ძუკუ Posted November 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 25, 2009 ეროვნულ–დემოკრატიული პარტია" საარჩევნო კანონმდებლობაზე NDI-ს ფორმატში მომუშავე ჯგუფს ინიციატივით მიმართავს.ედპ-ის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციის ოფისში 9 თვის განმავლობაში ახალ საარჩევნო კოდექსზე მუშაობდა, მოუწოდებს, 26 ნოემბრამდე ყველა შეთანხმებული საკითხი ხელმოწერით დაადასტუროს.‘’საჭიროა NDI-ს ოფისში დაიდოს ყველა ის ძირითადი დოკუმენტი, რასთან დაკავშირებითაც მოხდა შეთანხმება და ყველა პარტიამ ხელმოწერით დაადასტუროს თავისი პოზიცია, რათა ხელისუფლებამ აიღოს პასუხისმგებლობა, რომ ეს შეთანხმებები პარლამენტში იქნება მიღებული და მას კანონის ძალა ექნება”, - განაცხადა ქარდავამ.ბოლო სხდომაზე შეთანხმებულ დებულებებს მხოლოდ ‘’ალიანსი საქართველოსთვის’’ არ დაეთანხმა, რის გამოც კენჭისყრა ჩავარდა.შეთავაზების პაკეტი, რომელიც ,,ნაციონალურმა მოძრაობამ’’ წარადგინა, ითვალისწინებდა თბილისის მერის არჩევნებზე 30%-იანი ბარიერის დაწესებას, საკრებულოში პარტიული სიისთ და მაჟორიტარული წესით დეპუტატების თანაბრად – 25/25-ზე არჩევას, ასევე, ცესკოს თავმჯდომარის სამი კანდიდატურის დასახელებას პრეზიდენტის მიერ, რომელთაგან ერთს ოპოზიცია აირჩევს, ცესკოს კომისიის მდივნებად ოპოზიციის წარმომადგენლების დანიშვნას, სპეცუბნების გაუქმებას და სხვას. ‘’ალიანსთან’’ კონსენსუსის მიუღწევლობის მთავარი მიზეზი ბაერიერი გახდა, რის გამოც, ფაქტობრივად, სხდომა ჩაიშალა. სამი პოლიტიკური სუბიექტისგან - ,,რესპუბლიკელებისგან’’, ‘’ახალი მემარჯვენეებისგან’’ და ‘’თავისუფალი დემოკრატებისგან’’ შემდგარი გაერთიანება 30%-ის ნაცვლად 50%-იან ბარიერს ითხოვს, რომელიც ბოლო შეხვედრაზე 45%-მდეც კი დასწია. ე.დ.პ-ს სხვა "ოპოზიციონერები"-ც შეუერთდნენ: ალსანიჩები, პადოშა, ჯონდი, მე თვითონ და კაკო ასათიანი. ამათ უსირცხვილობას საზღვარი აღარ აქვს, აღარ იციან ხელისუფლებას როგორ შეუძვნენ. იქნებ ვინმემ მითხრას რა დასთმო ხელისუფლებამ, რომლის დაფიქსირებას აპირებენ?30%-იანი საარჩევნო ბარიერი რჩება, ნაცების უმრავლესობა ყველა კომისიებში რჩება,ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების არავითარი შეზღუდვა არ იქნა მიღებული. მედიის განთავისუფლებაზე საუბარი არ არის, არც პოლიციის ჩამოშორებაზე არჩევნებიდან. ერთადერთი თარნიშვილს შეცვლიან თურმა, რა სხა თარხნიშვილის ვერ იშოვიან? ეს ე.წ. საპარლამენტო პოზიცია კი ყველაფერს აკეთებს რომ მართლა ლეღვის ფოთლებივით აეფაროს ნაცებს.ისინი უკვე ამბობენ, რა გინდათ უმრავლესობა თანახმაა და მხოლოდ ალიანსი აჩმახებსო.მოკლედ ტიპიურ პოლიტიკურ პროსტიტუციასთან გვაქვს საქმე. გააყვანინებენ ამ უბადრუკებს თითო კაცს საკრებულოში (ასლანიჩას შეიძლება სამს), მიიღებენ სახელმწიფო დაფინანსებას და თუ გავითვალისწინებთ, რომ ზემოთ ჩამოთვლი პარტიების უმრავლესობა სულ რამოდენიმე კაცისგან შედგება, იქნებიან მშვენივრად. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted November 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 25, 2009 ეროვნულ–დემოკრატიული პარტიაქართული პოლიტიკის სირცხვილი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 25, 2009 ძუკუ ეს ე.წ. საპარლამენტო პოზიცია კი ყველაფერს აკეთებს რომ მართლა ლეღვის ფოთლებივით აეფაროს ნაცებს.ისინი უკვე ამბობენ, რა გინდათ უმრავლესობა თანახმაა და მხოლოდ ალიანსი აჩმახებსო.საბედნიეროდ ევრო-ამერიკის წარმომადგენლები არ მოტყუებულან და როგორც ჩანს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი დემოკრატიული არჩევნების ჩატარება აიძულონ ხელისუფლებას! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
choxa Posted November 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 25, 2009 ე.დ.პ-ს სხვა "ოპოზიციონერები"-ც შეუერთდნენ: ალსანიჩები, პადოშა, ჯონდი, მე თვითონ და კაკო ასათიანი.ამათ უსირცხვილობას საზღვარი აღარ აქვს, აღარ იციან ხელისუფლებას როგორ შეუძვნენ. იქნებ ვინმემ მითხრას რა დასთმო ხელისუფლებამ, რომლის დაფიქსირებას აპირებენ?ამაზე ისევ ილო მედუქნის დილემა მახსენდება კ/ფ "ხარება და გოგია"-დან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted November 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 25, 2009 (edited) http://forum.ge/?f=29&showtopic=34041852ეჰ ბაჩუკი, ბაჩუკი..... მეგონა ედპს ისტორიამ გამოცდილება შეგძინა. უფრო მართებულია მეგონა კი არა, მინდოდა,რადგანაც ამ პარტიის ცენტრალურ ოფისში სტუდენტობის საუკეთესო წლები გავატარე და ბაჩუკის ბევრი დადებითი თვისება ვიცი.....სამწუხაროდ ხელისუფლების კისერზე ჩამოკიდებას ვერ ეშვებიან ...... Edited November 25, 2009 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
choxa Posted November 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 25, 2009 სამწუხაროდ ხელისუფლების კისერზე ჩამოკიდებას ვერ ეშვებიან ......კარგია კაი ცხოვრება "ძვირი" ჯდება უბრალოდ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted November 25, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 25, 2009 newstudio საბედნიეროდ ევრო-ამერიკის წარმომადგენლები არ მოტყუებულან და როგორც ჩანს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი დემოკრატიული არჩევნების ჩატარება აიძულონ ხელისუფლებას! მეც ძალიან მინდა რომ ასე გამოვიდეს, მაგრამ..... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted November 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 25, 2009 ძუკუ ეგ იქით იყოს და აი ნახავთ რამდენს მოუნდება გასამრჯელოს ფასად მერობა.ესენი ყველანი დასახრჩობები არიან მტკვარში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 25, 2009 ძუკუ მეც ძალიან მინდა რომ ასე გამოვიდეს, მაგრამ.....ნუ საზოგადოებამაც, ანუ ჩვენც თუ არ ვიაქტიურედ, არაფერი გამოვა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gagi 67 Posted November 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 26, 2009 (edited) http://forum.ge/?f=29&showtopic=34041852ეჰ ბაჩუკი, ბაჩუკი..... მეგონა ედპს ისტორიამ გამოცდილება შეგძინა. უფრო მართებულია მეგონა კი არა, მინდოდა,რადგანაც ამ პარტიის ცენტრალურ ოფისში სტუდენტობის საუკეთესო წლები გავატარე და ბაჩუკის ბევრი დადებითი თვისება ვიცი.....სამწუხაროდ ხელისუფლების კისერზე ჩამოკიდებას ვერ ეშვებიან ......ბაჩუკი ქარდავა და მისი გუნდი იცავს სახელმწიფოებრივ ინტერესებს და საერთოდ ,კონსენსუსი მიღწეულია მერის არჩევნებში.. ეცადოს ალასანია და გაიმარჯვოს... თუ მაინცადამაინც სახელისუფლებო პარტიის ულტიმატუმზე დაყოლიება უნდა, ამას კაპიტულაცია ეწოდება . თუ უნდა და შეუძლია ალასანიას ალიანს, დაიყოლიოს კაპიტულაციაზე მმართველი პარტია, მე წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ამას კონსენსუსის სახელით ნუ აკეთებს ალასანია, ამას შანტაჟით უსიტყვოდ დამორჩილება , ანუ ულტიმატუმი ქვია. ამ შანტაჟით ფორმირებულ ულტიმატუმს არაფერი აქვს საერთო კონსენსუსთან. ეროვნულ-დემოკრატები რა გეგონა არ ვიცი, მაგრამ მათ მართლა ეკუთვით დაიბრუნონ ისტორიული სამართლიანობით კუთვნილი ადგილი - სპირიდონ კედიას ეროვნულ-დემოკრატიული პარტია არ შექმნილა არც არჩევნებისათვის და არც რაიმე სახელის უზურპირება მოუხდენია. ეროვნულ-დემოკრატიულ პარტია ხან კოსმოპოლიტურ-პოპულისტური, ხან ანტიეროვნული გურულების (ჟორდანიასა და ედიკას) მიერ იყო დემაგოგიის ორომტრიალში ჩაკარგული, ხან საბჭოთა რეპრესია ანადგურებდა მას, ხან სპეცსამსახურებიტ ძლიერი ჯგუფი მართავდა მას ( ირინა, გიორგაძე) მაგრამ ის გადარჩა, რატომ? იმიტომ რომ ეროვნულ დემოკრატიას აქვს ისტორიულად ჩამოყალიბებული იდეოლოგია, პოლიტიკური გამოკვეთილი მიმართულება და ამ იდენტურობის ორმა ნიშანმა გადაარჩინა ის... ახლა კი დროა თავად საქართველომაც მიიღოს ის რაც მას ეკუთვნის - საპარლამენტო პარტია ეროვნულ-დემოკრატებისა. ალიანსი ეროვნული დემოკრატიული პარტიისაგან განსხვავებით, რომ წინასაარჩევნო კონგლომერატია ეს ყველამ იცის.. თუმც რაღაც მემარჯვენე-ცენტრისტული მიმდინარეობა აქვს ამ ელექტორატულ ალიანსს. უმრავლესობაში მემარჯვენე -ცენტრისტული კოალიციის მისვლა ძალიან საფთხილოა, რადგან ის დიდი შანსია რომ ვერ მოიპოვებს პოპულარობას ხალხში და თან მასში არიან საშიში პირები, რომელთაც საერთოდ არა აქვთ იმის შეგრძნება თუ სად გადის ზღვარი პოლიტიკური პარტიის,ან ჯგუფის,ან ალიანსისა და ხელშეუხებელ სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესებს შორის. სახელმწიფოებრივი აზროვნება ალიანსის ზოგიერთ ლიდერში საკმაოდ საშიშ დონემდეა დაქვეითებული. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რასაც რუსული საფრთხის გამანეიტრალებელი ფაქტორის საწყისი სტადიის ფორმირება ქვია, სჭირდება ძლიერი პოპულარული პოლიტიკური ძალა, ამ შემტხვევაში ქარიზმატული პიროვნებაც კი.. როდესაც შეიქმნება ეს უსაფრთხოების მყარი სისტემა რუსული აგრესიის შემაკავებელი სტაბილური საერთაშორისო ფაქტორების ჩათვლით, მაშინ ქარიზმის მოთხოვნილება უკან იწევს, მაშIნ საჭიროა პოლიტიკური სტაბილური მიმდინარეობისა და დიდი ტრადიციის მქონე პარტიები და არა წინასაარჩევნო კოალიციები.. ამ პერიოდისათვის ქართველმა ამომრჩეველმა მინიმუმის სახით მაინც უნდა შეინარჩუნოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია საპარლამეტო პოლიტიკური პარტიის სახით თუნდაც სამი-ოთხი მანდატის, უკეთეს შემთხვევაში 10-20 მანდატის სახით.. თავადაც უნდა გამოკვეთონ ელექტორატის მყარი ადგილი ეროვნულ-დემოკრატებმა- გინდაც მთავარი შტაბის რომელიმე ლოიალურ რაიონში გადატანით. რუსთაველის ოფისი საპარლამენტო ბატალიებისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის ფორპოსტად და არა შიდაპარტიულ ოფისად უნდა იქცეს. ოფისის მეპატრონე კვლავ ეროვნულ-დემოკრატები, მაგრამ ფუნქცია სხვა უნდა იყოს კანონპროექტებისა და პოლიტიკური გადაწყვეტილების პრეზენტაციის ადგილი... უნდა გაიზარდოს მისი რეკონსტრუქციით კონფერენც-დარბაზი და შეიქმნას წინასაპარლამენტო მუდმივი ლობის მსგავსი ინსტიტუტი...ალასანიამ კი უნდა იფიქროს ელექტორატთან ურთიერთობების გაფრთხილებაზე ძლიერი საინფორმაციო ცენტრის მქონე ჯგუფით, არჩევნებში ერთ კაცზე აწყობილი პოპულარობა საშიშია, თანაც მემარჯვენე ცენტრისტული მოიმდინარეობისას დემაგოგ შალიკოს ლეიბორისტულ-კომუნისტური ლოზინგების ფონზე.. ელექტორატის ძირითადი ნაწილი პოსტსაბჭოთაა, მათ კვლავ სჯერათ, რომ სახელმწიფო არის პრობლემების გადაწყვეტის საშუალება, და არა თავად პრობლემა.. არა და სახელმწიფობრიობა თავად უძვირესი "სიამოვნებაა ხალხიოსათვის" და თანაც სახელმწიფო თავად უდიდესი პრობლემაა, რომელიც მუდმივად მოითხოვს უამრავ სახსრებსა და სამუშაო საათებს. სწორედ რომ პოსტკომუნისტური იდეოლოგიის მქონე ელექტორატია აქტიური ახლა და თუ ალასანია გაიმარჯვებს, მერე კი მისი გუნდი კორპორატიული ინტერესების ლობისტად გადაიქცევა, მაშინ მათ შეიძლება დაკარგონ პოპულარობა და რუსი ან დემაგოგ შალიკო ნათელაშვილის, ან თავად დაგვიპყრობს რაიმე პიარტექნოლოგიებითა და პროვოკაციებით. ეს კი სწორედ ეს მაფიქრებს როცა ალასანიას პრეელექტორატულ კოალიციას ვუყურებ.. კიდეც ამჩნევთ, რომ მე თავად არ მაქვს პერსევერაციული (ამოჩემებითი) სინდრომი რომელიმე პოლიტიკური პირისადმი და მე მხოლოდ იმ ნაზ სიფრიფანა ნერგს ვუფრთხილდები, რომელიც ბებერი დიდი ხნის ხმელი წიფელის ცოცხლად დარჩენილ ფესვზედ ამოსულა და რომელსაც მკაცრი გამოცდა მოუწყო განგებამ - მას საქართველოს სახელმწიფობრიობა ჰქვია.... Edited November 26, 2009 by Gagi 67 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted November 26, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 26, 2009 Gagi 67 ბაჩუკი ქარდავა და მისი გუნდი იცავს სახელმწიფოებრივ ინტერესებს და საერთოდ ,კონსენსუსი მიღწეულია მერის არჩევნებში.. ეცადოს ალასანია და გაიმარჯვოს... ამხელა პოსტის გამოცხობას, იქნმებ კონკრეტული რამე დაგეწერათ საარჩევნო კოდექსზე, რომელსაც 6 თუ 7 პარტიის საერთო აზრად გვთავაზობს ხელისუფლება. ორ კითხვას დაგისვამთ:1. რატომ უნდა იყოს თბილისის მერი არჩეული 30%-თ, იმიტომ ხომ არა რომ ხელისუფლებას ასე აწყობს?2. რატომ უნდა ქონდეს ნაციონალურ მოძრაობას უმრავლესობა ყველა კომისიაში? სატელიტ პარტიებს არა ვთვლი.ასეთი კითხვები ბევრი შეიძლება დაისვას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gagi 67 Posted November 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 26, 2009 (edited) Gagi 67 ამხელა პოსტის გამოცხობას, იქნმებ კონკრეტული რამე დაგეწერათ საარჩევნო კოდექსზე, რომელსაც 6 თუ 7 პარტიის საერთო აზრად გვთავაზობს ხელისუფლება. ორ კითხვას დაგისვამთ:1. რატომ უნდა იყოს თბილისის მერი არჩეული 30%-თ, იმიტომ ხომ არა რომ ხელისუფლებას ასე აწყობს?2. რატომ უნდა ქონდეს ნაციონალურ მოძრაობას უმრავლესობა ყველა კომისიაში? სატელიტ პარტიებს არა ვთვლი.ასეთი კითხვები ბევრი შეიძლება დაისვას.მე საერთოდ უბრალოდ, ადგილობრივი მმართველობის ბარიერის გარეშე არჩევანს ვენდობი, მრავალ კანდიდატთაგან ვინც გავა ის გავა.. აქ საარჩევნოდ კოალიციების შექმნა მხოლოდ ანგრევს რეალურ პოლიტიკურ პარტიებს, მაგალითად ეროვნულ-დემოკრატებს, ის ხომ ისტორიულად დამკვიოდრებული პოლიტიკური პარტიაა?!საერთოდ ბარიერი არ ასახავს დემოკრატიულად არჩევნების შედეგებს- თავისუფალი , უბარიერო არჩევნების დროს ხალხი სხვადასხვა პარტიას აძლევს ხმას, ამ სხვადასხვა პარტიებიდან უმეტესი მოაგროვა რომელიმე პარტიამ, წინა კი კარგავს ხმებს.. ეს დინამიკა პარტიების პოლიტიკური განვითარების საშუალებას იძლევა, და არა ეს კუჭის აშლილობის გამო ხელს მოხელთებული გაზეთის ნაჭერივით , თუნდაც დიდი ნაჭრისა .. ამგვარი საარჩვენო კოალიციების შექმნით ხალხი კვლავ უბრუნდება ქარიზმასა და ბელადებს, რადგან პოლიტიკური პარტიების როლი აქ ნულამდეა დაყვანილი.. გესმით კი რაზე გესაუბრებით? თქვენი კითხვა ვიცი რომ ალასანიას მომხრის კითხვაა, მე კი არავის მომხრე არ ვარ ჯერჯერობით, რადგან ვერ ვხედავ პოლიტიკურ პარტიებს ტავისი პროგრამებითა და კადრით, პოლიტიკურ-ეკონომიკური პლატფორმებით.. ამას შვილო, ნამგალ-უროიანი შეგნების მქონე ვერ ჩასწვდება..ტოტალიტარისტიდან პლურალიზმს იმის მსგავსი გრანდიოზული ევოლიუციური ნაბიჯი სჭირდება, რასაც მოჰყვა ჰომო ერექტუსიდან ჰომო საპიენსის მიღებას . მარტო ადგოომა, ანუ ერრექტუსი არ კმარა, შვილო, რომ ასე აგდებით მელაპარაკო. კიდევ აგიხსნი ბარიერი მხოლოდ პოლიტიკოსების მანიპულირებისა და ურთიერთგარიგების ინსტუმენტია, ბარიერი არ ასახავს ამომრჩევლის მიერ არჩევანის სრულ სურათს.. მაგალითად მე ვარ ცენტრისტული მემარჯვენე (თქვენებური არა შვილო) და ოპოზიციურ პარტიებში გაიყო ხმები , მერე გამარჯვებისათვის დგება პარტიათაშორისი შეტანხმება და მერე მე- მემეარჯვენე ცენტრისტი ვიღებ კი სოციალისტს როგორც ჩემ არჩევანს? არა და თიუ ჩემი რჩეული პოლიტიკური პარტია წავა გარიგებაზე , მაშინ მე, როგორც ამომრჩეველი დავკარგავ მისდამი ნდობას.. ეგ ბარიერები ანადგურებენ პლურალიზმს და პოლიტიკური პარტიების განვიტარებას, რაც ერთნაირი პოლიტიკური შეხედულებების თანამოაზრეების მხარდამჭერი გაერთიანებებით ვითარდება მხოლოდ!ეხლა შენ ხომ გაიგე ჩემი შეხედულება .. ასე რომ არც 30 არც20 არც 10 % ... ადგილობრივი მმართველობისა და საკრებულოების უნდა იყოს ბარიერსგარეშე არჩევნები როგორიცაა ყველგან.. ეს ეხება მერიის არჩევნებს, ასევე ადგილობრივ არჩევნების სხვა სახეს. პრეზიდენტი სულ სხვაა- ის მოქალაქეთა ერთიანობის სიმბოლოა. მერიებისა და საკრებულოების მიმართ კი პოლიტიკურ პარტიათა მრავალფეროვნება აუცილებელია.. კოალიცია არა პარტია და ესეიგი ისიც მხოლოდ არჩევნებისათვის, ესეიგი თანამდებობების უფრო მეტი რაოდენობით ხელში ჩაგდებისათვისაა. ეს არაა დემოკრატიის რეალური სურათის ამსახველი. Edited November 26, 2009 by Gagi 67 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted November 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 26, 2009 საბედნიეროდ ევრო-ამერიკის წარმომადგენლები არ მოტყუებულან და როგორც ჩანს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი დემოკრატიული არჩევნების ჩატარება აიძულონ ხელისუფლებას!ღმერთმა გისმინოს newstudio, მაგრამ ნაცები და მათი აქსაკალი სიტყვა "დასავლეთს" დიდი ხანია მხოლოდ ტრაფარეტად იყენებენ და ამდენივე ხანია ერთ ადგილზე კიდიათ მათი აზრი შიდაპოლიტიკურ საკითხებზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 26, 2009 მე მგონი დროა ესეთ "ვითომ" ოპოზიციაზე საზოგადოებამ ხმამაღლა განაცხადოს რომ თვალებშI ნაცარს ნუ გვაყრით თქო! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted November 27, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 27, 2009 Gagi 67 1.მე თქვენობით გელაპარაკებით და კეთილი ინებეთ თქვენც ასევე მოიქეცით2.შვილად ვინ ვის ერგება საკითხავიც კი არ არის, მე 57 წლის ვარ.3.თქვენ პროპორციული არჩევნების და მაჟორიტარული არჩევნების ბარიერი ვერ გაგირჩევიათ ერთმანეთისგან და ამიტომ ჯერ პოლიტიკური "ლიკბეზი" გაიარეთ და მერე ვისაუბროთ. ერთ რამეს მაინც გეტყვით, როდესაც მერის და არა მერიის, რიოგორც თქვენ ბრძანებთ არჩევნებია,მითუმეტეს დედაქალაქში არჩეული მერი საკმაო ლეგიტიმაციით უნდა სარგებლობდეს და ამაზეა საუბარი და შესაბამისად მას არჩევნებზე მოსულთაგან ნახევარზე მეტმა უნდა მისცეს ხმა ანუ 50%+1.რაც შეეხება პარტიულ სიებს ის სულ სხვაა. აქ შეიძლება ბარიერი იყოს3-5% როგორც უმრავლეს ქვეყნებშია, ან კი სულ არ იყოს.ჩემს მეორე კითხვას საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებით არ უპასუხეთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.