Jump to content
Planeta.Ge

აღმოსავლეთ ევროპელებმა თავი უნდა დაანებონ პატარა ბავშვებივით მოქცევას


Recommended Posts

[”ინტერპრესნიუსი”]

აღმოსავლეთ ევროპამ ბავშვივით მოქცევას თავი უნდა დაანებოს,- ასეთი განცხადება გაკეთა ჩეხეთის ტელევიზიასთან ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის ჯიმ კარტერის მრჩეველმა ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში ზბიგნევ ბზეჟინსკიმ. ინტერვიუს ქართულ ვერსისას ვებპორტალი ”ფორინპრესი” აქვეყნებს.

 

- ”აღმოსავლეთ ევროპელებმა თავი უნდა დაანებონ პატარა ბავშვებივით მოქცევას, უნდა შეუდგნენ საკუთარი პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტას და შეწყვიტონ რუსეთის აგრესიაზე მუდმივი ჩივილი აშშ-სთან”, - აღნიშნა ბზეჟინსკიმ.

 

რუსეთის მიმართ აღმოსავლეთ ევროპაში გავრცელებულ შიშთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ შეშფოთების გარკვეული საფუძველი, ისეთი, როგორიც არის რუსების მცდელობა, აღადგინონ თავიანთი გავლენა ეკონომიკური ინსტრუმენტების საშუალებით, არსებობს, თუმცა აღმოსავლეთ ევროპელებს არ მართებთ სიტუაციის დრამატიზება.

 

მათ უნდა გააცნობიერონ, რომ ამ პრობლემასთან გამკლავება დიდწილად დამოუკიდებლად მოუწევთ. ზბიგნევ ბზეჟინკის აზრით, აშშ-ს პოლიტიკის ცენტრში ახლა არა ევროპა, არამედ წყნარი ოკეანის რეგიონია.

 

- ”მსოფლიოში სრულდება დასავლეთის დომინირება და არა იმიტომ, რომ დასავლეთი სასიცოცხლო ძალას კარგავს, არამედ იმიტომ, რომ მას აზია იძენს”, - მიაჩნია აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს.

 

 

 

 

აქაურ მეოცნეებეებ ეძღვნება ეს თემა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nikusha_marx

არ დაუწერია უკვე ბჟეჟინსკი დაბერდა და და####ვდაო???

არადა საქართველოში უმრავლესობას პოლიტიკა პოეზია გონია. აქაც ბევრია მასეთები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DATA TUTASXIA

არადა საქართველოში უმრავლესობას პოლიტიკა პოეზია გონია. აქაც ბევრია მასეთები.

აღარ მახსოვსრომელიღაც ფორუმზე წავიკითხე სადღაც მესამე რაიხის არქვებში აღმოჩენილი:

ქართველების პოლიტიკური გულურყვილობა, იდიოტიზმამდე დადის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DATA TUTASXIA

”აღმოსავლეთ ევროპელებმა თავი უნდა დაანებონ პატარა ბავშვებივით მოქცევას, უნდა შეუდგნენ საკუთარი პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტას და შეწყვიტონ რუსეთის აგრესიაზე მუდმივი ჩივილი აშშ-სთან”, - აღნიშნა ბზეჟინსკიმ.

არადა სწორი შენიშვნაა, თქვენი სახელმწიფოებია და მიხედეთო...რაშიც შეგვეძლება ჩვენც დაგეხმარებითო...

 

სუფთა სულხან საბას ერთ იგავს მაგონებს მისი ნათქვამი....ხ"ხელი გაანძრიე და გეშველებაო"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო

newstudio

უფთა სულხან საბას ერთ იგავს მაგონებს მისი ნათქვამი....ხ"ხელი გაანძრიე და გეშველებაო"

ჩვენთან ხელს კი ანძრევენ, მაგრამ მხოლოდ "მარჯვენას"

 

ნაწილობრივ ვეთანხმები ბჟეზინსკის, ბარტყებივით რომ პირს ვაბჩენთ მთელი აღმოსავლეთი ევროპა, ამოუვიდათ ყველას კისერში!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...