Jump to content
Planeta.Ge

ვის რა არგუმენტი აქვს ღმერთის არსებობის/არ არსებობის?

Recommended Posts

ღმერთი ნამდვილად არსებობს,ეს იქიდან დავასკვენი, რომ ათეისტები ვერასდროს ვერ ახსინიან საწყისზე :) მათ არ აქვთ არგუმენტები , ათესიტები ვერასდროს ჩასწვებიან იმ ახსნას თუ როგორ იყო დასაწისში :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 593
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

აზრი

როცა ღმერთის არსებობის მტკიცებას ითხოვ, მაშინ არაა სოფიზმი ხომ? და როცა ღმერთის არ არსებობის მტკიცებას მოითხოვენ სოფიზმია?   სანტაკლაუსის რეალურობას ვინმე ამტკიცებდეს არ გამიგია ჯერ. :D

აზრი

მრავალი მორწმუნე ადამინი დარწმუნებულია, რომ ყველაფერს აქვს მიზეზი. ისინი სამყაროს და რაც მასშია, ღვთის არსებობის უდაო მტკიცებად მიიჩნევენ. ის რომ მისი დანახვა არ შეგიძლია, ეს არც გამორიცხავს და არც იმ

აზრი

ზოგი "მორწმუნე" ამბობს, ისეთ სისულელეს მხოლოდ თუ გაეცინება კაცს. აი ამაში კი ვეთამხმები ამ კაცის სიტყვებს:       ეგრე ასაღებენ ხოლმე ეკლესიაში მოღვაწე "მამების" შეთხზულ არაბიბლიურ დოგმატს სამებას ბიბლ

ვერ გაგიკეთებია კარგი დასკვნები, ღმერთის არსებობა იმით კი არ მტკიცდება რადგან ათეისტები ვერ ხსნიან საწყისს, მისი არსებობა მტკიცდება მისი ხილვით, რადგან მის ნამოქმედარზე იძახიან თავისით შეიქმნაო, შესაბამისად მის ქმნილებათა შეცნობით უზენაესის შეცნობა ხალხის ამ კატეგორიისთვის არ გამოდგება, ამიტომ რჩება რაა? საკუთარი თვალების იმედი. ასე რომ ღმერთმა ყველა დიდხანს აცოცხლოს და ღმერთს ყველა იხილავს უკლებლივ და ყველა დარწმუნდება მის არსებობაში, საქმე იმაშია, რომ როდესაც ეს მოხდება "უკვე გვიანი რომ არ იყოს" ამისათვის არსებობენ ადამიანები რომლებიც მიწაზე ყოფნის დროსვე გეუბნებიან ის არსებობს.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ღმერთი ნამდვილად არსებობს,ეს იქიდან დავასკვენი, რომ ათეისტები ვერასდროს ვერ ახსინიან საწყისზე

ის რომ თუნდაც ათეისტები თუ სხვანი ვერ ხსნიან და ასაბუთებდნენ საწყისს, ეს არაა ღმერთის არსებობის საბუთი. თუმცა მეცნიერებს აქვთ საწყისის თეორია, რომელსაც ძნელია შეედავვო, რადგან არ არსებობს ადამიანი რომელიც უტყუარი მტკიცებულებებით შეგედავება ამაში, რადგან არავინ არ იცის რა და როგორ იყო. ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია გვჯეროდეს ან გვწამდეს ამა თუ იმ თეორიისა თუ რელიგიური მოძღვრების

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ღმერთმა ყველა დიდხანს აცოცხლოს და ღმერთს ყველა იხილავს უკლებლივ და ყველა დარწმუნდება მის არსებობაში, საქმე იმაშია, რომ როდესაც ეს მოხდება "უკვე გვიანი რომ არ იყოს" ამისათვის არსებობენ ადამიანები რომლებიც მიწაზე ყოფნის დროსვე გეუბნებიან ის არსებობს.

ის მორალი და ცხოვრების წესი რომელსაც ნებისმიერი რელიგია გვთავაზობს, ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის გასაგებია და ღვთის არსებობა არ არსებობის რწმენა ხელს არ უშლის კეთილი საქმეების კეთებასა და პატიოსან ცხოვრებას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ის რომ თუნდაც ათეისტები თუ სხვანი ვერ ხსნიან და ასაბუთებდნენ საწყისს, ეს არაა ღმერთის არსებობის საბუთი. თუმცა მეცნიერებს აქვთ საწყისის თეორია, რომელსაც ძნელია შეედავვო, რადგან არ არსებობს ადამიანი რომელიც უტყუარი მტკიცებულებებით შეგედავება ამაში, რადგან არავინ არ იცის რა და როგორ იყო. ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია გვჯეროდეს ან გვწამდეს ამა თუ იმ თეორიისა თუ რელიგიური მოძღვრების

როგორ წამოიშვა სიცოცხლე კი არა, როგორ წამოიშვა მატერია, ან თუნდაც სიცარიელე, საერთოდ რა არგუმენტი აქვთ მეცნიერებს იმის დამადასტურებლად რომ სამყარო ღმერთის გარეშე წარმოიშვა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ღმერთი ნამდვილად არსებობს,ეს იქიდან დავასკვენი, რომ ათეისტები ვერასდროს ვერ ახსინიან საწყისზე :) მათ არ აქვთ არგუმენტები , ათესიტები ვერასდროს ჩასწვებიან იმ ახსნას თუ როგორ იყო დასაწისში :)

რა რა და საწყისს ვერანაირად ვერ ახსნიან, იმიტომ რომ მატერია სიცარიელისგან ვერ წარმოიშობა,

უფრო მეტიც უსული მატერიისგან ცოხალი ორგანიზმი ვერ წარმოიშობა,

აიღონ მეცნიერებმა ქვა, ჰაერი, ლითონი და ას. შ. ხოდა გადაქმნან ყველაზ მარტივ ცოცხალ ორგანიზმად,

ოკ, ან მთლად უარესი არაფრისგან შექმნან ატომი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორ წამოიშვა სიცოცხლე კი არა, როგორ წამოიშვა მატერია, ან თუნდაც სიცარიელე, საერთოდ რა არგუმენტი აქვთ მეცნიერებს იმის დამადასტურებლად რომ სამყარო ღმერთის გარეშე წარმოიშვა

სამყაროს მეხსიერება წაშლილი აქვს - თუ როგორი იყო ის "დიდ აფეთქებამდე".. ეს მეხსიერება რომ ჰქონდეს მას შემორჩენილი, მაშინ შეიძლებოდა ჰიპოთეზების თქმა.

რაც შეეხება რელიგიებს, ყველა თავის ჭეშმარიტებას ქადაგებს და ყველა ამბობს, რომ ის ფლობს მას. ამის მტკიცებულებად ხშირად სიზმრები და ხილვები მოჰყავთ. უკაცრავად, მაგრამ ხილვებზე და სიზმრები არ არის რამის არსებობის დამამტკიცებელი..

ანუ არ იციან რა იყო დიდ აფეთქებამდე და ატრ.. სიმართლე ვიცითო, ვაი მაგათ პატრონს უბედურს :givi:

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

morfiudi

ვერ გაგიკეთებია კარგი დასკვნები

მართალი ხარ :) არც მე გამიკეთებია მაქედან დასკვნები რომ ღმერთის არსებობა დავამტკიცო, ჩემი მტკიცებულებები სულ სხვააა, თვით ადამიანის არსებობა მიმაჩნია ღმერთის მტკიცებულებად, ასევე არ არსებობს ქაოსი, მართალია ღმერთი არ მიხილავს მაგრამ მე მცენარეებში პლანეტებში,ადამიანებში და სამყაროში ვხედავ მის სახეს და ყველგან მაგის ფეხის ნაბიჯებს ვხედავ ,ასევე მას ჩემს სულშიც ვხედავ თუ როგორ მეუბნება რა არის კარგი და რა ცუდი

ვისაც დანახვა უნდა მერწმუნე ის დაინახავს მას

Nukriko

რაც შეეხება რელიგიებს, ყველა თავის ჭეშმარიტებას ქადაგებს და ყველა ამბობს, რომ ის ფლობს მას

ჯერ ღმერთის არსებობა იწამე და მერე იმსჯელე თუ რომელ რელიგიაშია ჭეშმარიტება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ანუ არ იციან რა იყო დიდ აფეთქებამდე და ატრ.. სიმართლე ვიცითო, ვაი მაგათ პატრონს უბედურს :givi:

ჯერ ესერთი რასაც ამბობენ გასაგებია, არ ამბობენ ყველაფერი ვიციო, როგორც ამას თეისტები ამბობთ და თქვენი ცოდნის დასადასტურებლად, ხშირად სიზმრები და ხილვები მოგაქვთ (იგივე ბიბლიაში ამის ფაქტი ძალიან ბევრია)

lasha kakauridze

ჯერ ღმერთის არსებობა იწამე და მერე იმსჯელე თუ რომელ რელიგიაშია ჭეშმარიტება

მე არ ვარჩევ რელიგიების სისწორეს, უბრალოდ ვამბობ რომ ყველა რელგიია ერთნაირად დემაგოგობს ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ჯერ ესერთი რასაც ამბობენ გასაგებია, არ ამბობენ ყველაფერი ვიციო, როგორც ამას თეისტები ამბობთ და თქვენი ცოდნის დასადასტურებლად, ხშირად სიზმრები და ხილვები მოგაქვთ (იგივე ბიბლიაში ამის ფაქტი ძალიან ბევრია

და რა იცი სიზმარი თუ ფანტაზიები?

ამბობ რომ სახარებაში ტყუილები წერია, ან იქნებ ისაა ტყუილი ათასობით ქრისტიანი რომ დახოცეს რწმენისთვის რომაელებმა

მე არ ვარჩევ რელიგიების სისწორეს, უბრალოდ ვამბობ რომ ყველა რელგიია ერთნაირად დემაგოგობს

რომელი რელიგია შეისწავლე?

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

და რა იცი სიზმარი თუ ფანტაზიები?

და შენ რა იცი, რომ ჩემი სიზმრები უფრო ჭეშმარიტია იქნებ და მე ნამდვილი მესია ვარ, იმიტომ რომ სიზმრები მაქვს და ხილვები :D

ამბობ რომ სახარებაში ტყუილები წერია, ან იქნებ ისაა ტყუილი ათასობით ქრისტიანი რომ დახოცეს რწმენისთვის რომაელებმა

ნეორმა დახოცა, რამოდენიმე ქრისტიანი და ეს საშინელ ტერორად მონათლეს, როცა მთელი 10 საუკუნე, არაქრისტიანებს და მეტიც ქრისტიაებს რომლებიც ეკლესიარ არ ეთანხმებოდნენ, 10 საუკუნოვანი ტერორი მოუწყვეთ და ამაზე ხმას არ იღებთ...

რომელი რელიგია შეისწავლე?

შესწავლაში რას გულისხმობ, ჯერ ეს მითხარი..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

და შენ რა იცი, რომ ჩემი სიზმრები უფრო ჭეშმარიტია იქნებ და მე ნამდვილი მესია ვარ, იმიტომ რომ სიზმრები მაქვს და ხილვები

ქრისტეს გულისთვის ხალხი სიცოცხლეს სწირავდა, ხოლო თავად ის ჩვენი ჯვარზე გააკვრეს, უამრავმა ხალხმა იწამა მისი, ის სასწაულებს ახდენდა და თანაც ის ცხოვრობდა კონკრეტული ისტორიულ პერიოდში, რეალურად არსებობდა და უამრავი ადამიანია მოწმე,

მისი მოწაფეები იყვნენ უბრალო მებადურეები და ამ მებადურეებმა დაწერეს სახარება რასაც ეხლაც სწავლობენ მეცნიერები თუ ფულოსოფოსები

და ქრისტიანული ფასეულობები დღესაც ცოცხალი და აქტუალურია

Nukriko

ნეორმა დახოცა, რამოდენიმე ქრისტიანი და ეს საშინელ ტერორად მონათლეს, როცა მთელი 10 საუკუნე, არაქრისტიანებს და მეტიც ქრისტიაებს რომლებიც ეკლესიარ არ ეთანხმებოდნენ, 10 საუკუნოვანი ტერორი მოუწყვეთ და ამაზე ხმას არ იღებთ...

ნერონმა მხოლოდ????..

გადააავლე თვალი ისტორია

კათოლიკების მიერ მოწყობილი ტერორი გაბუქებულია,

გარდა ამისა რა საქმე მაქვს მე კათოლიკებთან, ეს მათი პრობლემაა,

სხვათა შორის შენ გახსენი თემა რა გინდათ მწვალებლებისგან რას ერჩითო და რავი, არააა მიზეზი?

Nukriko

შესწავლაში რას გულისხმობ, ჯერ ეს მითხარი..

გაეცანი ჩვენ მოძღვრებას და მერე გამოიტანე დასკვნა ფანტაზიაა თუ არა ის

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ის მორალი და ცხოვრების წესი რომელსაც ნებისმიერი რელიგია გვთავაზობს, ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის გასაგებია და ღვთის არსებობა არ არსებობის რწმენა ხელს არ უშლის კეთილი საქმეების კეთებასა და პატიოსან ცხოვრებას.

უშლის და მერე როგორ, კეთილი საქმე? რას ნიშნავს კეთილი საქმე? ერთი საქმე ერთდროულად კეთილიც არის და ბოროტიც, აშშ-ს დახმარება საქართველოსთვის, კეთილია საქართველოსთვის, ბოროტია რუსეთისთვის და პირიქით, ასე რომ ეს "კეთილი საქმეც", იმ კრიტერიუმით ინსაზღვრება მოსაწონია თუ არა ის ღვთისთვის, ურწმუნოს მიერ ჩადენილი "კეთილი საქმე" კი კეთილი ბოროტისთვისაა ასე რომ სიკეთეც კი სიბოროტეა ღვთის გარეშე.

კარგი გულით და ნათელი გონებით გაკეთებული საქმეა სიკეთე, ეხლა თუკი ამერიკა საქართველოს თავისი პრაგმატული მიზნებიდან გამომდინარე ეხმარება, ეს სიკეთის კეთება კი არა ინვესტიციაა მიმართული მოგებისკენ,

თუმცა მისი ასეთი ქმედება შესაძლოა ჩვენთვის სასიკეთო იყოს, მაგრამ სიკეთე არაა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...