომ თქვა ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი საკითხი: ვართ კი დარწმუნებული იმაში რომ (აწ უკვე უსარგებლო) თანამგზავრის ფირფიტებთან დაჯახების შემდეგ თანამგზავრის (და ფირფიტების) ნამსხვრევების სიჩქარე პირველ კოსმოსურ სიჩქარეზე ნაკლები იქნება? ეს გადამწყვეტია იმიტომ რომ თუკი ასე არ მოხდება მაშინ თანამგზავრის ნამსხვრევები ჯერ ერთი ორბიტაზე დარჩება და თან თანამგზავრი წვრილ ნამსხვრევებად იქცევა, ეს როგორც დასაწყისში ვთქვით ყველაზე უარესია; ასე რომ თუკი ეს პირობა არ შესრულდება მაშინ მთელი ეს წამოწყება არა მარტო უსარგებლო, არამედ მავნებელიც იქნება. ამიტომ ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებული უნდა ვიყოთ იმაში რომ თანამგზავრის ფირფიტებთან დაჯახების შედეგად წარმოშობილი ნამსხვრევების (თუნდაც მათი ნაწილის და არა ყველასი) სიჩქარე აუცილებლად ნაკლები იქნება ვიდრე შეჯახებამდე. უნდა ვიფიქროთ რომ ეს არსებითად გარანტირებული გვექნება რადგან აშკარაა რომ დიდი სიჩქარით მოძრავი საგანი (თანამგზავრზეა ლაპარაკი) თითქმის უძრავ საგანთან დაჯახების დროს თავის კინეტიკურ ენერგიას ნაწილობრივ მას გადასცემს და ნაწილს დახარჯავს ფირფიტის გასახვრეტად და შესაბამისად მას სიჩქარე შეუმცირდება რაც სწორედ ჩვენს მიზანს შეადგენს. რაც შეეხება დაჯახების შედეგად წარმოშობილ თავად ფირფიტების ნამსხვრევებს, მათი სიჩქარე სავარაუდოდ გაიზრდება მაგრამ რაკი დედამიწის ახლოს სივრცეში კოსმოსური ლიფტის ბაგირის წრიული მოძრაობის სისწრაფე პირველ კოსმოსურ სიჩქარეზე მკვეთრად ნაკლებია (იხ. ზემოთ მოყვანილი ცხრილი), მათი სიჩქარე მაინც აშკარად არასაკმარისი იქნება ორბიტაზე დასარჩენად, ეს კი გამოიწვევს მათ სწრაფ შესვლას ატმოსფეროში და ჩამოვარდნას/დაწვას.მთელს ამ წამოწყებას ორმაგი სარგებელი ექნება, პირველი რათქმაუნდა დედამიწის მახლობელი სივრცის გაწმენდა ნაგვისგან, მეორეც-ფული დაეზოგებათ კოსმოსში სასარგებლო ტვირთის გამშვებ კომპანიებს რომელთაც კოსმოსურ გაფრენაში ნაკლები თანხის გადახდა მოუწევთ თანამგზავრის დაზღვევისათვის რაკი საფრთხე ნაკლები იქნება და თანამგზავრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მეტი იქნება.რა სახის მასალა შეიძლება იქნეს გამოყენებული ფირფიტების დასამზადებლად? აუცილებლად ლითონი? ან იქნებ პლასტმასები? აქ ალბათ ჯერ ნაადრევია ამაზე საუბარი რადგან ეს წმინდა ტექნიკური საკითხია, მაგრამ ზოგიერთი მოსაზრება მაინც შეიძლება გამოითქვას. მთავარი მოთხოვნა არის ის რომ მასალა ფირფიტების დასამზადებლად არ უნდა იყოს იმდენად მტკიცე რომ თანამგზავრთან დაჯახების შედეგად არ გაჩნდეს მასში ნახვრეტი. ამავე დროს იგი არ უნდა იყოს ისეთი მყიფე რომ დაჯახების შემდეგად მთლიანად დაიმსხვრეს შუშასავით. საბოლოო ჯამში უნდა შეირჩეს ისეთი არადრეკადი (დრეკადობა არაფერში გვარგია რადგან ასეთ შემთხვევაში დაჯახებამ შესაძლოა კოსმოსური ლიფტის ბაგირის ხანგრძლივი რხევა გამოიწვიოს), ნაწილობრივ მყიფე და პლასტიკური მასალა რომლის დაჯახების შედეგად ფირფიტებში გაჩნდება ნახვრეტი და მის გარშემო ფირფიტების მასალის ნაწილი დამსხვრევა და მიმოიბნევა დედამიწის მახლობელ სივრცეში. ფირფიტები უეჭველად თხელი უნდა იყოს, ჯერ ერთი იმიტომ რომ სქელი ფირფიტები მძიმე იქნება და თან სქელში შესაძლოა კოსმოსურმა ნაგავმა საერთოდ ვერ გაატანოს, ჩვენი მიზანი კი ისაა რომ ნაგავმა მასში გაიაროს; გარდა ამისა-როგორც ვთქვით მთელი ამ წამოწყების ეფექტურობის მიზნით სასურველია ამ ფირფიტების ფართობი საკმაოდ დიდი იყოს რომ ერთ ჯერზე რაც შეიძლება მეტი ნაგავი იქნეს მოცილებული დედამიწის მახლობელი ორბიტიდან. ხოლო კოსმოსური ნაგვის წარმომადგენლებიდან სასურველია რომ უპირველეს ყოვლისა წვრილი ნაგავი იქნეს უვნებელყოფილი.შემდეგი შეკითხვა რომელზეც პასუხი უნდა გაეცეს: როგორ და სად უნდა გაიშალოს ეს ფირფიტები კოსმოსში გატანისას? მე ვფიქრობ რომ თავდაპირველად ისინი დაკეცილ მდგომარეობაში უნდა იყვნენ, ხოლო კოსმოსური ლიფტის კაბინის მაღლა ასვლის დაწყებისას ისინი ნელნელა უნდა გაიშალოს. ყოველგვარი შეფერხებების გამოსარიცხად ვფიქრობ რომ სასურველია ფირფიტები გაიშალოს 100 კილომეტრზე მაღლა რომელიც უკვე კოსმოსის ზღვრად ითვლება და 150 კილომეტრზე დაბლა სადაც უკვე თანამგზავრების სარტყელი იწყება. ეს უნდა გაკეთდეს ორი მიზეზის გამო: თუკი ასვლის დროს ფირფიტები გაიშლება ამ პროცესმა შეიძლება ოდნავ მაინც დააბრკოლოს ასვლა ჰაერთან ხახუნის გამო და თუნდაც ოდნავ მაინც გამოიწვიოს ფირფიტების არასასურველი დეფორმაცია, აქ სხვათაშორის გასათვალისწინებელია აგრეთვე დიდ სიმაღლეებზე არსებული ძლიერი ქარები; მეორეც-ფირფიტების გაშლა უნდა დასრულდეს 150 კილომეტრზე დაბლა რადგან ამაზე მაღლა თანამგზავრების სარტყელი იწყება და მათთან (ან იგივე კოსმოსურ ნაგავთან რომლის ბოლომდე თვალყურის დევნა შეუძლებელია) ნაადრევმა დაჯახებამ შეიძლება ფირფიტები მთლიანად გაანადგუროს, რაც მეტად არასასურველია-თანამგზავრები უნდა დაეჯახონ მხოლოდ გაშლილ ფირფიტებს. მაშ, ფირფიტების გასაშლელი სივრცე სიმაღლით კვეთაში დაახლოებით 50 კილომეტრი იქნება. შესაძლებელია რათქმაუნდა საწინააღმდეგო ვარიანტიც-თუკი აღმოჩნდება რომ ტექნიკური მიზეზების გამო უფრო იოლია დიდი ზომის ფირფიტების დამზადება და არა მათი შემდგომი გაშლა, მაშინ რათქმაუნდა ფირფიტები პირდაპირ გაშლილ მდგომარეობაში უნდა გაიტანონ კოსმოსში.რაც შეეხება დაჯახების შედეგად წარმოშობილი ნამსხვრევების დედამიწაზე ჩამოვარდნილ ადგილს, აქ რაიმე გარკვეული პასუხი არ არსებობს. თავად კოსმოსური ლიფტი ცხადია ერთიდაიგივე ადგილზე იქნება დედამიწის რომელიმე წერტილის მიმართ მაგრამ ჯერ ერთი თავად ფირფიტების ნამსხვრევების (ვარდნის) სისწრაფე და მეორეს მხრივ დაჯახებული თანამგზავრების ნამსხვრევების (ვარდნის) სისწრაფე ერთმანეთისგან განსხვავებული იქნება (მათი საწყის სიჩქარეთა მკვეთრი განსხვავების გამო) და ცხადია რომ მათი დედამიწაზე ჩამოვარდნის ადგილებიც მკვეთრად განსხვავებული იქნებიან. ამასთან, ბევრი რამე დამოკიდებულია აგრეთვე იმაზეც თუ კერძოდ რა სიმაღლეზე მოხდება დაჯახება აწ უკვე აღარ მოქმედ თანამგზავრსა და ფირფიტებს შორის-რაც მაღლა მოხდება ეს მით უფრო გრძელი სპირალური ტრაექტორიით დაეცემიან ნამსხვრევები დედამიწაზე და მით უფრო გაძნელდება მათი ზუსტად ჩამოვარდნის ადგილის წინასწარ დადგენა, თუმცა სახიფათო ამაში ვფიქრობ არაფერია რადგან ფირფიტების ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილის წინასწარ განსაზღვრა შედარებით ადვილად შეიძლება (მათი შედარებით მცირე სიჩქარის გამო), ხოლო რაც შეეხება თვითონ თანამგზავრების ნამსხვრევებს, ისინი უფრო დიდი სიჩქარის გამო დაიწვებიან ატმოსფეროში და საფრთხეს არ შეუქმიან დედამიწის მოსახლეობას და ინფრასტრუქტურას. აქ გასათვალისწინებელია ისიც რომ შედარებით ნაკლებად დახრილი სპირალური ტრაექტორიით მოძრაობისას თანამგზავრების ნამსხვრევები უფრო დიდხანს დაჰყოფენ ატმოსფეროს მაღალ, გაიშვიათებულ ფენებში, ხახუნის დროს გამოყოფილი სითბო უფრო მეტი იქნება და მათი დაწვაც შესაბამისად უფრო გარანტირებული იქნება.ჩვენს თემას ჯერ კიდევ ბევრი დაუმთავრებელი ასპექტი აქვს; მაგალითად უნდა ვიზრუნოთ იმაზე რომ თანამგზავრების ფირფიტებთან დაჯახების შედეგად წარმოშობილმა სითბომ მომენტალურად არ გაადნოს ფირფიტა და მისი დეფორმაცია არ გამოიწვიოს, შესაბამისად იმ მასალის დნობის ტემპერატურა რომლისგანაც ფირფიტები მზადდება საკმაოდ მაღალი უნდა იყოს. ასევე სასურველია თუკი ეს მასალა დაჯახების შედეგად წარმოშობილ სითბოს რაც შეიძლება სწრაფად გამოასხივებს გარემოში და ჩვეულ ტემპერატურამდე გაცივდება. ამ და სხვა მსგავს საკითხებს ჩვენ გადასაწყვეტად მომავალს ვუტოვებთ.კოსმოსური ნაგვის მოსაშორებლად ჩვენს მიერ აღწერილი ამ მეთოდის უპირატესობა არის ის რომ მის ასამოქმედებლად საჭირო არაა დიდი რაოდენობით დამატებითი ხარჯების გაღება, ყველაფრის თავი და თავი არის ის რომ კოსმოსური ლიფტი უნდა აშენდეს სხვა მიზნებისათვის (კერძოდ იმისათვის რომ კოსმოსში ტვირთის გატანა მკვეთრად გაიაფდეს) და ეს ხარჯები გაღებულ იქნება, ხოლო როცა კოსმოსური ლიფტი აშენდება ჩვენ მას უპირველეს ყოვლისა გამოვიყენებთ კოსმოსური ნაგვის წინააღმდეგ ბრძოლისათვის რის შემდეგაც კოსმოსში ტვირთის გატანისათვის დაბრკოლება აღარ იქნება. მაშასადამე კოსმოსური ნაგვის წინააღმდეგ ბრძოლა კოსმოსური ლიფტის დამატებითი (მაგრამ აუცილებელი) საქმეა და არა უპირველესი, ასე რომ არ ყოფილიყო მხოლოდ კოსმოსური ნაგვის წინააღმდეგ ბრძოლისათვის კოსმოსურ ლიფტს არავინ ააგებდა და ამოდენა ხარჯებს (საუბარი მილიარდებზეა) არც არავინ გაიღებდა. ხოლო კაბინაზე ფირფიტების დამაგრება და ამ გზით კოსმოსური ნაგვის მოცილება არ მოითხოვს გრანდიოზულ დანახარჯებს.პრაქტიკაში ჩვენს მიერ აღწერილი ამ მეთოდის და ყველა სხვა მეთოდის ერთად გამოყენება მისცემს კაცობრიობას იმის საშუალებას რომ დედამიწის მახლობელი სივრცე გასუფთავდეს კოსმოსური ნაგვისგან და კოსმოსური ფრენა უხიფათო გახდეს. ასე იმუშავებს კოსმოსური ლიფტი კოსმოსური ნაგვის მოსაცილებლად http://img695.imageshack.us/img695/3672/animacia.gif ფორუმ.გე-ზე არავინ გამოეხმაურა ამ საკითხს და იქნებ აქ მაინც დაინტერესედე ვინმე Edited November 26, 2009 by arcivi9 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted November 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 26, 2009 arcivi9 დედამიწის ირგვლივ ორბიტაზე და მათი სულ უფროდაუფრო მზარდი რაოდენობა (შე)ქმნის დიდ პრობლემას. ზოგიერთი შეფასების თანახმად კოსმოსური ნაგავი უახლოეს ხანებში თანამგზავრების თვით ორბიტაზე გატანას შეუშლის ხელს.ამ დონემდეა პრობლემა?მეგონა ამ ეტაპზე მაინც ეს ტრაგედიას არ წარმოადგენდა.რამდენიმე ათეულის წლის შემდეგნუ ადამიანი ყველაფრის მტერია რა მდაა ძალიან საინტერესოა ..... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
arcivi9 Posted November 27, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 27, 2009 lasha_alo ამ დონემდეა პრობლემა?მეგონა ამ ეტაპზე მაინც ეს ტრაგედიას არ წარმოადგენდა.მთლად ტრაგედია არაა ჯერ მაგრამ მალე იქნება, ჰოდა თავი უნდა დავიზღვიოთ მდაა ძალიან საინტერესოა .....სხვების აზრიც მაინტერესებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted November 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2009 arcivi9 ეს შენი სტატია? აქ ძალიან მნიშვნელოვა საკითხები არა განხილული, კერჯოდ ბაგირი(რა სიმტკიცის უნდა იყოს,ქარის მიერ გამოქვეული რხევები და ა.შ.) და ზემოთა წერტილი, ანუ რაღაცაზე ხომ უნდა დამაგრდეს რომელიც მეტ ნაკლებად პარალელურად იმოძრავებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
arcivi9 Posted December 1, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 1, 2009 ჭანო ეს შენი სტატია?კი აქ ძალიან მნიშვნელოვა საკითხები არა განხილული, კერჯოდ ბაგირი(რა სიმტკიცის უნდა იყოს,ქარის მიერ გამოქვეული რხევები და ა.შ.) და ზემოთა წერტილი, ანუ რაღაცაზე ხომ უნდა დამაგრდეს რომელიც მეტ ნაკლებად პარალელურად იმოძრავებსეგ საკითხი არ ეხება ჩემს თემას, ეგ უშუალოდ კოსმოსურ ლიფტს ეხება და იმათ ვინც მას ააგებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted December 1, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 1, 2009 ეგ საკითხი არ ეხება ჩემს თემას, ეგ უშუალოდ კოსმოსურ ლიფტს ეხება 001.gif და იმათ ვინც მას ააგებს 001.gifარასწორი სტრატეგია(იმჰო) , ანუ შენ ისეთ რამეზე მუშაობ რომლის განხორციელებაც მასალათა არ არსებობის გამო სეიძლება არ გამოვიდეს. როგორც აქ გვასწავლია, გამოგონება მაშინა კარგი, თუ ის განხორციელებადია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
arcivi9 Posted December 2, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 2, 2009 არასწორი სტრატეგია(იმჰო) , ანუ შენ ისეთ რამეზე მუშაობ რომლის განხორციელებაც მასალათა არ არსებობის გამო სეიძლება არ გამოვიდეს. როგორც აქ გვასწავლია, გამოგონება მაშინა კარგი, თუ ის განხორციელებადია მასალა არსებობს-ესაა ნანომილებიუბრალოდ ჯერ 40 000 კმ სიგრძისა არ არსებობს............... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 14, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 14, 2009 (edited) პირველი ტურისტული კოსმოთვითმფრინავი "ვირჯინ გალაქტიკ" http://www.bbc.co.uk/russian/multimedia/20...gin_space.shtml Edited December 14, 2009 by newstudio Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
arcivi9 Posted December 15, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2009 პირველი ტურისტული კოსმოთვითმფრინავი "ვირჯინ გალაქტიკ"http://www.bbc.co.uk/russian/multimedia/20...gin_space.shtml საინტერესოა მაგრამ ამ თემას არ ეხება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 19, 2009 arcivi9 საინტერესოა მაგრამ ამ თემას არ ეხებახო, უბრალოდ არ ვიცოდი სად დამედო)) მოდერმა გადაიტანოს თუ საჭიროა პ.ს. კოსმოსური ლიფტები მაინც უტოპიად მეჩვენება უახლესი 50 წელი მაინც...ვცდები?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted December 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 19, 2009 პ.ს. კოსმოსური ლიფტები მაინც უტოპიად მეჩვენება უახლესი 50 წელი მაინც...ვცდები?!ლიფთის ვარგისიანობის, რა მოგახსენო, მაგრამ კოსმოსური "ჯართის" პრობლემა დღითიდღე იზრდება. arcivi9 ოკ, ნანომილები გასეგებია, მაგრამ ზემოთა წერტილი როგორ გინდა დაამაგრო?ასევე წინაღობა და რხევები რაც ბაგირზე იქნება გამოწვეული Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
arcivi9 Posted December 21, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 21, 2009 (edited) newstudio კოსმოსური ლიფტები მაინც უტოპიად მეჩვენება უახლესი 50 წელი მაინც...ვცდები?!ეგ ჯერ არავინ იცის ჭანო ზემოთა წერტილი როგორ გინდა დაამაგრო?საპირწონით ასევე წინაღობა და რხევები რაც ბაგირზე იქნება გამოწვეულიეგ უკვე კოსმოსური ლიფტის დამპროექტებლებს უნდა ჰკითხო Edited December 21, 2009 by arcivi9 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted December 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 21, 2009 საპირწონითკონკრეტულად როგორ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
arcivi9 Posted December 28, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 28, 2009 კონკრეტულად როგორ? დაახლოებით ისე როგორ კაცი გამოაბამს თოკს ქვას და მის გარემო ატრიალებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted December 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 28, 2009 დაახლოებით ისე როგორ კაცი გამოაბამს თოკს ქვას და მის გარემო ატრიალებს 001.gifშენი მიზანი რა არის,ისეთი პროექტის შექმნა რომელიც განხორციელებადი პარაქტიკულად თუ მხოლოდ თეორიულ დონეზე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.